პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს აგრესიას მოზარდებში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
რა იწვევს აგრესიას მოზარდებში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გი ელზა მეს­ხი mkurnali.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზებ­სა და გა­მო­სა­ვალ­ზე სა­უბ­რობს.

- ბევ­რმა შე­საძ­ლოა იცო­დეს, ბევ­რს კი ალ­ბათ გა­აკ­ვირ­ვებს იმის გა­გე­ბა, რომ ბავ­შვე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ას ყვე­ლა­ზე ხში­რად მშობ­ლე­ბი ამ­ჟღავ­ნე­ბენ. რისი ბრა­ლია ეს?

- სა­ზღვარ­გა­რეთ ამის შე­სა­ხებ და­უ­ფა­რა­ვად სა­უბ­რო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს თემა ერ­თგვა­რად ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ასე­თი რამ ჩვენ­ში არ ხდე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რი საზ­რუ­ნა­ვის­გან გა­დაღ­ლი­ლი მშობ­ლე­ბი შვილ­თან კონ­ფლიქ­ტის დროს ხში­რად წო­ნას­წო­რო­ბას კარ­გა­ვენ და შე­უძ­ლი­ათ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­დი­ნონ, თუნ­დაც მხო­ლოდ იმის­თვის, რომ მტი­რა­ლი პა­ტა­რა გა­ჩუმ­დეს. ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი ისე ძლი­ერ სცემს შვილს, რომ ის ტვი­ნის შერ­ყე­ვით და სხვა ტრავ­მე­ბით სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხვდე­ბა. მშობ­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ბავ­შვებს უვი­თარ­დე­ბათ ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტის სინ­დრო­მი, მე­ტყვე­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, თვით­შე­ფა­სე­ბა და მა­დის დარ­ღვე­ვე­ბი. ბევ­რი მშო­ბე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ სწო­რად არ იქ­ცე­ვა და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­დის ფსი­ქო­თე­რა­პი­ის კურსს.

- სად არის გა­მო­სა­ვა­ლი?

- ბავ­შვე­ბის მი­მართ აგ­რე­სია ყვე­ლა­ზე მე­ტად ახა­სი­ა­თებთ ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად გა­დაღ­ლილ მშობ­ლებს. მათ ვურ­ჩევთ, ისე და­გეგ­მონ დღის რე­ჟი­მი, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვი­საც დარ­ჩეთ დრო. თუ პა­ტა­რას სამი წელი უკვე შე­უს­რულ­და, შე­იძ­ლე­ბა მისი სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიყ­ვა­ნა. ამ ასაკ­ში მათ იმის გა­გე­ბაც შე­უძ­ლი­ათ, რომ დედა და­ი­ღა­ლა და დას­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. ბავ­შვის­თვის ამის ახ­სნა ერ­თგვა­რი აღ­მზრდე­ლო­ბი­თი ნა­ბი­ჯიც იქ­ნე­ბა - მან ხომ სხვი­სი გრძნო­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მაც უნდა ის­წავ­ლოს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მას გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბა პა­ტი­ვის­ცე­მა მშობ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ, გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ დედ-მა­მის დრო სულ მას არ ეკუთ­ვნის.

გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ცოტა ხან­ში თა­ვად მის­გან გა­ი­გო­ნოთ: "დე­დი­კო, არ მცა­ლია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­როთ", ან "ცოტა ხანს მა­ცა­დე, გან­მარ­ტო­ე­ბა მინ­და". ეს ნუ შე­გა­ში­ნებთ; უბ­რა­ლოდ, ბავ­შვმა შე­იგ­ნო, რომ არ­სე­ბობს სა­ზღვა­რი მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, ინ­ტე­რე­სებს, მო­თხოვ­ნებ­სა და გა­რე­მოს შო­რის. გარ­და ამი­სა, ბავ­შვე­ბი სწო­რედ მშობ­ლე­ბის­გან სწავ­ლო­ბენ იმის სი­ტყვი­ერ გა­მო­ხატ­ვას, რა­საც გა­ნიც­დი­ან. ფსი­ქო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით, ეს მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის სხვის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა, ნაც­ვლად და­მალ­ვი­სა.

- ხში­რად აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი მშობ­ლე­ბის აპა­თი­აა...

- აპა­თია - ეს არის პა­სი­უ­რი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­ნურ­ჩევ­ლო­ბა, გულ­გრი­ლო­ბა გარ­შე­მო მყოფ­თა მი­მართ. ხში­რად იგი გა­მოწ­ვე­უ­ლია მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, სამ­სა­ხურ­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით, ოჯახ­ში აწე­წი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით. ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გად კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ოჯა­ხის მცი­რე­წლო­ვა­ნი წევ­რე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან. ასეთ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო გახ­დეს ნევ­რო­ლო­გი­სა და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის დახ­მა­რე­ბა. პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი მო­აქვს ბავ­შვთან ერ­თად სე­ირ­ნო­ბას, საყ­ვა­რე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას. დიდ დახ­მა­რე­ბას გაგ­ვი­წევს იმის გა­აზ­რე­ბაც, რომ გვსურს, კარ­გი მშობ­ლე­ბი ვი­ყოთ.

არ­სე­ბობს ე.წ. ხუ­თოს­ნის კომ­პლექ­სი, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბულ დე­დებს სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ, შვი­ლი უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღ­ზარ­დონ. ისი­ნი მი­ილ­ტვი­ან, შე­უქ­მნან შვილს სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი, გა­მუდ­მე­ბით ჩას­ჩი­ჩი­ნე­ბენ, რომ მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი არ არ­სე­ბობს, რომ დაღ­ლა არ შე­იძ­ლე­ბა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

რა იწვევს აგრესიას მოზარდებში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რა იწვევს აგრესიას მოზარდებში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

ბავშვთა ფსიქოლოგი ელზა მესხი mkurnali.ge-სთან ინტერვიუში ბავშვებსა და მოზარდებზე განხორციელებული აგრესიის მიზეზებსა და გამოსავალზე საუბრობს.

- ბევრმა შესაძლოა იცოდეს, ბევრს კი ალბათ გააკვირვებს იმის გაგება, რომ ბავშვების მიმართ აგრესიას ყველაზე ხშირად მშობლები ამჟღავნებენ. რისი ბრალია ეს?

- საზღვარგარეთ ამის შესახებ დაუფარავად საუბრობენ, საქართველოში კი ეს თემა ერთგვარად ტაბუდადებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ ჩვენში არ ხდება. ყოველდღიური საზრუნავისგან გადაღლილი მშობლები შვილთან კონფლიქტის დროს ხშირად წონასწორობას კარგავენ და შეუძლიათ ყველაფერი ჩაიდინონ, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მტირალი პატარა გაჩუმდეს. ზოგიერთი მშობელი ისე ძლიერ სცემს შვილს, რომ ის ტვინის შერყევით და სხვა ტრავმებით სამკურნალო დაწესებულებაში ხვდება. მშობლების ძალადობის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ყურადღების დეფიციტის სინდრომი, მეტყველების დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება, თვითშეფასება და მადის დარღვევები. ბევრი მშობელი აცნობიერებს, რომ სწორად არ იქცევა და სპეციალისტებთან გადის ფსიქოთერაპიის კურსს.

- სად არის გამოსავალი?

- ბავშვების მიმართ აგრესია ყველაზე მეტად ახასიათებთ ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილ მშობლებს. მათ ვურჩევთ, ისე დაგეგმონ დღის რეჟიმი, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც დარჩეთ დრო. თუ პატარას სამი წელი უკვე შეუსრულდა, შეიძლება მისი საბავშვო ბაღში მიყვანა. ამ ასაკში მათ იმის გაგებაც შეუძლიათ, რომ დედა დაიღალა და დასვენება სჭირდება. ბავშვისთვის ამის ახსნა ერთგვარი აღმზრდელობითი ნაბიჯიც იქნება - მან ხომ სხვისი გრძნობების პატივისცემაც უნდა ისწავლოს. დროთა განმავლობაში მას გამოუმუშავდება პატივისცემა მშობლების საქმიანობის მიმართ, გააცნობიერებს, რომ დედ-მამის დრო სულ მას არ ეკუთვნის.

გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში თავად მისგან გაიგონოთ: "დედიკო, არ მცალია, მოგვიანებით ვისაუბროთ", ან "ცოტა ხანს მაცადე, განმარტოება მინდა". ეს ნუ შეგაშინებთ; უბრალოდ, ბავშვმა შეიგნო, რომ არსებობს საზღვარი მის შინაგან სამყაროს, ინტერესებს, მოთხოვნებსა და გარემოს შორის. გარდა ამისა, ბავშვები სწორედ მშობლებისგან სწავლობენ იმის სიტყვიერ გამოხატვას, რასაც განიცდიან. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს მეტად მნიშვნელოვანია - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გრძნობების სხვისთვის გაზიარება, ნაცვლად დამალვისა.

- ხშირად აგრესიის მიზეზი მშობლების აპათიაა...

- აპათია - ეს არის პასიური ემოციური მდგომარეობა, განურჩევლობა, გულგრილობა გარშემო მყოფთა მიმართ. ხშირად იგი გამოწვეულია მძიმე ფინანსური მდგომარეობით, სამსახურში დაძაბული ვითარებით, ოჯახში აწეწილი ურთიერთობებით. ყოველივე ამის შედეგად კი ყველაზე მეტად ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ზარალდებიან. ასეთ დროს აუცილებელია პრობლემის მოგვარება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარება. პოზიტიური შედეგი მოაქვს ბავშვთან ერთად სეირნობას, საყვარელი ნათესავების მონახულებას. დიდ დახმარებას გაგვიწევს იმის გააზრებაც, რომ გვსურს, კარგი მშობლები ვიყოთ.

არსებობს ე.წ. ხუთოსნის კომპლექსი, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულ დედებს სურვილი უჩნდებათ, შვილი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღზარდონ. ისინი მიილტვიან, შეუქმნან შვილს საუკეთესო პირობები, გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, რომ დაღლა არ შეიძლება განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი