მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან თბილისის მერობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები
ვინ არიან თბილისის მერობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები

მე­რო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა. კან­დი­და­ტე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას უფრო აქ­ტი­უ­რად მარ­თავს და ცდი­ლობს, ამომ­რჩევ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყროს, თუმ­ცა არი­ან კან­დი­და­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ჯერ კი­დევ არ უსა­უბ­რი­ათ.

ამ­ჯე­რად, Allnews.ge თბი­ლი­სის მე­რო­ბის ასე­თი კან­დი­და­ტე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ 13 კან­დი­და­ტი­დან ხუ­თის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სა და თუნ­დაც საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. ჩვენ მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გთა­ვა­ზობთ:

გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი – "სა­ქარ­თვე­ლო"

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნაწლე­ო­ბას პირ­ვე­ლად არ იღებს. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში 2012 წელს ჩა­ერ­თო, ამ პე­რი­ოდ­ში ის "მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბამ" სა­ბურ­თა­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა. ამა­ვე პარ­ტი­ის სა­ხე­ლით ის არ­ჩევ­ნებ­ში შემ­დეგ წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტიც იყო, 2014 წელს კი კენ­ჭს თბი­ლი­სის მე­რად იყ­რი­და.

2016 წლი­დან გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე გახ­და, ამა­ვე წლი­დან ის ეროვ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რია.

მას გა­ნათ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სამ­რეწ­ვე­ლო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლე­ჯის და­უს­წრე­ბე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, სპე­ცი­ა­ლო­ბით "ეკო­ნო­მი­კა და­გეგ­მვა სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გებ­ში," შემ­დეგ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, სა­დაც იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ზო­გა­დი პრო­ფი­ლის სამ­ხედ­რო ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მფლო­ბე­ლი გახ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი 2017 წლი­დან თსსუ-ის დოქ­ტო­რან­ტია.

მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც იუ­რის­ტის, ისე მე­დი­კო­სის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2010 წელს გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და თსუ-ს რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში რექ­ტო­რის კან­დი­და­ტად.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ისე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რი და იუ­რის­ტიც გახ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის იუ­რის­ტად გა­აგ­რძე­ლა, შემ­დეგ ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტშიც მუ­შა­ობ­და.

ნი­კო­ლოზ სა­ნებ­ლი­ძე – "ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი"

ნი­კო­ლოზ სა­ნებ­ლი­ძე თბი­ლი­სის მე­რო­ბის უხუ­ცე­სი კან­დი­და­ტია. ის ამ­ჟა­მად 59 წლი­საა. გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ნებ­ლი­ძის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას, "ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის" კან­დი­და­ტი თსუ-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის უმ­ცრო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

ნი­კო­ლოზ სა­ნებ­ლი­ძე 1990-91 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან "მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო." ამ­ჟა­მად, ის ქარ­თველ "ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტთა" კავ­ში­რის წევ­რია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ვინ არიან თბილისის მერობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები

ვინ არიან თბილისის მერობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები

მერობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. კანდიდატების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კამპანიას უფრო აქტიურად მართავს და ცდილობს, ამომრჩევლის ყურადღება მიიპყროს, თუმცა არიან კანდიდატები, რომლებსაც საკუთარი პროგრამის შესახებ ფართო აუდიტორიის წინაშე ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ.

ამჯერად, Allnews.ge თბილისის მერობის ასეთი კანდიდატებით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ 13 კანდიდატიდან ხუთის საარჩევნო კამპანიისა და თუნდაც საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ:

გიორგი ლილუაშვილი – "საქართველო"

პოლიტიკური პარტია "საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი არჩევნებში მონაწლეობას პირველად არ იღებს. ლილუაშვილი პოლიტიკურ პროცესებში 2012 წელს ჩაერთო, ამ პერიოდში ის "მერაბ კოსტავას საზოგადოებამ" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ამავე პარტიის სახელით ის არჩევნებში შემდეგ წელსაც მონაწილეობდა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატიც იყო, 2014 წელს კი კენჭს თბილისის მერად იყრიდა.

2016 წლიდან გიორგი ლილუაშვილი პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს" თავმჯდომარე გახდა, ამავე წლიდან ის ეროვნული სამხედრო აკადემიის რექტორია.

მას განათლება რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში აქვს მიღებული. კერძოდ, დამთავრებული აქვს თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური კოლეჯის დაუსწრებელი განყოფილება, სპეციალობით "ეკონომიკა დაგეგმვა სახალხო მეურნეობის დარგებში," შემდეგ ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სადაც იურისტის კვალიფიკაცია მიიღო, მოგვიანებით კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გიორგი ლილუაშვილი ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაციის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი 2017 წლიდან თსსუ-ის დოქტორანტია.

მისი სამუშაო გამოცდილება როგორც იურისტის, ისე მედიკოსის კვალიფიკაციას უკავშირდება. საინტერესოა, რომ 2010 წელს გიორგი ლილუაშვილი მონაწილეობდა თსუ-ს რექტორის არჩევნებში რექტორის კანდიდატად.

ლილუაშვილი, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული აკადემიის თანამშრომელი, ისე მოგვიანებით ერთ-ერთი სამედიცინო სასწავლებლის ლექტორი და იურისტიც გახდა.

მოგვიანებით მან მუშაობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტად გააგრძელა, შემდეგ ერთ-ერთი კერძო კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტშიც მუშაობდა.

ნიკოლოზ სანებლიძე – "ტრადიციონალისტები"

ნიკოლოზ სანებლიძე თბილისის მერობის უხუცესი კანდიდატია. ის ამჟამად 59 წლისაა. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. რაც შეეხება სანებლიძის სამუშაო გამოცდილებას, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი თსუ-ს თანამშრომელი და საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო.

ნიკოლოზ სანებლიძე 1990-91 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო." ამჟამად, ის ქართველ "ტრადიციონალისტთა" კავშირის წევრია.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."