პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" თე­ბერ­ვლის ნო­მე­რი #2(86), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ხელ­ფა­სე­ბი და ფა­სე­ბი

XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­დან I მსოფ­ლიო ომამ­დე, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­სა და შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ყუ­რა­დღე­ბო ცნო­ბე­ბია და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვებ­ში, ასე­ვე, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კურ, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა თხზუ­ლე­ბებ­ში, მო­გო­ნე­ბებ­სა და ეპის­ტო­ლურ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში. 1895-1897 წლებ­ში იმ­პე­რი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ფუ­ლის რე­ფორ­მის შე­დე­გად მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ფული მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი კურ­სის მქო­ნე ვა­ლუ­ტად იქცა. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სა­ხე­ლით მოჭ­რი­ლი ოქ­როს თუმ­ნი­ა­ნის დღე­ვან­დე­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ უტოლ­დე­ბა აშშ-ის 380 დო­ლარს, რაც ამ­ჟა­მინ­დელ ათა­სამ­დე ლარს შე­ად­გენს. 1-კა­პი­კი­ა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1914 წლამ­დე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და ოქ­როს მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რით, და­ახ­ლო­ე­ბით შე­ად­გენს 38 აშშ-ის ცენტს, რაც თა­ვის მხრივ, თით­ქმის 1 ლარს უტოლ­დე­ბა.

1914 წლის თე­ბერ­ვალ­ში თბი­ლის­ში სა­შუ­ა­ლო დღი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით მუშა იღებ­და 2 რუბლსა და 39 კა­პიკს (დურ­გა­ლი, ხა­რა­ტი და მლე­სა­ვი - 3 რუბლს; ქვის მთლე­ლი, მხუ­რა­ვი, მღე­ბა­ვი და ხურო - 2,5; მჭე­დე­ლი - 2; მხერ­ხა­ვი - 1 რუბლს; ხოლო დღი­უ­რი მუშა - 80 კა­პიკს და სხვ.). თორ­მე­ტი და­სა­ხე­ლე­ბის პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის სა­ქონ­ლის თითო გირ­ვან­ქის (409 გრა­მის) შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და ჯამ­ში სა­შუ­ა­ლოდ 1 რუბ­ლად და 53,5 კა­პი­კად. ამ­დე­ნად, მუ­შას სა­შუ­ა­ლო დღი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით - 2 რუბ­ლი­თა და 39 კა­პი­კით, შე­ეძ­ლო შე­ე­ძი­ნა პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის სა­ქო­ნე­ლი თითო გირ­ვან­ქის ოდე­ნო­ბით და თან და­უ­ხარ­ჯა­ვი დარ­ჩე­ბო­და სა­შუ­ა­ლოდ 85,5 კა­პი­კი.

ქვეყ­ნის უპირ­ვე­ლეს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში - პე­ტერ­ბურ­გის სა­იმ­პე­რა­ტო­რო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე მეც­ნი­ერ­თა და პე­და­გოგ­თა შრო­მის სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, უფრო მა­ღა­ლი იყო. თბი­ლი­სის ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რის წლი­უ­რი ხელ­ფა­სი კი 3 ათას მა­ნეთს შე­ად­გენ­და.

აჰ­მად ფაშა ალ-მა­ნიქლი - სუ­და­ნის ქარ­თვე­ლი მმარ­თვე­ლი [21 გვ.]

XVIII სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნათ­ვაჭ­რო­ბის მას­შტა­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და. ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს იტა­ცებ­დნენ და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში ყიდ­დნენ. მო­ნად ქცე­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ­პე­რი­ის არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­დნენ და მამ­ლუქ­თა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წილს შე­ად­გენ­დნენ. მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი და­წი­ნა­ურ­და რო­გორც სულ­თნის კარ­ზე, ისე ოს­მა­ლე­თის ცალ­კე­ულ პრო­ვინ­ცი­ა­ში. ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მამ­ლუ­ქე­ბი სხვა­დას­ხვა დროს გა­ნა­გებ­დნენ ეგ­ვიპ­ტეს, სი­რი­ას, ერაყს, ალ­ჟირს და დიდი როლი შე­ას­რუ­ლეს ამ ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კურ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო ხდე­ბა სუ­და­ნიც, რო­მელ­საც 1843-1845 წლებ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მქო­ნე ჰუ­ქუმ­და­რი (გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი) აჰ­მად ფაშა ალ-მა­ნიქლი მარ­თავ­და... 1843 წელს ეგ­ვიპ­ტის მმარ­თველ­მა მუ­ჰა­მად ალიმ სუ­და­ნის მარ­თვა ალ-მა­ნიქლის და­ა­ვა­ლა.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ ალ-მა­ნიქლი სუ­დან­ში დარ­ჩა და და­ი­წყო მე­ო­რე მი­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა - დაზ­ვერ­ვი­თი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. ექ­სპე­დი­ცი­ას ევა­ლე­ბო­და სუ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის სა­ბა­დო­ე­ბის ძებ­ნა და ამის შე­სა­ხებ მუ­ჰა­მად ალის­თვის ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა. 1844 წელს ფა­ზუღ­ლი­დან გაგ­ზავ­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­ში ალ-მა­ნიქლი კა­ი­როს ატყო­ბი­ნებ­და, რომ სე­ნა­რი მდი­და­რი იყო კა­ჟით, რკი­ნის ოქ­სი­დე­ბი­თა და თი­ხით, თუმ­ცა ოქრო ამ რე­გი­ონ­ში ნაკ­ლე­ბად მო­ი­პო­ვე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მუ­ჰა­მად ალიმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა - სუ­და­ნის პრო­ვინ­ცი­ე­ბი კვლავ ხარ­ტუმს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა და ალ-მა­ნიქლი მთე­ლი სუ­და­ნის ჰუ­ქუმ­და­რად და­ნიშ­ნა...

უჯარ­მა - დე­და­ქა­ლა­ქი დრო­ე­ბით

ქარ­თუ­ლი თავ­დაც­ვი­თი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუშ­თა­გან ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და სხვებ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სად შე­მო­ნა­ხუ­ლი ძეგლია უჯარ­მის ციხე- ქა­ლა­ქი. გა­რე­კა­ხეთ­ში, მდი­ნა­რე იო­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­თი კომ­პლექ­სი თბი­ლი­სი­დან 40 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბით (მა­ტი­ა­ნე ქარ­თლი­საი) უჯარ­მის ციხე- ქა­ლა­ქი აშენ­და III სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში და უკავ­შირ­დე­ბა ქარ­თლის მეფე მირ­და­ტის ძე ას­ფა­გუ­რის სა­ხელს, რო­მე­ლიც ფარ­ნა­ვა­ზი­ან­თა დი­ნას­ტი­ის უკა­ნას­კნელ წარ­მო­მად­გენ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. IV სა­უ­კუ­ნე­ში უჯარ­მა უკვე სა­უფ­ლის­წუ­ლოდ გა­და­იქ­ცა და მა­ტი­ა­ნის ცნო­ბით, აქ მეფე მი­რი­ა­ნის ძე რევი და­სახ­ლდა, რო­გორც კა­ხე­თი­სა და კუ­ხე­თის მმარ­თვე­ლი. წმინ­და ნი­ნოს ცხოვ­რე­ბის მი­ხედ­ვით, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, სწო­რედ უჯარ­მა­ში, რო­გორც სა­მე­ფო ქა­ლაქ­ში, იგ­ზავ­ნე­ბა კა­ხე­თის გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი ორი ჯვრი­დან ერთ-ერთი და აქვე აღი­მარ­თე­ბა. უჯარ­მის, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლის სა­ხე­ლი ძი­რი­თა­დად მეფე ვახ­ტანგ გორ­გა­სალს უკავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ მისი მე­ფო­ბის ხა­ნა­ში, ანუ V სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან უნდა მი­ე­ღო ციხე- ქა­ლაქ უჯარ­მას ის ძი­რი­თა­დი მას­შტა­ბი და სამ­შე­ნებ­ლო მო­ხა­ზუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გვი­ან პე­რი­ოდ­ში მცი­რედ შე­იც­ვა­ლა. ირან­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას­თან ერ­თად, გა­ი­ზარ­და უჯარ­მის პო­ლი­ტი­კურ- სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაც და დრო­ე­ბით სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ამ მცხე­თი­დან უჯარ­მა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. აქვე, თა­ვის მიერ აგე­ბულ ქა­ლაქ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 502 წელს ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი და სწო­რედ აქა­ურ ლან­დშაფტ­სა და მი­სად­გო­მებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ლე­გენ­დე­ბი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ვაჟს და­ჩის, ზედ­წო­დე­ბად ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებ­ზე სწო­რედ "უჯარ­მე­ლი" შერ­ჩა და სწო­რედ აქე­დან გა­და­ი­ტა­ნა მან მა­მის ან­დერ­ძის თა­ნახ­მად სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცია თბი­ლის­ში.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

რას კი­თხუ­ლობ­დნენ მე­კობ­რე­ე­ბი 300 წლის წინ

ბა­ი­ოს გო­ბე­ლენს საფ­რან­გე­თი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ი­ტა­ნენ

ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტუ­რიზ­მი XIX სა­უ­კუ­ნე­ში

ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბი ევ­რო­პულ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის გე­ნი­ის უც­ნო­ბი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი / აზ­ნა­ურ აბე­ლიშ­ვი­ლე­ბი­სა და სამი სამ­სჭვა­ლის ის­ტო­რია

სამ­ხედ­რო საქ­მე. ჩა­ნა­ხა­ტე­ბი პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯა­რის ცხოვ­რე­ბი­დან / ჟურ­ნალ "მხე­დარს" სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტრო გა­მოს­ცემ­და

ძვირ­ფა­სი სა­ხე­ლე­ბი. სვი­მონ და­დი­ა­ნი - ქარ­თვე­ლი მო­დი­ლი­ა­ნის დაბ­რუ­ნე­ბა. და­სას­რუ­ლი

ამ­ბა­ვი "კლარ­ჯე­თის ქვეყ­ნი­სა" / "დღი­თი დღე ქარ­თულს ივი­წყე­ბენ შავ­შე­ბი, კლარ­ჯე­ბი, ტა­ო­ე­ლე­ბი"

კვა­ლი ნა­თე­ლი. ტრის­ტან მა­ხა­უ­რი - მი­თებ­ში გა­და­სუ­ლი სი­ცო­ცხლე

ყვე­ლა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცია მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში / რას მოგ­ვი­თხრობს კნო­სო­სის სა­სახ­ლე მი­ნო­სურ კულ­ტუ­რა­ზე

ის­ტო­რი­ის უც­ნა­უ­რო­ბა­ნი. ცხო­ვე­ლე­ბი... ეშა­ფოტ­ზე / "დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს, თუნ­დაც ის ღორი იყოს"...

მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბის კლუ­ბი

სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. ჯა­შუშ­თა მეფე ვილ­ჰელმ შტი­ბე­რი /

"კაცი, რო­მელ­მაც შექ­მნა გერ­მა­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა" (და­სას­რუ­ლი)

უახ­ლე­სი ის­ტო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომი­დან უკ­რა­ი­ნის გა­ზის ომამ­დე / მი­ხა­ილ ზი­გა­რის "კრემ­ლის ლაშ­ქა­რი"

გა­მო­სა­თხო­ვა­რი. ის­ტო­რია სა­ხე­ლად "მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ცხოვ­რე­ბა"

ფურ­ცლე­ბი წარ­სუ­ლი­დან. ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომერი #2(86), რომელშიც წაიკითხავთ:

საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები

XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში. 1895-1897 წლებში იმპერიაში გატარებული ფულის რეფორმის შედეგად მიმოქცევაში გამოშვებული რუსული ფული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური კურსის მქონე ვალუტად იქცა. რუსეთის იმპერიის სახელით მოჭრილი ოქროს თუმნიანის დღევანდელი საბაზრო ღირებულება საშუალოდ უტოლდება აშშ-ის 380 დოლარს, რაც ამჟამინდელ ათასამდე ლარს შეადგენს. 1-კაპიკიანის ღირებულება 1914 წლამდე არსებული მდგომარეობითა და ოქროს მსყიდველობითი უნარით, დაახლოებით შეადგენს 38 აშშ-ის ცენტს, რაც თავის მხრივ, თითქმის 1 ლარს უტოლდება.

1914 წლის თებერვალში თბილისში საშუალო დღიური ანაზღაურების სახით მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს (დურგალი, ხარატი და მლესავი - 3 რუბლს; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო - 2,5; მჭედელი - 2; მხერხავი - 1 რუბლს; ხოლო დღიური მუშა - 80 კაპიკს და სხვ.). თორმეტი დასახელების პირველი მოთხოვნილების საქონლის თითო გირვანქის (409 გრამის) შეძენა შეიძლებოდა ჯამში საშუალოდ 1 რუბლად და 53,5 კაპიკად. ამდენად, მუშას საშუალო დღიური ანაზღაურებით - 2 რუბლითა და 39 კაპიკით, შეეძლო შეეძინა პირველი მოთხოვნილების საქონელი თითო გირვანქის ოდენობით და თან დაუხარჯავი დარჩებოდა საშუალოდ 85,5 კაპიკი.

ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში - პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა და პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო. თბილისის ვიცე-გუბერნატორის წლიური ხელფასი კი 3 ათას მანეთს შეადგენდა.

აჰმად ფაშა ალ-მანიქლი - სუდანის ქართველი მმართველი [21 გვ.]

XVIII საუკუნის საქართველოში მონათვაჭრობის მასშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა. ქართველ ახალგაზრდებს იტაცებდნენ და ოსმალეთის იმპერიაში ყიდდნენ. მონად ქცეული ქართველები ძირითადად იმპერიის არმიაში მსახურობდნენ და მამლუქთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდნენ. მრავალი ქართველი დაწინაურდა როგორც სულთნის კარზე, ისე ოსმალეთის ცალკეულ პროვინციაში. ქართული წარმოშობის მამლუქები სხვადასხვა დროს განაგებდნენ ეგვიპტეს, სირიას, ერაყს, ალჟირს და დიდი როლი შეასრულეს ამ ქვეყნების პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენი ინტერესის სფერო ხდება სუდანიც, რომელსაც 1843-1845 წლებში ქართული წარმომავლობის მქონე ჰუქუმდარი (გენერალ-გუბერნატორი) აჰმად ფაშა ალ-მანიქლი მართავდა... 1843 წელს ეგვიპტის მმართველმა მუჰამად ალიმ სუდანის მართვა ალ-მანიქლის დაავალა.

ადმინისტრაციული საქმეების მოგვარების შემდეგ ალ-მანიქლი სუდანში დარჩა და დაიწყო მეორე მისიის განხორციელება - დაზვერვითი ექსპედიციის ხელმძღვანელობა. ექსპედიციას ევალებოდა სუდანის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა და ამის შესახებ მუჰამად ალისთვის ანგარიშის ჩაბარება. 1844 წელს ფაზუღლიდან გაგზავნილ მოხსენებაში ალ-მანიქლი კაიროს ატყობინებდა, რომ სენარი მდიდარი იყო კაჟით, რკინის ოქსიდებითა და თიხით, თუმცა ოქრო ამ რეგიონში ნაკლებად მოიპოვებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მუჰამად ალიმ გადაწყვეტილება შეცვალა - სუდანის პროვინციები კვლავ ხარტუმს დაუქვემდებარა და ალ-მანიქლი მთელი სუდანის ჰუქუმდარად დანიშნა...

უჯარმა - დედაქალაქი დროებით

ქართული თავდაცვითი არქიტექტურის ნიმუშთაგან ერთ-ერთი უძველესი და სხვებთან შედარებით უკეთესად შემონახული ძეგლია უჯარმის ციხე- ქალაქი. გარეკახეთში, მდინარე იორის მარჯვენა ნაპირზე გაშენებული თავდაცვითი კომპლექსი თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ისტორიული ცნობებით (მატიანე ქართლისაი) უჯარმის ციხე- ქალაქი აშენდა III საუკუნის დასაწყისში და უკავშირდება ქართლის მეფე მირდატის ძე ასფაგურის სახელს, რომელიც ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენლად მიიჩნევა. IV საუკუნეში უჯარმა უკვე საუფლისწულოდ გადაიქცა და მატიანის ცნობით, აქ მეფე მირიანის ძე რევი დასახლდა, როგორც კახეთისა და კუხეთის მმართველი. წმინდა ნინოს ცხოვრების მიხედვით, იმავე პერიოდში, სწორედ უჯარმაში, როგორც სამეფო ქალაქში, იგზავნება კახეთის გაქრისტიანებისთვის გამიზნული ორი ჯვრიდან ერთ-ერთი და აქვე აღიმართება. უჯარმის, როგორც ისტორიული ადგილის სახელი ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. სწორედ მისი მეფობის ხანაში, ანუ V საუკუნის მეორე ნახევრიდან უნდა მიეღო ციხე- ქალაქ უჯარმას ის ძირითადი მასშტაბი და სამშენებლო მოხაზულობა, რომელიც გვიან პერიოდში მცირედ შეიცვალა. ირანთან დაპირისპირების გამწვავებასთან ერთად, გაიზარდა უჯარმის პოლიტიკურ- სტრატეგიული მნიშვნელობაც და დროებით სამეფო რეზიდენციამ მცხეთიდან უჯარმაში გადაინაცვლა. აქვე, თავის მიერ აგებულ ქალაქში გარდაიცვალა 502 წელს ვახტანგ გორგასალი და სწორედ აქაურ ლანდშაფტსა და მისადგომებთან არის დაკავშირებული მისი გარდაცვალების ლეგენდები. საგულისხმოა, რომ ვახტანგ გორგასლის ვაჟს დაჩის, ზედწოდებად ისტორიის ფურცლებზე სწორედ "უჯარმელი" შერჩა და სწორედ აქედან გადაიტანა მან მამის ანდერძის თანახმად სამეფო რეზიდენცია თბილისში.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

რას კითხულობდნენ მეკობრეები 300 წლის წინ

ბაიოს გობელენს საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიტანენ

ექსტრემალური ტურიზმი XIX საუკუნეში

ქართული ძეგლები ევროპულ ნომინაციაში

ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიის უცნობი თაყვანისმცემელი / აზნაურ აბელიშვილებისა და სამი სამსჭვალის ისტორია

სამხედრო საქმე. ჩანახატები პირველი რესპუბლიკის ჯარის ცხოვრებიდან / ჟურნალ "მხედარს" სამხედრო სამინისტრო გამოსცემდა

ძვირფასი სახელები. სვიმონ დადიანი - ქართველი მოდილიანის დაბრუნება. დასასრული

ამბავი "კლარჯეთის ქვეყნისა" / "დღითი დღე ქართულს ივიწყებენ შავშები, კლარჯები, ტაოელები"

კვალი ნათელი. ტრისტან მახაური - მითებში გადასული სიცოცხლე

ყველაზე მშვიდობიანი ცივილიზაცია მსოფლიოს ისტორიაში / რას მოგვითხრობს კნოსოსის სასახლე მინოსურ კულტურაზე

ისტორიის უცნაურობანი. ცხოველები... ეშაფოტზე / "დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუნდაც ის ღორი იყოს"...

მსოფლიოს უძველესი კომპანიების კლუბი

სადაზვერვო თამაშები. ჯაშუშთა მეფე ვილჰელმ შტიბერი /

"კაცი, რომელმაც შექმნა გერმანული სპეცსამსახურები და გერმანიის გაერთიანებაში უდიდესი წვლილი შეიტანა" (დასასრული)

უახლესი ისტორია. საქართველოსთან ომიდან უკრაინის გაზის ომამდე / მიხაილ ზიგარის "კრემლის ლაშქარი"

გამოსათხოვარი. ისტორია სახელად "მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრება"

ფურცლები წარსულიდან. ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს