პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
კინო, ლიტერატურა, მხატვრობა
კინო, ლიტერატურა, მხატვრობა

1991 წელს მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი უმ­ცრო­სი იღებს ფილ­მს "რჩე­უ­ლი". ფილ­მი პროს­პერ მე­რი­მეს "მა­ტეო ფალ­კო­ნეს" მო­ტი­ვებ­ზეა შექ­მნი­ლი. ფილ­მის მოქ­მე­დე­ბა 1921 წელს ხდე­ბა, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბაა აღ­წე­რი­ლი. მთა­ვა­რი გმი­რის ჯუ­ნას პატ­რი­არ­ქა­ლურ-პას­ტო­რა­ლურ ყო­ფა­ში ახა­ლი დრო­ე­ბა იჭ­რე­ბა წი­თე­ლი არ­მი­ე­ლე­ბის სა­ხით. ეს შე­მოჭ­რა ბუ­ნებ­რი­ვია ტრა­გე­დი­ად შე­მო­უბ­რუნ­და ჯუ­ნას და ყვე­ლას - სო­ფელს, ქვე­ყა­ნას და იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც მი­ი­ღო ახა­ლი "სარ­წმუ­ნო­ე­ბა". ანუ გახ­და ჯა­ლა­თი. ჯა­ლა­თი - მსხვერ­პლი, ეს ის მი­თო­ლო­გი­უ­რი არ­ქე­ტი­პია, რაც ამ ის­ტო­რი­ას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად.

მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი უმ­ცრო­სი ფილ­მს ,რო­მე­ლიც 1921 წლის ტრა­ი­გი­კულ ამ­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, 1991 წელს იღებს. ანუ საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის კო­ლაფ­სის შემ­დგომ, უკვე და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­მოც­და­ა­თწ­ლი­ა­ნი წი­თე­ლი ტე­რო­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ეს იყო რე­ჟი­მი, რო­მელ­მაც კა­ცო­ბი­ო­ბის ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ნად­გუ­რა. სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მსხვერ­პლთა რი­ცხვი ას მი­ლი­ონს აღ­წევს.

რო­გო­რია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში "გა­მარ­ჯვე­ბის" რე­ა­ლუ­რი ფასი? ათწლე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, იც­ვლე­ბა რა პო­ლიტ­კო­ნი­უქ­ტუ­რა, მას­თან ერ­თად მსხვერ­პლის რი­ცხვიც იზ­რდე­ბა ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით. დღეს 45-დან 60 მი­ლი­ონ­დე მერ­ყე­ობს და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში საბ­ჭო­თა მხა­რეს და­ნა­კარ­გი, ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა გერ­მა­ნი­ი­სა და მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის მსხვერ­პლს ერ­თად აღე­ბულს. მოკ­ლედ ასე­თია გა­მარ­ჯვე­ბის ფასი.

წი­თე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეს ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის სვეტ­ლა­ნა ალექ­სი­ე­ვი­ჩის ტერ­მი­ნია, იყ­ვნენ და არი­ან დღე­საც. ჩვენც/მეც წი­თე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ რა­ღაც დო­ზით. და ეს ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს მას შემ­დე­გაც რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი სამი ათე­უ­ლი წე­ლია აღარ არ­სე­ბობს პო­ლი­ტუ­კურ რუ­ქა­ზე.

არის რამ­დე­ნი­მე კი­თხვა რაც მინ­და ფილ­მს და­ვუს­ვა და ვფიქ­რობ ეს კი­თხვე­ბი ლე­გი­ტი­მუ­რია:

1)ინ­ტერ­მე­დი­ა­ლუ­რი მი­მარ­თე­ბა - ფილ­მი და პროს­პერ მე­რი­მეს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­სტი. შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მი­თო­ლო­გი­ურ- კულ­ტუ­რუ­ლი ალუ­ზი­ე­ბი.

2)"რჩე­უ­ლი" და მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი უფ­რო­სის ფილ­მი "მა­რი­ლი სვა­ნეთს!": დი­ა­ლო­გუ­რი ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა.

3)ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტი 1921 და 1991 წლე­ბი.

პროს­პერ მე­რი­მეს "მა­ტეო ფალ­კო­ნე"-ს მოქ­მე­დე­ბა კორ­სი­კა­ზე ხდე­ბა. ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი დო­მი­ნან­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მთის ხალ­ხის მკაც­რი და ას­კე­ტუ­რი ბუ­ნე­ბა, ცხოვ­რე­ბის წესი. ასე­ვე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნო­ვე­ლის ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვი - სის­ხლის აღე­ბის წესი. როცა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნია თა­ვად და არა სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბაა გა­ცხა­დე­ბუ­ლი. ეს მო­ტი­ვი პროს­პერ მე­რი­მეს­თან სიღ­რმი­სე­უ­ლა­დაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ლან­დშაფ­ტის, გა­რე­მოს, ყო­ფით დე­ტა­ლებ­შია ასა­ხუ­ლი.

მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ უმ­ცროს­თან ეს მო­ტი­ვი უც­ვლე­ლა­დაა გად­მო­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ რო­გორც ფაქ­ტი, და არა რო­გორც იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ეთ­ნო­თა­ვის­ბუ­რე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­მურ და გელა ბაბ­ლუ­ა­ნებს ექ­ნე­ბათ არ­ცთუ­ი­სე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა სის­ხლის აღე­ბის წე­სის რო­გორც ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის ჩვე­ნე­ბის ფილმში "მემ­კვიდ­რე­ო­ბა"(2006 წელი).

გან­ზრახ თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი უმ­ცრო­სი ამ დე­ტა­ლებ­ზე უარს ამ­ბობს. ფილმში გა­რე­მო უფრო გრო­ტეს­კუ­ლი, პლა­კა­ტუ­რი შტრი­ხე­ბი­თაა მო­ცე­მუ­ლი, წი­თე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ფის მსგავ­სად. კონ­ტრრ­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რიც და წი­თე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც გრო­ტეს­კუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. ჯუნა და მისი სამ­ყა­რო ფალ­კო­ნე­სე­უ­ლია თით­ქოს, უბ­რა­ლოდ არა იმ­დე­ნად მკაც­რი და ას­კე­ტუ­რი. უფრო თე­ატ­რა­ლუ­რი პი­რო­ბი­თო­ბის ზღვარ­ზე, რაც სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბლი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ჯუ­ნას (მსა­ხი­ო­ბი ავ­თან­დილ მა­ხა­რა­ძე) და დე­დის(მსა­ხი­ო­ბი ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე) სა­ხე­ებს, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის რუ­სუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი სკო­ლის კლი­შე­ე­ბი, მა­თი­ვე უდა­ვო ნი­ჭი­ე­რე­ბას კი­ნო­გე­ნუ­რო­ბას უკარ­გავს. იგი­ვე რუსი მსა­ხი­ო­ბი ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვა, წი­თე­ლი კო­მი­სა­რის სა­ხა­სი­ა­თო როლ­ში, ბევ­რად კი­ნო­გე­ნუ­რია. აქ როლს მისი სი­თა­მა­მეც თა­მა­შობს, მისი წყა­ლო­ბით სპე­კუ­ლა­ცი­ის მიჯ­ნა­ზე მყო­ფი ეპი­ზო­დი არაა ყალ­ბი(ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას გმი­რი ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ი­საქ­მებს).

ფილ­მის სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბლი, რო­გორც მთლი­ა­ნად ფილ­მი ეკ­ლექ­ტუ­რია. ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გოგი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა ზუს­ტი პლას­ტი­კი­თა და ემო­ცი­უ­რი ას­კე­ტუ­რო­ბით. მისი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი ქარ­თულ კი­ნოს არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. მე ვურ­ჩევ ქარ­თველ რე­ჟი­სო­რებს, შე­ეშ­ვან გაც­ვე­თილ სა­ხე­ებს და კი­ნო­ში და­აბ­რუ­ნონ გოგი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - მსა­ხი­ო­ბი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კინო, ლიტერატურა, მხატვრობა

კინო, ლიტერატურა, მხატვრობა

1991 წელს მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსი იღებს ფილმს "რჩეული". ფილმი პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონეს" მოტივებზეა შექმნილი. ფილმის მოქმედება 1921 წელს ხდება, ანუ საქართველოს გასაბჭოებაა აღწერილი. მთავარი გმირის ჯუნას პატრიარქალურ-პასტორალურ ყოფაში ახალი დროება იჭრება წითელი არმიელების სახით. ეს შემოჭრა ბუნებრივია ტრაგედიად შემოუბრუნდა ჯუნას და ყველას - სოფელს, ქვეყანას და იმ ადამიანებს ვინც მიიღო ახალი "სარწმუნოება”. ანუ გახდა ჯალათი. ჯალათი - მსხვერპლი, ეს ის მითოლოგიური არქეტიპია, რაც ამ ისტორიას დაედო საფუძვლად.

მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსი ფილმს ,რომელიც 1921 წლის ტრაიგიკულ ამბებს უკავშირდება, 1991 წელს იღებს. ანუ საბჭოთა რეჟიმის კოლაფსის შემდგომ, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. სამოცდაათწლიანი წითელი ტერორი დასრულებულია. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც კაცობიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი ადამიანი გაანადგურა. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მსხვერპლთა რიცხვი ას მილიონს აღწევს.

როგორია მეორე მსოფლიო ომში "გამარჯვების" რეალური ფასი? ათწლეულების მიხედვით, იცვლება რა პოლიტკონიუქტურა, მასთან ერთად მსხვერპლის რიცხვიც იზრდება ათეული მილიონობით. დღეს 45-დან 60 მილიონდე მერყეობს დაღუპულთა რაოდენობა. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა მხარეს დანაკარგი, ბევრად აღემატება გერმანიისა და მოკავშირე ქვეყნების მსხვერპლს ერთად აღებულს. მოკლედ ასეთია გამარჯვების ფასი.

წითელი ადამიანები, ეს ნობელიანტი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის ტერმინია, იყვნენ და არიან დღესაც. ჩვენც/მეც წითელი ადამიანი ვარ რაღაც დოზით. და ეს ისტორიული მეხსიერება აქტუალობას არ კარგავს მას შემდეგაც რაც საბჭოთა კავშირი სამი ათეული წელია აღარ არსებობს პოლიტუკურ რუქაზე.

არის რამდენიმე კითხვა რაც მინდა ფილმს დავუსვა და ვფიქრობ ეს კითხვები ლეგიტიმურია:

1)ინტერმედიალური მიმართება - ფილმი და პროსპერ მერიმეს ლიტერატურული ტექსტი. შვილის მკვლელობის მითოლოგიურ- კულტურული ალუზიები.

2)"რჩეული” და მიხეილ კალატოზიშვილი უფროსის ფილმი "მარილი სვანეთს!": დიალოგური ურთიერთმიმართება.

3)ისტორიული კონტექსტი 1921 და 1991 წლები.

პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე"-ს მოქმედება კორსიკაზე ხდება. ეთნოკულტურული დომინანტი მნიშვნელოვანია. მთის ხალხის მკაცრი და ასკეტური ბუნება, ცხოვრების წესი. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ნოველის ძირითადი მოტივი - სისხლის აღების წესი. როცა მართლმსაჯულება ადამიანია თავად და არა სახელმწიფო, რომლის მიმართ უნდობლობაა გაცხადებული. ეს მოტივი პროსპერ მერიმესთან სიღრმისეულადაა დამუშავებული და ლანდშაფტის, გარემოს, ყოფით დეტალებშია ასახული.

მიხეილ კალატოზიშვილ უმცროსთან ეს მოტივი უცვლელადაა გადმოტანილი, მაგრამ მხოლოდ როგორც ფაქტი, და არა როგორც იდენტობის ნაწილი, გეოგრაფიული მახასიათებელი და ეთნოთავისბურება.

მოგვიანებით თემურ და გელა ბაბლუანებს ექნებათ არცთუისე წარმატებული მცდელობა სისხლის აღების წესის როგორც ეთნოკულტურული თავისებურების ჩვენების ფილმში "მემკვიდრეობა"(2006 წელი).

განზრახ თუ გაუცნობიერებლად მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსი ამ დეტალებზე უარს ამბობს. ფილმში გარემო უფრო გროტესკული, პლაკატური შტრიხებითაა მოცემული, წითელი ადამიანების ყოფის მსგავსად. კონტრრვოლუციონერიც და წითელი ადამიანებიც გროტესკული პერსონაჟები არიან. ჯუნა და მისი სამყარო ფალკონესეულია თითქოს, უბრალოდ არა იმდენად მკაცრი და ასკეტური. უფრო თეატრალური პირობითობის ზღვარზე, რაც სამსახიობო ანსამბლითაა განპირობებული. ჯუნას (მსახიობი ავთანდილ მახარაძე) და დედის(მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე) სახეებს, შემსრულებლების რუსული თეატრალური სკოლის კლიშეები, მათივე უდავო ნიჭიერებას კინოგენურობას უკარგავს. იგივე რუსი მსახიობი ლარისა გუზეევა, წითელი კომისარის სახასიათო როლში, ბევრად კინოგენურია. აქ როლს მისი სითამამეც თამაშობს, მისი წყალობით სპეკულაციის მიჯნაზე მყოფი ეპიზოდი არაა ყალბი(ლარისა გუზეევას გმირი ეკლესიაში მოისაქმებს).

ფილმის სამსახიობო ანსამბლი, როგორც მთლიანად ფილმი ეკლექტურია. ეპიზოდური როლების შემსრულებელი გოგი მარგველაშვილი გამოირჩევა ზუსტი პლასტიკითა და ემოციური ასკეტურობით. მისი, როგორც მსახიობის პოტენციალი ქართულ კინოს არ გამოუყენებია. მე ვურჩევ ქართველ რეჟისორებს, შეეშვან გაცვეთილ სახეებს და კინოში დააბრუნონ გოგი მარგველაშვილი - მსახიობი. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება