მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან საქართველოს გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო - ყველა დეტალი, რაც მძღოლებს არ უნდა გამორჩეთ
დღეიდან საქართველოს გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო - ყველა დეტალი, რაც მძღოლებს არ უნდა გამორჩეთ

დღე­ი­დან, 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ახა­ლი წესი შე­დის ძა­ლა­ში.

შსს-ში მიმ­დი­ნა­რე სა­პო­ლი­ციო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, 2017 წლის ბო­ლომ­დე, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რა მონ­ტაჟ­დე­ბა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის ცენ­ტრში და­ნერ­გი­ლი ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბით ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში და­ფიქ­სი­რე­ბა. დამ­რღვე­ვი მძღო­ლი ჯა­რიმ­დე­ბა შემ­დეგ ფაქ­ტებ­ზე:

• შუქ­ნიშ­ნის წი­თელ ფერ­ზე გავ­ლა;

• ორ­მა­გი ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა;

• სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა;

• მოძ­რა­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა;

• მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ზოლ­ში მოძ­რა­ო­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­რღვევს, ჯა­რი­მის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ეც­ნო­ბე­ბა დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით, ან აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით (მისი არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში).

ამას­თან, რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რო­მელ­თა მოქ­მე­დი სა­კონ­ტაქ­ტო მო­ბი­ლუ­რი ნო­მე­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ა­რონ რე­გის­ტრა­ცია სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ფოტო ან ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ ჯა­რი­მებ­ზე ქუ­ლა­თა კლე­ბის სის­ტე­მა არ ვრცელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­სრუ­ლე­ბის ახალ წესს, ის შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს:

• საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ჩა­დე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­ჯა­რი­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის (სმს) სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჯა­რი­მის ათი კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, პირი სარ­გებ­ლობს 20%-იანი შე­ღა­ვა­თით;

• თუ პირი მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან 10 დღის ვა­და­ში ვი­დე­ო­ჯა­რი­მას არ გა­და­იხ­დის, სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი, რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, მას ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ეგ­ზავ­ნე­ბა;

• ვი­დე­ო­ჯა­რი­მის რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 30-დან 60 დღის ვა­და­ში, პირს ვი­დე­ო­ჯა­რი­მა გან­მე­ო­რე­ბით ეგ­ზავ­ნე­ბა;

• სა­ჯა­რი­მო ქვით­რის ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით ორ­ჯერ ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რი­მო ქვით­რის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე: www.police.ge

• სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 30-ე დღეს შე­სა­ბა­მი­სი პი­რის­თვის ჩა­ბა­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა;

• ვი­დეო ან ფო­ტო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ჯა­რი­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­და­ი­ხა­დოს სა­ჯა­რი­მო ქვით­რის ჩა­ბა­რე­ბი­დან 30 დღის ვა­და­ში. გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას და­ე­რი­ცხე­ბა სა­უ­რა­ვი, რომ­ლის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - ამოქ­მედ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის წესი;

• ვი­დე­ო­ფირ­სა და ფო­ტო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ექ­ვსთვი­ა­ნი ვადა იზ­რდე­ბა 1 წლამ­დე.

• მო­ქა­ლა­ქეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს ბან­კე­ბის, სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით;

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

დღეიდან საქართველოს გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო - ყველა დეტალი, რაც მძღოლებს არ უნდა გამორჩეთ

დღეიდან საქართველოს გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო - ყველა დეტალი, რაც მძღოლებს არ უნდა გამორჩეთ

დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში.

შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი ჯარიმდება შემდეგ ფაქტებზე:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

• სიჩქარის გადაჭარბება;

• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, ავტომატურ რეჟიმში ეცნობება დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ან აპლიკაციის საშუალებით (მისი არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ მართვის მოწმობის მქონე მოქალაქეებმა, რომელთა მოქმედი საკონტაქტო მობილური ნომერი არ ფიქსირდება შსს-ს მომსახურების სააგენტოში, აუცილებლად გაიარონ რეგისტრაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. საყურადღებოა, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

რაც შეეხება აღსრულების ახალ წესს, ის შემდეგ გარემოებებს ითვალისწინებს:

• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;

• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge

• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;

• ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.

• მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

რა ქონებას ფლობს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი

საშობაო ალილო თბილისში - სადღესასწაულო მსვლელობის ულამაზესი ფოტოები