მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ითქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დროს წელავდნენ უცხოეთში გადაყვანაზე..." - უპასუხო კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეში
"ითქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დროს წელავდნენ უცხოეთში გადაყვანაზე..." - უპასუხო კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეში

"ვი­ცო­დით, რომ დღე­ებს ით­ვლი­და, ექი­მე­ბი ტვინს ძა­ლით აცო­ცხლებ­დნენ, თო­რემ მას სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და... ასე­ვე ისიც თქვეს რომ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და ახლა გა­მო­ტყდნენ, ამი­ტო­მაც წე­ლავ­დნენ დროს უცხო­ე­თის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე... ახლა კი, რო­დე­საც თურ­ქე­თის ერთ-ერ­თმა კლი­ნი­კამ თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, გა­ემ­ხი­ლა­თო. თუმ­ცა, ახ­ლობ­ლებს ეჭვი კი ჰქონ­დათ, რომ რა­ღაც "ისე არ იყო" - აცხა­დებს პან­კი­სე­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, ამ­ბობს, რომ ბოლო დღე­ებ­ში ისიც კი გა­ი­გეს, რომ მძი­მედ დაჭ­რილ ახალ­გაზ­რდას გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეცო­ცხლა, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, "სხვა სა­კი­თხია რა შეც­ვა­ლა სუს-ის მიერ ბოლო გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ და საქ­მის გარ­შე­მო რას მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი, რად­გან თე­მირ­ლა­ნის ჩა­ტა­ე­ვის გა­რე­მოც­ვას­თან ერ­თად ნახ­ვა არა­ფერს ცვლის, რად­გან პან­კი­სე­ლე­ბი, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ და შე­საძ­ლოა, მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი იქ შემ­თხვე­ვით აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო..." - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

"მოკ­ლედ ბევ­რი ვერ­სია გახ­მო­ვან­და. მე მას ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი და რო­გორც ყვე­ბი­ან, არც იყო ისე­თი გახ­სნი­ლი ბიჭი, ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყო­ლო­და. სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ხალ­ხი დი­დად გახ­სნი­ლი არ არის და არც ბევ­რი სა­უ­ბა­რი ჩვე­ვია... მის ახლო მე­გობ­რებს ვიც­ნობ, მაგ­რამ არც ეს ნიშ­ნავს, რომ მათ მას­ზე მეტი ეცო­დი­ნე­ბო­დათ... აქ ერ­თმა­ნეთ­ზე თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად არა­ფე­რი იცი­ან, რად­გან ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვებს ისე სწრა­ფად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­უ­ღი­ათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ნი­ლან. არ ვიცი, ეს ბიჭი შეგ­ნე­ბუ­ლად თუ გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით რამე კავ­შირ­ში იყო ჩა­ტა­ევ­თან, მაგ­რამ თუ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას მარ­თლაც ჰქონ­და რამე ხელ­მო­სა­ჭი­დი, ეს ისე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, კი­თხვე­ბი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო...

სა­ერ­თო ახ­ლობ­ლე­ბის­გან ვიცი, რომ წინა დღეს, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩა­ში, სოფ­ლის ცენ­ტრში ტრი­ა­ლებ­და თე­მირ­ლა­ნი და ასაყ­ვა­ნა­დაც უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო. თუ კი, მას რა­მე­ში სდებ­დნენ ბრალს, - რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს მისი სახ­ლში აყ­ვა­ნა, ისე რო­გორც ეს გა­ა­კე­თეს, თან გამ­თე­ნი­ას, სახ­ლში შე­ვარ­დნით? - ამ კი­თხვა­ზე ოჯახს და ახ­ლობ­ლებს პა­სუ­ხი არ აქვთ. თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უბ­რო­ბენ, ამა­ზე - არა. ისე თქვეს, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ამა­სო­ბა­ში ოჯა­ხი მისი ტე­რო­რიზ­მთან კავ­ში­რის კვალს წაშ­ლი­დაო, თუ მას მარ­თლა რა­მეს ედა­ვე­ბოდ­ნენ, შე­ეძ­ლოთ, ეს ორი საქ­მე ერ­თდრო­უ­ლად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და ამ­დე­ნი კი­თხვაც არ დარ­ჩე­ბო­და..." - ჰყვე­ბა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში პან­კი­სე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც ოჯა­ხი ამ ტრა­გე­დი­ის გამო შოკ­შია. ახ­ლობ­ლე­ბი და პან­კი­სის უხუ­ცეს­თა საბ­ჭო კი აქ­ცი­ებს აა­ნონ­სე­ბენ...

26 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად სულ 5 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი კი მძი­მედ და­იჭ­რა. სუს-ში აცხა­დე­ბენ, რომ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და ხელ­ყუმ­ბა­რის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა სცა­და. დაჭ­რი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუ­ეა. მათი თქმით, სახ­ლში ია­რა­ღი არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ და და­კა­ვე­ბულს არც ხელ­ყუმ­ბა­რა ჰქო­ნია. ამას­თან, მათი თქმით, მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს სა­ძი­ნე­ბელ­ში ეს­რო­ლეს და ხელ­ში, ხელ­ყუმ­ბა­რა კი არა, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ეჭი­რა.

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს დაჭ­რი­ლი 19 წლის თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ექი­მე­ბის თქმით, ის დღეს დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ა­თის­თვის გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ექი­მის, ზაზა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას გარ­თულ­და და ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ოჯა­ხი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გერ­მა­ნი­ა­ში, ბერ­ლი­ნის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვ­და, რა­ზეც ოფი­ცი­ა­ლუ­რი უარი გუ­შინ მი­ი­ღეს. ამის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის თურ­ქეთ­ში, კლი­ნი­კა "კოჩ-ჰოს­პი­ტალ­ში" გა­დაყ­ვა­ნას გეგ­მავ­დნენ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას გა­ნე­იტ­რა­ლე­ბულ პი­რებ­თან - ახ­მედ ჩა­ტა­ევ­თან და მისი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან კავ­ში­რი და მათი დახ­მა­რე­ბა ედე­ბათ ბრა­ლად.

2018 წლის 4 იან­ვარს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩანს, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან თბი­ლის­ში ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის დაჯ­გუ­ფის წევ­რე­ბი - რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე შო­ა­იფ ბორ­ზი­ე­ვი, რო­მე­ლიც ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით ინ­ტერ­პო­ლის მიერ იძებ­ნე­ბა. ასე­ვე, ოპე­რა­ტი­უ­ლად დად­გე­ნი­ლია, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, - რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იბ­რა­ჰიმ ადა­შე­ვი, რო­მე­ლიც, 2010-2012 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ყალ­ბის პას­პორ­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ას­ლან­ბეგ სოლ­ტახ­მა­დო­ვი... გარ­და ამი­სა, და­კა­ვე­ბუ­ლია ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი შო­ა­იფ ბორ­ზი­ე­ვი.

"ახლა, ერ­თა­დერ­თი, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არის გა­მო­ძი­ე­ბამ დრო­უ­ლად გას­ცეს იმ კი­თხვებს პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც ამ საქ­მის გარ­შე­მო გა­მო­იკ­ვე­თა, - ოჯა­ხი სრუ­ლად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად სვამს კი­თხვას, - რა­ტომ არ აიყ­ვა­ნეს ის ქუ­ჩა­ში, დღი­სით, მით უფრო, რომ სპე­ცო­პე­რა­ცია ნაკ­ლე­ბი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ხერ­ხდე­ბო­და.. ეს კი­თხვა მეც მა­წუ­ხებს... ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ძი­ონ, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­სას, ხომ არ მოხ­და ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა..." - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში კავ­კა­სი­ო­ლო­გი ალე­კო კვა­ხა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სხვა სა­კი­თხია, რო­გორ გა­მო­ე­პა­რათ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს ასე­თი წო­ნის ძებ­ნი­ლი პი­რე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა:

"და­ნარ­ჩენ და­კა­ვე­ბუ­ლებს, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ მათ­განს ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბას ედა­ვე­ბი­ან, რად­გან ამას ჰქონ­და ბი­ნის გა­სა­ღე­ბი, თუმ­ცა, ის ადა­მი­ა­ნე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაყ­ვა­ნა­ში არ მგო­ნია ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­ლო­სა­ნი იყო. მე­ო­რეს კი, თურ­ქეთ­ში სა­მუ­და­მოდ დე­პორ­ტა­ცია ჰქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ასე აქ­ტი­უ­რი ვერ იქ­ნე­ბო­და... ასე­ვე, ჩნდე­ბა კი­თხვა, ეს ერთი ჯგუ­ფია თუ ბევ­რი ასე­თი ჯგუ­ფია კი­დევ შე­მო­სუ­ლი და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს?..

ვიცი, რომ "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" კონ­ტრო­ლი და­ე­კარ­გა მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და ამის შემ­დეგ, რო­გორც ვი­ცით, გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბო­და. აქ სა­უ­ბა­რი არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი იყო წა­სუ­ლი და სი­რი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, მათ­თვის ყვე­ლა­ზე მოკ­ლე მარ­შრუ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს დე­რეფ­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა იყო..." - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, შემ­დე­გი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი საფრ­თხის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, აუც­ლე­ბე­ლია ამ სა­კი­თხის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეს­წავ­ლა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"ითქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დროს წელავდნენ უცხოეთში გადაყვანაზე..." - უპასუხო კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეში

"ითქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დროს წელავდნენ უცხოეთში გადაყვანაზე..." - უპასუხო კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეში

"ვიცოდით, რომ დღეებს ითვლიდა, ექიმები ტვინს ძალით აცოცხლებდნენ, თორემ მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა... ასევე ისიც თქვეს რომ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ახლა გამოტყდნენ, ამიტომაც წელავდნენ დროს უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე... ახლა კი, როდესაც თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ თანხმობა განაცხადა, იძულებული გახდნენ, გაემხილათო. თუმცა, ახლობლებს ეჭვი კი ჰქონდათ, რომ რაღაც "ისე არ იყო" - აცხადებს პანკისელი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ ბოლო დღეებში ისიც კი გაიგეს, რომ მძიმედ დაჭრილ ახალგაზრდას გამოძიების დასრულებამდე აუცილებლად უნდა ეცოცხლა, თუმცა, მისივე თქმით, "სხვა საკითხია რა შეცვალა სუს-ის მიერ ბოლო გავრცელებულმა ინფორმაციამ და საქმის გარშემო რას მოჰფინა ნათელი, რადგან თემირლანის ჩატაევის გარემოცვასთან ერთად ნახვა არაფერს ცვლის, რადგან პანკისელები, ყველა ერთმანეთს იცნობენ და შესაძლოა, მაჩალიკაშვილი იქ შემთხვევით აღმოჩენილიყო..." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

"მოკლედ ბევრი ვერსია გახმოვანდა. მე მას ახლოს არ ვიცნობდი და როგორც ყვებიან, არც იყო ისეთი გახსნილი ბიჭი, ბევრი მეგობარი ჰყოლოდა. საერთოდ, ჩვენი ხალხი დიდად გახსნილი არ არის და არც ბევრი საუბარი ჩვევია... მის ახლო მეგობრებს ვიცნობ, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ მათ მასზე მეტი ეცოდინებოდათ... აქ ერთმანეთზე თითქოს ყველაფერი იციან, მაგრამ ამავდროულად არაფერი იციან, რადგან ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივებს ისე სწრაფად და მოულოდნელად მიუღიათ გადაწყვეტილება, ოჯახის წევრებიც კი გაოცებული დარჩენილან. არ ვიცი, ეს ბიჭი შეგნებულად თუ გულუბრყვილობით რამე კავშირში იყო ჩატაევთან, მაგრამ თუ სამართალდამცავ უწყებას მართლაც ჰქონდა რამე ხელმოსაჭიდი, ეს ისე უნდა გაეკეთებინათ, კითხვები არ დარჩენილიყო...

საერთო ახლობლებისგან ვიცი, რომ წინა დღეს, მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში, სოფლის ცენტრში ტრიალებდა თემირლანი და ასაყვანადაც უკეთესი სიტუაცია იყო. თუ კი, მას რამეში სდებდნენ ბრალს, - რატომ გადაწყვიტეს მისი სახლში აყვანა, ისე როგორც ეს გააკეთეს, თან გამთენიას, სახლში შევარდნით? - ამ კითხვაზე ოჯახს და ახლობლებს პასუხი არ აქვთ. თითქოს ყველაფერზე საუბრობენ, ამაზე - არა. ისე თქვეს, ალბათ იმიტომ, რომ ამასობაში ოჯახი მისი ტერორიზმთან კავშირის კვალს წაშლიდაო, თუ მას მართლა რამეს ედავებოდნენ, შეეძლოთ, ეს ორი საქმე ერთდროულად გაეკეთებინათ და ამდენი კითხვაც არ დარჩებოდა..." - ჰყვება ჩვენთან საუბარში პანკისელი, რომლის თქმითაც ოჯახი ამ ტრაგედიის გამო შოკშია. ახლობლები და პანკისის უხუცესთა საბჭო კი აქციებს აანონსებენ...

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. ამასთან, მათი თქმით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს და ხელში, ხელყუმბარა კი არა, მობილური ტელეფონი ეჭირა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმების თქმით, ის დღეს დილით, დაახლოებით 8 საათისთვის გარდაიცვალა. მისი ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დღეს, გამთენიისას გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც ოფიციალური უარი გუშინ მიიღეს. ამის შემდეგ პაციენტის თურქეთში, კლინიკა "კოჩ-ჰოსპიტალში" გადაყვანას გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან - ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

2018 წლის 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც მათი ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები - რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, - რუსეთის მოქალაქე იბრაჰიმ ადაშევი, რომელიც, 2010-2012 წლებში საქართველოში სხვადასხვა ყალბის პასპორტით იმყოფებოდა და რუსეთის მოქალაქე, ასლანბეგ სოლტახმადოვი... გარდა ამისა, დაკავებულია ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შოაიფ ბორზიევი.

"ახლა, ერთადერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის გამოძიებამ დროულად გასცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელიც ამ საქმის გარშემო გამოიკვეთა, - ოჯახი სრულად საფუძვლიანად სვამს კითხვას, - რატომ არ აიყვანეს ის ქუჩაში, დღისით, მით უფრო, რომ სპეცოპერაცია ნაკლები ძალისხმევით მოხერხდებოდა.. ეს კითხვა მეც მაწუხებს... ასევე აუცილებლად უნდა გამოიძიონ, რომ სპეცოპერაციის ჩატარებისას, ხომ არ მოხდა ძალის გადამეტება..." - ამბობს ჩვენთან საუბარში კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.

მისივე თქმით, სხვა საკითხია, როგორ გამოეპარათ საქართველოს შესაბამის სამსახურებს ასეთი წონის ძებნილი პირების ქვეყანაში შემოსვლა:

"დანარჩენ დაკავებულებს, ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ბინის გაქირავებას ედავებიან, რადგან ამას ჰქონდა ბინის გასაღები, თუმცა, ის ადამიანების არალეგალურად გადაყვანაში არ მგონია ყოფილიყო ჩართული, რადგან ჩვეულებრივი ხელოსანი იყო. მეორეს კი, თურქეთში სამუდამოდ დეპორტაცია ჰქონდა და შესაბამისად, ასე აქტიური ვერ იქნებოდა... ასევე, ჩნდება კითხვა, ეს ერთი ჯგუფია თუ ბევრი ასეთი ჯგუფია კიდევ შემოსული და ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს?..

ვიცი, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" კონტროლი დაეკარგა მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ამის შემდეგ, როგორც ვიცით, გადარჩენილების დაბრუნების საკითხი დადგებოდა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჩრდილო კავკასიიდან და აზერბაიჯანიდან რამდენიმე ათასი ადამიანი იყო წასული და სირიიდან დაბრუნებისას, მათთვის ყველაზე მოკლე მარშრუტი საქართველოს დერეფნად გამოყენება იყო..." - აცხადებს ექსპერტი, რომლის თქმითაც, შემდეგი გაუთვალისწინებელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აუცლებელია ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ