პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი
"რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი

"თეა წუ­ლუ­კი­ან­მა უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რომ სა­სა­მარ­თლო­სად­მი ნდო­ბის ზრდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა, ისევ მუ­რუ­სი­ძის დო­ნე­ზე დარ­ჩა მთე­ლი სის­ტე­მა და გა­ჯან­სა­ღე­ბის ნაც­ვლად, სა­სა­მარ­თლოს ლპო­ბის ტენ­დენ­ცი­ას ვუ­ყუ­რებთ", - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ქვლი­ვი­ძის საქ­მემ კი­დევ ერთხელ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ დო­მი­ნანტ ფი­გუ­რებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ. სა­ხელ­მწი­ფოც გარ­კვე­ულ­წი­ლად თა­ნახ­მაა მათ და­ე­მორ­ჩი­ლოს და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იხევს უკან, თუ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა.

"ინ­ტე­რესჯ­გუ­ფე­ბის სურ­ვი­ლი დად­გნენ კა­ნონ­ზე მაღ­ლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკარ­ნა­ხონ თა­მა­შის წე­სე­ბი, ნა­თე­ლია. ეს ჯერ კი­დევ მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა ფარ­ცხა­ლა­ძემ ხელი და­არ­ტყა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს. არა­ვინ ჩათ­ვა­ლოს, რომ მან კონ­კრე­ტუ­ლად ლაშა თორ­დი­ა­ზე იძია შური, არა, მან ხელი ას­წია სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შექ­მნილ დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც ინ­ტე­რესჯ­გუ­ფე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რა რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა ამ კონ­კრე­ტულ ფაქტს? ფარ­ცხა­ლა­ძე დღე­საც პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი კას­ტის წევ­რია და დიდი ალ­ბა­თო­ბით, თუ ხვა­ლაც მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა მის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმა­ვეს გა­ი­მე­ო­რებს. ასე, რომ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში დის­ციპ­ლი­ნა მორღვე­უ­ლია, პრო­ცე­სი გახ­და მყი­ფე და არც ისე დიდი ნა­ბი­ჯი გვა­შო­რებს სის­ტე­მურ პრობ­ლე­მამ­დე და ტო­ტა­ლურ კო­რუფ­ცი­ამ­დე.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "პატ­რო­ნი­ან­თა" და "უპატ­რო­ნო­თა" შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი?!

ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბა რომ არ ხდე­ბა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მი­მართ კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა - სწო­რედ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რომ სა­სა­მარ­თლო­სად­მი ნდო­ბის ზრდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა, ისევ მუ­რუ­სი­ძის დო­ნე­ზე დარ­ჩა მთე­ლი სის­ტე­მა და გა­ჯან­სა­ღე­ბის ნაც­ვლად, სა­სა­მარ­თლოს ლპო­ბის ტენ­დენ­ცი­ას ვუ­ყუ­რებთ. სხვაგ­ვა­რად ვერ შე­ვა­ფა­სებ იმ ფაქ­ტებს, რა­საც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში ვხე­დავთ. რო­გორც ჩანს, წუ­ლუ­კი­ა­ნი საქ­მის კე­თე­ბის ნაც­ვლად პი­როვ­ნულ კომ­ფორ­ტს უქ­მნის ვი­ღა­ცე­ებს და ამი­ტომ ახერ­ხებს ამ დრომ­დე მი­ნის­ტრის პორ­ტფე­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ში მას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და­ნიშ­ვნი­დან მე­ო­რე დღეს­ვე ჩა­მო­ა­ცი­ლებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 2 გზა აქვს - დაბ­რუნ­დეს წარ­სულ­ში და თავს მოგ­ვახ­ვი­ოს 90-იანი წლე­ბის დღის წეს­რი­გი, ან მი­ვი­დეს ნუ­ლო­ვან ტო­ლე­რან­ტო­ბამ­დე, რო­მე­ლიც მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბაა, რად­გან "ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მსხვერ­პლნი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბიც ხდე­ბი­ან".

"რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ ფასს, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში იმა­ვე გზის გავ­ლა მო­უ­წევთ, რაც ჯერ შე­ვარ­დნა­ძემ და შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ი­ა­რეს. ვფიქ­რობ, ჯერ კი­დევ არის დრო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოქ­როს შუ­ა­ლე­დი გა­მო­ნა­ხოს და გა­უჩ­ნდეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება მა­ფი­ო­ზურ თა­მა­შის წე­სებს არ და­ე­მორ­ჩი­ლოს, შე­უ­ვა­ლი გახ­დეს ყვე­ლა იმ "მე­გობ­რის" თუ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი კას­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის­თვის, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ. თუ ეს ბრძო­ლა მა­ფი­ო­ზე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და და ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შეზ­რდა, ყვე­ლა მიღ­წე­ვა თუ წარ­მა­ტე­ბა უკან დაგ­ვრჩე­ბა და გავ­ხდე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მსხვერ­პლი. ამას კი ხალ­ხის ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი ადრე თუ გვი­ან აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ მი­აღ­წევს სა­მარ­თალს ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მი­აღ­წევს მი­ზანს ქუ­ჩი­დან. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა აქვს ზუს­ტი ხედ­ვა და რის­კებს სა­თა­ნა­დოდ ვერ აფა­სებს. მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი სეგ­მენ­ტი მიდ­რე­კი­ლი­ცაა აღი­ა­როს ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფე­ბი, თუმ­ცა მა­ინც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან - ფაქ­ტობ­რი­ვად, ახლა ომის ეტაპ­ზე ვართ, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბა გა­დამ­წყვე­ტია. რა­ღაც "ყარს" ქვე­ყა­ნა­ში და ამა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი

"რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი

"თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სასამართლოსადმი ნდობის ზრდა საზოგადოებაში ვერ მოხერხდა, ისევ მურუსიძის დონეზე დარჩა მთელი სისტემა და გაჯანსაღების ნაცვლად, სასამართლოს ლპობის ტენდენციას ვუყურებთ", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვლივიძის საქმემ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ დომინანტ ფიგურებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაკონტროლების სურვილი აქვთ. სახელმწიფოც გარკვეულწილად თანახმაა მათ დაემორჩილოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში იხევს უკან, თუ ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვება.

"ინტერესჯგუფების სურვილი დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყოფილმა პროკურორმა ფარცხალაძემ ხელი დაარტყა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს. არავინ ჩათვალოს, რომ მან კონკრეტულად ლაშა თორდიაზე იძია შური, არა, მან ხელი ასწია სახელმწიფოს მიერ შექმნილ დოკუმენტზე, რომელიც ინტერესჯგუფებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რა რეაგირება მოჰყვა ამ კონკრეტულ ფაქტს? ფარცხალაძე დღესაც პრივილეგირებული კასტის წევრია და დიდი ალბათობით, თუ ხვალაც მიუღებელი აღმოჩნდება მისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება, იმავეს გაიმეორებს. ასე, რომ საჯარო სექტორში დისციპლინა მორღვეულია, პროცესი გახდა მყიფე და არც ისე დიდი ნაბიჯი გვაშორებს სისტემურ პრობლემამდე და ტოტალურ კორუფციამდე.

ასევე წაიკითხეთ: "პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!

ამასთან, ქვეყანაში სამართლის აღსრულება რომ არ ხდება და მართლმსაჯულების მიმართ კითხვები არსებობს, იუსტიციის სამინისტროს დამსახურებაცაა - სწორედ თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სასამართლოსადმი ნდობის ზრდა საზოგადოებაში ვერ მოხერხდა, ისევ მურუსიძის დონეზე დარჩა მთელი სისტემა და გაჯანსაღების ნაცვლად, სასამართლოს ლპობის ტენდენციას ვუყურებთ. სხვაგვარად ვერ შევაფასებ იმ ფაქტებს, რასაც მოსამართლეების გადაწყვეტილებებში ვხედავთ. როგორც ჩანს, წულუკიანი საქმის კეთების ნაცვლად პიროვნულ კომფორტს უქმნის ვიღაცეებს და ამიტომ ახერხებს ამ დრომდე მინისტრის პორტფელის შენარჩუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმალურ სახელმწიფოში მას იუსტიციის სამინისტროს დანიშვნიდან მეორე დღესვე ჩამოაცილებდნენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ტენდენცია შენარჩუნდა ხელისუფლებას 2 გზა აქვს - დაბრუნდეს წარსულში და თავს მოგვახვიოს 90-იანი წლების დღის წესრიგი, ან მივიდეს ნულოვან ტოლერანტობამდე, რომელიც მეორე უკიდურესობაა, რადგან "ორივე შემთხვევაში მსხვერპლნი უდანაშაულო ადამიანებიც ხდებიან".

"რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, ორივე შემთხვევაში იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა გაიარეს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო ხელისუფლებამ ოქროს შუალედი გამონახოს და გაუჩნდეს პოლიტიკური ნება მაფიოზურ თამაშის წესებს არ დაემორჩილოს, შეუვალი გახდეს ყველა იმ "მეგობრის" თუ პრივილეგირებული კასტის წარმომადგენელისთვის, რომლებიც სისტემის შექმნას ცდილობენ. თუ ეს ბრძოლა მაფიოზების გამარჯვებით დასრულდა და ინტერესთა ჯგუფებმა მოახერხეს ხელისუფლებასთან შეზრდა, ყველა მიღწევა თუ წარმატება უკან დაგვრჩება და გავხდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მსხვერპლი. ამას კი ხალხის ადეკვატური პასუხი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოჰყვება. თუ საზოგადოება ვერ მიაღწევს სამართალს ინსტიტუციების საშუალებით, მიაღწევს მიზანს ქუჩიდან. მეჩვენება, რომ ხელისუფლებას არა აქვს ზუსტი ხედვა და რისკებს სათანადოდ ვერ აფასებს. მეტიც, ზოგიერთი სეგმენტი მიდრეკილიცაა აღიაროს ინტერესთა ჯგუფები, თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან - ფაქტობრივად, ახლა ომის ეტაპზე ვართ, რომელშიც საზოგადოებრივი ჩართულობა გადამწყვეტია. რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."