პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბექა ხახუბიას პატრული ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდა, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი"
"ბექა ხახუბიას პატრული ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდა, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი"

ბექა ხა­ხუ­ბი­ას ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მას წინ ელო­დე­ბო­და ბა­რი­ე­რი და შე­ე­ნე­ლე­ბი­ნა მოძ­რა­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას შვი­ლის, ბექა ხა­ხუ­ბი­ას და­ღუპ­ვის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა ნო­დარ ცინ­ცა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, და­დას­ტურ­და, რომ გო­რის გვი­რაბ­თან გზა სრუ­ლად არ გა­და­ი­კე­ტა და იქ გა­სას­ვლე­ლი იყო.

"გა­ნა­თე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად კარ­გი იყო. ამას­თა­ნა­ვე დად­გინ­და, რომ გვი­რაბ­ში შეს­ვლამ­დე ხა­ხუ­ბი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 40-50 მეტრში მიყ­ვე­ბო­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამ დროს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ მას ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით, რომ წინ, გვი­რა­ბის მიღ­მა, ელო­დე­ბო­და ბა­რი­ე­რი, შე­ე­ნე­ლე­ბი­ნა მოძ­რა­ო­ბა და გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ცინ­ცა­ძემ.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლის თქმით, ბექა ხა­ხუ­ბი­ას პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია.

"ბექა ხა­ხუ­ბი­ას არა­ნა­ი­რი გან­ზრახ­ვა არ ჰქონ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის ან სხვა რა­ი­მე ინ­ტე­რე­სი არ ამოძ­რა­ვებ­და. მან გვერ­დი აუ­ა­რა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­საც, იქ გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს და მათ შო­რის გა­ი­ა­რა", - გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­თან ახ­ლოს, ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მდე­ბა­რე გვი­რაბ­თან, ბექა ხა­ხუ­ბია 17 მა­ისს და­ი­ღუ­პა.

"ბექა ხახუბიას პატრული ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდა, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი"

"ბექა ხახუბიას პატრული ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდა, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი"

ბექა ხახუბიას ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდნენ, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი და შეენელებინა მოძრაობა, - ამის შესახებ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ გორის გვირაბთან გზა სრულად არ გადაიკეტა და იქ გასასვლელი იყო.

"განათება აბსოლუტურად კარგი იყო. ამასთანავე დადგინდა, რომ გვირაბში შესვლამდე ხახუბიას დაახლოებით 40-50 მეტრში მიყვებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ეუბნებოდნენ მას ხმოვანი სიგნალით, რომ წინ, გვირაბის მიღმა, ელოდებოდა ბარიერი, შეენელებინა მოძრაობა და გაჩერებულიყო", - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, ბექა ხახუბიას პოლიციის თანამშრომლების დაზიანების განზრახვა არ ჰქონია.

„ბექა ხახუბიას არანაირი განზრახვა არ ჰქონდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაზიანების, მათი ჯანმრთელობის ხელყოფის ან სხვა რაიმე ინტერესი არ ამოძრავებდა. მან გვერდი აუარა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც, იქ გაჩერებულ ავტომობილებს და მათ შორის გაიარა", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ