მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს - რა სიახლეებია სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით
ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს - რა სიახლეებია სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

2018 წლი­დან, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მე-6 კლა­სის ჩათ­ვლით ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იც­ვლე­ბა, – ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მურ­ღუ­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, წიგ­ნე­ბის შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა ახ­ლან­დე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დად­გა, თუმ­ცა, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს წიგ­ნის ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკონ­კრე­ტებს.

"რა ცვლი­ლე­ბე­ბი შევა წიგნ­ში, ეს ავ­ტო­რის გა­და­სა­წყვე­ტია. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გან­სა­ზღვრავს რა მო­თხოვ­ნე­ბია სწავ­ლის პრო­ცეს­ში და ეს მო­თხოვ­ნე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია. მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში არის ცვლი­ლე­ბე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი, ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­შიც სი­ახ­ლე­ე­ბია. მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არის ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბოლო 7 წლის მან­ძილ­ზე სრუ­ლი­ად სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და. ასე­ვე, "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში", "ჩემ სა­ქარ­თვე­ლო­ში" და­სა­მა­ტე­ბე­ლი და შე­სავ­სე­ბია ბევ­რი რამ. პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა წიგნს და­ა­მა­ტო. მაგ­რამ აქ მარ­ტო და­მა­ტე­ბა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. იცით, რომ 1-ელ მე-6 კლას­ში შევ­ცვა­ლეთ სწავ­ლის მო­დე­ლი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - ეს არ უნდა იყოს ტან­ჯვის წლე­ბი ბავ­შვის­თვის, ეს უნდა იყოს სწავ­ლა თა­მა­შის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამი­ტომ მო­თხოვ­ნე­ბი ხა­რის­ხის მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი, ახლა რთუ­ლია. როცა ამო­ცა­ნა იმ­დე­ნად რთუ­ლია, რომ ვე­რა­სო­დეს ვერ წყვეტ, ინ­ტე­რესს აკარ­გვი­ნებს ბავ­შვებს. მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ტე­რეს­და­კარ­გუ­ლი ბავ­შვი გვყავს, მათ­თვის ტან­ჯვა იყო მა­თე­მა­ტი­კა და არა სი­ა­მოვ­ნე­ბა. ამი­ტომ 1-ელ მე-6 კლას­ში იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა", – აცხა­დებს მურ­ღუ­ლია.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მა­ღალ კლა­სებ­ში სა­პი­რის­პი­რო ვი­თა­რე­ბაა.

"აქ კომ­პე­ტენ­ცი­აც უნდა გა­ი­ზარ­დოს და უნა­რიც. ერ­თია, იცო­დე დიდ­გო­რის ბრძო­ლა რო­დის მოხ­და და მე­ო­რე – შე­გეძ­ლოს ანა­ლი­ზი იმის, რამ გა­ნა­პი­რო­ბა დიდ­გო­რის ბრძო­ლა და კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა, ამი­ტომ ჩვენ გვინ­და ბავ­შვს მივ­ცეთ არა მარ­ტო ფაქ­ტე­ბი, არა­მედ, ამ ფაქ­ტე­ბის ანა­ლი­ზი შე­ეძ­ლოს.

როცა ვხე­დავთ უნა­რე­ბის ტეს­ტე­ბის შე­დე­გებს, ეს გვე­უბ­ნე­ბა, რომ ფაქ­ტე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა კი არ არის მთა­ვა­რი, არა­მედ, ანა­ლი­ზის უნა­რის და სინ­თე­ზის აკუ­მუ­ლი­რე­ბა. ეს არის ის, რაც მა­ღალ კლა­სე­ლებს გვინ­და ვას­წავ­ლოთ. ამი­ტომ ახა­ლი წიგ­ნე­ბი იქ­ნე­ბა არა ინ­ფორ­მა­ცი­ის დაგ­რო­ვე­ბა­ზე, არა­მედ უნა­რებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. შე­იც­ვა­ლა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი", – აღ­ნიშ­ნა მურ­ღუ­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს - რა სიახლეებია სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს - რა სიახლეებია სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

"რა ცვლილებები შევა წიგნში, ეს ავტორის გადასაწყვეტია. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს რა მოთხოვნებია სწავლის პროცესში და ეს მოთხოვნები ძალიან ბევრია. მეცნიერებებში არის ცვლილებები და სიახლეები, ისტორიულ ნაწილშიც სიახლეებია. მაგალითად, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები არის ის მიმართულება, რომელიც ბოლო 7 წლის მანძილზე სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა. ასევე, "მე და საზოგადოებაში", "ჩემ საქართველოში" დასამატებელი და შესავსებია ბევრი რამ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით არის სიახლე, რომელიც შეიძლება წიგნს დაამატო. მაგრამ აქ მარტო დამატებაზე არ არის საუბარი. იცით, რომ 1-ელ მე-6 კლასში შევცვალეთ სწავლის მოდელი, დამოკიდებულება - ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები ბავშვისთვის, ეს უნდა იყოს სწავლა თამაშის პარალელურად, ამიტომ მოთხოვნები ხარისხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. სახელმძღვანელოები იქნება გაცილებით მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერასოდეს ვერ წყვეტ, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო მათემატიკა და არა სიამოვნება. ამიტომ 1-ელ მე-6 კლასში იქნება განსხვავებული მიდგომა", – აცხადებს მურღულია.

მისივე განცხადებით, მაღალ კლასებში საპირისპირო ვითარებაა.

"აქ კომპეტენციაც უნდა გაიზარდოს და უნარიც. ერთია, იცოდე დიდგორის ბრძოლა როდის მოხდა და მეორე – შეგეძლოს ანალიზი იმის, რამ განაპირობა დიდგორის ბრძოლა და კონკრეტული გარემოება, ამიტომ ჩვენ გვინდა ბავშვს მივცეთ არა მარტო ფაქტები, არამედ, ამ ფაქტების ანალიზი შეეძლოს.

როცა ვხედავთ უნარების ტესტების შედეგებს, ეს გვეუბნება, რომ ფაქტების აკუმულირება კი არ არის მთავარი, არამედ, ანალიზის უნარის და სინთეზის აკუმულირება. ეს არის ის, რაც მაღალ კლასელებს გვინდა ვასწავლოთ. ამიტომ ახალი წიგნები იქნება არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ უნარებზე ორიენტირებული და სრულიად განსხვავებული. შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები და ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი", – აღნიშნა მურღულიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი