მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ქალიშვილი ქმარს დაშორდა და რუსი ბიზნესმენის ქონება რამდენიმე მილიონით შემცირდა
პუტინის ქალიშვილი ქმარს დაშორდა და რუსი ბიზნესმენის ქონება რამდენიმე მილიონით შემცირდა

რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი კი­რილ შა­მა­ლო­ვი ფონდ "ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას და­შორ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბლუმ­ბერ­გი" ავ­რცე­ლებს.

შა­მა­ლო­ვი კომ­პა­ნია "სი­ბუ­რის" ერთ-ერთი მმარ­თვე­ლია, ტი­ხო­ნო­ვა კი - სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი.

2017 წლის აპ­რილ­ში შა­მა­ლოვ­მა "სი­ბუ­რის" აქ­ცი­ე­ბის მისი კუთ­ვნი­ლი 17% ლე­ო­ნიდ მი­ხელ­სონს მიჰ­ყი­და. თა­ვის მხრივ, შა­მა­ლოვ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ე­ბი 2014 წელს ოლი­გარქ გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოს­გან იყი­და. "ბლუმ­ბერ­გის" წყა­როს მო­საზ­რე­ბით, ეს აქ­ცი­ე­ბი ერ­თგვა­რი "ნდო­ბის გა­რან­ტია" იყო ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რის­თვის.

"ბლუმ­ბერ­გის" მტკი­ცე­ბით, აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვით მას მო­გე­ბა არ ჰქო­ნია. ის ახლა "სი­ბუ­რის" აქ­ცი­ე­ბის 4%-ზე ნაკ­ლებს ფლობს.

სა­ა­გენ­ტო სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ არ წერს. არც ის არის ცნო­ბი­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­დნენ თუ არა შა­მა­ლო­ვი და ტი­ხო­ნო­ვა ერ­თმა­ნეთს. რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა РБК წერს, რომ მოს­კო­ვი­სა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ბა­ზებ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ იძებ­ნე­ბა.

ბანკ "რა­სი­ას" აქ­ცი­ო­ნე­რის შვი­ლის, კი­რილ შა­მა­ლო­ვი­სა და კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას და­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ 2015 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი. "რო­ი­ტერ­სი" წერ­და, რომ ტი­ხო­ნო­ვა პუ­ტი­ნის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქორ­წი­ლი 2013 წელს შედ­გა ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქში, ერთ-ერთ კუ­რორტზე, თუმ­ცა მათი ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­სო­დეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. პუ­ტი­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ბის­გან და­ფა­რუ­ლი ჰქონ­დეთ.

ამას­თან, კრემლში არა­სო­დეს და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, რომ ტი­ხო­ნო­ვა პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია. 2017 წელს პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლე­ბი არ არი­ან პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი და ცხოვ­რო­ბენ "ნორ­მა­ლუ­რი, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბით".

ნა­ხეთ ასე­ვე: რუ­სულ­მა მე­დი­ამ პუ­ტი­ნის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი "გა­შიფ­რა" - ვინ არის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი გო­გო­ნა

შა­მა­ლო­ვი ჟურ­ნალ­მა Forbes 2016 წელს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა რუს მი­ლი­არ­დე­რად და­ა­სა­ხე­ლა. მისი ქო­ნე­ბა 1,2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო.

"ბლუმ­ბერ­გის" მტკი­ცე­ბით, "სი­ბუ­რის" აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ შა­მა­ლო­ვის ქო­ნე­ბა 800 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და.

*****
0

იმქვეყნად ყველა ჯიბეცარიელები მივდივართ საბედნიეროდ :((((

 რის და ვის გამო ხოცავენ ამდენ უდანაშაულო ხალხს ჩემამდე არ დადის ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

პუტინის ქალიშვილი ქმარს დაშორდა და რუსი ბიზნესმენის ქონება რამდენიმე მილიონით შემცირდა

პუტინის ქალიშვილი ქმარს დაშორდა და რუსი ბიზნესმენის ქონება რამდენიმე მილიონით შემცირდა

რუსი ბიზნესმენი კირილ შამალოვი ფონდ "ეროვნული ინტელექტუალური განვითარების" გენერალურ დირექტორს, კატერინა ტიხონოვას დაშორდა, ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.

შამალოვი კომპანია "სიბურის" ერთ-ერთი მმართველია, ტიხონოვა კი - სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილი.

2017 წლის აპრილში შამალოვმა "სიბურის" აქციების მისი კუთვნილი 17% ლეონიდ მიხელსონს მიჰყიდა. თავის მხრივ, შამალოვმა აღნიშნული აქციები 2014 წელს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსგან იყიდა. "ბლუმბერგის" წყაროს მოსაზრებით, ეს აქციები ერთგვარი "ნდობის გარანტია" იყო ვლადიმერ პუტინის ოჯახის ახალი წევრისთვის.

"ბლუმბერგის" მტკიცებით, აქციების გაყიდვით მას მოგება არ ჰქონია. ის ახლა "სიბურის" აქციების 4%-ზე ნაკლებს ფლობს.

სააგენტო სხვა დეტალების შესახებ არ წერს. არც ის არის ცნობილი, ოფიციალურად დაშორდნენ თუ არა შამალოვი და ტიხონოვა ერთმანეთს. რუსული საინფორმაციო საშუალება РБК წერს, რომ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სასამართლო ბაზებში განქორწინების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ბანკ "რასიას" აქციონერის შვილის, კირილ შამალოვისა და კატერინა ტიხონოვას დაქორწინების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. "როიტერსი" წერდა, რომ ტიხონოვა პუტინის უმცროსი ქალიშვილია. სააგენტოს ინფორმაციით, ქორწილი 2013 წელს შედგა ლენინგრადის ოლქში, ერთ-ერთ კურორტზე, თუმცა მათი ქორწინება ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა. პუტინის ოჯახის წევრები ყოველთვის ახერხებენ, პირადი ცხოვრება საზოგადობისგან დაფარული ჰქონდეთ.

ამასთან, კრემლში არასოდეს დაუდასტურებიათ, რომ ტიხონოვა პრეზიდენტის შვილია. 2017 წელს პუტინმა განაცხადა, რომ მისი შვილები არ არიან პოლიტიკასთან დაკავშირებულნი და ცხოვრობენ "ნორმალური, რიგითი ადამიანების ცხოვრებით".

ნახეთ ასევე: რუსულმა მედიამ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გაშიფრა" - ვინ არის იდუმალებით მოცული გოგონა

შამალოვი ჟურნალმა Forbes 2016 წელს ყველაზე ახალგაზრდა რუს მილიარდერად დაასახელა. მისი ქონება 1,2 მილიარდი დოლარი იყო.

"ბლუმბერგის" მტკიცებით, "სიბურის" აქციების გაყიდვის შემდეგ შამალოვის ქონება 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა.