მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალში აცხადებენ, რომ "სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს"
ცხინვალში აცხადებენ, რომ  "სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს"

სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი მე­დო­ე­ვის თქმით, "სამ­ხრეთ ოსეთ­მა გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბის­თვის უნდა იბ­რძო­ლოს, რათა ამ სა­კი­თხმა წა­მო­ი­წი­ოს. მი­სი­ვე თქმით, "ოს ხალ­ხს არა­ერ­თხელ მო­უ­წია ომმა და სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნია გე­ნო­ცი­დი".

მე­დო­ე­ვი ამ­ბობს, რომ ამის პრო­პა­გან­და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა თა­ო­ბებ­მა იცოდ­ნენ, ვინ არი­ან და რა წარ­სუ­ლი აქვთ.

"სა­ჭი­როა ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა, წიგ­ნე­ბის და­წე­რა, რათა ყვე­ლამ გა­ი­გოს, რა ხდე­ბო­და. ბევ­რმა, მათ შო­რის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მაც, არ იცი­ან აქ რა ხდე­ბო­და... ეს მხო­ლოდ უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ას არ ეხე­ბა - სა­უ­ბა­რი მაქვს უფრო ად­რინ­დელ პე­რი­ოდ­ზე, ამის შე­სა­ხებ არ წერ­დნენ გა­ზე­თებ­ში საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის დროს, ოსი ხალ­ხის ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ აკ­რძა­ლუ­ლი იყო სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, ჩვე­ნი ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში 1920 წლის გე­ნო­ცი­დი მუ­დამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს და­ი­კა­ვებს.

მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით, 40 ათა­სი მცხოვ­რე­ბი გან­დევ­ნეს სამ­ხრეთ ოსე­თი­დან, 5 ათას­ზე მეტი კი მოკ­ლეს. პრაქ­ტი­კუ­ლად მთე­ლი ოსე­თი ქარ­თვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის მიერ იყო გა­დამ­წვა­რი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ის­ტო­რია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დე­გაც გან­მე­ორ­და - 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია... თუმ­ცა, ჩვე­ნი ხალ­ხის მა­მა­ცო­ბი­სა და რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბის წყა­ლო­ბით რეს­პუბ­ლი­კა გა­დარ­ჩა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა",– აცხა­დებს მე­დო­ე­ვი.

დე ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, მათი სა­გა­რეო უწყე­ბა ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბა­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ძე­ბას, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იმის­თვის, რომ "მათ სამ­ხრეთ ისე­თის შე­სა­ხებ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ".

ოსუ­რი მე­დი­ის თქმით, მე­დო­ევ­მა "ევ­რო­პა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტურ­ნე" და­ას­რუ­ლა და ცხინ­ვალ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც სან-მა­რი­ნოს და ბარ­სე­ლო­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. მან ბარ­სე­ლო­ნა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გახ­სნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ასე­ვე, "ეს­პა­ნეთს მშვი­დო­ბი­ა­ნი კა­ტა­ლო­ნია უსურ­ვა". მე­დო­ევ­მა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მხრი­დან კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ კა­ტა­ლო­ნია მათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს, ისი­ნი ამ სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"კა­ტა­ლო­ნი­ამ ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფორ­მით გა­მო­ხა­ტა ცალ­კე ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი, - ეს იყო კა­ტა­ლო­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ეს­პა­ნე­თის სა­ში­ნაო სა­კი­თხია და რა ფორ­მით გა­აგ­რძე­ლე­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ეს მათი საქ­მეა".

თუმ­ცა, უკვე ცნო­ბი­ლია, რომ კა­ტა­ლო­ნი­ამ ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლა მას შემ­დეგ, რაც ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბამ კა­ტა­ლო­ნი­ა­ზე პირ­და­პი­რი მმარ­თვე­ლო­ბა და­ამ­ყა­რა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ი­თხო­ვა. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ეს­პა­ნე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა კა­ტა­ლო­ნი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი მთავ­რო­ბის ყო­ფილ მე­თა­ურს, კარ­ლეს პუჩ­დე­მონს და მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და პარ­ლა­მენ­ტის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­საც კავ­ში­რი აქვთ კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ცხინვალში აცხადებენ, რომ "სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს"

ცხინვალში აცხადებენ, რომ  "სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს"

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს, რათა ამ საკითხმა წამოიწიოს. მისივე თქმით, "ოს ხალხს არაერთხელ მოუწია ომმა და საკუთარ თავზე იწვნია გენოციდი".

მედოევი ამბობს, რომ ამის პროპაგანდა აუცილებელია, რათა თაობებმა იცოდნენ, ვინ არიან და რა წარსული აქვთ.

"საჭიროა ფილმების გადაღება, წიგნების დაწერა, რათა ყველამ გაიგოს, რა ხდებოდა. ბევრმა, მათ შორის ევროპის ქვეყნებმაც, არ იციან აქ რა ხდებოდა... ეს მხოლოდ უახლოეს ისტორიას არ ეხება - საუბარი მაქვს უფრო ადრინდელ პერიოდზე, ამის შესახებ არ წერდნენ გაზეთებში საბჭოთა პერიოდის დროს, ოსი ხალხის ტრაგედიის შესახებ აკრძალული იყო საუბარი, თუმცა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში 1920 წლის გენოციდი მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

მაშინ დაახლოებით, 40 ათასი მცხოვრები განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან, 5 ათასზე მეტი კი მოკლეს. პრაქტიკულად მთელი ოსეთი ქართველი ნაციონალისტების მიერ იყო გადამწვარი. სამწუხაროა, რომ ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც განმეორდა - 2008 წლის აგვისტოს ომი ამის ნათელი მაგალითია... თუმცა, ჩვენი ხალხის მამაცობისა და რუსეთის დახმარების წყალობით რესპუბლიკა გადარჩა და დამოუკიდებლობის აღიარება მოიპოვა",– აცხადებს მედოევი.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი საგარეო უწყება ცდილობს სხვადასხვა ქვეყანასთან კონტაქტების დამყარებასა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ინტერესის გაღვიძებას, ეს აუცილებელია, იმისთვის, რომ "მათ სამხრეთ ისეთის შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღონ".

ოსური მედიის თქმით, მედოევმა "ევროპაში სპეციალური ტურნე" დაასრულა და ცხინვალში დაბრუნდა, სადაც სან-მარინოს და ბარსელონაში განხორციელებული სიახლეების შესახებ ისაუბრა. მან ბარსელონაში დიპლომატიური სამსახურის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, "ესპანეთს მშვიდობიანი კატალონია უსურვა". მედოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კატალონია მათ დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს, ისინი ამ საკითხს განიხილავენ.

"კატალონიამ ყველაზე დემოკრატიული ფორმით გამოხატა ცალკე ცხოვრების სურვილი, - ეს იყო კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი. თუმცა, რასაკვირველია, ეს ესპანეთის საშინაო საკითხია და რა ფორმით გააგრძელებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, ეს მათი საქმეა".

თუმცა, უკვე ცნობილია, რომ კატალონიამ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობამ კატალონიაზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა და ადგილობრივი ხელისუფლება დაითხოვა. ასევე ცნობილია, რომ ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილ მეთაურს, კარლეს პუჩდემონს და მისი ადმინისტრაციის და პარლამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირი აქვთ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?