პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BLIKVANGER - ქართული ბრენდი, რომელიც თვალს გჭრით
BLIKVANGER - ქართული ბრენდი, რომელიც თვალს გჭრით

ქარ­თუ­ლი ბრენ­დის BLIKVANGER-ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ანკა ოდი­შე­ლი­ძემ და ანი ცინ­ცქი­ლა­ძემ თავ­და­პირ­ვე­ლად სწავ­ლა სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყეს. ანკა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­ზე სწავ­ლობ­და, ანი კი გრა­ფი­კულ დი­ზა­ინ­ზე. ერ­თმა­ნეთს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე Be next-ზე შეხ­ვდნენ, სა­დაც წლის სა­უ­კე­თე­სო პრი­ზე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ. ანიმ მი­ი­ღო 100 %-იანი და­ფი­ნან­სე­ბა HFFA-ში, მი­ლან­ში, ან­კამ კი - Domus Academy-ში, ასე­ვე, მი­ლან­ში. სწო­რედ იქ სწავ­ლის დროს გაჩ­ნდა იდეა, რომ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ დი­ზა­ი­ნე­რებს კო­ლა­ბო­რა­ცია ეცა­დათ. მათ­თვის ერ­თად მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. ბრენ­დი შექ­მნეს და მა­ღა­ზია-ატე­ლი­ეც გახ­სნეს. ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ წელს "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და "ჯე­ო­სე­ლის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა­შიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- "ბრენ­დი შე­იქ­მნა ზუს­ტად 1 წლის წინ 2016-ში. გახ­სნი­დან 3 თვე­ში მად­რი­დის მო­დის კვი­რე­ულ­ზე მოვ­ხვდით სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, სა­დაც ჩვე­ნი დე­ბი­უ­ტი შედ­გა. ბრენ­დის და­არ­სე­ბამ­დე ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვქმნი­დით, ძა­ლი­ან შე­სამ­ჩნე­ვი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო, ამი­ტო­მაც შე­ვარ­ჩი­ეთ ეს სა­ხე­ლი - Blikvanger იგი­ვე eye-catcher. ტერ­მინს გერ­მა­ნუ­ლად, ჰო­ლან­დი­უ­რად, და­ნი­უ­რად კიდე ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, პეპ­ლე­ბის სა­ჭერს ნიშ­ნავს," - გან­მარ­ტავს დი­ზა­ი­ნე­რი ანკა ოდი­შე­ლი­ძე.

- რას სა­ხის ტან­საც­მელს სთა­ვა­ზობთ ამ­ჟა­მად მომ­ხმა­რე­ბელს?

- ყვე­ლა­ნა­ირ ტან­საც­მელს ვქმნით, გა­მო­სას­ვლე­ლი ფეხ­საც­მლი­დან და­წყე­ბუ­ლი წყალ­გა­უმ­ტა­რი ქურ­თუ­კე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. კო­ლექ­ცი­ე­ბი იქ­მნე­ბა რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის, ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბის­თვის. ჩვე­ნი ფე­რა­დი ქურ­თუ­კე­ბი ამ ეტაპ­ზე ბესთსე­ლე­რე­ბი არი­ან. სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა მათ­მა მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რო­ბამ და გან­სხვა­ვე­ბულ­მა დი­ზა­ი­მა გა­მო­იწ­ვია.

- რო­გო­რია ბრენ­დის კონ­ცეფ­ცია? ვის­ზეა გათ­ვლი­ლი თქვე­ნი ტან­საც­მე­ლი?

- ბრენ­დის კონ­ცეფ­ცია მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გა­ა­ერ­თი­ა­ნოს სხვა­დას­ხვა სტი­ლი, და­წყე­ბუ­ლი გრან­ჟით დამ­თავ­რე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რით. გვინ­და, რომ გად­მოვ­ცეთ ადა­მი­ა­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი და ეკ­ლექ­ტუ­რი ხა­სი­ა­თი სა­მოს­ში. გვსურს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გახ­დნენ უფრო მე­ტად ექ­სპრე­სი­უ­ლე­ბი, ამი­ტომ არ ვე­რი­დე­ბით ფე­რებს, უტ­რი­რე­ბულ ფორ­მებს და ზო­მებს, სა­სა­ცი­ლო გა­მო­ნათ­ქვა­მებს პრინ­ტე­ბის სა­ხით. BLIKVANGER ქმნის მათ­თვის, ვი­საც არა­სო­დეს ეში­ნია გა­ბე­დოს, გა­რის­კოს, გა­ერ­თოს, იმ­ხი­ა­რუ­ლოს, იყოს უკი­დუ­რე­სად მო­დუ­რი, ჰქონ­დეს უსა­ზღვრო სტი­ლის შეგ­რძნე­ბა და ბო­ლომ­დე მი­ი­ღოს ცხოვ­რე­ბის­გან ის სი­ა­მოვ­ნე­ბა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვს.

ბრენ­დის ინ­სპი­რა­ცია არა­სო­დეს არის ერთი, კონ­კრე­ტუ­ლი თე­მა­ტი­კა. ჩვე­ნი კო­ლექ­ცი­ე­ბი სუნ­თქავს ყვე­ლაფ­რით - ადა­მი­ა­ნე­ბით, ბუ­ნე­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბით, ფე­რე­ბით, არ­ქი­ტექ­ტუ­რით, ხმე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს მხო­ლოდ ერთი მხა­რეა, რაც, სა­ბო­ლო­ოდ BLIKVANGER-ის კო­ლექ­ცი­ას აცოხ­ლებს. ხში­რად ბრენ­დის კო­ლექ­ცი­ე­ბი, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბის შეგ­რძნე­ბი­თაა ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი. ჩვენ­თან შე­ძე­ნილ თი­თო­ე­ულ ნივთს თა­ვი­სი პა­ტა­რა ში­ნა­არ­სი მოჰ­ყვე­ბა.

ფა­სიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია. მა­გა­ლი­თად, კა­ბე­ბი­სა და პი­ჯა­კე­ბის ფა­სე­ბი 150 ლა­რი­დან 300 ლა­რამ­დე­მერ­ყე­ობს.

- მხო­ლოდ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მუ­შა­ობთ თუ სა­ზღვარ­გა­რე­თაც გა­დის თქვე­ნი პრო­დუქ­ცია?

- ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის გარ­და ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ბა­ქოს­თან, მოს­კოვ­თან და ლოს-ან­ჯე­ლეს­თან. თუმ­ცა შეკ­ვე­თებს ვი­ღებთ სხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც. მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ უფრო მეტ­მა ბა­ი­ერ­მა გა­ი­გოს ჩვენ შე­სა­ხებ.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ქარ­თვე­ლე­ბის სტილ­სა და გე­მოვ­ნე­ბას? რამ­დე­ნად გახ­სნი­ლე­ბი არი­ან სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მართ?

- ქარ­თვე­ლე­ბი საკ­მა­ოდ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მუქი ფე­რე­ბით აღარ ვართ მო­ცუ­ლე­ბი და სი­ახ­ლე­ებ­საც ად­ვი­ლად ვღე­ბუ­ლობთ.

- ზამ­თრის­თვის რა არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ტრენ­დე­ბი?

- დუ­ტის ფე­რა­დი ქურ­თუ­კე­ბი კვლავ ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ასე­ვე, მო­დუ­რია ნაქ­სო­ვი ჟა­კე­ტე­ბი. ვფიქ­რობთ, რომ წელს "ოპ არ­ტის" ტი­პის შავ­თეთ­რი პრინ­ტი მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

- მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში რამ­დე­ნად მძაფ­რია კონ­კუ­რენ­ცია და რა არის თქვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით?

- კონ­კუ­რენ­ცია დღი­თი-დღე მა­ტუ­ლობს და ინ­ტე­რე­სიც საკ­მა­ოდ დი­დია ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მი­მართ. ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ არ ვექ­ცე­ვით ჩარ­ჩო­ებ­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი სტი­ლი, რო­მე­ლიც მხი­ა­რუ­ლი და ფე­რა­დია. ჩვე­ნი კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ ვქმნით რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის, ისე ბავ­შვე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის.

- რა არის თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი?

- ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა ქსო­ვი­ლე­ბის და ტან­სცმლის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ასე­ვე, ცოტა არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კონ­სტუქ­ტო­რე­ბი და მკე­რა­ვე­ბი. ვფიქ­რობთ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სას­წავ­ლე­ბე­ლი იარ­სე­ბებს.

- აღ­ნიშ­ნუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბრენ­დი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობთ. რას შეც­ვლის თქვენ­თვის და­ჯილ­დო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა/გა­მარ­ჯვე­ბა?

- კარ­გი იქ­ნე­ბა თუ "თი­ბი­სი ბან­კის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­დე­გად ბრენ­დის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა გა­იზ­რდე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მომ­ხმა­რე­ბელს მეტი ნდო­ბა ექ­ნე­ბა ჩვენ მი­მართ.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- პირ­ველ რიგ­ში, დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ გავ­ფარ­თოვ­დეთ. რაც მთა­ვა­რია, სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო აქ­ტი­უ­რად გას­ვლას ვგეგ­მავთ. გვინ­და, უფრო მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­გონ, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია ხა­რის­ხი­ა­ნია.

ნა­ნი­კო მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

BLIKVANGER - ქართული ბრენდი, რომელიც თვალს გჭრით

BLIKVANGER - ქართული ბრენდი, რომელიც თვალს გჭრით

ქართული ბრენდის BLIKVANGER-ის დამფუძნებლებმა ანკა ოდიშელიძემ და ანი ცინცქილაძემ თავდაპირველად სწავლა სულ სხვა მიმართულებით დაიწყეს. ანკა არქიტექტურულზე სწავლობდა, ანი კი გრაფიკულ დიზაინზე. ერთმანეთს სრულიად შემთხვევით დიზაინერების საერთაშორისო კონკურსზე Be next-ზე შეხვდნენ, სადაც წლის საუკეთესო პრიზების მფლობელები გახდნენ. ანიმ მიიღო 100 %-იანი დაფინანსება HFFA-ში, მილანში, ანკამ კი - Domus Academy-ში, ასევე, მილანში. სწორედ იქ სწავლის დროს გაჩნდა იდეა, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ დიზაინერებს კოლაბორაცია ეცადათ. მათთვის ერთად მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. ბრენდი შექმნეს და მაღაზია-ატელიეც გახსნეს. ახალგაზრდა დიზაინერების საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ წელს "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" მიერ ორგანიზებულ ბიზნესდაჯილდოებაშიც იღებენ მონაწილეობას.

- "ბრენდი შეიქმნა ზუსტად 1 წლის წინ 2016-ში. გახსნიდან 3 თვეში მადრიდის მოდის კვირეულზე მოვხვდით სრული დაფინანსებით, სადაც ჩვენი დებიუტი შედგა. ბრენდის დაარსებამდე ყველაფერი, რასაც ვქმნიდით, ძალიან შესამჩნევი და დასამახსოვრებელი იყო, ამიტომაც შევარჩიეთ ეს სახელი - Blikvanger იგივე eye-catcher. ტერმინს გერმანულად, ჰოლანდიურად, დანიურად კიდე ერთი საინტერესო მნიშვნელობა აქვს, პეპლების საჭერს ნიშნავს," - განმარტავს დიზაინერი ანკა ოდიშელიძე.

- რას სახის ტანსაცმელს სთავაზობთ ამჟამად მომხმარებელს?

- ყველანაირ ტანსაცმელს ვქმნით, გამოსასვლელი ფეხსაცმლიდან დაწყებული წყალგაუმტარი ქურთუკებით დამთავრებული. კოლექციები იქმნება როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ჩვენი ფერადი ქურთუკები ამ ეტაპზე ბესთსელერები არიან. სავარაუდოდ, ასეთი პოპულარობა მათმა მრავალფუნქციურობამ და განსხვავებულმა დიზაიმა გამოიწვია.

- როგორია ბრენდის კონცეფცია? ვისზეა გათვლილი თქვენი ტანსაცმელი?

- ბრენდის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ გააერთიანოს სხვადასხვა სტილი, დაწყებული გრანჟით დამთავრებული კლასიკურით. გვინდა, რომ გადმოვცეთ ადამიანების უნიკალური და ეკლექტური ხასიათი სამოსში. გვსურს, რომ ქართველები გახდნენ უფრო მეტად ექსპრესიულები, ამიტომ არ ვერიდებით ფერებს, უტრირებულ ფორმებს და ზომებს, სასაცილო გამონათქვამებს პრინტების სახით. BLIKVANGER ქმნის მათთვის, ვისაც არასოდეს ეშინია გაბედოს, გარისკოს, გაერთოს, იმხიარულოს, იყოს უკიდურესად მოდური, ჰქონდეს უსაზღვრო სტილის შეგრძნება და ბოლომდე მიიღოს ცხოვრებისგან ის სიამოვნება, რისი საშუალებაც აქვს.

ბრენდის ინსპირაცია არასოდეს არის ერთი, კონკრეტული თემატიკა. ჩვენი კოლექციები სუნთქავს ყველაფრით - ადამიანებით, ბუნებით, ხელოვნებით, ფერებით, არქიტექტურით, ხმებით. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ერთი მხარეა, რაც, საბოლოოდ BLIKVANGER-ის კოლექციას აცოხლებს. ხშირად ბრენდის კოლექციები, ზოგადად, ცხოვრების შეგრძნებითაა ინსპირირებული. ჩვენთან შეძენილ თითოეულ ნივთს თავისი პატარა შინაარსი მოჰყვება.

ფასიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღებია. მაგალითად, კაბებისა და პიჯაკების ფასები 150 ლარიდან 300 ლარამდემერყეობს.

- მხოლოდ ქართულ ბაზარზე მუშაობთ თუ საზღვარგარეთაც გადის თქვენი პროდუქცია?

- ამ ეტაპზე საქართველოს ბაზრის გარდა ვთანამშრომლობთ ბაქოსთან, მოსკოვთან და ლოს-ანჯელესთან. თუმცა შეკვეთებს ვიღებთ სხვა ქვეყნებიდანაც. მოდის კვირეულებში მონაწილეობა გვეხმარება იმაში, რომ უფრო მეტმა ბაიერმა გაიგოს ჩვენ შესახებ.

- როგორ შეაფასებთ ქართველების სტილსა და გემოვნებას? რამდენად გახსნილები არიან სიახლეების მიმართ?

- ქართველები საკმაოდ გემოვნებიანები არიან. საბედნიეროდ, მუქი ფერებით აღარ ვართ მოცულები და სიახლეებსაც ადვილად ვღებულობთ.

- ზამთრისთვის რა არის აქტუალური ტრენდები?

- დუტის ფერადი ქურთუკები კვლავ ძალიან აქტუალურია. ასევე, მოდურია ნაქსოვი ჟაკეტები. ვფიქრობთ, რომ წელს "ოპ არტის" ტიპის შავთეთრი პრინტი მეტად აქტუალური იქნება.

- მოდის ინდუსტრიაში რამდენად მძაფრია კონკურენცია და რა არის თქვენი უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით?

- კონკურენცია დღითი-დღე მატულობს და ინტერესიც საკმაოდ დიდია ქართველი დიზაინერების მიმართ. ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ არ ვექცევით ჩარჩოებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ჩვენი სტილი, რომელიც მხიარული და ფერადია. ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ვქმნით როგორც ქალბატონებისთვის, ისე ბავშვებისა და მამაკაცებისთვის.

- რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სირთულეები?

- ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ქსოვილების და ტანსცმლის აქსესუარების დეფიციტია. ასევე, ცოტა არიან პროფესიონალი კონსტუქტორები და მკერავები. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით სასწავლებელი იარსებებს.

- აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, ბრენდი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ბიზნესდაჯილდოებაშიც მონაწილეობთ. რას შეცვლის თქვენთვის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება?

- კარგი იქნება თუ "თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებულ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის შედეგად ბრენდის შესახებ ცნობადობა გაიზრდება. ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელს მეტი ნდობა ექნება ჩვენ მიმართ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- პირველ რიგში, დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავფართოვდეთ. რაც მთავარია, საზღვარგარეთ უფრო აქტიურად გასვლას ვგეგმავთ. გვინდა, უფრო მეტ ქვეყანაში გაიგონ, რომ ქართული პროდუქცია ხარისხიანია.

ნანიკო მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი