პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი: "მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება
მიხეილ სააკაშვილი: "მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება

უკ­რა­ი­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის გა­რე­შე სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბა საფრ­თხის ქვეშ დად­გე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ფრან­გულ გა­მო­ცე­მა Liberation-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"უკ­რა­ი­ნა ვერ შეს­ძლებს გა­დარ­ჩე­ნას ძლი­ე­რი ზრდის გა­რე­შე. მთავ­რო­ბა არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია. ზო­გი­ერთ რე­გი­ო­ნებ­ში ად­გი­ლი აქვს ძლი­ერ სე­პა­რა­ტის­ტულ ტენ­დენ­ცი­ებს. ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის გა­რე­შე სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბის შერ­ყე­ვი­სა და ქვეყ­ნის ბალ­კა­ნი­ზა­ცი­ის რის­კე­ბი რე­ა­ლუ­რია", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მის პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას "ახა­ლი ძა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას" პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა შე­უძ­ლია.

"რო­დე­საც მე პო­რო­შენ­კოს შე­ვუ­ტიე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბებს ბლო­კავს, ხალ­ხი გა­რეთ გა­მო­ვი­და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ებ­ზე. ბოლო გა­მო­კი­თხვე­ბის თა­ნახ­მად, ჩემს პარ­ტი­ას 6-7%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეთ. ეს რე­ი­ტინ­გი არც თუ ისე ცუ­დია პარ­ტი­ის­თვის, რო­მე­ლიც ექ­ვსი თვის წინ არც კი იყო პო­ლი­ტი­კურ რუ­კა­ზე. ეს ცხად­ყოფს იმას, რომ პო­რო­შენ­კო საკ­მა­ოდ სუს­ტია. ის ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კონ­ტრო­ლოს, თუმ­ცა ჩემ­ზე თავ­დას­ხმით მან მე ავან­სცე­ნა­ზე გა­მო­მიყ­ვა­ნა", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი "წარ­მა­ტე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნაა".

"მზად ვარ სა­ჯა­როდ დამ­წვან, თუ ეს უკ­რა­ი­ნას წა­ად­გე­ბა. მე არ შე­მიძ­ლია საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ჩემი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა. მაგ­რამ, თუ მე და­ვეხ­მა­რე­ბი პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი და ახა­ლი ფი­გუ­რის გა­მო­ჩე­ნას, ეს დიდი წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა. ჩემი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია - წარ­მა­ტე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა. თუ უკ­რა­ი­ნა წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევს ან სტაგ­ნა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ბა, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­ა­ნად­გუ­რებს უკ­რა­ი­ნას. მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან გაქ­რე­ბა. ჩემ­თვის ეს შან­სია პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში მე­ო­რე ქვე­ყა­ნა წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ად ვაქ­ციო. რაც არ უნდა მოხ­დეს, მე ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ", - დას­ძი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მიხეილ სააკაშვილი: "მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება

მიხეილ სააკაშვილი: "მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება

უკრაინაში ეკონომიკური ზრდის გარეშე სამოქალაქო მშვიდობა საფრთხის ქვეშ დადგება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Liberation-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"უკრაინა ვერ შესძლებს გადარჩენას ძლიერი ზრდის გარეშე. მთავრობა არაპოპულარულია. ზოგიერთ რეგიონებში ადგილი აქვს ძლიერ სეპარატისტულ ტენდენციებს. ეკონომიკური ზრდის გარეშე სამოქალაქო მშვიდობის შერყევისა და ქვეყნის ბალკანიზაციის რისკები რეალურია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მის პოლიტიკურ პარტიას "ახალი ძალების მოძრაობას" პარლამენტში შესვლა შეუძლია.

"როდესაც მე პოროშენკოს შევუტიე, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს ბლოკავს, ხალხი გარეთ გამოვიდა მანიფესტაციებზე. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ჩემს პარტიას 6-7%-იანი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ შეგვიძლია პარლამენტში შევიდეთ. ეს რეიტინგი არც თუ ისე ცუდია პარტიისთვის, რომელიც ექვსი თვის წინ არც კი იყო პოლიტიკურ რუკაზე. ეს ცხადყოფს იმას, რომ პოროშენკო საკმაოდ სუსტია. ის ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს, თუმცა ჩემზე თავდასხმით მან მე ავანსცენაზე გამომიყვანა", - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანი "წარმატებული უკრაინაა".

"მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება. მე არ შემიძლია საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა. მაგრამ, თუ მე დავეხმარები პოლიტიკურ სცენაზე გამაერთიანებელი და ახალი ფიგურის გამოჩენას, ეს დიდი წარმატება იქნება. ჩემი საბოლოო მიზანია - წარმატებული უკრაინა. თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს ან სტაგნაციაში დარჩება, ვლადიმერ პუტინი გაანადგურებს უკრაინას. მთლიანად რეგიონი, მათ შორის საქართველო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება. ჩემთვის ეს შანსია პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ქვეყანა წარმატების ისტორიად ვაქციო. რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე ვიბრძოლებ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"