მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს" - თემურ ჭყონია
"ვფიქრობ, კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს" - თემურ ჭყონია

25 წელ­ზე მე­ტია, რაც თე­მურ ჭყო­ნია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­ში და კარ­გად იც­ნობს ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის ყვე­ლა ნი­უ­ანსს. თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი და მე­რო­ბის­თვის მერ­ძო­ლი კან­დი­და­ტე­ბი, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და ბან­კე­ბის მიერ არაპრო­ფი­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვა, კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მის ბიზ­ნე­სებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია - ამ და სხვა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ ჭყო­ნია გა­ზეთ "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

კა­ლა­ძე, რო­გორც ბრენ­დი

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და, ზო­გა­დად, მე­რო­ბის კან­დი­და­ტებს? თქვე­ნი აზ­რით, ვის აქვს გა­მარ­ჯვე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შან­სი და რა პრობ­ლე­მე­ბის და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გე­ბა თბი­ლი­სის ახა­ლი მერი?

- სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე ცუდი არის ის, რომ მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი გა­მო­დი­ან პარ­ტი­უ­ლი იდე­ო­ლო­გი­ით და არა - სა­კუ­თა­რი იდე­ო­ლო­გი­ით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ახლა ვირ­ჩევთ კან­დი­დატს, რო­მე­ლიც უფრო უკეთ მო­უ­გებს მე­ო­რე კან­დი­დატს დე­ბა­ტებ­ში ან სა­უ­ბარ­ში, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის მო­მა­ვალ­ზე დიდი გავ­ლე­ნა შე­საძ­ლოა არც იქო­ნი­ოს.

პი­რა­დად მე მა­ინ­ტე­რე­სებს ერთი იდე­ო­ლო­გია, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ზე, თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის სის­ტე­მა­ზე და იმ კულ­ტურლ სა­წყი­სებ­ზე, რაც დე­და­ქა­ლა­ქის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტუ­რიზ­მის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს კან­დი­დატს, ქა­ლა­ქი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, ძვე­ლი თბი­ლი­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რო­გორ მოხ­დე­ბა და არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი რო­გორ გაძ­ლი­ერ­დე­ბა...

რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტებს, პირ­ველ რიგ­ში აღ­ვნიშ­ნავ, რომ მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მიჯ­ნუ­ლი ვარ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­გან, ამი­ტომ გე­ტყვით ჩემი, რო­გორც ერთი რი­გი­თი ამომ­რჩევ­ლის აზრს. მე­რო­ბის თი­თო­ე­ულ კან­დი­დატს აქვს სა­კუ­თა­რი ბექგ­რა­უნ­დი, ყვე­ლა გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, სიმ­პა­თი­უ­რი, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად, ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბით და სლო­გა­ნე­ბით გა­მო­დი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვნა­ხოთ, ვინ უკე­თე­სი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, ვის მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა და უნა­რე­ბი აქვს. მე ნამ­დვი­ლად ვერ და­ვა­ხა­სი­ა­თებ ყვე­ლას, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს რომ შე­ვა­და­რე, მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტი მა­ინც კახა კა­ლა­ძეა. შე­სა­ბა­მი­სად, მას­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თი და ხში­რად ვკი­თხუ­ლობ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად ვიცი თუ რა შრო­მაა სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ გახ­დე მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლი. ვფიქ­რობ, კახა კა­ლა­ძე რაც და­ი­ბა­და, მას შემ­დეგ სულ შრო­მობს. მან საკ­მა­ოდ ბევ­რი იშ­რო­მა, რომ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო "სამ­ტრე­დი­ა­ში", შემ­დეგ ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში", სა­დაც იმ­ხა­ნად საკ­მა­ოდ კარ­გი თა­ო­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ, გა­და­ი­ნაც­ვლა უძ­ლი­ე­რეს კლუბ კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში" და მოხ­ვდა ლო­ბა­ნოვ­სკის­თან, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მკაც­რი მწვრთნე­ლის სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი და მის ძი­რი­თად გუნდში მოხ­ვედ­რა ურ­თუ­ლეს რა­მეს წარ­მო­ად­გენ­და. და ბო­ლოს, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი კლუ­ბი "მი­ლა­ნი" - ან­ჩე­ლო­ტი, ბერ­ლუს­კო­ნი… მას მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის ბედი ება­რა და მათი მიზ­ნე­ბი უნდა გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა. იქაც საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე თა­მა­შობ­და, ორ­ჯერ გახ­და კი­დეც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და მრა­ვა­ლი იტა­ლი­უ­რი ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო კა­ხის დიდ შრო­მა­ზე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა­ზე - ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ ნი­ჭით ნამ­დვი­ლად ვერ მი­აღ­წევ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ვფიქრობ, კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს" - თემურ ჭყონია

"ვფიქრობ, კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს" - თემურ ჭყონია

25 წელზე მეტია, რაც თემურ ჭყონია აქტიურად არის ჩართული ბიზნესში და კარგად იცნობს ქართული ბიზნესის ყველა ნიუანსს. თბილისის მერის არჩევნები და მერობისთვის მერძოლი კანდიდატები, ქართულ პოლიტიკაში არსებული ხარვეზები და გამოწვევები, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების მართვა, კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობა და მის ბიზნესებში არსებული სიტუაცია - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესმენი თემურ ჭყონია გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" ინტერვიუში საუბრობს:

კალაძე, როგორც ბრენდი

- როგორ შეაფასებდით თბილისის მერის არჩევნების მიმდინარე პროცესებს და, ზოგადად, მერობის კანდიდატებს? თქვენი აზრით, ვის აქვს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი და რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დადგება თბილისის ახალი მერი?

- საარჩევნო პროცესში ყველაზე ცუდი არის ის, რომ მერობის კანდიდატები გამოდიან პარტიული იდეოლოგიით და არა - საკუთარი იდეოლოგიით დატვირთულები. რეალურად, ჩვენ ახლა ვირჩევთ კანდიდატს, რომელიც უფრო უკეთ მოუგებს მეორე კანდიდატს დებატებში ან საუბარში, მაგრამ ამ ყველაფერმა მოსახლეობის მომავალზე დიდი გავლენა შესაძლოა არც იქონიოს.

პირადად მე მაინტერესებს ერთი იდეოლოგია, ჩემთვის მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელიც აგებულია კერძო საკუთრებაზე, თავისუფალი ბაზრის სისტემაზე და იმ კულტურლ საწყისებზე, რაც დედაქალაქისთვის არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია ტურიზმის საკითხთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება აქვს კანდიდატს, ქალაქი როგორ განვითარდება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია როგორ მოხდება და არსებული ტრადიციები როგორ გაძლიერდება...

რაც შეეხება კანდიდატებს, პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მე კატეგორიულად გამიჯნული ვარ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, ამიტომ გეტყვით ჩემი, როგორც ერთი რიგითი ამომრჩევლის აზრს. მერობის თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ბექგრაუნდი, ყველა განათლებულია, სიმპათიური, თუმცა ძირითადად, ერთმანეთის მსგავსი პროგრამებით და სლოგანებით გამოდიან. შესაბამისად, უნდა ვნახოთ, ვინ უკეთესი შემსრულებელია, ვის მეტი გამოცდილება და უნარები აქვს. მე ნამდვილად ვერ დავახასიათებ ყველას, მაგრამ ერთმანეთს რომ შევადარე, მონაცემების მიხედვით, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატი მაინც კახა კალაძეა. შესაბამისად, მასზე გავამახვილებ ყურადღებას.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ხშირად ვკითხულობ ფეხბურთელების ისტორიებს, შესაბამისად, კარგად ვიცი თუ რა შრომაა საჭირო იმისათვის, რომ გახდე მაღალი დონის ფეხბურთელი. ვფიქრობ, კახა კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს. მან საკმაოდ ბევრი იშრომა, რომ მოხვედრილიყო "სამტრედიაში", შემდეგ ადგილი დაიმკვიდრა თბილისის "დინამოში", სადაც იმხანად საკმაოდ კარგი თაობის ფეხბურთელები იყვნენ, გადაინაცვლა უძლიერეს კლუბ კიევის "დინამოში" და მოხვდა ლობანოვსკისთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მწვრთნელის სახელით იყო ცნობილი და მის ძირითად გუნდში მოხვედრა ურთულეს რამეს წარმოადგენდა. და ბოლოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი "მილანი" - ანჩელოტი, ბერლუსკონი… მას მილიონობით გულშემატკივრის ბედი ებარა და მათი მიზნები უნდა გაემართლებინა. იქაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა, ორჯერ გახდა კიდეც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მრავალი იტალიური ტიტულიც მოიპოვა.

ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო კახის დიდ შრომაზე და მიზანდასახულობაზე - ამხელა წარმატებას მხოლოდ ნიჭით ნამდვილად ვერ მიაღწევ განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი