მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუნა" და კიდევ სამი პირი დააკავა
 შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუნა" და კიდევ სამი პირი დააკავა

შსს-მ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ექ­ვსი პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, ბოლო პე­რი­ოდ­ში შს სა­მი­ნის­ტროს მიერ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 6 წევ­რი, მეტ­სა­ხე­ლად "ჩიკი", "ბუბა", "ამ­ბერ­გუ­ნა" და კი­დევ სამი სხვა პირი თბი­ლის­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­სა და წნორ­ში ერ­თდრო­უ­ლად იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ჯგუ­ფის სამ­მა წევ­რმა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში მყოფ ქარ­თველ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან შე­თან­ხმე­ბით რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მო­უ­წყო და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა გა­მოს­ძა­ლა. ამა­ვე პი­რებ­მა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის კი­დევ ერთ წევრთან ერ­თად, ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის გზით, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მა­თი­ვე ნაც­ნო­ბის­გან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ი­სა­კუთ­რეს თან­ხა და მის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბამ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის კი­დევ ორმა წევ­რმა, მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე პირს, რო­მელ­თაც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ია­რაღს მუ­ქა­რით ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და ერთი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლე­ბი ჰყავ­დათ", - გა­ნა­ხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბულ­თა ჩხრე­კი­სას ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ნახ­ვე­ლი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აო­ი­ღეს.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­ში და კავ­ში­რი ჰქონ­დათ ლა­ვას ოღ­ლის­თან, კაკო ტბი­ლის­კის­თან, "ტო­ტო­რი­ნის­თან", "ენ­ცოს­თან" და სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუნა" და კიდევ სამი პირი დააკავა

 შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუნა" და კიდევ სამი პირი დააკავა

შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო პერიოდში შს სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუნა" და კიდევ სამი სხვა პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომელთაც ბრალდებულებმა იარაღს მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებულები ჰყავდათ", - განახადა მეზვრიშვილმა.

სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა საშუალებები აოიღეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდული სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ ლავას ოღლისთან, კაკო ტბილისკისთან, "ტოტორინისთან", "ენცოსთან" და სხვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ