პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაჩალიკაშვილების ოჯახი განცხადებას ავრცელებს
მაჩალიკაშვილების ოჯახი განცხადებას ავრცელებს

მე­დი­ა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა პან­კი­სის და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე, არ შე­ი­ცავ­და სხვა აზრს გარ­და იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ხე­ო­ბის ნდო­ბის პრობ­ლე­მა­ზე გაგ­ვეს­ვა ხაზი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" ეთერ­ში მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თუ "დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი არ და­ის­ჯე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პან­კისს და­კარ­გავს".

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" ეთერ­ში ჩვენს მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად არას­წო­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი მი­ე­ცა სხვა­დახ­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის და ჯგუ­ფე­ბის მიერ.

და­სა­წყის­ში­ვე გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ეხლა უაღ­რე­სად მძი­მეა. ჩვენ­მა ოჯახ­მა ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მე­ბით გა­ნი­ცა­და უსა­მარ­თლო­ბა და ამ სტრე­სის და ტკი­ვი­ლის გა­და­ტა­ნას უზე­ნა­ე­სი ალა­ჰი­სა და ჩვე­ნი ქის­ტი და ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ასე­ვე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის იმე­დით თუ ვა­ხერ­ხებთ.

ჩვე­ნი 19 წლის შვი­ლი ჩვე­ნი­ვე სახ­ლში ღა­მით ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოგ­ვიკ­ლეს. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ჩვენს ოჯახს, რო­გორც დამ­ნა­შა­ვე­ებს და არა­ა­და­მი­ა­ნებს მოგ­ვექ­ცნენ. ია­რა­ღე­ბის და­მიზ­ნე­ბით ია­ტაკ­ზე დაგ­ვყა­რეს და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გვაძ­ლევ­დნენ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთახ­ში ვყავ­დით გა­მო­კე­ტი­ლე­ბი და ია­რა­ღე­ბით კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ჩვე­ნი შვი­ლის დაჭ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც კი არ გვაძ­ლევ­და. ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­მირ­ლა­ნი სა­კუ­თარ ოთახ­ში სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და და ჩვენ ჩვე­ნი შვი­ლის დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ მოგ­ვცეს. ჩვე­ნი სა­სო­წარ­კვე­თა და ტრა­გე­დია იმ­დე­ნად ღრმა არის, რომ ამის გად­მო­ცე­მა სი­ტყვე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამას ჩვე­ნი ქის­ტუ­რი სი­მა­მა­ცის ეთი­კაც არ გვაძ­ლევს.

პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო თე­მირ­ლა­ნის­გან დამ­ნა­შა­ვის ხა­ტის შექ­მნა და სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბებ­ში სუს-მა ის ყო­ველ­გვა­რი ვა­რა­უ­დის გა­რე­შე დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­ა­ცხა­და. სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის და უსა­მარ­თლო­ბის აღი­ა­რე­ბის ნაც­ვლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თე­მირ­ლა­ნის დის­კრე­დი­ტი­რე­ბას ცდი­ლობ­და, რაც ცხა­დია, მისი მხრი­დან დაშ­ვე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბის გა­და­ფარ­ვის და ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბის და­სუს­ტე­ბის მცდე­ლო­ბა იყო.

ცხა­დია, თე­მირ­ლა­ნის, უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდის სა­კუ­თარ სახ­ლში ამ ფორ­მით სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის საქ­მე აღელ­ვებს არა მხო­ლოდ ჩვენს ოჯახს, არა­მედ მთელს ხე­ო­ბას. ეს იმი­ტომ რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პან­კი­სის ხე­ო­ბას ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცველ ტე­რი­ტო­რი­ად სა­ხავ­და და ად­გი­ლობ­რივ ხალ­ხს მუდ­მი­ვად იმის მტკი­ცე­ბა გვჭირ­დე­ბა, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი და რა­დი­კა­ლე­ბი არ ვართ. სირ­ცხვი­ლის და თა­ვის მარ­თლე­ბის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა რე­გი­ონ­ში სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის არას­წორ­მა პო­ლი­ტი­კამ შექ­მნა.

ნაც­ვლად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩვე­ნი ხალ­ხის ღრმა კავ­ში­რი და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ხე­ო­ბა­ში ძი­რი­თა­დი მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა სუს-ია, რო­მე­ლიც სწო­რედ დას­ჯის და კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მუ­შა­ობს ჩვენ­ზე. ბო­ლოს ჩა­ტე­რე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია და მის გარ­შე­მო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლი­ლი, გა­უზ­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვენს ამ გან­ცდას კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს. და იმის ნაც­ვლად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვეთ­ვის მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი და და­სუს­ტე­ბუ­ლი ნდო­ბა შე­ეც­ვა­ლა, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არც კი ჩა­მო­ვიდ­ნენ ხე­ო­ბა­ში. ჩვენ არ გვეს­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს უმოქ­მე­დე­ბა უმეც­რე­ბაა მხო­ლოდ, თუ რა­ი­მე სტრა­ტე­გია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ღია ჭრი­ლო­ბე­ბით და ტკი­ვი­ლით მიგ­ვა­ტო­ვა პან­კი­სე­ლე­ბი და დღეს უფ­ლის, სა­კუ­თა­რი და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის ძა­ლე­ბით ვცდი­ლობთ ამ ღრმა სტრე­სის გა­აზ­რე­ბას და გა­და­ლახ­ვას.

ცხა­დია, ჩვენს ოჯახს და ქის­ტებს გვაქვს გო­ნი­ე­რე­ბა და ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს პო­ლი­ტი­კუ­რი უმეც­რე­ბაც ავი­ტა­ნოთ. იმი­ტომ რომ ჩვენ ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ და რო­გორც ყვე­ლა სხვა ჯგუფს, უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა თუ უმ­ცი­რე­სო­ბას, გვეს­მის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ჩვენ ყვე­ლა­ნი სხვა­დას­ხვა ფორ­მით გან­ვიც­დით უსა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კის მძი­მე შე­დე­გებს. ზო­გი­ერ­თი სიკ­ვდილს ვებ­რძვით, ზო­გი­ერ­თი - სი­ღა­რი­ბეს, ზო­გი­ერ­თის - ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა­სა და სა­სო­წარ­კვე­თას. თუმ­ცა, ჩვენ სხვა სამ­შობ­ლო არ გვაქვს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვას აქ და ახლა უნდა მი­ვაღ­წი­ოთ კა­ნო­ნი­ე­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რით. პან­კი­სის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლია და ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გან­ცა გა­მორ­ჩე­უ­ლად მა­ღა­ლი გვაქვს და ეს კარ­გად იცის ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც.

ამ­დე­ნად, მე­დი­ა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა პან­კი­სის და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე, არ შე­ი­ცავ­და სხვა აზრს გარ­და იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ხე­ო­ბის ნდო­ბის პრობ­ლე­მა­ზე გაგ­ვეს­ვა ხაზი. დიახ, ნდო­ბის აღ­დგე­ნის ხაზი დღეს ამ საქ­მე­ზე სი­მარ­თლის დად­გე­ნის პრო­ცეს­ზე გა­დის და ეს მთე­ლი ხე­ო­ბის­თვის ასეა.

ჩვენ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ, რომ თე­მირ­ლა­ნის საქ­მე­ზე მისი ოჯა­ხი ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ სი­მარ­თლის დად­გე­ნის­თვის. სი­მარ­თლის დად­გე­ნა ჩვენ­თვის ნიშ­ნავს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ამ ფორ­მით დამ­გეგ­მა­ვი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სუს-ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და სრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რის სა­მარ­თლებ­რივ დას­ჯას და თე­მირ­ლა­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის ჩვენ­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მო­ცე­მას. ჩვენ მო­ვი­თხოვთ, სა­ხელ­მწი­ფომ და­ამ­ტკი­ცოს, რომ თე­მირ­ლან­მა ნამ­დვი­ლად იცო­და, რომ ის ბი­ჭე­ბი, რო­მელ­საც თით­ქმის მთე­ლი ხე­ო­ბა და ჩვე­ნი ოჯა­ხიც სხვა სა­ხე­ლე­ბით იც­ნობ­და და მე­გობ­რობ­და, ტე­რო­რის­ტე­ბი იყ­ვნენ და სწო­რედ ამ მიზ­ნით მათ თე­მირ­ლა­ნი სხვა­დას­ხვა რე­სურ­სე­ბით ეხ­მა­რე­ბო­და. თუ ამას თა­ვის დრო­ზე და­მიმ­ტკი­ცებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩემი ხე­ლით მი­ვუყ­ვან­დი ჩემს შვილს და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად. ამის­თვის ომის ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვენს ოჯახ­თან არ დას­ჭირ­დე­ბო­და.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ი­აზ­როს სუს-ის საქ­მი­ა­ნო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი სიბრმა­ვე და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მძი­მე შე­დე­გე­ბი და დრო­უ­ლად შეც­ვა­ლოს ის და რაც მთა­ვა­რია, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბა მოს­თხო­ვოს მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

ჩვენ მად­ლო­ბას ვუხ­დით მე­დი­ას საქ­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სის და მხარ­და­ჭე­რის გამო, თუმ­ცა, იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია უფრო საქ­მი­ა­ნი და ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი იყოს, მო­მა­ვალ­ში საქ­მის გარ­შე­მო სი­ახ­ლე­ებს და ჩვე­ნი ოჯა­ხის პო­ზი­ცი­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის და ჩვენს ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის გზით გა­გი­ზი­ა­რებთ.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით და მად­ლი­ე­რე­ბით, თე­მირ­ლა­ნის ოჯა­ხი", - ნათ­ქვა­მია თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

მაჩალიკაშვილების ოჯახი განცხადებას ავრცელებს

მაჩალიკაშვილების ოჯახი განცხადებას ავრცელებს

მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი, - ასე ეხმაურება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ "დამნაშავე პირები არ დაისჯებიან ხელისუფლება პანკისს დაკარგავს".

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც სრულიად არასწორი განმარტებები მიეცა სხვადახვა ადამიანების და ჯგუფების მიერ.

დასაწყისშივე გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენი ოჯახის ემოციური მდგომარეობა ეხლა უაღრესად მძიმეა. ჩვენმა ოჯახმა ყველაზე მძიმე ფორმებით განიცადა უსამართლობა და ამ სტრესის და ტკივილის გადატანას უზენაესი ალაჰისა და ჩვენი ქისტი და ქართველი მეგობრების მხარდაჭერით, ასევე სამართლიანობის იმედით თუ ვახერხებთ.

ჩვენი 19 წლის შვილი ჩვენივე სახლში ღამით ყველაზე სასტიკი და აგრესიული ფორმით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოგვიკლეს. სპეცრაზმელები ჩვენს ოჯახს, როგორც დამნაშავეებს და არაადამიანებს მოგვექცნენ. იარაღების დამიზნებით იატაკზე დაგვყარეს და გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახში ვყავდით გამოკეტილები და იარაღებით კბილებამდე შეიარაღებული პირები გადაადგილების შესაძლებლობას და ჩვენი შვილის დაჭრის შესახებ ინფორმაციის გაგების შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევდა. ერთი საათის განმავლობაში თემირლანი საკუთარ ოთახში სისხლისგან იცლებოდა და ჩვენ ჩვენი შვილის დახმარების საშუალებაც კი არ მოგვცეს. ჩვენი სასოწარკვეთა და ტრაგედია იმდენად ღრმა არის, რომ ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია და ამას ჩვენი ქისტური სიმამაცის ეთიკაც არ გვაძლევს.

პირველივე დღეებში ხელისუფლებამ დაიწყო თემირლანისგან დამნაშავის ხატის შექმნა და საკუთარ განცხადებებში სუს-მა ის ყოველგვარი ვარაუდის გარეშე დამნაშავედ გამოაცხადა. საკუთარი შეცდომების და უსამართლობის აღიარების ნაცვლად, ხელისუფლება თემირლანის დისკრედიტირებას ცდილობდა, რაც ცხადია, მისი მხრიდან დაშვებული უსამართლობის გადაფარვის და ჩვენი ოჯახის მიმართ საზოგადოებრივი სოლიდარობის დასუსტების მცდელობა იყო.

ცხადია, თემირლანის, უდანაშაულო ახალგაზრდის საკუთარ სახლში ამ ფორმით სიცოცხლის ხელყოფის საქმე აღელვებს არა მხოლოდ ჩვენს ოჯახს, არამედ მთელს ხეობას. ეს იმიტომ რომ წლების განმავლობაში პანკისის ხეობას ყველა ხელისუფლება საფრთხის შემცველ ტერიტორიად სახავდა და ადგილობრივ ხალხს მუდმივად იმის მტკიცება გვჭირდება, რომ ტერორისტები და რადიკალები არ ვართ. სირცხვილის და თავის მართლების ეს მდგომარეობა რეგიონში სწორედ ხელისუფლებების არასწორმა პოლიტიკამ შექმნა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ხალხის ღრმა კავშირი და მიჯაჭვულობა საქართველოსთვის გამოიყენოს ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, ხეობაში ძირითადი მოქმედი სახელმწიფო უწყება სუს-ია, რომელიც სწორედ დასჯის და კონტროლის საშუალებებით მუშაობს ჩვენზე. ბოლოს ჩატერებული სისხლიანი სპეცოპერაცია და მის გარშემო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოციალური შინაარსისგან დაცლილი, გაუზრებელი განცხადებები ჩვენს ამ განცდას კიდევ უფრო აღრმავებს. და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ჩვეთვის მოყენებული ტკივილი და დასუსტებული ნდობა შეეცვალა, მაღალი თანამდებობის პირები არც კი ჩამოვიდნენ ხეობაში. ჩვენ არ გვესმის ხელისუფლების ეს უმოქმედება უმეცრებაა მხოლოდ, თუ რაიმე სტრატეგია. ხელისუფლებამ ღია ჭრილობებით და ტკივილით მიგვატოვა პანკისელები და დღეს უფლის, საკუთარი და ჩვენი მეგობრების ძალებით ვცდილობთ ამ ღრმა სტრესის გააზრებას და გადალახვას.

ცხადია, ჩვენს ოჯახს და ქისტებს გვაქვს გონიერება და ძალა ხელისუფლების ეს პოლიტიკური უმეცრებაც ავიტანოთ. იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და როგორც ყველა სხვა ჯგუფს, უმრავლესობასა თუ უმცირესობას, გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა და ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფორმით განვიცდით უსამართლო პოლიტიკის მძიმე შედეგებს. ზოგიერთი სიკვდილს ვებრძვით, ზოგიერთი - სიღარიბეს, ზოგიერთის - ღირსების შელახვასა და სასოწარკვეთას. თუმცა, ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს და სამართლიანობის მიღწევას აქ და ახლა უნდა მივაღწიოთ კანონიერი და მშვიდობიანი საშუალებებით და ერთმანეთის მხარდაჭერით. პანკისის საქართველოს ნაწილია და ჩვენ საქართველოს მოქალაქეობის განცა გამორჩეულად მაღალი გვაქვს და ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც.

ამდენად, მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი. დიახ, ნდობის აღდგენის ხაზი დღეს ამ საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესზე გადის და ეს მთელი ხეობისთვის ასეა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თემირლანის საქმეზე მისი ოჯახი ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის დადგენისთვის. სიმართლის დადგენა ჩვენთვის ნიშნავს სპეცოპერაციის ამ ფორმით დამგეგმავი და განმახორციელებული სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების და სროლის განმახორციელებელი პირის სამართლებრივ დასჯას და თემირლანის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ჩვენთვის სამართლებრივი შესაძლებლობის მოცემას. ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაამტკიცოს, რომ თემირლანმა ნამდვილად იცოდა, რომ ის ბიჭები, რომელსაც თითქმის მთელი ხეობა და ჩვენი ოჯახიც სხვა სახელებით იცნობდა და მეგობრობდა, ტერორისტები იყვნენ და სწორედ ამ მიზნით მათ თემირლანი სხვადასხვა რესურსებით ეხმარებოდა. თუ ამას თავის დროზე დამიმტკიცებდა ხელისუფლება, ჩემი ხელით მივუყვანდი ჩემს შვილს დასაპატიმრებლად. ამისთვის ომის ტექნიკის გამოყენება ხელისუფლებას ჩვენს ოჯახთან არ დასჭირდებოდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს სუს-ის საქმიანობის პოლიტიკური სიბრმავე და პანკისის ხეობაში მისი საქმიანობის მძიმე შედეგები და დროულად შეცვალოს ის და რაც მთავარია, პოლიტიკური პასუხისგებლობა მოსთხოვოს მის ხელმძღვანელობას.

ჩვენ მადლობას ვუხდით მედიას საქმის მიმართ ინტერესის და მხარდაჭერის გამო, თუმცა, იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ჩვენი კომუნიკაცია უფრო საქმიანი და ნაკლებად ემოციური იყოს, მომავალში საქმის გარშემო სიახლეებს და ჩვენი ოჯახის პოზიციებს სპეციალურად შექმნილი ფეისბუქგვერდის და ჩვენს ადვოკატებთან ერთად ორგანიზებული შეხვედრების გზით გაგიზიარებთ.

ქართული საზოგადოების მიმართ ღრმა პატივისცემით და მადლიერებით, თემირლანის ოჯახი", - ნათქვამია თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი