სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰაკათონი #მედიაინოვაცია, სადაც თქვენი ინოვაციური იდეების განხორციელებას შეძლებთ
ჰაკათონი #მედიაინოვაცია, სადაც თქვენი ინოვაციური იდეების განხორციელებას შეძლებთ

"ინო­ვა­ცია ონ­ლა­ინ­მე­დი­ა­ში" - ასე ჰქვია მე­დია ჰა­კა­თონს, რო­მე­ლიც 22-24 დე­კემ­ბერს "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ პრო­ექ­ტებს, იდე­ებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ რე­სურ­სებს, რომ­ლე­ბიც მე­დი­ას საქ­მი­ა­ნო­ბა­ში - კონ­ტენ­ტის შექ­მნა­ში, მის მო­ნე­ტი­ზა­ცი­ა­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია 2-4 კა­ცი­ან ჯგუ­ფებს, რომ­ლებ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ინო­ვა­ცი­უ­რი იდეა და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­აჩ­ნი­ათ.

ჰა­კა­თო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია "ინ­ტერ­ნი­უ­სი - სა­ქარ­თვე­ლი" "ინ­ტერ­ნი­უს - ნეტვორ­ქთან ერ­თად" და ის პრო­ექ­ტის "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში" ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა. "ინ­ტერ­ნი­უ­სი-სა­ქარ­თვე­ლოს" პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რის მაია მი­ქა­შა­ვი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, სტარ­ტა­პებს, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფებს, და­მო­უ­კი­დე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტებს, დი­ზა­ი­ნე­რებ­სა და ვებ­დე­ვე­ლო­პე­რებს.

"ჩვე­ნი ჰა­კა­თო­ნი არის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მენ­ტო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე ჯგუ­ფებ­თან იმუ­შა­ვე­ბენ და მათ იდე­ე­ბის დახ­ვე­წა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან. ჯგუ­ფე­ბი მე­სა­მე დღეს მუ­შა­ო­ბის შე­დეგს სა­კონ­კურ­სოდ წა­რად­გე­ნენ. ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს 3 გა­მარ­ჯვე­ბულს, რო­მელ­თაც 4 500 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გრან­ტი გა­და­ე­ცე­მათ. ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ქარ­თულ მე­დი­ა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს და მას სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს. პრო­ექ­ტი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა," - გან­მარ­ტავს მაია მი­ქა­შა­ვი­ძე.

ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა გა­მოც­დი­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ტრე­ნინგსე­სი­ე­ბი და დის­კუ­სი­ე­ბი, რო­მელ­საც ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან. გუნ­დე­ბის­თვის მუდ­მი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა დახ­მა­რე­ბა მენ­ტო­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მე­დი­ის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან. სე­სი­ებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და მენ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ საპ­რო­ექ­ტო იდე­ებს და სა­კონ­კურ­სო ჟი­უ­რის წა­რუდ­გე­ნენ გრან­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად. ერთ-ერთი მენ­ტო­რი იქ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი გო­გუა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­ჰა­კა­თო­ნის ჩა­ტა­რე­ბის იდე­ას მი­ე­სალ­მე­ბა.

"ზო­გა­დად, ჰა­კა­თო­ნე­ბის კონ­ცეფ­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ადა­მი­ა­ნებს იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ. მე­დი­ა­ჰა­კა­თო­ნიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბი, ახა­ლი იდე­ე­ბის წარ­მოქ­მნა და გან­ვი­თა­რე­ბა მე­დი­ა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ახა­ლი გზე­ბის პოვ­ნაა სა­ჭი­რო, რომ უფრო მე­ტად და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ მკი­თხვე­ლი და მა­ყუ­რე­ბე­ლი, მათ­თან ჩვე­ნი იდე­ე­ბი უკე­თე­სად მი­ვი­ტა­ნოთ," - გან­მარ­ტავს მენ­ტო­რი გი­ორ­გი გო­გუა.

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი", სა­დაც მე­დი­ა­ჰა­კა­თო­ნი იმარ­თე­ბა, ტრა­დი­ცი­უ­ლად არა­ერ­თი ინო­ვა­ცი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლია. ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბიც მი­ი­ღე­ბენ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ნინო ენუ­ქი­ძე იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იდე­ე­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტო იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, არა­მედ - მსოფ­ლიო მას­შტა­ბი­თაც.

"მე­დი­ის ციფ­რულ ტრანსფორ­მა­ცი­ას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა. ამას ეძღვნე­ბა მე­დი­ა­ჰა­კა­თო­ნიც და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­საც ეძ­ლე­ვათ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში იმე­დი გვაქვს, რომ შე­იქ­მნე­ბა ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ინო­ვა­ცი­უ­რი და უპ­რე­ცე­დენ­ტო იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, არა­მედ - სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­თაც," - აღ­ნიშ­ნავს ნინო ენუ­ქი­ძე.

ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნის ბოლო ვადა 15 დე­კემ­ბე­რია. რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ჰაკათონი #მედიაინოვაცია, სადაც თქვენი ინოვაციური იდეების განხორციელებას შეძლებთ

ჰაკათონი #მედიაინოვაცია, სადაც თქვენი ინოვაციური იდეების განხორციელებას შეძლებთ

"ინოვაცია ონლაინმედიაში" - ასე ჰქვია მედია ჰაკათონს, რომელიც 22-24 დეკემბერს "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში გაიმართება. ჰაკათონის მონაწილეები შეიმუშავებენ პროექტებს, იდეებსა და ტექნოლოგიურ რესურსებს, რომლებიც მედიას საქმიანობაში - კონტენტის შექმნაში, მის მონეტიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში დაეხმარება. მონაწილეობა შეუძლია 2-4 კაციან ჯგუფებს, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური იდეა და მისი განხორციელების სურვილი გააჩნიათ.

ჰაკათონის ორგანიზატორია "ინტერნიუსი - საქართველი" "ინტერნიუს - ნეტვორქთან ერთად" და ის პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში" ფარგლებში იმართება. "ინტერნიუსი-საქართველოს" პროექტის დირექტორის მაია მიქაშავიძის განმარტებით, ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საინფორმაციო მედიასაშუალებებს, სტარტაპებს, საინიციატივო ჯგუფებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, დიზაინერებსა და ვებდეველოპერებს.

"ჩვენი ჰაკათონი არის მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც ინოვაციური იდეები და პროექტები გააჩნიათ. 3 დღის განმავლობაში მენტორები მონაწილე ჯგუფებთან იმუშავებენ და მათ იდეების დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარებიან. ჯგუფები მესამე დღეს მუშაობის შედეგს საკონკურსოდ წარადგენენ. ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომელთაც 4 500 დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცემათ. ფულადი პრიზები საშუალებას იძლევა, რომ ქართულ მედიაში ინოვაციური იდეები განხორციელდეს და მას სარგებელი მოუტანოს. პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება," - განმარტავს მაია მიქაშავიძე.

ჰაკათონის ფარგლებში გაიმართება გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგსესიები და დისკუსიები, რომელსაც ღონისძიების მონაწილე გუნდები დაესწრებიან. გუნდებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება დახმარება მენტორებისგან, რომლებიც მედიის და ტექნოლოგიების ექსპერტები იქნებიან. სესიებზე მიღებული ინფორმაციისა და მენტორების დახმარებით, მონაწილეები გააუმჯობესებენ საპროექტო იდეებს და საკონკურსო ჟიურის წარუდგენენ გრანტის მოსაპოვებლად. ერთ-ერთი მენტორი იქნება ჟურნალისტი გიორგი გოგუა, რომელიც საქართველოში მედიაჰაკათონის ჩატარების იდეას მიესალმება.

"ზოგადად, ჰაკათონების კონცეფცია ძალიან საინტერესოა, რადგან ადამიანებს იდეების განხორციელების და კომპეტენტური პირების დახმარების მიღების საშუალება ეძლევათ. მედიაჰაკათონიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ტექნოლოგიური ინოვაციები, ახალი იდეების წარმოქმნა და განვითარება მედიაში აუცილებელია. თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციის გავრცელების ახალი გზების პოვნაა საჭირო, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ მკითხველი და მაყურებელი, მათთან ჩვენი იდეები უკეთესად მივიტანოთ," - განმარტავს მენტორი გიორგი გოგუა.

"სილიკონ ველი თბილისი", სადაც მედიაჰაკათონი იმართება, ტრადიციულად არაერთი ინოვაციური ღონისძიების მასპინძელია. ჰაკათონში მონაწილეობას "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ. უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი ნინო ენუქიძე იმედს გამოთქვამს, რომ ჰაკათონის ფარგლებში შემუშავებული იდეები უპრეცედენტო იქნება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ - მსოფლიო მასშტაბითაც.

"მედიის ციფრულ ტრანსფორმაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ამას ეძღვნება მედიაჰაკათონიც და მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ეძლევათ. საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ შეიქმნება ისეთი პროდუქტი, რომელიც ინოვაციური და უპრეცედენტო იქნება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ - საერთაშორისო მასშტაბითაც," - აღნიშნავს ნინო ენუქიძე.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 15 დეკემბერია. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ აღნიშნული ფორმის საშუალებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი