პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია
ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია

თი­ა­ნე­თის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ვინ­მეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ან და­მარ­ცხე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა ჯერ ნა­ად­რე­ვია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თი­ა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ქუც­ნაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მცხე­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ლო­გი­კუ­რი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია და ზედა ინ­სტან­ცი­ა­ში გა­სა­ჩივ­რდე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ის პრო­ცეს­ში გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ჩა­ერ­თო და შე­ეც­დე­ბა "მე­გობ­რე­ბის ხმა არა­ვის და­ა­კარ­გვი­ნოს".

"სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რმა, ყვე­ლა დამ­კვირ­ვე­ბელ­მა აღი­ა­რა, რომ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გახ­სნა და გა­დათ­ვლა მათი თან­დას­წრე­ბით მოხ­და. ეს უტყუ­ა­რი ფაქ­ტია და სა­და­ვო ფაქ­ტად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დგას სა­კი­თხი, რო­მე­ლი უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლია - სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თუ სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­სა­მარ­თლოს ეს უნდა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა. ამი­ტომ ვიდ­რე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ვნა­ხავ, მეტ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უნდა გა­სა­ჩივ­რდეს, რად­გან არა­ლო­გი­კუ­რი გა­მო­დის. თუკი მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე ითხოვ­და სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბას იმის გამო, რომ მის შე­დე­გად 20-ე უბ­ნის შე­დე­გე­ბი გა­ე­ბა­თი­ლე­ბი­ნა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მო­ვი­და, რომ მან გა­ა­ბა­თი­ლა სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ 20-ე უბ­ნის შე­დე­გე­ბი ძა­ლა­ში და­ტო­ვა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა.

ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია

ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია

თიანეთის საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი არ დასრულებულა, შესაბამისად, ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილის შეფასებით, მცხეთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არალოგიკური და წინააღმდეგობრივია და ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება.

მისივე თქმით, ის პროცესში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და შეეცდება "მეგობრების ხმა არავის დააკარგვინოს".

"სასამართლოს სხდომაზე საოლქო კომისიის ყველა წევრმა, ყველა დამკვირვებელმა აღიარა, რომ ბიულეტენების გახსნა და გადათვლა მათი თანდასწრებით მოხდა. ეს უტყუარი ფაქტია და სადავო ფაქტად ვერ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, დგას საკითხი, რომელი უფრო დამაჯერებელია - საუბნო საარჩევნო კომისიის თუ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლოს ეს უნდა შეემოწმებინა. ამიტომ ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვნახავ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში უნდა გასაჩივრდეს, რადგან არალოგიკური გამოდის. თუკი მოსარჩელე მხარე ითხოვდა საოლქო კომისიის განკარგულებების გაბათილებას იმის გამო, რომ მის შედეგად 20-ე უბნის შედეგები გაებათილებინა, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოვიდა, რომ მან გააბათილა საოლქო კომისიის განკარგულებები, მაგრამ 20-ე უბნის შედეგები ძალაში დატოვა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."