მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო სადღობელაშვილი - გიორგი ჭელიძე სასტიკად ნაცემია, მე კი ტვინის მსუბუქი შერყევა მაქვს
ლადო სადღობელაშვილი - გიორგი ჭელიძე სასტიკად ნაცემია, მე კი ტვინის მსუბუქი შერყევა მაქვს

"ქარ­თუ­ლი მარ­შის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს, რის შემ­დე­გაც ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პრო­ცე­სი უნდა გა­ი­მარ­თოს.

სა­დღო­ბე­ლაშვლი მისი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცია არა­მარ­ტო მას, არა­მედ "ქარ­თუ­ლი მარ­შის" სხვა აქ­ტი­ვის­ტებ­საც უმო­წყა­ლოდ გა­უს­წორ­და. ის შს მი­ნის­ტრი­სა და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მას ითხოვს.

"პო­ლი­ცია იყო გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი. შს მი­ნის­ტრის, მღებ­რიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით მოხ­და გუ­შინ ჩვე­ნი დარ­ბე­ვა. გი­ორ­გი ჭე­ლი­ძე არის სას­ტი­კად ნა­ცე­მი. მე მაქვს ტვი­ნის მსუ­ბუ­ქი შერ­ყე­ვა. ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ გუ­შინ ვი­ხი­ლეთ ის, რა­ტო­მაც ვებ­რძო­დით მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". გუ­შინ პო­ლი­ცია მო­იქ­ცა ასე, გა­უს­წორ­და ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებს. წა­მაქ­ცი­ეს და შემ­დგნენ ფე­ხე­ბით", - გა­ნა­ცხა­და სა­დღო­ბე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ერთი ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს იმის, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ის მი­სა­მარ­თით ე.წ. პე­ტარ­დე­ბი ის­რო­ლეს.

"და­ახ­ლო­ე­ბით 300-მა ადა­მი­ან­მა ის­რო­ლა შუშ­ხუ­ნე­ბი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მხო­ლოდ 7 კაცი ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი და­კა­ვე­ბის სხვა მი­ზე­ზია. ვინც ცოტა ნე­გა­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით გან­წყო­ბი­ლე­ბი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­კა­ვე­ბა მოხ­და გუ­შინ. კო­ბი­აშ­ვილ­მა მო­იხ­მო შსს იმის გამო, რომ არ ესი­ა­მოვ­ნა ის ფაქ­ტი, რაც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ველ თა­მაშ­ზე ხდე­ბა. თა­მა­შებ­ზე ან­თე­ბენ შუშ­ხუ­ნებს, აფეთ­ქე­ბენ ამ ე.წ. პე­ტარ­დებს და ამის გამო ვინ­მეს აკა­ვე­ბენ? კო­ბი­აშ­ვილს არ ესი­ა­მოვ­ნა, რომ ჩვენ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ გუ­რამ კა­ში­ას და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ლგბტ პრო­პა­გან­და", - აღ­ნიშ­ნა სა­დღო­ბე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ლადო სადღობელაშვილი - გიორგი ჭელიძე სასტიკად ნაცემია, მე კი ტვინის მსუბუქი შერყევა მაქვს

ლადო სადღობელაშვილი - გიორგი ჭელიძე სასტიკად ნაცემია, მე კი ტვინის მსუბუქი შერყევა მაქვს

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს, რის შემდეგაც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სადღობელაშვილი ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინ გამართული აქციისას დაკავებულების პროცესი უნდა გაიმართოს.

სადღობელაშვლი მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ პოლიცია არამარტო მას, არამედ "ქართული მარშის" სხვა აქტივისტებსაც უმოწყალოდ გაუსწორდა. ის შს მინისტრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

"პოლიცია იყო განსაკუთრებით აგრესიული. შს მინისტრის, მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ ჩვენი დარბევა. გიორგი ჭელიძე არის სასტიკად ნაცემი. მე მაქვს ტვინის მსუბუქი შერყევა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გუშინ ვიხილეთ ის, რატომაც ვებრძოდით მაშინ "ნაციონალურ მოძრაობას". გუშინ პოლიცია მოიქცა ასე, გაუსწორდა ფეხბურთის გულშემატკივრებს. წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით", - განაცხადა სადღობელაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ე.წ. პეტარდები ისროლეს.

"დაახლოებით 300-მა ადამიანმა ისროლა შუშხუნები ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით და მხოლოდ 7 კაცი ვართ დაკავებული. ჩვენი დაკავების სხვა მიზეზია. ვინც ცოტა ნეგატიურად ვიყავით განწყობილები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, იმ ადამიანების მიზანმიმართული დაკავება მოხდა გუშინ. კობიაშვილმა მოიხმო შსს იმის გამო, რომ არ ესიამოვნა ის ფაქტი, რაც ეროვნული ნაკრების ყოველ თამაშზე ხდება. თამაშებზე ანთებენ შუშხუნებს, აფეთქებენ ამ ე.წ. პეტარდებს და ამის გამო ვინმეს აკავებენ? კობიაშვილს არ ესიამოვნა, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ გურამ კაშიას და ფეხბურთის ფედერაციის ლგბტ პროპაგანდა", - აღნიშნა სადღობელაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ