პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიაში ამერიკელებმა რუსი სამხედროები გაანადგურეს? - რას იუწყება რუსული და დასავლური მედია
სირიაში ამერიკელებმა რუსი სამხედროები გაანადგურეს? - რას იუწყება რუსული და დასავლური მედია

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ი­სა და მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თი ჯერ კი­დევ არ აღი­ა­რებს სი­რი­ა­ში ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის მიერ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მა­სობ­რი­ვად და­ბომბვას... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­ა­ში 215-დან 644 მე­ო­მა­რი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა, მთ შო­რის არი­ან სი­რი­ე­ლე­ბიც... ასე­ვე ვი­დეო-კად­რებ­ში ჩანს, რამ­დე­ნი­მე Т-72 - მო­დე­ლის საბ­რძო­ლო ტან­კის და­ბომბვაც, თუმ­ცა, ჰქონ­დათ თუ არა სი­რი­ა­ში მყოფ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნერს" შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მძი­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, ამა­ზე არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს...

ერთი სი­ტყვით, რუ­სუ­ლი მე­დია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სი­რი­ა­ში და­ხო­ცი­ლი მე­ომ­რე­ბი, კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" წევ­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან კავ­ში­რი არ აქვთ... კრემ­ლის სპი­კე­რის, დმიტ­რი პეს­კოვს სი­რი­ის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თხელ და­უს­ვეს კი­თხვა, - გა­მო­ა­ცხა­დებს თუ არა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გლო­ვას, თუმ­ცა მან რო­გორც წესი თავი აა­რი­და და უპა­სუ­ხა, რომ წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს, რას ეკი­თხე­ბი­ან...

novayagazeta.ru-ის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს 13 სამ­ხედ­როა და­ღუ­პუ­ლი, სი­მარ­თლე ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, - და­ბომბვა 3 სა­ათ­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბო­და...

გა­მო­ცე­მა ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის, ჯეფ­რი ჰა­რი­გი­ა­ნის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე მსჯე­ლობს, - novayagazeta.ru-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის "გან­მარ­ტე­ბამ" უფრო და­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა, - "სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ი­დან გაჩ­ნდა ისე უცებ იქ, ევფრა­ტის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ცია..."

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - "რუ­სეთ­ში გლო­ვის გა­მო­ცხა­დე­ბა ნიშ­ნავს, იმის აღი­ა­რე­ბას, რომ ასა­დის მხა­რეს რუსი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბი იბ­რძვი­ან". საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს იქ ბრძო­ლის უფ­ლე­ბა არ აქვთ, მათ შო­რის, არც კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­ომ­რებს...

აშშ-ს არ­მი­ის ოფიც­რის რალფ პი­ტერ­სის გან­ცხა­დე­ბით, - "და­ქი­რა­ვე­ბულ­მა რუს­მა მებ­რძო­ლებ­მა, სი­რი­ა­ში იმ სამ­ხედ­რო ბა­ზას შე­უ­ტი­ეს, სა­დაც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მრჩევ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ... ჩვენ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მათ პა­სუ­ხი გას­ცეს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ შე­ტა­კე­ბა­ში ის იყო, რომ ამის გა­კე­თე­ბა პუ­ტი­ნის თან­ხმო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და..." - აცხა­დებს ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო The New York Post-თან სა­უ­ბარ­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის თქმით, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა იცოდ­ნენ, რომ კონ­ფლიქ­ტის სა­ზღვარ­ზე უპი­რებ­დნენ გა­დას­რო­ლას, სა­დაც მათ ამე­რი­კის ძა­ლებ­თან მო­უ­წევ­დათ შე­ტა­კე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, - დას­წრე­ბა გა­და­წყვი­ტეს... რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, - ისი­ნი ამე­რი­კის არ­მი­ის­გან პა­სუხს არ ელოდ­ნენ. რო­გორც ჩანს, პუ­ტინ­მა თა­ვი­სი ხალ­ხის სი­ცო­ცხლე გა­რის­კა... სხვა სა­კი­თხია, რო­გორ აღ­მოჩ­დნენ თა­ვად რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი იქ, სა­დაც ყოფ­ნის უფ­ლე­ბა, არ აქვთ.

"ეს ნა­თე­ლია, - პუ­ტი­ნი მზად იყო თა­ვი­სი ხალ­ხის სი­ცო­ცხლე გა­ე­რის­კა და იმე­დი ჰქონ­და, რომ ისი­ნი ამე­რი­კელ მრჩევ­ლებს გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ, რა­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კის თა­ოს­ნო­ბით, სი­რი­ა­ში მყო­ფის კო­ა­ლი­ცი­ის ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა მოჰ­ყვე­ბო­და... ასე არ მოხ­და, თუმ­ცა, პუ­ტი­ნი აღი­ა­რე­ბას არ აპი­რებს... მას სი­რია იმა­ზე ძვი­რად და­უჯ­და, ვიდ­რე ელო­და და ახლა იმ ინ­ვეს­ტი­ცი­ის ამო­ღე­ბა სურს, რაც მა­შინ ჩადო" - წერს The New York Post.

Daily Beast-ის ცნო­ბით, სი­რი­ის ძა­ლებს, ასა­დის რე­ჟი­მის და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ძალა არ შეს­წევს, რაც სა­სი­ცი­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვად სი­რი­ის მე­თა­უ­რის­თვის, ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­დნენ იქ რუ­სუ­ლი "ვაგ­ნე­რე­ბი".

7 თე­ბერ­ვალს, მდი­ნა­რე ევფრა­ტის სა­ნა­პი­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ამ, ამე­რი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მას შემ­დეგ და­ბომ­ბა, რაც ასა­დის ძა­ლებ­მა, ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სა­ბა­დო­ებ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა სცა­დეს... პენ­ტა­გონ­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი ავი­ა­დარ­ტყმე­ბის და­წყე­ბამ­დე გა­აფრ­თხი­ლეს.

რუ­სე­თის ავი­ა­ექ­სპერ­ტმა, ვა­დიმ ლუ­კა­შე­ვიჩ­მა ისა­უბ­რა, თუ რო­გორ და­ი­ბომ­ბა "ვაგ­ნე­რის" კო­ლო­ნა. მისი თქმით, - სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კე­ლებ­მა, სი­რი­ა­ში 215-დან 644 -მდე რუსი სამ­ხედ­რო გა­ა­ნად­გუ­რეს.

dailymail.co.uk- წერს, რომ სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი "სა­ი­დუმ­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ" და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ. ამას­თან, არ­სე­ბობს ფო­ტო­ე­ბი, სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის წევ­რე­ბი და მე­თა­უ­რე­ბი, პუ­ტინ­თან ერ­თად არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი.

გა­ე­რო­ში რუ­სე­თის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის ვა­სი­ლი ნე­ბენ­ზი­ას გან­ცხა­დე­ბით, - გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რა­ზე, მოს­კო­ვი ამე­რი­კის დე­ლე­გა­ცი­ას დეილ-ეზ ზორ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას მოს­თხოვს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

სირიაში ამერიკელებმა რუსი სამხედროები გაანადგურეს? - რას იუწყება რუსული და დასავლური მედია

სირიაში ამერიკელებმა რუსი სამხედროები გაანადგურეს? - რას იუწყება რუსული და დასავლური მედია

დასავლური მედიის მიერ მომზადებული არაერთი პუბლიკაციისა და მათ მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიუხედავად, რუსეთი ჯერ კიდევ არ აღიარებს სირიაში ამერიკული სამხედრო გამანადგურებლის მიერ რუსი სამხედროების მასობრივად დაბომბვას... არსებული ინფორმაციით, სირიაში 215-დან 644 მეომარი დაიღუპა, თუმცა, მთ შორის არიან სირიელებიც... ასევე ვიდეო-კადრებში ჩანს, რამდენიმე Т-72 - მოდელის საბრძოლო ტანკის დაბომბვაც, თუმცა, ჰქონდათ თუ არა სირიაში მყოფ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" შეიარაღებაში მძიმე სამხედრო ტექნიკა, ამაზე არავინ არაფერს ამბობს...

ერთი სიტყვით, რუსული მედია ირწმუნება, რომ სირიაში დახოცილი მეომრები, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წევრები არიან, რომელთაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირი არ აქვთ... კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვს სირიის ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ დაუსვეს კითხვა, - გამოაცხადებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება გლოვას, თუმცა მან როგორც წესი თავი აარიდა და უპასუხა, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რას ეკითხებიან...

novayagazeta.ru-ის ცნობით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 13 სამხედროა დაღუპული, სიმართლე ვერ იქნება, რადგან ამერიკელი სამხედროების განცხადებით, - დაბომბვა 3 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა...

გამოცემა ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტის, ჯეფრი ჰარიგიანის მიერ ჩატარებულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე მსჯელობს, - novayagazeta.ru-ს კორესპონდენტის შეფასებით, ამერიკელი მაღალჩინოსნის "განმარტებამ" უფრო დაძაბა ვითარება, - "საინტერესოა, საიდან გაჩნდა ისე უცებ იქ, ევფრატის მარცხენა სანაპიროზე, ამერიკული ავიაცია..."

დასავლური მედიის ინფორმაციით, - "რუსეთში გლოვის გამოცხადება ნიშნავს, იმის აღიარებას, რომ ასადის მხარეს რუსი დაქირავებული მეომრები იბრძვიან". საქმე ის არის, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იქ ბრძოლის უფლება არ აქვთ, მათ შორის, არც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მეომრებს...

აშშ-ს არმიის ოფიცრის რალფ პიტერსის განცხადებით, - "დაქირავებულმა რუსმა მებრძოლებმა, სირიაში იმ სამხედრო ბაზას შეუტიეს, სადაც მათი ინფორმაციით ამერიკელი სამხედრო მრჩევლები იმყოფებოდნენ... ჩვენმა სამხედროებმა მათ პასუხი გასცეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეტაკებაში ის იყო, რომ ამის გაკეთება პუტინის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა..." - აცხადებს ამერიკელი სამხედრო The New York Post-თან საუბარში.

სტატიის ავტორის თქმით, რუსმა სამხედროებმა იცოდნენ, რომ კონფლიქტის საზღვარზე უპირებდნენ გადასროლას, სადაც მათ ამერიკის ძალებთან მოუწევდათ შეტაკება და სავარაუდოდ, - დასწრება გადაწყვიტეს... როგორც აღმოჩნდა, - ისინი ამერიკის არმიისგან პასუხს არ ელოდნენ. როგორც ჩანს, პუტინმა თავისი ხალხის სიცოცხლე გარისკა... სხვა საკითხია, როგორ აღმოჩდნენ თავად რუსი სამხედროები იქ, სადაც ყოფნის უფლება, არ აქვთ.

"ეს ნათელია, - პუტინი მზად იყო თავისი ხალხის სიცოცხლე გაერისკა და იმედი ჰქონდა, რომ ისინი ამერიკელ მრჩევლებს გაანადგურებდნენ, რასაც სავარაუდოდ, ამერიკის თაოსნობით, სირიაში მყოფის კოალიციის ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვებოდა... ასე არ მოხდა, თუმცა, პუტინი აღიარებას არ აპირებს... მას სირია იმაზე ძვირად დაუჯდა, ვიდრე ელოდა და ახლა იმ ინვესტიციის ამოღება სურს, რაც მაშინ ჩადო" - წერს The New York Post.

Daily Beast-ის ცნობით, სირიის ძალებს, ასადის რეჟიმის დამოუკიდებლად შენარჩუნების ძალა არ შესწევს, რაც სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია თავად სირიის მეთაურისთვის, ამიტომაც აღმოჩდნენ იქ რუსული "ვაგნერები".

7 თებერვალს, მდინარე ევფრატის სანაპირო საერთაშორისო კოალიციამ, ამერიკის ხელმძღვანელობით მას შემდეგ დაბომბა, რაც ასადის ძალებმა, ნავთობისა და გაზის საბადოებზე კონტროლის დამყარება სცადეს... პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთი ავიადარტყმების დაწყებამდე გააფრთხილეს.

რუსეთის ავიაექსპერტმა, ვადიმ ლუკაშევიჩმა ისაუბრა, თუ როგორ დაიბომბა "ვაგნერის" კოლონა. მისი თქმით, - სხვადასხვა ინფორმაციით, ამერიკელებმა, სირიაში 215-დან 644 -მდე რუსი სამხედრო გაანადგურეს.

dailymail.co.uk- წერს, რომ სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსი სამხედროები "საიდუმლოდ მონაწილეობდნენ" და რუსეთის ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. ამასთან, არსებობს ფოტოები, სამხედრო კომპანიის წევრები და მეთაურები, პუტინთან ერთად არიან გადაღებული.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ნებენზიას განცხადებით, - გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე, მოსკოვი ამერიკის დელეგაციას დეილ-ეზ ზორში მომხდარი ფაქტის გამო ახსნა-განმარტებას მოსთხოვს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE