მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან
რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" მომ­ხდა­რი ხან­ძრის შე­დე­გად, 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ­გან 10 სა­ქარ­თვე­ლოს, ერთი კი ირა­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

ხან­ძა­რი სას­ტუმ­როს შე­ნო­ბა­ში სა­ღა­მოს 20:00 სა­ა­თის­თვის გაჩ­ნდა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-დან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში 20:01 სთ-ზე შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და: 17 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი, 120 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კას­თან ერ­თად, აჭა­რის, გუ­რი­ის და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს 200-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ათ­ში მო­ხერ­ხდა.

წა­ი­კი­თხეთ: "ლეო გრან­დში" გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია - 6 მა­მა­კა­ცი სას­ტუმ­როს ფიტ­ნეს-დარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ იყო მი­სუ­ლი

სას­ტუმ­როს გა­რეგ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ აქვს. სას­ტუმ­როს შიგ­ნით ძი­რი­თა­დი ზი­ა­ნი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბამ გა­მო­ი­წია და და­ღუ­პუ­ლე­ბი კვამ­ლით არი­ან გარ­დაც­ვლილ­ნი. ამ­ჟა­მად, სას­ტუმ­როს­თან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან შეკ­რე­ბილ­ნი. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი კი პა­ნაშ­ვი­დის გა­და­სახ­დე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან - ბა­თუმ­ში გა­ემ­გზავ­რა პატ­რი­არ­ქი, რო­მე­ლიც სას­ტუმ­როს­თან მივა და "ლე­ოგ­რან­დში" და­ღუ­პულ­თა სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ პა­ნაშ­ვიდს გა­და­იხ­დის.

ფოტო: მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

წა­ი­კი­თხეთ: "ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" - ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან 10 საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქეა.

ხანძარი სასტუმროს შენობაში საღამოს 20:00 საათისთვის გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.

ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. ხანძრის ლიკვიდაცია, დაახლოებით 5 საათში მოხერხდა.

წაიკითხეთ: "ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

სასტუმროს გარეგნული დაზიანება არ აქვს. სასტუმროს შიგნით ძირითადი ზიანი დაკვამლიანებამ გამოიწია და დაღუპულები კვამლით არიან გარდაცვლილნი. ამჟამად, სასტუმროსთან სამართალდამცველები არიან შეკრებილნი. სასულიერო პირები კი პანაშვიდის გადასახდელად ემზადებიან - ბათუმში გაემგზავრა პატრიარქი, რომელიც სასტუმროსთან მივა და "ლეოგრანდში" დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ფოტო: მარიკო კეკელიძე

წაიკითხეთ: "ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა