სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა ბნელი კოშკის სამყაროში გრძელდება - სტივენ კინგის კიდევ ერთი ტომი ქართულად დღეიდან ხელმისაწვდომია
მოგზაურობა ბნელი კოშკის სამყაროში გრძელდება - სტივენ კინგის კიდევ ერთი ტომი ქართულად დღეიდან ხელმისაწვდომია

პორ­ტა­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­სას­ტი­კე, საფრ­თხე, რო­მე­ლიც მათ ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ელო­დე­ბათ, კე­თი­ლი და ბო­რო­ტი ძა­ლე­ბის გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა - ეს სტი­ვენ კინ­გის ლე­გენ­და­რუ­ლი რვა­ტო­მე­უ­ლის "ბნე­ლი კოშ­კის" მე­ო­თხე ტომი "ჯა­დო­ქა­რი და ბრო­ლია". წიგ­ნი კე­თილ­შო­ბი­ლი რა­ინ­დის, რო­ლან­დის ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სამ­ყა­როს გა­და­სარ­ჩე­ნად ბნე­ლი კოშ­კი უნდა იპო­ვოს. რო­მა­ნის მთა­ვარ გმი­რებს უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ. მე­სა­მე წიგ­ნის "უნა­ყო­ფო მი­წე­ბის" ბო­ლოს ბლე­ი­ნი, კომ­პი­უ­ტე­რით მარ­თუ­ლი შეშ­ლი­ლი მა­ტა­რებ­ლი, რო­ლან­დსა და მის კა­ტეტს უცხა­დებს, რომ თუ გა­მო­ცა­ნე­ბის შე­ჯიბ­რე­ბა­ში ვერ და­ა­მარ­ცხე­ბენ, ლი­ან­და­გე­ბი­დან გა­და­ვა. სწო­რედ ამ გა­მო­ცა­ნე­ბის შე­ჯიბ­რე­ბით იწყე­ბა "ჯა­დო­ქა­რი და ბრო­ლი", რო­მელ­შიც უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს ვი­გებთ. მას­ში ბევ­რი სა­ი­დუმ­ლოს გამ­ჟღავ­ნე­ბას­თან ერ­თად, ბევ­რი კი­თხვაც ჩნდე­ბა, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს ბნე­ლი კოშ­კის სამ­ყა­რო­ში უფრო ჩა­ით­რევს. რო­ნალდ დის­კე­ი­ნი ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­საც უოლ­ტერ ოდი­მის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია, რომ მან ბნე­ლი კოშ­კი არ და­ან­გრი­ოს. ამა­ში კი ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თგუ­ლი თა­ნამ­გზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფარ-ხმალს არ ყრი­ან, რად­გან იცი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ო­თხე წიგ­ნი 29 იან­ვრი­დან ქარ­თულ ენა­ზეც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

სე­რი­ის პირ­ვე­ლი სამი წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "დი­ო­გე­ნემ" გა­მოს­ცა, დარ­ჩე­ნი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა­ზე კი "პა­ლიტ­რა L" იზ­რუ­ნებს. პირ­ვე­ლი სამი წიგ­ნის "დი­ო­გე­ნეს" ტი­რა­ჟის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, სრუ­ლი სე­რი­ის გა­მო­ცე­მა­საც "პა­ლიტ­რა L" შე­უდ­გე­ბა.

მე­ო­თხე წიგ­ნის მთარ­გმნე­ლის ან­ტონ სი­ნა­ტაშ­ვი­ლის თქმით, წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო.

"სა­ერ­თოდ, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა და ფენ­ტე­ზი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამი­ტომ "ჯა­დო­ქარ­სა და ბროლ­ზე" მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. მა­ნამ­დეც მი­მუ­შა­ვია ამ ჟანრ­ში. უშუ­ა­ლოდ მე­ო­თხე წიგ­ნის თარ­გმნამ­დე კი კინ­გის "11:22:63-ს" ვთარ­გმნი­დი, რო­მე­ლიც დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზეა. ფენ­ტე­ზის მოყ­ვა­რულ ქარ­თველ მკი­თხველს "ჯა­დოქ­რი­სა და ბრო­ლის" ქარ­თუ­ლად წა­კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად გა­ა­ხა­რებს," - აღ­ნიშ­ნავს ან­ტონ სი­ნა­ტაშ­ვი­ლი.

სტი­ვენ კინ­გმა რო­მა­ნე­ბის ციკ­ლის "ბნე­ლი კოშ­კის" გა­მო­ცე­მა 1982 წელს და­ი­წყო. იგი ფენ­ტე­ზის, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის, ჰო­რო­რის, ვეს­ტერ­ნი­სა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, მე­ლოდ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ზა­ვია. ცნო­ბი­ლია, რომ კინ­გის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა რო­ბერტ ბრა­უ­ნინ­გის პო­ე­მა "ჩა­ილდ რო­ნალ­დი ბნელ კოშკს მი­ად­გა" და ასე­ვე ტო­მას ელი­ო­ტის "უნა­ყო­ფო მიწა". "ბნე­ლი კოშ­კის"ციკ­ლის მო­ტი­ვებ­ზე, ნი­კო­ლაი არ­სე­ლის რე­ჟი­სო­რო­ბით, გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მიც, რომ­ლის პრე­მი­ე­რა თავ­და­პირ­ვე­ლად და­გეგ­მი­ლი იყო 2017 წლის 17 თე­ბერ­ვალს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­ვად­და იმა­ვე წლის 28 ივ­ლის­ზე, შემ­დეგ კი 3 აგ­ვის­ტო­ზე.

"ბნე­ლი კოშ­კის" პირ­ვე­ლი და მე­სა­მე წიგ­ნის მთარ­გმნე­ლი­სა და ახლა უკვე კონ­სულ­ტან­ტის ნიკა სა­მუ­ში­ას თქმით, მე-5 წიგ­ნის თარ­გმნა­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და ისიც წელს გა­მო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყდის ილუსტრა­ცია ქარ­თველ მხატ­ვარ ნა­თია ზა­რან­დი­ას ეკუთ­ვნის.

რაც შე­ე­ხე­ბა "ბნე­ლის კოშ­კის" ავ­ტორს, 54 რო­მა­ნი და 200 მო­თხრო­ბა 350 მლნ-ზე მეტი გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რით – ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ამ­ჟა­მად სტი­ვენ კინ­გის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია. მისი წიგ­ნე­ბით არა­ერ­თი რე­ჟი­სო­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. მი­სი­ვე სცე­ნა­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი კი ყო­ველ­თვის კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი­სა და კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბის და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს იმ­სა­ხუ­რებს. გარ­და ამი­სა, მას და­წე­რი­ლი აქვს არა­ერ­თი სას­ცე­ნო ტექ­სტი, რო­გორც ფან­ტას­ტი­კის, ისე­ვე არა­ფან­ტას­ტი­კის ჟანრ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მოგზაურობა ბნელი კოშკის სამყაროში გრძელდება - სტივენ კინგის კიდევ ერთი ტომი ქართულად დღეიდან ხელმისაწვდომია

მოგზაურობა ბნელი კოშკის სამყაროში გრძელდება - სტივენ კინგის კიდევ ერთი ტომი ქართულად დღეიდან ხელმისაწვდომია

პორტალებში მოგზაურობა, ადამიანების სისასტიკე, საფრთხე, რომელიც მათ ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ,  კეთილი და ბოროტი ძალების გადამწყვეტი ბრძოლა - ეს სტივენ კინგის ლეგენდარული რვატომეულის "ბნელი კოშკის" მეოთხე ტომი "ჯადოქარი და ბროლია". წიგნი კეთილშობილი რაინდის, როლანდის ისტორიის გაგრძელებაა, რომელმაც თავისი სამყაროს გადასარჩენად ბნელი კოშკი უნდა იპოვოს. რომანის მთავარ გმირებს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. მესამე წიგნის "უნაყოფო მიწების" ბოლოს ბლეინი, კომპიუტერით მართული შეშლილი მატარებლი, როლანდსა და მის კატეტს უცხადებს, რომ თუ გამოცანების შეჯიბრებაში ვერ დაამარცხებენ, ლიანდაგებიდან გადავა. სწორედ ამ გამოცანების შეჯიბრებით იწყება "ჯადოქარი და ბროლი", რომელშიც უამრავ საინტერესო ამბავს ვიგებთ. მასში ბევრი საიდუმლოს გამჟღავნებასთან ერთად, ბევრი კითხვაც ჩნდება, რომლებიც მკითხველს ბნელი კოშკის სამყაროში უფრო ჩაითრევს. რონალდ დისკეინი ერთადერთია, რომელსაც უოლტერ ოდიმის შეჩერება შეუძლია, რომ მან ბნელი კოშკი არ დაანგრიოს. ამაში კი ეხმარებიან ერთგული თანამგზავრები, რომლებიც ფარ-ხმალს არ ყრიან, რადგან იციან, რომ ყველაფერი სწორედ მათზეა დამოკიდებული.

აღნიშნული მეოთხე წიგნი 29 იანვრიდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია.

სერიის პირველი სამი წიგნი გამომცემლობა „დიოგენემ" გამოსცა, დარჩენი წიგნების გამოცემაზე კი „პალიტრა L" იზრუნებს. პირველი სამი წიგნის „დიოგენეს" ტირაჟის ამოწურვის შემდეგ, სრული სერიის გამოცემასაც „პალიტრა L" შეუდგება.

მეოთხე წიგნის მთარგმნელის ანტონ სინატაშვილის თქმით, წიგნზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო.

„საერთოდ, სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი ძალიან მიყვარს. ამიტომ "ჯადოქარსა და ბროლზე" მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მანამდეც მიმუშავია ამ ჟანრში. უშუალოდ მეოთხე წიგნის თარგმნამდე კი კინგის „11:22:63-ს" ვთარგმნიდი, რომელიც დროში მოგზაურობაზეა. ფენტეზის მოყვარულ ქართველ მკითხველს "ჯადოქრისა და ბროლის" ქართულად წაკითხვის შესაძლებლობა ნამდვილად გაახარებს," - აღნიშნავს ანტონ სინატაშვილი.

სტივენ კინგმა რომანების ციკლის "ბნელი კოშკის" გამოცემა 1982 წელს დაიწყო. იგი ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია. ცნობილია, რომ კინგისთვის შთაგონების წყაროდ იქცა რობერტ ბრაუნინგის პოემა „ჩაილდ რონალდი ბნელ კოშკს მიადგა" და ასევე ტომას ელიოტის „უნაყოფო მიწა". „ბნელი კოშკის"ციკლის მოტივებზე, ნიკოლაი არსელის რეჟისორობით, გადაღებულია ფილმიც, რომლის პრემიერა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2017 წლის 17 თებერვალს, თუმცა მოგვიანებით გადავადდა იმავე წლის 28 ივლისზე, შემდეგ კი 3 აგვისტოზე.

„ბნელი კოშკის" პირველი და მესამე წიგნის მთარგმნელისა და ახლა უკვე კონსულტანტის ნიკა სამუშიას თქმით, მე-5 წიგნის თარგმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ისიც წელს გამოვა. აღსანიშნავია, რომ ყდის ილუსტრაცია ქართველ მხატვარ ნათია ზარანდიას ეკუთვნის.

რაც შეეხება "ბნელის კოშკის" ავტორს, 54 რომანი და 200 მოთხრობა 350 მლნ-ზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით – ასე გამოიყურება ამჟამად სტივენ კინგის ბიბლიოგრაფია. მისი წიგნებით არაერთი რეჟისორი დაინტერესებულა. მისივე სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები კი ყოველთვის კინოკრიტიკოსებისა და კინოს მოყვარულების დადებით შეფასებებს იმსახურებს. გარდა ამისა, მას დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი, როგორც ფანტასტიკის, ისევე არაფანტასტიკის ჟანრში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს