პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელით მძღოლებს, რომლებიც ვიდეოჯარიმის გადახდას თავს აარიდებენ
რა ელით მძღოლებს, რომლებიც ვიდეოჯარიმის გადახდას თავს აარიდებენ

ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ახა­ლი წესი იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ურჩ გა­დამ­ხდე­ლებს არ მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, თავი აა­რი­დონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს ურჩი გა­დამ­ხდე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­აფრ­თხი­ლოს მძღო­ლი ჯა­რი­მი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­უ­რა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"ჩვენ გვაქვს ისე­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ არ მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის ინ­ფორ­მი­რე­ბა სა­უ­რა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, იგი­ვე ეს-ემ-ესი, იგი­ვე ქვით­რის და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ ჩა­ბა­რე­ბა ორ­თვი­ან პე­რი­ოდ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხავს, რომ ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რია, რა­ღა­ცით არ იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ბოლო ეტა­პია ქვით­რის შსს-ს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რომ­ლის ნახ­ვაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. ერ­თა­დერ­თი რისკ ჯგუ­ფი რჩე­ბა, რომ­ლე­ბიც ჯი­უ­ტად არი­დე­ბენ თავს გა­დახ­დას, არი­ან დამ­რღვე­ვე­ბი და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რი იგ­ნო­რი­რე­ბა გა­უ­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­წე­რილ ჯა­რი­მას. ასე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი ის ერ­თწ­ლი­ა­ნი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ასეთ მო­ქა­ლა­ქეს არ მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, თავი აა­რი­დოს ჯა­რი­მის გა­დახ­დას. ძა­ლი­ან ურჩი გა­დამ­ხდე­ლე­ბის­თვის ჩვენ ანა­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით ვეც­დე­ბით, რომ მო­ვახ­დი­ნოთ ასე­თი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და თუ რო­მე­ლი­მე კა­მე­რას­თან გა­ი­ა­რა ამ მძღოლ­მა, მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ და პატ­რუ­ლი გა­აფრ­თხი­ლებს მას, რომ აქვს ჯა­რი­მა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე "ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი" ჩა­ირ­თო - ყვე­ლა დე­ტა­ლი, რაც მძღო­ლებს არ უნდა გა­მორ­ჩეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რა ელით მძღოლებს, რომლებიც ვიდეოჯარიმის გადახდას თავს აარიდებენ

რა ელით მძღოლებს, რომლებიც ვიდეოჯარიმის გადახდას თავს აარიდებენ

ვიდეოჯარიმების ადმინისტრირების ახალი წესი იძლევა იმის საშუალებას, რომ ურჩ გადამხდელებს არ მიეცეთ საშუალება, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ყველანაირად ეცდება მოახდინოს ურჩი გადამხდელების იდენტიფიცირება და ე.წ. ჭკვიანი კამერებისა და საპატრულო პოლიციის საშუალებით გააფრთხილოს მძღოლი ჯარიმისა და მოსალოდნელი საურავების თაობაზე.

"ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ არ მოხდეს ადამიანის ინფორმირება საურავების თაობაზე, იგივე ეს-ემ-ესი, იგივე ქვითრის დაახლოებით ორჯერ ჩაბარება ორთვიან პერიოდში, პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ ადამიანი რომელიც კეთილსინდისიერია, რაღაცით არ იყოს ინფორმირებული. ბოლო ეტაპია ქვითრის შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნება, რომლის ნახვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ერთადერთი რისკ ჯგუფი რჩება, რომლებიც ჯიუტად არიდებენ თავს გადახდას, არიან დამრღვევები და არაკეთილსინდისიერები სახელმწიფოს და საზოგადოების მიმართ. ამ შემთხვევაში მოქალაქე ცდილობს მაქსიმალური იგნორირება გაუკეთოს სახელმწიფოს მიერ გამოწერილ ჯარიმას. ასეთი მოქალაქეების პირობებშიც კი ის ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთ მოქალაქეს არ მივცეთ საშუალება, თავი აარიდოს ჯარიმის გადახდას. ძალიან ურჩი გადამხდელებისთვის ჩვენ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვეცდებით, რომ მოვახდინოთ ასეთი პირის იდენტიფიცირება და თუ რომელიმე კამერასთან გაიარა ამ მძღოლმა, მივაწოდოთ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას მისი გადაადგილების შესახებ და პატრული გააფრთხილებს მას, რომ აქვს ჯარიმა", - განაცხადა ხუციშვილმა.

წაიკითხეთ: საქართველოს გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო - ყველა დეტალი, რაც მძღოლებს არ უნდა გამორჩეთ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ