პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან აც­ნო­ბეს, ბოლო პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში ვირ­ტუ­ა­ლუ­რი (კრიპ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი) ვა­ლუ­ტე­ბი სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბით, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ წარ­მო­ად­გენს გა­დახ­დის კა­ნო­ნი­ერ სა­შუ­ა­ლე­ბას; მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არ რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და შე­სა­ბა­მი­სად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტა არ წარ­მო­ად­გენს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­როს.

"ვირ­ტუ­ა­ლურ ვა­ლუ­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­სა­ღე­ბია შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბი:

დღეს არ­სე­ბულ ვირ­ტუ­ა­ლურ ვა­ლუ­ტებს ახა­სი­ა­თებს ფა­სე­ბის დიდი მერ­ყე­ო­ბა, რა­ზეც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გავ­ლე­ნას სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი ახ­დენს. ამ­დე­ნად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტე­ბის ფა­სე­ბის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გამო, მათი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დად­გნენ.

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ არ­სე­ბობს ცენ­ტრა­ლუ­რი ორ­გა­ნო, რის გა­მოც მომ­ხმა­რე­ბელ­თა პრობ­ლე­მე­ბის/და­ვე­ბის გა­დაჭ­რის პრო­ცე­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იქ­ნე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი.

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტე­ბით ვაჭ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გაც­ვლი­თი პლატ­ფორ­მე­ბის და ციფ­რუ­ლი სა­ფუ­ლე­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შია შექ­მნი­ლი და მათი სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი რიგ შემ­თხვე­ვებ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ პლატ­ფორ­მებს იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, შე­საძ­ლოა აღ­მოჩ­ნდნენ რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვი, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბის წი­ნა­შე. ამას­თა­ნა­ვე, ასე­თი პლატ­ფორ­მე­ბი კი­ბერ­შე­ტე­ვის პო­ტენ­ცი­უ­რი სა­მიზ­ნეა.

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტის ანო­ნი­მუ­რო­ბა/ფსევ­დო-ანო­ნი­მუ­რო­ბა მიმ­ზიდ­ველს ხდის მას არა­კა­ნო­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, მათ შო­რის ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, ვირტუალური ვალუტების გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ვირტუალური (კრიპტოგრაფიული) ვალუტები სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, ეროვნული ბანკის განცხადებით, ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას; მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს.

"ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით მხედველობაში მისაღებია შემდეგი გარემოებები:

დღეს არსებულ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, რაზეც, დიდი ალბათობით, გავლენას სპეკულაციური მოლოდინები ახდენს. ამდენად, ვირტუალური ვალუტების ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.

ვირტუალური ვალუტების შემთხვევაში, არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რის გამოც მომხმარებელთა პრობლემების/დავების გადაჭრის პროცესი მნიშვნელოვნად იქნება გართულებული.

ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვლითი პლატფორმების და ციფრული საფულეების საშუალებით ხდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი და მათი სამართლებრივი სტატუსი რიგ შემთხვევებში გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები, რომლებიც ასეთ პლატფორმებს იყენებენ სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად, შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსური რისკების წინაშე. ამასთანავე, ასეთი პლატფორმები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეა.

ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა/ფსევდო-ანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას არაკანონიერი საქმიანობისთვის, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის", - აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი