სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის "ნიკა გაგრინსკის" კლანი აფხაზეთში რევანშისთვის ემზადება
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის "ნიკა გაგრინსკის" კლანი აფხაზეთში რევანშისთვის ემზადება

ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აფხა­ზეთს, ხუთი ე.წ. შს მი­ნის­ტრი ჰყავ­და, - ცოტა ხნის წინ რაულ ხა­ჯიმ­ბამ ას­ლან კო­ბა­ხი­ას ნაც­ვლად, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გარი არ­შბა და­ნიშ­ნა. 2014 წლი­დან ეს უკვე მე­ხუ­თე "მი­ნის­ტრია", რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას შე­ეც­დე­ბა..

რე­გი­ონ­ში ბოლო წლე­ბია ყა­ჩა­ღო­ბა, ძარ­ცვა, კრი­მი­ნა­ლი, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა, ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა, ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცია, საგ­ზაო დარ­ღვე­ვე­ბი და სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­მაა... წლი­დან წლამ­დე, კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა კი არ იც­ვლე­ბა, უა­რეს­დე­ბა, რაც ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის­თვის მშვე­ნი­ე­რი კრი­ტი­კის თე­მაა...

აფხა­ზეთ­ში ხუმ­რო­ბით წე­რენ, თუ ვინ გაძ­ლო ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი ხანი, - ყო­ფი­ლი "მი­ნის­ტრი" რაულ ლო­ლუა "პოსტსზე" 2014 ოქ­ტომ­ბრი­დან, 2015 მა­ი­სამ­დე ანუ ნა­ხე­ვა­რი წელი მუ­შა­ობ­და; შემ­დე­გი მი­ნის­ტრი, ბეს­ლან ხაგ­ბა იყო, რო­მე­ლიც მა­ი­სი­დან ოქ­ტომრბამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და "შს სა­მი­ნის­ტროს" და ამ 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქმის არ ჩან­და... ის ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბამ შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც ამ "თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე" 9 თვე იყო. ის აფხა­ზეთ­ში მომ­ხდარ პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს შე­ე­წი­რა.

მას შემ­დეგ, "უწყე­ბას" ას­ლან კო­ბა­ხია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის "შს სა­მი­ნის­ტროს" ტყვარ­ჩე­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 90-იანი წლე­ბი­დან მუ­შა­ობს... 1994 წლი­დან 2008 წლამ­დე, "შს სა­მი­ნის­ტროს" სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და... ას­ლან კო­ბა­ხია, "ვიცე-პრე­მი­ე­რის" პოსტზე დარ­ჩე­ბა და ძა­ლო­ვან უწყე­ბებს გა­უ­წევს კუ­რა­ტო­რო­ბას.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მსხვერ­პლი "მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი" აფხა­ზეთ­ში და ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბი გუ­და­უ­თა­ში

ერთი სი­ტყვით, ახლა რე­გი­ონ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის უმ­ძი­მე­სი მი­სი­ის, კი­დევ ერთ იმე­დად გარი არ­შბა რჩე­ბა. აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რაულ ხა­ჯიმ­ბას მო­რიგ არ­ჩე­ვანს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს, რად­გან მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა, - ახა­ლი კად­რი, ახალ­გაზ­რდა, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და სუფ­თა წარ­სუ­ლის უნდა ყო­ფი­ლი­ყო და არა, ქრთა­მის აღე­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სტა­ჟის მქო­ნე ჩი­ნოვ­ნი­კი... თუმ­ცა, აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს კრი­მი­ნო­გე­ნულ ფონს, დიდი ალ­ბა­თო­ბით ვერც ახალ­გაზ­რდა კად­რი უშ­ვე­ლის...

რაულ ბარცბა

საქ­მე ის არის, რომ ახლა აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში, გუ­და­უ­თა­ში მცხოვ­რე­ბი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის "პი­ზის" წი­ნა­აღ­მდეგ, აგ­ვის­ტო­ში მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის გამო, რე­ვან­ში მზად­დე­ბა, რაც აფხა­ზეთ­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, - ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი "ნიკა გაგ­რინ­სკი" იგი­ვე, გაგ­რე­ლი ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე, თა­ვის კლან­თან ერ­თად, აფხა­ზი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ე.წ. პი­ზის­თვის, იგი­ვე რაულ ბარცბას­თვის პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბა...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: აფხა­ზეთ­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" თა­რე­შო­ბენ - "როცა "ნიკა გაგ­რინ­სკი" რე­გი­ონს სტუმ­რობს, ფსო­უ­დან მი­ლი­ცი­ის კორ­ტე­ჟი აცი­ლებს"

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გუ­და­უ­თა­ში, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს შო­რის გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის­თვის და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, შე­ტა­კე­ბით დას­რულ­და, - შე­დე­გად. ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა, გუ­და­უ­თელ­მა აფხაზ­მა "პი­ზამ" ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რა, "ნიკა გაგ­რინ­სკი" და რა­შად ის­მა­ი­ლო­ვი, იგი­ვე რა­შად გი­ან­ჯინ­სკი, რომ­ლე­ბიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად "ეს­ტუმრნენ" მას გუ­და­უ­თა­ში...

რა­შად ის­მა­ი­ლო­ვი

რუ­სუ­ლი და აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჯე­რად საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი კრი­მი­ნა­ლი, ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, რო­მე­ლიც "ნიკა გაგ­რინ­სკი­სა" და რა­შად გი­ან­ჯინ­სკის კლა­ნის მხა­რეს იჭერს. მისი თქმით, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ითხოვს და უნდა დამ­ტკიც­დეს, რომ "მის ხალ­ხს", რომ­ლე­ბიც მას­თან სა­ლა­პა­რა­კოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი, პირ­ველ­მა მას­პინ­ძელ­მა ბარცბამ გა­უხ­სნა ცე­ცხლი. შე­დე­გად, ფეხ­ში და­იჭ­რა და ამ­ჟა­მად, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

ცნო­ბი­ლია, რომ სრო­ლის დროს, მძი­მედ და­იჭ­რა, "ნიკა გაგ­რინ­სკი", თუმ­ცა, ის არც ერთ ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ მი­უყ­ვა­ნი­ათ და სად გაქ­რა დაჭ­რი­ლი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, დღემ­დე უც­ნო­ბია, ისევ, რო­გორც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა... საქ­მე­ში გა­რე­უ­ლი იყო რო­მან დი­მიტ­რო­ვი, იგი­ვე, "რომა სტავ­რო­პოლ­სკი", რო­მე­ლიც გუ­და­უ­თა­ში გვი­ან ჩა­ვი­და, სა­უ­ბარს ეს­წრე­ბო­და, თუმ­ცა, ის ბარცბას ტყვი­ას გა­და­ურ­ჩა და არც ჭრი­ლო­ბე­ბი მი­უ­ღია...

საქ­მე ის არის, რომ რაულ ბარცბა, მთელ აფხა­ზეთ­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ე.წ. ავ­ტო­რი­ტე­ტია და მას მთე­ლი რე­გი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა "სურს", თა­ვის მხრივ, აფხა­ზეთ­ზე "პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს" გაგ­რე­ლი ნი­კაც, რო­მე­ლიც იქ და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლია და დევ­ნი­ლო­ბამ­დე გაგ­რა­ში ცხოვ­რობ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის შემ­დგომ წლებ­ში ჩა­დი­ო­და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და არა­თუ პრობ­ლე­მა შექ­მნია, ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ლი­ცია მას და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე "სა­პა­ტიო კორ­ტე­ჟით" აცი­ლებ­და.

ნი­კას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ახ­ლაც აფხა­ზეთ­ში, გაგ­რა­ში ცხოვ­რო­ბენ და დგე­ბუ­ა­ძე იქ საკ­მა­ოდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს, ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა, რა­შად ის­მა­ი­ლოვს, გუ­და­უ­თელ ბარცბას­თან, კარ­გა ხა­ნია პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტი აქვს, - სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის გარ­და, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რაც "აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი" და "ბერ­ძნუ­ლი" კლა­ნის შე­ჯა­ხე­ბის ნა­წი­ლია, - ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, კლა­ნებ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი "გა­ა­ფუ­ჭონ" და ამ გზით ერ­თმა­ნე­თის და­ა­სუს­ტონ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ მისი ბრძა­ნე­ბით მოკ­ლეს მისი ახ­ლო­ბე­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ე.წ. ავ­ტო­რი­ტე­ტი, როვ­შან ჯა­ნი­ე­ვი... ის­მა­ი­ლო­ვი, რუ­სეთ­ში, არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის იძებ­ნე­ბა და აფხა­ზეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შემ­დეგ, ის მოს­კოვ­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, რუ­სეთ­ში მისი დამ­ხმა­რე პი­რე­ბი უკვე და­ა­კა­ვეს... ასე რომ, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ დენ­თის კასრზე ზის, - "პი­ზის" წი­ნა­აღ­მდეგ გან­წყო­ბი­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, სად, რო­მელ ქუ­ჩა­ზე ატე­ხენ სრო­ლას, არა­ვინ იცის და ად­გი­ლობ­რი­ვებს, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, არც "სა­მარ­თალ­და­ცა­ვი უწყე­ბე­ბის" იმე­დი აქვთ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის "ნიკა გაგრინსკის" კლანი აფხაზეთში რევანშისთვის ემზადება

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის "ნიკა გაგრინსკის" კლანი აფხაზეთში რევანშისთვის ემზადება

ბოლო სამი წლის განმავლობაში, აფხაზეთს, ხუთი ე.წ. შს მინისტრი ჰყავდა, - ცოტა ხნის წინ რაულ ხაჯიმბამ ასლან კობახიას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე გარი არშბა დანიშნა. 2014 წლიდან ეს უკვე მეხუთე "მინისტრია", რომელიც აფხაზეთში წესრიგის დამყარებას შეეცდება..

რეგიონში ბოლო წლებია ყაჩაღობა, ძარცვა, კრიმინალი, ადამიანის გატაცება, იარაღით ვაჭრობა, ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაცია, საგზაო დარღვევები და საერთოდ, ნებისმიერი სახის კანონდარღვევა ჩვეულებრივი თემაა... წლიდან წლამდე, კრიმინოგენული ვითარება კი არ იცვლება, უარესდება, რაც ოპოზიციური ძალებისთვის მშვენიერი კრიტიკის თემაა...

აფხაზეთში ხუმრობით წერენ, თუ ვინ გაძლო ამ თანამდებობაზე ყველაზე დიდი ხანი, - ყოფილი "მინისტრი" რაულ ლოლუა "პოსტსზე" 2014 ოქტომბრიდან, 2015 მაისამდე ანუ ნახევარი წელი მუშაობდა; შემდეგი მინისტრი, ბესლან ხაგბა იყო, რომელიც მაისიდან ოქტომრბამდე ხელმძღვანელობდა "შს სამინისტროს" და ამ 5 თვის განმავლობაში, თითქმის არ ჩანდა... ის ლეონიდ ძიაპშბამ შეცვალა, რომელიც ამ "თანამდებობაზე" 9 თვე იყო. ის აფხაზეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს შეეწირა.

მას შემდეგ, "უწყებას" ასლან კობახია ხელმძღვანელობდა, რომელიც აფხაზეთის "შს სამინისტროს" ტყვარჩელის განყოფილებაში, 90-იანი წლებიდან მუშაობს... 1994 წლიდან 2008 წლამდე, "შს სამინისტროს" სტავროპოლის მხარეში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა... ასლან კობახია, "ვიცე-პრემიერის" პოსტზე დარჩება და ძალოვან უწყებებს გაუწევს კურატორობას.

ასევე წაიკითხეთ: მსხვერპლი "მილიციელები" აფხაზეთში და ე.წ კანონიერი ქურდების სისხლიანი გარჩევები გუდაუთაში

ერთი სიტყვით, ახლა რეგიონში წესრიგის დამყარების უმძიმესი მისიის, კიდევ ერთ იმედად გარი არშბა რჩება. აფხაზი საზოგადოება რაულ ხაჯიმბას მორიგ არჩევანს სკეპტიკურად უყურებს, რადგან მათი მთავარი მოთხოვნა, - ახალი კადრი, ახალგაზრდა, მოტივირებული და სუფთა წარსულის უნდა ყოფილიყო და არა, ქრთამის აღების რამდენიმეწლიანი სტაჟის მქონე ჩინოვნიკი... თუმცა, აფხაზეთში არსებულ უმძიმეს კრიმინოგენულ ფონს, დიდი ალბათობით ვერც ახალგაზრდა კადრი უშველის...

რაულ ბარცბა

საქმე ის არის, რომ ახლა აფხაზეთის რეგიონში, გუდაუთაში მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის "პიზის" წინააღმდეგ, აგვისტოში მომხდარი შეტაკების გამო, რევანში მზადდება, რაც აფხაზეთში ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის დაწყებული სისხლიანი დაპირისპირების გაგრძელებაა, - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "ნიკა გაგრინსკი" იგივე, გაგრელი ნიკოლოზ დგებუაძე, თავის კლანთან ერთად, აფხაზი ავტორიტეტის, ე.წ. პიზისთვის, იგივე რაულ ბარცბასთვის პასუხის გასაცემად ემზადება...

ასევე წაიკითხეთ: აფხაზეთში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ - "როცა "ნიკა გაგრინსკი" რეგიონს სტუმრობს, ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს"

რამდენიმე თვის წინ, გუდაუთაში, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გავლენების გადანაწილებისთვის დაწყებული დაპირისპირება, შეტაკებით დასრულდა, - შედეგად. ე.წ. კანონიერმა ქურდმა, გუდაუთელმა აფხაზმა "პიზამ" ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, "ნიკა გაგრინსკი" და რაშად ისმაილოვი, იგივე რაშად გიანჯინსკი, რომლებიც მოულოდნელად "ესტუმრნენ" მას გუდაუთაში...

რაშად ისმაილოვი

რუსული და აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამჯერად საქმეში ჩართულია, აზერბაიჯანელი კრიმინალი, ნადირ სალიფოვი, რომელიც "ნიკა გაგრინსკისა" და რაშად გიანჯინსკის კლანის მხარეს იჭერს. მისი თქმით, სამართლიანობა ითხოვს და უნდა დამტკიცდეს, რომ "მის ხალხს", რომლებიც მასთან სალაპარაკოდ იყვნენ ჩასული, პირველმა მასპინძელმა ბარცბამ გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, ფეხში დაიჭრა და ამჟამად, პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია.

ცნობილია, რომ სროლის დროს, მძიმედ დაიჭრა, "ნიკა გაგრინსკი", თუმცა, ის არც ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში არ მიუყვანიათ და სად გაქრა დაჭრილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, დღემდე უცნობია, ისევ, როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა... საქმეში გარეული იყო რომან დიმიტროვი, იგივე, "რომა სტავროპოლსკი", რომელიც გუდაუთაში გვიან ჩავიდა, საუბარს ესწრებოდა, თუმცა, ის ბარცბას ტყვიას გადაურჩა და არც ჭრილობები მიუღია...

საქმე ის არის, რომ რაულ ბარცბა, მთელ აფხაზეთში გავლენიანი ე.წ. ავტორიტეტია და მას მთელი რეგიონის გაკონტროლება "სურს", თავის მხრივ, აფხაზეთზე "პრეტენზიას აცხადებს" გაგრელი ნიკაც, რომელიც იქ დაბადებულ-გაზრდილია და დევნილობამდე გაგრაში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, ის შემდგომ წლებში ჩადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და არათუ პრობლემა შექმნია, ადგილობრივი მილიცია მას დანიშნულების ადგილამდე "საპატიო კორტეჟით" აცილებდა.

ნიკას ოჯახის წევრები და ნათესავები ახლაც აფხაზეთში, გაგრაში ცხოვრობენ და დგებუაძე იქ საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობს, ისევე, როგორც დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალურ ავტორიტეტებში.

რაც შეეხება, რაშად ისმაილოვს, გუდაუთელ ბარცბასთან, კარგა ხანია პირადი კონფლიქტი აქვს, - სამხრეთ კავკასიაში გავლენების გადანაწილების გარდა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რაც "აზერბაიჯანული" და "ბერძნული" კლანის შეჯახების ნაწილია, - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობენ, კლანებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი "გააფუჭონ" და ამ გზით ერთმანეთის დაასუსტონ.

არსებული ინფორმაციით, სწორედ მისი ბრძანებით მოკლეს მისი ახლობელი, აზერბაიჯანელი ე.წ. ავტორიტეტი, როვშან ჯანიევი... ისმაილოვი, რუსეთში, არაერთი დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება და აფხაზეთში მიღებული ჭრილობების შემდეგ, ის მოსკოვში არ დაბრუნებულა, რადგან ცნობილია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთში მისი დამხმარე პირები უკვე დააკავეს... ასე რომ, აფხაზეთის მოსახლეობა, როგორც თავად ამბობენ დენთის კასრზე ზის, - "პიზის" წინააღმდეგ განწყობილი ავტორიტეტები, სად, რომელ ქუჩაზე ატეხენ სროლას, არავინ იცის და ადგილობრივებს, ასეთ შემთხვევებში, არც "სამართალდაცავი უწყებების" იმედი აქვთ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?