მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური
"აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური

ბავ­შვო­ბა კო­ჯორ­ში გა­ა­ტა­რა. ახლა იქ ხში­რად ვე­ღარ მი­დის, წნე­ვა აქვს ხოლ­მე და იმი­ტომ. თუმ­ცა, სი­ბე­რე ჯერ შორ­საა. "ავ­დი­ვარ მა­შინ, როცა წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვებს უნდა მივ­ხე­დო, - ამ­ბობს თე­მურ წიკ­ლა­უ­რი და დას­ძენს: - ჩემი ბი­ჭის საფ­ლა­ვიც იქ არის და ჩე­მიც იქ იქ­ნე­ბა, სუფ­თა ჰა­ერ­ზე..." ბა­ტო­ნი თე­მუ­რი თურ­მე, არც მთა­ში, არც ზღვა­ზე და სა­ერ­თოდ, არას­დროს ის­ვე­ნებს. თვლის, რომ ასე­თი რამ უფალ­მა არ არ­გუ­ნა. ეს ამ­ბა­ვი ცოტა მიკ­ვირს და ასე­თი შე­კი­თხვით მივ­მარ­თავ:

- თუ არ ის­ვე­ნებთ, სა­ი­დან იღებთ ენერ­გი­ას?

- ენერ­გი­ას უფა­ლი გაძ­ლევს, ამა­ში არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი და გა­სარ­ჩე­ვი. თუ უფალ­თან ხარ, გაქვს ენერ­გია, თუ არა­და, არ გაქვს, სხვა არა­ფე­რი. თან, შენი საქ­მეც უნდა გიყ­ვარ­დეს. მო­მა­ვალ წელს "ივე­რი­ას" 50 წელი უს­რულ­დე­ბა. მარ­თა­ლია, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას და კი­დევ ოთხი წევ­რის გა­რე­შე, მაგ­რამ ჩვენ მზად ვართ წარვდგეთ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

- ემ­ზა­დე­ბით სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტის­თვის?

- ეგ ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ის არის ან­სამ­ბლის გონი და იდე­უ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი. იგი ქმნი­და, ქმნის და კი­დევ კარ­გა ხანს შექ­მნის ბევრ კარგ რა­მეს.

- თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­იხ­სე­ნეთ.

- უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას, ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი ვიკ­რი­ბე­ბო­დით და არა მარ­ტო ჩემი, ყვე­ლას და­ბა­დე­ბის დღე­ებს ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ­დით. ეს მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მა იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კი ის გახ­ლდათ, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ოთხჯერ გა­და­ვი­ტა­ნე სცე­ნა­ზე. ჩემი ავად გახ­დო­მა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი კონ­ცერ­ტის და­წყე­ბი­დან დამ­თავ­რე­ბამ­დე. მა­შინ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი არ თბე­ბო­და და სა­შინ­ლად უბე­რავ­და. აუ­ტა­ნე­ლი სი­ცი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ასო­ბით კონ­ცერტს, ზოგ­ჯერ დღე­ში სამ-ოთხსაც კი ვმარ­თავ­დით. იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­დი­ო­და, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ასე­თი დატ­ვირ­თვით გვე­მუ­შა­ვა. ისე­თი იდე­ის მა­ტა­რე­ბელ და ისეთ სი­ტყვებ­ზე და­წე­რილ სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დით, რაც ხალ­ხს სურ­და. ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, ღმერ­თს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, შემ­დეგ ხალ­ხს.

- თქვენ­თვის ალ­ბათ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა ლექსზე იქ­მნე­ბა სიმ­ღე­რა?

- უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, შე­იძ­ლე­ბა უმ­თავ­რე­სიც. მაქვს სიმ­ღე­რე­ბი ტა­ბი­ძის, შექ­სპი­რის ლექ­სებ­ზე. ვმღე­რი ბე­თჰო­ვენს, მო­ცარტს, შუ­ბერ­ტის სე­რე­ნა­დას, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას სიმ­ღე­რებს ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლის ლექ­სებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ, ადა­მი­ა­ნი არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას სიმ­ღე­რის ტექსტს, მაგ­რამ იდე­ას როცა იჭერს, მა­შინ კმა­ყო­ფი­ლია. ჩვე­ნი "ჩხიკვთა ქორ­წი­ლი" და­ახ­ლო­ე­ბით ათას­ჯერ წარ­მო­ვად­გი­ნეთ და ყვე­ლამ ზე­პი­რად იცის. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სხვა მი­უ­ზიკ­ლებ­ზე - "არ­გო­ნავ­ტე­ბი", "თოვ­ლის ბე­ბოს ზღა­პა­რი", "ფი­როს­მა­ნი". გარ­და ამი­სა, ან­სამ­ბლმა წლე­ბის მან­ძილ­ზე 22 სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა მო­ამ­ზა­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური

"აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური

ბავშვობა კოჯორში გაატარა. ახლა იქ ხშირად ვეღარ მიდის, წნევა აქვს ხოლმე და იმიტომ. თუმცა, სიბერე ჯერ შორსაა. "ავდივარ მაშინ, როცა წინაპართა საფლავებს უნდა მივხედო, - ამბობს თემურ წიკლაური და დასძენს: - ჩემი ბიჭის საფლავიც იქ არის და ჩემიც იქ იქნება, სუფთა ჰაერზე..." ბატონი თემური თურმე, არც მთაში, არც ზღვაზე და საერთოდ, არასდროს ისვენებს. თვლის, რომ ასეთი რამ უფალმა არ არგუნა. ეს ამბავი ცოტა მიკვირს და ასეთი შეკითხვით მივმართავ:

- თუ არ ისვენებთ, საიდან იღებთ ენერგიას?

- ენერგიას უფალი გაძლევს, ამაში არაფერია გასაკვირი და გასარჩევი. თუ უფალთან ხარ, გაქვს ენერგია, თუ არადა, არ გაქვს, სხვა არაფერი. თან, შენი საქმეც უნდა გიყვარდეს. მომავალ წელს "ივერიას" 50 წელი უსრულდება. მართალია, ალექსანდრე ბასილაიას და კიდევ ოთხი წევრის გარეშე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ წარვდგეთ მაყურებლის წინაშე.

- ემზადებით საიუბილეო კონცერტისთვის?

- ეგ ჯემალ ბაღაშვილის პრეროგატივაა. ის არის ანსამბლის გონი და იდეური ხელმძღვანელი. იგი ქმნიდა, ქმნის და კიდევ კარგა ხანს შექმნის ბევრ კარგ რამეს.

- თქვენი დაბადების დღეებიდან რომელიმე, განსაკუთრებული გაიხსენეთ.

- უცხოეთში ყოფნისას, ანსამბლის წევრები ვიკრიბებოდით და არა მარტო ჩემი, ყველას დაბადების დღეებს ერთად აღვნიშნავდით. ეს მიღებული ფორმა იყო. განსაკუთრებული კი ის გახლდათ, რომ ფილტვების ანთება ოთხჯერ გადავიტანე სცენაზე. ჩემი ავად გახდომა არ შეიძლებოდა, რადგან სცენაზე ვიდექი კონცერტის დაწყებიდან დამთავრებამდე. მაშინ საკონცერტო დარბაზი არ თბებოდა და საშინლად უბერავდა. აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს, ზოგჯერ დღეში სამ-ოთხსაც კი ვმართავდით. იმდენი ხალხი მოდიოდა, იძულებული ვიყავით, ასეთი დატვირთვით გვემუშავა. ისეთი იდეის მატარებელ და ისეთ სიტყვებზე დაწერილ სიმღერებს ვასრულებდით, რაც ხალხს სურდა. ჩვენ, პირველ რიგში, ღმერთს ვემსახურებით, შემდეგ ხალხს.

- თქვენთვის ალბათ, მნიშვნე­ლოვანია, რა ლექსზე იქმნება სიმღერა?

- უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება უმთავრესიც. მაქვს სიმღერები ტაბიძის, შექსპირის ლექსებზე. ვმღერი ბეთჰოვენს, მოცარტს, შუბერტის სერენადას, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერებს ჯემალ ბაღაშვილის ლექსებზე. შეიძლება ზოგჯერ, ადამიანი არ აქცევს ყურადღებას სიმღერის ტექსტს, მაგრამ იდეას როცა იჭერს, მაშინ კმაყოფილია. ჩვენი "ჩხიკვთა ქორწილი" დაახლოებით ათასჯერ წარმოვადგინეთ და ყველამ ზეპირად იცის. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მიუზიკლებზე - "არგონავტები", "თოვლის ბებოს ზღაპარი", "ფიროსმანი". გარდა ამისა, ანსამბლმა წლების მანძილზე 22 საკონცერტო პროგრამა მოამზადა... განაგრძეთ კითხვა

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში - ვინ არის მისი ავტორი? (ფოტო)

სოფელ გომის მიმდებარედ მდინარე რიონმა ტერიტორია დატბორა - მაშველები ნაპირზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

რა წესების დაცვა მოუწევთ ბაზრობებს მუშაობის განახლების შემდეგ - "ლილო მოლის" დირექტორის განმარტება