მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაღესტნის მუფტის ცოლს რუსეთის პრეზიდენტობა სურს - ვისი ფავორიტია აინა გამზატოვა?
დაღესტნის მუფტის ცოლს რუსეთის პრეზიდენტობა სურს - ვისი ფავორიტია აინა გამზატოვა?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჯგუ­ფი იბ­რძვის, - ამ­ჯე­რად ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი, და­ღეს­ტნის მუფ­ტის ცო­ლის, აინა გამ­ზა­ტო­ვას პერ­სპექ­ტი­ვა­ზე მსჯე­ლო­ბენ, რო­მელ­მაც 2018 წლის 18 მარტს და­გეგ­მილ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ექ­სპერტთა ერთი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, ის კრემლთან შე­თან­ხმე­ბუ­ლი ფი­გუ­რა არ არის და შე­საძ­ლოა, ჩრდო­ლო­კავ­კა­სი­ურ ელექ­ტო­რატ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავ­დეს. თუ გამ­ზა­ტო­ვა რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რის სკამს, პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბით ვერ მო­ი­პო­ვებს, 18 მარ­ტამ­დე გა­სავ­ლე­ლი გზა მის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი სტარ­ტი იქ­ნე­ბა...

ჟურ­ნალ "ის­ლა­მის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა აინა გამ­ზა­ტო­ვამ, რუ­სე­თის ცეს­კო-ში თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია უკვე გაგ­ზავ­ნა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, - რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის ბრძო­ლას და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რებს... სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მე­უღ­ლემ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, რა­ტომ­ღაც რამ­დე­ნი­მე დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბობს, - ამით არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს, პი­რი­ქით, - ეს რამ­დე­ნი­მე დღე ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ქალ­ბა­ტო­ნის კან­დი­და­ტუ­რა კრემლთან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მე­ტიც, შე­საძ­ლოა, ისი­ნი მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გიც იყ­ვნენ, რად­გან კრემლში მისი კან­დი­და­ტუ­რის­თვის "მწვა­ნეს ან­თე­ბა" თავ­ში აზ­რა­დაც კი არა­ვის მო­უ­ვი­დო­და. მი­მაჩ­ნია, რომ და­ღეს­ტა­ნის მუფ­ტის ცო­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სხვა თუ არა­ფე­რი, მარ­გი­ნა­ლუ­რია..." - წერს პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბო­რის მა­კა­რენ­კო.

არი­ან ისე­თი ექ­სპერ­ტე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ გამ­ზა­ტო­ვას კან­დი­და­ტუ­რა სწო­რედ "რუ­სე­თის ზედა ეშე­ლო­ნებ­შია შე­თან­ხმე­ბუ­ლი, თუმ­ცა, არა პირ­ველ პი­რებ­თან... შე­საძ­ლოა, ეს ქალ­ბა­ტო­ნი, თა­ვად და­ღეს­ტნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ იყოს წა­ქე­ზე­ბუ­ლი ან მისი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა, სუ­ლაც და­ღეს­ტნის ლი­დე­რის კა­ბი­ნეტ­ში გა­და­წყდა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი პერ­სო­ნა, რუ­სე­თის მუს­ლიმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში იმედს გა­ა­ჩენს, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი, რუ­სეთ­ში უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი..." - წერს პო­ლი­ტო­ლო­გი სერ­გეი ილი­ნი.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ძა­ლი­ან მალე გა­ირ­კვე­ვა, თუ ვისი ფა­ვო­რი­ტია და­ღეს­ტნე­ლი გამ­ზა­ტო­ვა. თუმ­ცა, რო­გორც არ უნდა იყოს, ეს მისი მხრი­დან, საკ­მა­ოდ გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯია, რად­გან ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის­გან ასე­თი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რუ­სე­თის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სა და მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტი­გენ­ტთან სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევთ...

"არი­ან ისე­თი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ლა­მის რუ­სე­თის ყვე­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, - ჟი­რი­ნოვ­სკი, იავ­ლინ­სკი და სხვე­ბი, ვინც პო­ლი­ტი­კუ­რად ვე­ღარ იზ­რდე­ბი­ან, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ამ­ბი­ცია აქვთ. თუმ­ცა, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას ისე­თე­ბიც ჰყავს, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ გზა­ზე, საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან პერ­სო­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. მა­გა­ლი­თად, - ნა­ვალ­ნი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მყა­რი ელექ­ტო­რა­ტი ჰყავს..." - წერს ილი­ნი და უფრო ად­რე­უ­ლი, 2000-იანი წლე­ბის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, უმარ ჯიბ­რა­ი­ლო­ვის მა­გა­ლი­თიც მოჰ­ყავს;

"ჯიბ­რა­ი­ლო­ვი პრე­ზი­დენ­ტი ვერა, მაგ­რამ სე­ნა­ტო­რი გახ­და. ბიზ­ნე­სი აი­წყო და პო­ლი­ტი­კა­შიც საკ­მაო გავ­ლე­ნე­ბი აქვს. ამ მხრივ არც ქსე­ნია სობ­ჩა­კი უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, - ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად აქვს მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის შან­სი, მაგ­რამ ამ ამ­ბე­ბის მერე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პუბ­ლი­კის­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო "შოუ-ვუ­მე­ნი" გახ­დე­ბა" - აცხა­დებს ილი­ნი.

რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ ბოლო ხა­ნებ­ში ტენ­დენ­ცია იც­ვლე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, სა­დაც ქალი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ფი­გუ­რა ხდე­ბა. "წლე­ბის წინ, ეს ასე არ იყო. ახლა კი, თან­და­თან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ლე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა, რაც ის­ლა­მის სხვა­ნა­ი­რი თვა­ლით და­ნახ­ვა­სა და აღ­ქმას გუ­ლის­ხმობს", - მი­აჩ­ნი­ათ მათ.

ამას­თან, ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თა­ვად ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბი, და­ღეს­ტნის მუფ­ტის ცო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მა­ინც და მა­ინც არ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლან. ის­ლა­მო­ლო­გი­სა და ლინგვი­ნის­ტის, რო­მან სი­ლან­ტე­ვის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა აინა გამ­ზა­ტო­ვამ შე­საძ­ლოა, ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი მი­ი­ღოს.

"არ ვიცი, რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო გამ­ზა­ტო­ვამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, - შე­საძ­ლოა, ამის­კენ მუს­ლი­მურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი მე­უღ­ლის მა­ღალ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა უბიძ­გა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მისი სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ვერ წა­ვი­დო­და... რაც შე­ე­ხე­ბა მის შე­დე­გებს, - მუს­ლი­მურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მას 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი და­უ­ჭერს მხარს. თუ ხმებს სა­მარ­თლი­ა­ნად დათ­ვლი­ან, - ალ­ბათ უფრო მეტი..." - აცხა­დებს რო­მან სი­ლან­ტე­ვი Интерфакс -თან სა­უბ­რი­სას.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დაღესტნის მუფტის ცოლს რუსეთის პრეზიდენტობა სურს - ვისი ფავორიტია აინა გამზატოვა?

დაღესტნის მუფტის ცოლს რუსეთის პრეზიდენტობა სურს - ვისი ფავორიტია აინა გამზატოვა?

რუსეთის პრეზიდენტობისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფი იბრძვის, - ამჯერად ადგილობრივი პოლიტოლოგები, დაღესტნის მუფტის ცოლის, აინა გამზატოვას პერსპექტივაზე მსჯელობენ, რომელმაც 2018 წლის 18 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, ის კრემლთან შეთანხმებული ფიგურა არ არის და შესაძლოა, ჩრდოლოკავკასიურ ელექტორატში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდეს. თუ გამზატოვა რუსეთის პირველი პირის სკამს, პირველივე მცდელობით ვერ მოიპოვებს, 18 მარტამდე გასავლელი გზა მისთვის საკმაოდ კარგი სტარტი იქნება...

ჟურნალ "ისლამის" მთავარმა რედაქტორმა აინა გამზატოვამ, რუსეთის ცესკო-ში თავისი კანდიდატურის წარსადგენი დოკუმენტაცია უკვე გაგზავნა. მისივე განცხადებით, - რუსეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას დამოუკიდებლად აპირებს... სასულიერო პირის მეუღლემ, ოფიციალური საარჩევნო კამპანია, რატომღაც რამდენიმე დღის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ როგორც ამბობს, - ამით არაფერი დაუკარგავს, პირიქით, - ეს რამდენიმე დღე ვითარების რეალურად შესაფასებლად გამოიყენა.

"სავარაუდოდ, ამ ქალბატონის კანდიდატურა კრემლთან შეთანხმებული არ ყოფილა. მეტიც, შესაძლოა, ისინი მისი მონაწილეობის წინააღმდეგიც იყვნენ, რადგან კრემლში მისი კანდიდატურისთვის "მწვანეს ანთება" თავში აზრადაც კი არავის მოუვიდოდა. მიმაჩნია, რომ დაღესტანის მუფტის ცოლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, სხვა თუ არაფერი, მარგინალურია..." - წერს პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი ბორის მაკარენკო.

არიან ისეთი ექსპერტებიც, ვისაც მიაჩნია, რომ გამზატოვას კანდიდატურა სწორედ "რუსეთის ზედა ეშელონებშია შეთანხმებული, თუმცა, არა პირველ პირებთან... შესაძლოა, ეს ქალბატონი, თავად დაღესტნის რეგიონალური ხელმძღვანელობის მიერ იყოს წაქეზებული ან მისი კანდიდატურის წარდგენა, სულაც დაღესტნის ლიდერის კაბინეტში გადაწყდა. სავარაუდოდ, მისი პერსონა, რუსეთის მუსლიმ მოქალაქეებში იმედს გააჩენს, რომ მათი უფლებები, რუსეთში უფრო მეტად იქნება დაცული..." - წერს პოლიტოლოგი სერგეი ილინი.

პოლიტოლოგის თქმით, ძალიან მალე გაირკვევა, თუ ვისი ფავორიტია დაღესტნელი გამზატოვა. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ეს მისი მხრიდან, საკმაოდ გონივრული ნაბიჯია, რადგან ნაკლებად ცნობილი სახეებისგან ასეთი ტიპის აქტივობები, რუსეთის ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არენაზე გამოსვლისა და მათთვის საინტერესო კონტიგენტთან საუბრის შესაძლებლობას აძლევთ...

"არიან ისეთი ფიგურები, რომლებიც ლამის რუსეთის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ, - ჟირინოვსკი, იავლინსკი და სხვები, ვინც პოლიტიკურად ვეღარ იზრდებიან, მაგრამ პრეზიდენტობის ამბიცია აქვთ. თუმცა, რუსეთის პოლიტიკას ისეთებიც ჰყავს, ვინც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გზაზე, საკმაოდ გავლენიან პერსონად ჩამოყალიბდნენ. მაგალითად, - ნავალნი, რომელსაც ძალიან მყარი ელექტორატი ჰყავს..." - წერს ილინი და უფრო ადრეული, 2000-იანი წლების პრეზიდენტობის კანდიდატის, უმარ ჯიბრაილოვის მაგალითიც მოჰყავს;

"ჯიბრაილოვი პრეზიდენტი ვერა, მაგრამ სენატორი გახდა. ბიზნესი აიწყო და პოლიტიკაშიც საკმაო გავლენები აქვს. ამ მხრივ არც ქსენია სობჩაკი უნდა დაგვავიწყდეს, - ძნელი სათქმელია, რამდენად აქვს მას პრეზიდენტობის შანსი, მაგრამ ამ ამბების მერე, ოფიციალური პუბლიკისთვის უფრო საინტერესო "შოუ-ვუმენი" გახდება" - აცხადებს ილინი.

რუსი პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ ბოლო ხანებში ტენდენცია იცვლება ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ქალი საკმაოდ აქტიური ფიგურა ხდება. "წლების წინ, ეს ასე არ იყო. ახლა კი, თანდათან საზოგადოებაში ქალების სოციალიზაცია ხდება, რაც ისლამის სხვანაირი თვალით დანახვასა და აღქმას გულისხმობს", - მიაჩნიათ მათ.

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად ისლამის მიმდევრები, დაღესტნის მუფტის ცოლის გადაწყვეტილებით მაინც და მაინც არ აღფრთოვანებულან. ისლამოლოგისა და ლინგვინისტის, რომან სილანტევის შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა აინა გამზატოვამ შესაძლოა, ამომრჩეველთა ხმების 2 მილიონზე მეტი მიიღოს.

"არ ვიცი, რის საფუძველზე მიიღო გამზატოვამ ეს გადაწყვეტილება, - შესაძლოა, ამისკენ მუსლიმურ საზოგადოებაში მისი მეუღლის მაღალმა ავტორიტეტმა უბიძგა. ყოველ შემთხვევაში, მისი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა... რაც შეეხება მის შედეგებს, - მუსლიმურ საზოგადოებაში, მას 2 მილიონამდე ადამიანი დაუჭერს მხარს. თუ ხმებს სამართლიანად დათვლიან, - ალბათ უფრო მეტი..." - აცხადებს რომან სილანტევი Интерфакс -თან საუბრისას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"