პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძის მტკიცებით, ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს არ შეამცირებს
კალაძის მტკიცებით, ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს არ შეამცირებს

არ მგო­ნია, რომ ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შე­ამ­ცი­რებს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, რომ იმუ­შა­ოს, მას ექ­ნე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ოღონდ იქ­ნე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

კა­ლა­ძის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

"ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იქ­ნე­ბა ეტა­პობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი. პირ­ვე­ლი რაც უნდა გა­კეთ­დეს, ეს არის რე­გის­ტრა­ცია, იმის­თვის რომ ვი­ცო­დეთ, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ტაქ­სია დღეს დე­და­ქა­ლაქ­ში. დღეს არა­ნა­ი­რი კვლე­ვა არ არ­სე­ბობს და არა­ნა­ი­რი ციფ­რე­ბი არ არის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნი ტაქ­სი და­დის დე­და­ქა­ლაქ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მათი და­რე­გის­ტრი­რე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. შემ­დეგ ეტაპ­ზე მომ­დევ­ნო წლებ­ში შე­მო­ვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს ტაქ­სი, ტაქ­სით მგზავ­რო­ბა რო­გორც ეს ხდე­ბა ნორ­მა­ლურ, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში უკვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­ბა.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის გოკა გა­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხი ფრაქ­ცია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ტაქ­სებ­ზე ქა­ლა­ქის მე­რი­ის რე­გუ­ლა­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა გა­მო­იწ­ვევს მხო­ლოდ ისე­დაც გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კი­დევ გა­ღა­რი­ბე­ბას და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­კარ­გვას", - გა­ნა­ცხა­და გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

კალაძის მტკიცებით, ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს არ შეამცირებს

კალაძის მტკიცებით, ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს არ შეამცირებს

არ მგონია, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს შეამცირებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვისაც სურვილი აქვს, რომ იმუშაოს, მას ექნება ამის საშუალება, ოღონდ იქნება რეგულაციები.

კალაძის თქმით, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული.

"ტაქსების რეგულაციებს რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება ეტაპობრივი ცვლილებები. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის რეგისტრაცია, იმისთვის რომ ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობის ტაქსია დღეს დედაქალაქში. დღეს არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრები არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ტაქსი დადის დედაქალაქში, შესაბამისად, მათი დარეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგ ეტაპზე მომდევნო წლებში შემოვა რეგულაციები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ტაქსი, ტაქსით მგზავრობა როგორც ეს ხდება ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში", - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტი და უახლოეს მომავალში ამაზე მუშაობა დაიწყება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ტაქსების რეგულირების საკითხი ფრაქცია "ევროპული საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია.

"ტაქსებზე ქალაქის მერიის რეგულატორული პოლიტიკა გამოიწვევს მხოლოდ ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს