სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Björk თბილისში - ისლანდიელი მუსიკოსის შთამბეჭდავი კონცერტი და მადლობა ქართულად
Björk თბილისში - ისლანდიელი მუსიკოსის შთამბეჭდავი კონცერტი და მადლობა ქართულად

"დიდი მად­ლო­ბა დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მოს­თვის" - ლე­გენ­და­რულ­მა ის­ლან­დი­ელ­მა მუ­სი­კოს­მა ბი­ორკმა, სა­კუ­თა­რი "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დი­დან ამ ქარ­თუ­ლი წარ­წე­რით გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა ქარ­თველ მსმე­ნელს.

თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში კონ­ცერ­ტი SOU ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა. Björk-ს აკომ­პა­ნი­რე­ბას, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი უწევ­და. ორ­კესტრს ის­ლან­დი­ე­ლი მუ­სი­კო­სი ბი­არ­ნი ფრი­მან ბარ­ნა­სო­ნი დი­რი­ჟო­რობ­და.

ემო­ცი­ე­ბით და მუ­სი­კით სავ­სე სა­ღა­მო 2 სა­ათს გაგ­რძელ­და და ის­ლან­დი­ე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ყო­ვე­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის შემ­დეგ, მსმე­ნე­ლებს მად­ლო­ბას ქარ­თულ ენა­ზე უხ­დი­და. კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას, ბი­ორკმა აუ­დი­ტო­რი­ას მი­მარ­თა და ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­და, რომ მან ქარ­თუ­ლი არ იცო­და.

"მე ვხე­დავ თქვენს ტე­ლე­ფო­ნებს, მაგ­რამ ვერ ვხე­დავ თქვენს თვა­ლებს. ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო გა­მო­ვი­ა­რე თქვენ­თან შე­სახ­ვედ­რად, ახლა აქ მო­უს­მი­ნეთ და ხვალ სახ­ლში, ტე­ლე­ფო­ნებ­ში", - მი­მარ­თა ბი­ორკმა მა­ყუ­რე­ბელს სცე­ნი­დან.

ბი­ორ­კის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, მისი 2015 წლის ალ­ბო­მი­დან Vunicura იყო. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში და­გეგ­მილ ორი­ვე კონ­ცერ­ტზე, მუ­სი­კო­სი ერ­თსა და იმა­ვე პროგ­რა­მას შე­ას­რუ­ლებს. მე­ო­რე კონ­ცერ­ტი 3 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ კონ­ცერ­ტის­თვის და­სას­წრე­ბი ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლია. კონ­ცერ­ტი 21 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და დაგ­ვი­ა­ნე­ბულ მსმე­ნელს დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

Björk თბილისში - ისლანდიელი მუსიკოსის შთამბეჭდავი კონცერტი და მადლობა ქართულად

Björk თბილისში - ისლანდიელი მუსიკოსის შთამბეჭდავი კონცერტი და მადლობა ქართულად

"დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის" - ლეგენდარულმა ისლანდიელმა მუსიკოსმა ბიორკმა, საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდიდან ამ ქართული წარწერით გადაუხადა მადლობა ქართველ მსმენელს.

თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი SOU ფესტივალის ორგანიზებით გაიმართა. Björk-ს აკომპანირებას, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უწევდა. ორკესტრს ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი დირიჟორობდა.

ემოციებით და მუსიკით სავსე საღამო 2 საათს გაგრძელდა და ისლანდიელი შემსრულებელი ყოველი კომპოზიციის შემდეგ, მსმენელებს მადლობას ქართულ ენაზე უხდიდა. კონცერტის მსვლელობისას, ბიორკმა აუდიტორიას მიმართა და ბოდიშიც კი მოუხადა, რომ მან ქართული არ იცოდა.

"მე ვხედავ თქვენს ტელეფონებს, მაგრამ ვერ ვხედავ თქვენს თვალებს. ნახევარი მსოფლიო გამოვიარე თქვენთან შესახვედრად, ახლა აქ მოუსმინეთ და ხვალ სახლში, ტელეფონებში", - მიმართა ბიორკმა მაყურებელს სცენიდან.

ბიორკის მიერ შესრულებული კომპოზიციების უმეტესობა, მისი 2015 წლის ალბომიდან Vunicura იყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისში დაგეგმილ ორივე კონცერტზე, მუსიკოსი ერთსა და იმავე პროგრამას შეასრულებს. მეორე კონცერტი 3 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ამ კონცერტისთვის დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. კონცერტი 21 საათზე დაიწყება და დაგვიანებულ მსმენელს დასწრების შესაძლებლობა აღარ ექნება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება