პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობოები "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ
არასამთავრობოები "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. ერთ-ერთი პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, ისი­ნი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის შეს­ვლას ითხო­ვენ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ ეკა გი­გა­ურ­მა სას­ტუმ­რო "რუმსში" გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მე­სა­მე სექ­ტო­რი მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა.

ეკა გი­გა­უ­რის თქმით, გეგ­მა, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე შე­მუ­შავ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მა­უ­წყებ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­საბ­რუ­ნებ­ლად შე­იქ­მნე­ბა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფით და­კომ­პლექტდე­ბა.

"ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა მიზ­ნად ისა­ხავს იმას, რომ ჩვენ უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი". "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" არ არის ბორ­დის მა­უ­წყე­ბე­ლი, არა­მედ ის არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის არხი. იგი პირ­ველ რიგ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. ამ მიზ­ნის­კენ ვიღწ­ვით ჩვენ. ვფიქ­რობთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში ამ სა­კი­თხით უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ მმარ­თვე­ლი პარ­ტია და პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რად­გან გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი მათი პრობ­ლე­მა არ არის, ეს სწო­რი არაა. ეს არის ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის და შე­სა­ბა­მი­სად მათი ინ­ტე­რე­სი უნდა იყოს, რომ ეს კი­თხვე­ბი არ და­ის­ვას. ასე­ვე, მე­ო­რე სა­კი­თხი არის სტრუქ­ტუ­რუ­ლი და სხვა ტი­პის რე­ფორ­მე­ბი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" მარ­თლაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს.

ჩვენ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლად ვი­სა­უბ­რებთ ამ 6 პუნ­ქტზე. ასე­ვე ვი­სა­უბ­რებთ რა­ტომ ვი­თხოვთ ამ პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და მერე გა­და­ვალთ კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებ­ზე. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში შევ­ლენ რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე მე­სა­მე სექ­ტო­რი. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­ფარ­თო­ოთ ეს ჯგუ­ფი. კო­მუ­ნი­კა­ცია ასე­ვე გვექ­ნე­ბა სხვა ჯგუ­ფებ­თან. ჯგუ­ფის შექ­მნა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ჩვენ და­ვიბ­რუ­ნოთ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" და მა­უ­წყე­ბე­ლი არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის და არა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის ან ბორ­დის", - გა­ნა­ცხა­და გი­გა­ურ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

არასამთავრობოები "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ

არასამთავრობოები "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ისინი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა სასტუმრო "რუმსში" განუცხადა, სადაც მესამე სექტორი მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკა გიგაურის თქმით, გეგმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე შემუშავდა, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. მისივე განმარტებით, მაუწყებლის საზოგადოებისთვის დასაბრუნებლად შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ჯგუფით დაკომპლექტდება.

"ექვსპუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ "საზოგადოებრივი მაუწყებელი". "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ არის ბორდის მაუწყებელი, არამედ ის არის საზოგადოების არხი. იგი პირველ რიგში საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ამ მიზნისკენ ვიღწვით ჩვენ. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ მმართველი პარტია და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რადგან განცხადებები, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენები მათი პრობლემა არ არის, ეს სწორი არაა. ეს არის ასევე დანაშაული მმართველი პარტიის და შესაბამისად მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ ეს კითხვები არ დაისვას. ასევე, მეორე საკითხი არის სტრუქტურული და სხვა ტიპის რეფორმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მართლაც საზოგადოებას ემსახურებოდეს.

ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაქვეყნებთ განცხადებას, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ ამ 6 პუნქტზე. ასევე ვისაუბრებთ რატომ ვითხოვთ ამ პუნქტების შესრულებას და მერე გადავალთ კონკრეტულ ქმედებებზე. საკოორდინაციო საბჭოში შევლენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე მესამე სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს ჯგუფი. კომუნიკაცია ასევე გვექნება სხვა ჯგუფებთან. ჯგუფის შექმნა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ დავიბრუნოთ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და მაუწყებელი არის საზოგადოების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ან ბორდის", - განაცხადა გიგაურმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი