პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, თურქეთიდან, ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდა
ახმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, თურქეთიდან, ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდა

ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, თურ­ქე­თი­დან, ე.წ. მწვა­ნე ზო­ლით შე­მო­ვი­და და ის ტე­რო­რის­ტულ აქტს გეგ­მავ­და, - ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ლიკ­ვი­დი­რე­ბულ პი­რებს ეხე­ბა. სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ჩა­ტა­ე­ვი თურ­ქეთ­ში ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ის, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ თურ­ქე­თი­დან შე­მო­ვი­და.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნილ პირ­თა ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თი­დან შე­მო­ვი­და, სა­დაც ჩა­ტა­ე­ვი ბოლო 6 თვე იმ­ყო­ფე­ბო­და(?!). თა­ვა­დაც და მისი სამი თან­მხლე­ბი (მათ­გან მხო­ლოდ საიდ დუ­და­ე­ვია ცნო­ბი­ლი, მოხ­და თუ არა და­ნარ­ჩე­ნი ორის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, უც­ნო­ბია) "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის" გა­მოც­დი­ლი მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ. ჩა­ტა­ე­ვის ჯგუფს შე­მოს­ვლა შე­ეძ­ლო რო­გორც არა­ლე­გა­ლუ­რად (ე.წ. მწვა­ნე ზო­ლით), ისე სარ­ფის სა­ბა­ჟოს გავ­ლით. სა­ზღვრის გად­მო­ლახ­ვა იოლი არ არის, მაგ­რამ ქრთა­მი ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს. ეს საქ­მე 600-900 დო­ლა­რამ­დე ჯდე­ბა, თუ სა­ზღვარ­ზე გად­მოს­ვლას კონ­კრე­ტულ ცვლას და­ამ­თხვევ, ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის გამ­ჭრი­ახ მძღო­ლებ­თან და­ი­ჭერ თა­და­რიგს. ჩა­ტა­ევ­მა ვა­ი­თუ, ვინ­მემ მიც­ნო­სო, ალ­ბათ, "მწვა­ნე ზო­ლით" გად­მოს­ვლა არ­ჩია. ამ გზით შე­მოს­ვლა-გას­ვლის მსურ­ვე­ლებს მომ­სა­ხუ­რე­ბას გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის ფა­სად "მეგ­ზუ­რე­ბიც" სთა­ვა­ზო­ბენ, თუმ­ცა ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში ეს "მეგ­ზუ­რის" გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვი­ნა­ი­დან მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში "ის­ლა­მურ ხა­ლი­ფატს" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს (ხა­ლი­ფატ­ში "აჭა­რულ ფრთას" თა­მაზ ჭა­ღა­ლი­ძე "აჰ­მედ გურ­ჯი" ხელ­მძღვა­ნე­ლობს. 2015 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე აჭა­რა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­აც კი ჩა­ტარ­და და "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის" ად­გი­ლობ­რი­ვი წევ­რე­ბი და­ა­კა­ვეს), შე­საძ­ლოა, ჩა­ტა­ე­ვის ჯგუ­ფის­თვის მეგ­ზუ­რო­ბა ერთ-ერთ მათ­განს გა­ე­წია", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

გარ­და ამი­სა, რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, ჩა­ტა­ევს და მის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ხე­ლის შემ­წყო­ბი ჰყავ­დათ, რო­მე­ლიც "სა­ი­მე­დო" ბი­ნის მო­ძი­ე­ბა­სა და ია­რა­ღის მო­მა­რა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ვა­რა­უ­დობს, რომ ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ია­რა­ღი სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე მო­ი­ძი­ეს, ვი­ნა­ი­დან, იმ რა­ო­დე­ნო­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბით, რაც ბი­ნა­ში იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ შე­მო­ვი­დო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­ტა­ე­ვი­სა და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის მიზ­ნებს, რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჩა­ტა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­რაქტს გეგ­მავ­და.

"თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ჩა­ტა­ევ­მა შა­ჰი­დის ქამ­რით აი­ფეთ­ქა თავი, ცხა­დი ხდე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, შა­ჰი­დის ქა­მა­რი მა­შინ გა­ი­კე­თა, რო­დე­საც ბი­ნა­ში მყო­ფებ­მა ჩა­ბა­რე­ბა­ზე უარი თქვეს. შე­საძ­ლოა, ჩა­ტა­ე­ვი ვა­რა­უ­დობ­და, რომ ბი­ნა­ში სპეც­რაზ­მე­ლე­ბის შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში თავს აი­ფეთ­ქებ­და და ამას იქ მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სპეც­რაზ­მე­ლის სი­ცო­ცხლეც შე­ე­წი­რე­ბო­და. რას აპი­რებ­და ჩა­ტა­ე­ვის ჯგუ­ფი თბი­ლის­ში და რა იყო მისი მო­ტი­ვა­ცია, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არც ჩვენ გვაქვს, თუმ­ცა შა­ჰი­დის ქამ­რის არ­სე­ბო­ბა ბი­ნა­ში (ის შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი არ ყო­ფი­ლი­ყო), მი­ა­ნიშ­ნებს შემ­დეგ­ზე: სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­ში იგეგ­მე­ბო­და ტე­რაქ­ტი, რო­მე­ლიც თვით­მკვლე­ლებს უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად დიდ მსხვერ­პლს ნიშ­ნავს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ახმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, თურქეთიდან, ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდა

ახმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, თურქეთიდან, ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდა

ახმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, თურქეთიდან, ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდა და ის ტერორისტულ აქტს გეგმავდა, - ამის შესახებ "კვირის პალიტრის" მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას და სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს ეხება. სტატიის მიხედვით, ჩატაევი თურქეთში ბოლო 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ის, თანამზრახველებთან ერთად საქართველოში, სავარაუდოდ, სწორედ თურქეთიდან შემოვიდა.

"სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ჩატაევი ბოლო 6 თვე იმყოფებოდა(?!). თავადაც და მისი სამი თანმხლები (მათგან მხოლოდ საიდ დუდაევია ცნობილი, მოხდა თუ არა დანარჩენი ორის იდენტიფიცირება, უცნობია) "ისლამური ხალიფატის" გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. ჩატაევის ჯგუფს შემოსვლა შეეძლო როგორც არალეგალურად (ე.წ. მწვანე ზოლით), ისე სარფის საბაჟოს გავლით. საზღვრის გადმოლახვა იოლი არ არის, მაგრამ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. ეს საქმე 600-900 დოლარამდე ჯდება, თუ საზღვარზე გადმოსვლას კონკრეტულ ცვლას დაამთხვევ, ან საქართველოში მომავალი ავტობუსების გამჭრიახ მძღოლებთან დაიჭერ თადარიგს. ჩატაევმა ვაითუ, ვინმემ მიცნოსო, ალბათ, "მწვანე ზოლით" გადმოსვლა არჩია. ამ გზით შემოსვლა-გასვლის მსურველებს მომსახურებას გარკვეული ანაზღაურების ფასად "მეგზურებიც" სთავაზობენ, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს "მეგზურის" გარეშეც შესაძლებელია. ვინაიდან მაღალმთიან აჭარაში "ისლამურ ხალიფატს" მხარდამჭერები ჰყავს (ხალიფატში "აჭარულ ფრთას" თამაზ ჭაღალიძე "აჰმედ გურჯი" ხელმძღვანელობს. 2015 წლის შემოდგომაზე აჭარაში ანტიტერორისტული ოპერაციაც კი ჩატარდა და "ისლამური ხალიფატის" ადგილობრივი წევრები დააკავეს), შესაძლოა, ჩატაევის ჯგუფისთვის მეგზურობა ერთ-ერთ მათგანს გაეწია", - ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩატაევს და მის თანამზრახველებს საქართველოში სავარაუდოდ ხელის შემწყობი ჰყავდათ, რომელიც "საიმედო" ბინის მოძიებასა და იარაღის მომარაგებაში ეხმარებოდა. სტატიის ავტორი ასევე ვარაუდობს, რომ ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი საქართველოშივე მოიძიეს, ვინაიდან, იმ რაოდენობის შეიარაღებით, რაც ბინაში იქნა აღმოჩენილი, ჯგუფი საქართველოში ვერ შემოვიდოდა. რაც შეეხება ჩატაევისა და მისი თანამზრახველების მიზნებს, როგორც "კვირის პალიტრის" მიერ მომზადებულ მასალაშია აღნიშნული, ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, ტერაქტს გეგმავდა.

"თუ დადასტურდება, რომ ჩატაევმა შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი, ცხადი ხდება კიდევ რამდენიმე დეტალი. სავარაუდოდ, შაჰიდის ქამარი მაშინ გაიკეთა, როდესაც ბინაში მყოფებმა ჩაბარებაზე უარი თქვეს. შესაძლოა, ჩატაევი ვარაუდობდა, რომ ბინაში სპეცრაზმელების შეჭრის შემთხვევაში თავს აიფეთქებდა და ამას იქ მყოფი რამდენიმე ათეული სპეცრაზმელის სიცოცხლეც შეეწირებოდა. რას აპირებდა ჩატაევის ჯგუფი თბილისში და რა იყო მისი მოტივაცია, ამ კითხვებზე პასუხი არც ჩვენ გვაქვს, თუმცა შაჰიდის ქამრის არსებობა ბინაში (ის შეიძლება მხოლოდ ერთი არ ყოფილიყო), მიანიშნებს შემდეგზე: სავარაუდოდ, თბილისში იგეგმებოდა ტერაქტი, რომელიც თვითმკვლელებს უნდა განეხორციელებინათ, რაც ავტომატურად დიდ მსხვერპლს ნიშნავს", - ნათქვამია სტატიაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ