სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სუმოისტის ისტორიული გამარჯვება - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!
ქართველი სუმოისტის ისტორიული გამარჯვება - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!

პირ­ვე­ლად სუ­მოს ის­ტო­რი­ა­ში, ქარ­თვე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მფლო­ბე­ლია! ტო­ჩი­ნო­ში­ნი იგი­ვე ლე­ვან გორ­გა­ძემ დღეს სა­უ­კე­თე­სო სუ­მო­ის­ტის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ია­პო­ნი­ა­ში "ჰაცუ ბა­შოს" სუ­მო­ის­ტთა ტურ­ნირ­ზე ტო­ჩი­ნო­ში­ნი 13 გა­მარ­ჯვე­ბით და 1 მარ­ცხით ერთი ტუ­რით ადრე გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

დღეს მე-14 ტუ­რის შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა და ქარ­თვე­ლი ია­პო­ნელ შო­ჰა­ზანს და­უ­პი­რის­პირ­და, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ში ქარ­თველ­მა არა­ფე­რი დათ­მო და ახა­ლი ის­ტო­რია და­წე­რა.

ხი­ლეთ ვი­დეო: პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტი, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მფლო­ბე­ლი გახ­და - ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის კად­რე­ბი

ტო­ჩი­ნო­ში­ნი მე-3 ევ­რო­პე­ლია, რო­მელ­მაც ამ ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. მაგ­რამ ასე სენ­სა­ცი­უ­რად არა­ვის მო­უ­პო­ვე­ბია, რად­გან მან რო­გორც მე-3 მა­ე­გა­ში­რამ შეძ­ლო ეს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ამ ტურ­ნირს, ის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლია სუ­მოს სამ­ყა­რო­ში.

რან­გით ქვე­და ლი­გა­ში დღეს იას­პა­რე­ზა გა­გა­მა­რუ­მაც (თე­ი­მუ­რაზ ჯუ­ღე­ლი), რო­მელ­მაც და­ი­შოჰო და­ა­მარ­ცხა. მას ჯამ­ში 7 მო­გე­ბა და 7 წა­გე­ბა და­უგ­როვ­და.

ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, არ­ჩილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ლე­ვან გორ­გა­ძის გა­მარ­ჯვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე წერს:

"სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. არც ვიცი მნიშ­ვნე­ლო­ბით რას შე­ვა­და­რო. ალ­ბათ ზა­ზას NBA-ს ბე­ჭედს ან კა­ლა­ძის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გას. მაგ­რამ კიდე ბო­ლომ­დე არ გად­მოს­ცემს ეს მნიშ­ვნე­ლო­ბას. მა­ინც კი­დევ უფრო სხვა რა­მეა სუ­მო­ში იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მო­გე­ბა. იმი­ტომ, რომ არ არის ეს უბ­რა­ლოდ სპორ­ტი. ია­პო­ნე­ლე­ბის კულ­ტუ­რის, რე­ლი­გი­ის, თვით­შე­მეც­ნე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის სიმ­ბო­ლო და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა სუმო. ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყეა. ღმერ­თე­ბის ბრძო­ლაა. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა სუ­მო­ში ლე­გენ­დის მი­ხედვთ ღმერ­თებს შო­რის შედ­გა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ღმერ­თის შვი­ლე­ბი გახ­დნენ ია­პო­ნი­ის იმ­პე­რა­ტო­რე­ბი და იმი­ტო­მაც ჰქვია თასს იმ­პე­რა­ტო­რის თასი. სუ­მო­ის­ტე­ბიც დღემ­დე რა­ღაც ნა­ხევ­რა­დღმერ­თე­ბად ით­ვლე­ბი­ან აქ. და ეს თასი მო­ი­გო ლე­ვან­მა. ღმერ­თე­ბის ბრძო­ლა­ში გახ­და ჩემ­პი­ო­ნი. ბოლო დღე­ე­ბი სულ ტო­ჩი­ზე წერ­და და ლა­პა­რა­კობ­და აქ ყვე­ლა. სა­ელ­ჩო­ში რე­კავ­დნენ და გვი­ლო­ცავ­დნენ. და დღეს სა­ბო­ლო­ოდ ჩემ­პი­ო­ნია!

ის­ტო­რია და­წე­რა ამ ბიჭ­მა. ჩათ­ვა­ლეთ, რომ დღე­ი­დან მთელ­მა ია­პო­ნი­ამ იცის სა­ქარ­თვე­ლო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ია­პო­ნელ­მა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნით. დიდი, სას­წა­უ­ლი, სა­ო­ცა­რი საქ­მე გა­ა­კე­თა ჩვენ­მა ბიჭ­მა, რო­მელ­საც ისე­თი ტრავ­მის გამო მო­უ­წია ცოტა ხნის წინ ქვე­მოთ ჩა­ვარ­დნა, რომ სა­ერ­თოდ არ ჯე­რო­დათ თუ დაბ­რუნ­დე­ბო­და. დაბ­რუნ­და და იმ­პე­რა­ტო­რის თასი მო­ი­გო. ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მის სი­უ­ჟე­ტია. მე­სა­მე ევ­რო­პე­ლია ის­ტო­რი­ა­ში, ვი­საც ეს ტი­ტუ­ლი მო­უ­გია. დიდი, დიდი ამ­ბა­ვია ძა­ლი­ან. ეს არის ის­ტო­რია მებ­რძოლ სულ­ზე,რო­მე­ლიც არ ნებ­დე­ბა. მად­ლო­ბა ლე­ვანს. სა­ოც­რად მა­გარ, ალალ, ჯიგ­რი­ან ბიჭს და ნად­ვილ მე­ო­მარს!" - წერს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

ქართველი სუმოისტის ისტორიული გამარჯვება - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!

ქართველი სუმოისტის ისტორიული გამარჯვება - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!

პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ხილეთ ვიდეო: პირველი ქართველი სუმოისტი, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა - ისტორიული გამარჯვების კადრები

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.

იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, არჩილ მაჭავარიანი ლევან გორგაძის გამარჯვების მნიშვნელობაზე წერს:

"სასწაული ამბავი მოხდა. არც ვიცი მნიშვნელობით რას შევადარო. ალბათ ზაზას NBA-ს ბეჭედს ან კალაძის ჩემპიონთა ლიგას. მაგრამ კიდე ბოლომდე არ გადმოსცემს ეს მნიშვნელობას. მაინც კიდევ უფრო სხვა რამეა სუმოში იმპერატორის თასის მოგება. იმიტომ, რომ არ არის ეს უბრალოდ სპორტი. იაპონელების კულტურის, რელიგიის, თვითშემეცნების, მსოფლმხედველობის სიმბოლო და გამოხატულებაა სუმო. ეროვნული სიამაყეა. ღმერთების ბრძოლაა. პირველი ბრძოლა სუმოში ლეგენდის მიხედვთ ღმერთებს შორის შედგა, გამარჯვებული ღმერთის შვილები გახდნენ იაპონიის იმპერატორები და იმიტომაც ჰქვია თასს იმპერატორის თასი. სუმოისტებიც დღემდე რაღაც ნახევრადღმერთებად ითვლებიან აქ. და ეს თასი მოიგო ლევანმა. ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი. ბოლო დღეები სულ ტოჩიზე წერდა და ლაპარაკობდა აქ ყველა. საელჩოში რეკავდნენ და გვილოცავდნენ. და დღეს საბოლოოდ ჩემპიონია!

ისტორია დაწერა ამ ბიჭმა. ჩათვალეთ, რომ დღეიდან მთელმა იაპონიამ იცის საქართველო, აბსოლუტურად ყველა იაპონელმა და დაინტერესებულები არიან ჩვენით. დიდი, სასწაული, საოცარი საქმე გააკეთა ჩვენმა ბიჭმა, რომელსაც ისეთი ტრავმის გამო მოუწია ცოტა ხნის წინ ქვემოთ ჩავარდნა, რომ საერთოდ არ ჯეროდათ თუ დაბრუნდებოდა. დაბრუნდა და იმპერატორის თასი მოიგო. ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტია. მესამე ევროპელია ისტორიაში, ვისაც ეს ტიტული მოუგია. დიდი, დიდი ამბავია ძალიან. ეს არის ისტორია მებრძოლ სულზე,რომელიც არ ნებდება. მადლობა ლევანს. საოცრად მაგარ, ალალ, ჯიგრიან ბიჭს და ნადვილ მეომარს!" - წერს მაჭავარიანი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი