პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრთხილად იყავით, თუ ვენაში სასწავლებლად წასვლას აპირებთ!"-დაზარალებული სტუდენტი ყველას აფრთხილებს
"ფრთხილად იყავით, თუ ვენაში სასწავლებლად წასვლას აპირებთ!"-დაზარალებული სტუდენტი ყველას აფრთხილებს

ევ­რო­პა­ში სწავ­ლის მსურ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ დი­დია. ისი­ნი ევ­რო­პის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, ხში­რად, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის, გაც­ვლით პროგ­რა­მი­სა თუ სტი­პენ­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით მი­დი­ან, თუმ­ცა რო­გორც სტუ­დენ­ტი მა­რი­ამ ასა­თი­ა­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, ვი­საც ავ­სტრი­ა­ში, კერ­ძოდ, ვე­ნა­ში სურს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ.

მა­რი­ამ ასა­თი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის კომ­პა­ნი­ამ "შენი ევ­რო­პუ­ლი გზა", რო­მელ­საც ზუ­რაბ სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, მო­ა­ტყუა, სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნა და ვე­ნა­ში ჩა­სულს არ­ცერ­თი და­პი­რე­ბა არ დახ­ვდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

"მათ­თვის, ვი­საც ევ­რო­პა­ში და კერ­ძოდ ავ­სტრი­ა­ში (ვენა) სწავ­ლის სურ­ვი­ლი აქვს, მინ­და მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ. არ ენ­დოთ კომ­პა­ნი­ას "შენი ევ­რო­პუ­ლი გზა." მი­ვიჩ­ნევ, რომ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც წა­მოს­ვლას გეგ­მა­ვენ და თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის ტყუ­ი­ლე­ბის მსხვერ­პლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ.

არ­სე­ბობს ასე­თი კომ­პა­ნია "შენი ევ­რო­პუ­ლი გზა", რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენ­ტებს, რა თქმა უნდა, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხის, 2500€-ს სა­ნაც­ვლოდ, რომ ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხონ. ეს არის დიდი ტყუ­ი­ლი და კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, რომ­ლის "მე­თა­უ­რიც" ბ-ნი ზუ­რაბ სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბა მას­თან და­კავ­ში­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხში­რად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­გა­ნა­ხოთ ვენა ზღაპ­რულ ფე­რებ­ში, თან­ხა გა­და­უ­ხა­დოთ და შემ­დეგ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­იხ­სნის," - გან­მარ­ტავს მა­რი­ამ ასა­თი­ა­ნი.

მისი თქმით, თუ ისარ­გებ­ლეთ კომ­პა­ნი­ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბით და გა­და­ი­ხა­დეთ თან­ხა, ჩახ­ვალთ ვე­ნა­ში, დაგ­ხვდე­ბათ ან არ დაგ­ხვდე­ბათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც 2500€ პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში შე­დის და იმ სერ­ვი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც ასე­ვე პა­კეტ­ში იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი - 100% ჩა­რი­ცხვის გა­რან­ტია, სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის აპოს­ტი­ლი­ზი­რე­ბა, თარ­გმნა გერ­მა­ნულ ენა­ზე და DHL ფოს­ტით გაგ­ზავ­ნა, თქვენ უნდა შე­ას­რუ­ლოთ, რა­საც, მა­რი­ამ ასა­თი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი თა­ვად და­გა­კის­რებთ.

"არა­ნა­ი­რი 2-3 ბი­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, არა­ნა­ი­რი აე­რო­პორ­ტში დახ­ვედ­რა და სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლამ­დე ტრანსფე­რი, არა­ნა­ი­რი 1 კვი­რი­ა­ნი ბი­ლე­თის გა­ცე­მა ტრან­სპორტზე, ადაპ­ტა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბა და მოკ­ლე გაც­ნო­ბი­თი კურ­სი ვე­ნა­ში, OH-Beitrag ის შე­ტა­ნა, არა­ნა­ი­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ONLINE სის­ტე­მის გაც­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა - არა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი 2500€-ს პა­კეტ­ში შე­დის და ამ ყვე­ლა­ფერს კომ­პა­ნია არ ას­რუ­ლებს და პირ­ველ დიდ პრობ­ლე­მას შე­ვე­ჯა­ხე მა­შინ, როცა ვე­ნა­ში ჩა­მო­სულს ბინა არ დამ­ხვდა. მათ­გან მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტუ­რის­ტუ­ლად ჩა­მო­სულს შე­მეძ­ლო სტუ­დენ­ტურ ვი­ზა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა და ზუს­ტად იმ მი­ზე­ზით, რომ სა­ბუ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვად იღე­ბენ, სა­თა­ნა­დო დრო არ და­უთ­მეს, გა­მი­ჭი­ა­ნუ­რეს და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზის ამო­წურ­ვის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და ვი­ზის პა­სუხს იქ დავ­ლო­დე­ბო­დი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ და­ჯავ­შნი­ლი ენის კურ­სი, ბი­ნის ქი­რა­ში და და­ზღვე­ვა­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი აღ­მოჩ­ნდა," - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ ასა­თი­ა­ნი.

მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბა, რა­მაც ვე­ნის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა, იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის გა­რე­შე, კრე­დი­ტე­ბის აღი­ა­რე­ბის ხარ­ჯზე და­ე­წყო სწავ­ლა.

"ენას სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ ვფლობ­დი და მათ მი­თხრეს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაძ­ლევ­და 4 სე­მესტრი­ან ვა­დას, რომ ენა შე­მეს­წავ­ლა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ გერ­მა­ნუ­ლი ენის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მო­მე­ცე­მო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა და­მა­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ან უბ­რა­ლოდ არ იცო­და, რად­გან სა­ბუ­თებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით არ მო­ე­კი­და და არ წა­ი­კი­თხა, მა­შინ როცა მე ვფლობ­დი A2 დო­ნეს გერ­მა­ნულ ენა­ში და არ შე­მეძ­ლო სა­ბუ­თე­ბის წა­კი­თხვა გერ­მა­ნუ­ლად, და არ მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა მი­სა­ღე­ბი გა­მოც­და. ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას კი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებთ, როცა სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლე­ბად უკვე ვე­ნა­ში ჩახ­ვალთ.

ამის შე­სა­ხებ არა კომ­პა­ნი­ის­გან, არა­მედ სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნის­გან და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყობთ, ისე­ვე რო­გორც ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­ვდა. თქვენ არ იქ­ნე­ბით 100%-ით ჩა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტი, რაც "შენი ევ­რო­პუ­ლი გზის" სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ მას შემ­დეგ ჩა­ი­რი­ცხე­ბით, როცა მი­სა­ღებ გა­მოც­დას წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რებთ, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც კომ­პა­ნია წი­ნას­წარ არ გა­გაფრ­თხი­ლებთ, მა­შინ როცა ამ­ხე­ლა თან­ხას იღებს. ან ისე­ვე რო­გორც ჩემს შემ­თხვე­ა­ში, A2 ენის ცოდ­ნის დო­ნით სა­ერ­თოდ ვერ ჩა­ა­ბა­რებთ და უნი­ვერ­სი­ტე­ტი უარს გე­ტყვით მი­ღე­ბა­ზე. მე ნამ­დვი­ლად არ მე­ზა­რე­ბა ამ გა­მოც­დის­თვის მომ­ზა­დე­ბა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, მაგ­რამ მე ეს კომ­პა­ნი­ის­გან წი­ნას­წარ უნდა მცოდ­ნო­და.

ზა­რა­ლის შემ­თხვე­ვა­ში "შენი ევ­რო­პუ­ლი გზა" თან­ხას უკან აღარ გიბ­რუ­ნებთ. ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მომ­თა­ვა­ზა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ვე­ნი­დან წა­ვი­დო­დი და ჩემს ვი­ზას მას მივ­ცემ­დი, რო­მელ­საც შემ­დეგ გა­და­ტეხ­და," - იხ­სე­ნებს მა­რი­ამ ასა­თი­ა­ნი.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნია არ გი­ფორ­მებთ არა­ვი­თარ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენტს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­გიძ­ლი­ათ სა­მარ­თლებ­რი­ვად შე­ე­და­ოთ, - "სტუ­დენ­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ამ კომ­პა­ნი­ამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა, მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ უკვე ძა­ლი­ან იმა­ტა"

სტუ­დენ­ტი მკი­თხველს ურ­ჩევს, რომ თა­ვად არ და­ზა­რალ­დნენ მო­რა­ლუ­რად და ფი­ნან­სუ­რად და და­ფიქ­რდნენ, სა­ნამ მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ ნა­ბიჯს გა­დად­გა­მენ - "ეს არის მხო­ლოდ ჩემი პი­რა­დი შემ­თხვე­ვა. სხვა სტუ­დენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით გა­მი­მარ­თლა. ისი­ნი უფრო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მათ პი­რა­დად ვიც­ნობ," - დას­ძენს ის.

მა­რი­ამ ასა­თი­ა­ნის თქმით, ის ამ სა­კი­თხზე ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს გა­ე­სა­უბ­რე­ბა.

ჩვენ "ჩემი ევ­რო­პუ­ლი გზის" ხელ­მძღვა­ნელ­თან, ზურა სა­მა­და­ლაშ­ვილ­თან ვე­ნა­ში და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, თუმ­ცა ის ჩვენს შე­ტყო­ბი­ნე­ბებს არ პა­სუ­ხობს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ფრთხილად იყავით, თუ ვენაში სასწავლებლად წასვლას აპირებთ!"-დაზარალებული სტუდენტი ყველას აფრთხილებს

"ფრთხილად იყავით, თუ ვენაში სასწავლებლად წასვლას აპირებთ!"-დაზარალებული სტუდენტი ყველას აფრთხილებს

ევროპაში სწავლის მსურველი სტუდენტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია. ისინი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, ხშირად, სხვადასხვა კომპანიის, გაცვლით პროგრამისა თუ სტიპენდიის მეშვეობით მიდიან, თუმცა როგორც სტუდენტი მარიამ ასათიანი ირწმუნება, ვისაც ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში სურს სწავლის გაგრძელება, სიფრთხილე მართებთ.

მარიამ ასათიანის ინფორმაციით, ის კომპანიამ "შენი ევროპული გზა", რომელსაც ზურაბ სამადალაშვილი ხელმძღვანელობს, მოატყუა, სოლიდური თანხა გადაახდევინა და ვენაში ჩასულს არცერთი დაპირება არ დახვდა შესრულებული.

"მათთვის, ვისაც ევროპაში და კერძოდ ავსტრიაში (ვენა) სწავლის სურვილი აქვს, მინდა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. არ ენდოთ კომპანიას "შენი ევროპული გზა." მივიჩნევ, რომ პასუხისმგებელი ვარ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წამოსვლას გეგმავენ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მივაწოდო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, რომლის ტყუილების მსხვერპლიც შეიძლება გახდნენ.

არსებობს ასეთი კომპანია "შენი ევროპული გზა", რომელიც ეხმარება სტუდენტებს, რა თქმა უნდა, საკმაოდ სოლიდური თანხის, 2500€-ს სანაცვლოდ, რომ ვენის უნივერსიტეტში ჩაირიცხონ. ეს არის დიდი ტყუილი და კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომლის "მეთაურიც" ბ-ნი ზურაბ სამადალაშვილი, აუცილებლად ეცდება მასთან დაკავშირების შემთხვევაში, ხშირად არასწორი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე, დაგანახოთ ვენა ზღაპრულ ფერებში, თანხა გადაუხადოთ და შემდეგ პასუხისმგებლობას მოიხსნის," - განმარტავს მარიამ ასათიანი.

მისი თქმით, თუ ისარგებლეთ კომპანიის შემოთავაზებით და გადაიხადეთ თანხა, ჩახვალთ ვენაში, დაგხვდებათ ან არ დაგხვდებათ საცხოვრებელი ადგილი, რომელიც 2500€ პაკეტის ღირებულებაში შედის და იმ სერვისების შესრულებას, რომლებიც ასევე პაკეტში იყო გათვალისწინებული - 100% ჩარიცხვის გარანტია, საჭირო დოკუმენტების აპოსტილიზირება, თარგმნა გერმანულ ენაზე და DHL ფოსტით გაგზავნა, თქვენ უნდა შეასრულოთ, რასაც, მარიამ ასათიანის ინფორმაციით, ზურაბ სამადალაშვილი თავად დაგაკისრებთ.

"არანაირი 2-3 ბინის ალტერნატივა, არანაირი აეროპორტში დახვედრა და საცხოვრებელ ადგილამდე ტრანსფერი, არანაირი 1 კვირიანი ბილეთის გაცემა ტრანსპორტზე, ადაპტაციაში დახმარება და მოკლე გაცნობითი კურსი ვენაში, OH-Beitrag ის შეტანა, არანაირი უნივერსიტეტის ONLINE სისტემის გაცნობაში დახმარება - არადა ეს ყველაფერი 2500€-ს პაკეტში შედის და ამ ყველაფერს კომპანია არ ასრულებს და პირველ დიდ პრობლემას შევეჯახე მაშინ, როცა ვენაში ჩამოსულს ბინა არ დამხვდა. მათგან მივიღე ინფორმაცია, რომ ტურისტულად ჩამოსულს შემეძლო სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის შეტანა და ზუსტად იმ მიზეზით, რომ საბუთების მოწესრიგებას, რაზეც პასუხისმგებლობას თავად იღებენ, სათანადო დრო არ დაუთმეს, გამიჭიანურეს და იძულებული გავხდი ტურისტული ვიზის ამოწურვის შემდეგ საქართველოში დავბრუნებულიყავი და ვიზის პასუხს იქ დავლოდებოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაჯავშნილი ენის კურსი, ბინის ქირაში და დაზღვევაში გადახდილი თანხა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა," - აღნიშნავს მარიამ ასათიანი.

მისი თქმით, ერთადერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რამაც ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადააწყვეტინა, იყო შესაძლებლობა, რომ მისაღები გამოცდის გარეშე, კრედიტების აღიარების ხარჯზე დაეწყო სწავლა.

"ენას სათანადო დონეზე არ ვფლობდი და მათ მითხრეს, რომ უნივერსიტეტი მაძლევდა 4 სემესტრიან ვადას, რომ ენა შემესწავლა და მხოლოდ და მხოლოდ გერმანული ენის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მომეცემოდა სწავლის გაგრძელების უფლება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბატონმა ზურაბმა დამალა ინფორმაცია, ან უბრალოდ არ იცოდა, რადგან საბუთებს პასუხისმგებლობით არ მოეკიდა და არ წაიკითხა, მაშინ როცა მე ვფლობდი A2 დონეს გერმანულ ენაში და არ შემეძლო საბუთების წაკითხვა გერმანულად, და არ მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა მისაღები გამოცდა. ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას კი აუცილებლად გაიგებთ, როცა სწავლის გასაგრძელებად უკვე ვენაში ჩახვალთ.

ამის შესახებ არა კომპანიისგან, არამედ სრულიად სხვა ადამიანისგან და სრულიად შემთხვევით შეიტყობთ, ისევე როგორც ჩემს შემთხვევაში მოხვდა. თქვენ არ იქნებით 100%-ით ჩარიცხული სტუდენტი, რაც "შენი ევროპული გზის" სავიზიტო ბარათია. უნივერსიტეტში მხოლოდ მას შემდეგ ჩაირიცხებით, როცა მისაღებ გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რომლის შესახებაც კომპანია წინასწარ არ გაგაფრთხილებთ, მაშინ როცა ამხელა თანხას იღებს. ან ისევე როგორც ჩემს შემთხვეაში, A2 ენის ცოდნის დონით საერთოდ ვერ ჩააბარებთ და უნივერსიტეტი უარს გეტყვით მიღებაზე. მე ნამდვილად არ მეზარება ამ გამოცდისთვის მომზადება და მეცადინეობა, მაგრამ მე ეს კომპანიისგან წინასწარ უნდა მცოდნოდა.

ზარალის შემთხვევაში "შენი ევროპული გზა" თანხას უკან აღარ გიბრუნებთ. ბატონმა ზურაბმა თანხის დაბრუნება თავისი ინიციატივით შემომთავაზა, იმ შემთხვევაში თუ ვენიდან წავიდოდი და ჩემს ვიზას მას მივცემდი, რომელსაც შემდეგ გადატეხდა," - იხსენებს მარიამ ასათიანი.

ის აღნიშნავს, რომ კომპანია არ გიფორმებთ არავითარ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ სამართლებრივად შეედაოთ, - "სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ხელშეკრულება. ამ კომპანიამ ბევრი ადამიანი დააზარალა, მათმა რაოდენობამ უკვე ძალიან იმატა"

სტუდენტი მკითხველს ურჩევს, რომ თავად არ დაზარალდნენ მორალურად და ფინანსურად და დაფიქრდნენ, სანამ მათთან თანამშრომლობისკენ ნაბიჯს გადადგამენ - "ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი შემთხვევა. სხვა სტუდენტებთან შედარებით გამიმართლა. ისინი უფრო დაზარალებულები არიან და მათ პირადად ვიცნობ," - დასძენს ის.

მარიამ ასათიანის თქმით, ის ამ საკითხზე ყველა დაინტერესებულ პირს გაესაუბრება.

ჩვენ "ჩემი ევროპული გზის" ხელმძღვანელთან, ზურა სამადალაშვილთან ვენაში დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს შეტყობინებებს არ პასუხობს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი