პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი ჯერ არ არის მზად, სამხრეთ ოსეთი მიიერთოს..."
"რუსეთი ჯერ არ არის მზად, სამხრეთ ოსეთი მიიერთოს..."

"ჯერ კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი არ ვი­ცით, მაგ­რამ სამ­ხრეთ ოსეთ­ში, რუ­სე­თის მი­ერ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დე­ბა", - აცხა­დებს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, ამის შე­სა­ხებ მოს­კოვ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რუ­სულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ТАСС-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ფენ­დუ­მის თემა არ გა­და­დე­ბუ­ლა და არც არა­ვის და­ვი­წყე­ბია, უბ­რა­ლოდ, მისი ჩა­ტა­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტდე­ბა და მიმ­დი­ნა­რე წელს აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა.

ბი­ბი­ლო­ვის თქმით, "არის ძა­ლი­ან ბევ­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი, რაც ოს ხალ­ხს გარ­კვე­ულ­წი­ლად აფერ­ხებს კი­დეც, თუმ­ცა ყვე­ე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შეს­ვლა ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია".

მი­სი­ვე თქმით, ის, თუ რო­დის ჩა­ტარ­დე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მი, ეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სუ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა ეტა­პის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გავ­ლა. "ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რად­გან მსოფ­ლიო ძა­ლი­ან იც­ვლე­ბა", - აცხა­დებს ბი­ბი­ლო­ვი.

რო­გორც ოსურ მე­დი­ა­ში აცხა­დე­ბენ, იყო დრო, რო­დე­საც ბი­ბი­ლო­ვი - პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ოსე­თის" ლი­დე­რი - სრუ­ლი­ად სხვა იდე­ე­ბით გა­მო­დი­ო­და და მის წი­ნა­მორ­ბედს რუ­სეთ­თან ასე­თი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გამო მუდ­მი­ვად აკ­რი­ტი­კებ­და, თუმ­ცა, მისი "წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა", სწო­რედ რუ­სეთ­თან მეტ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ეხე­ბო­და.

მა­შინ­დე­ლი სპი­კე­რი, არც ისე დიდი ხნის წინ, მწვა­ვე ოპო­ნი­რე­ბას უწევ­და ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვს და ცდი­ლობ­და, და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი რუ­სე­თის ჩა­რე­ვის გა­რე­შეც უნდა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვად ოს ხალ­ხს, მათი მეხ­სი­ე­რე­ბაც საკ­მა­ოდ მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა, რად­გან არც ისე დიდი ხნის წინ, მათ "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა" იზე­ი­მეს.

ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვად ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი, ამ სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და თა­ვის გუნდს სთა­ვა­ზობ­და, ძა­ლა­უფ­ლე­ბა მათ ხელ­ში ყო­ფი­ლი­ყო, იდე­ე­ბი კი, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ და თუ ამას თა­ვად ვერ მი­აღ­წევ­დნენ, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში, უკვე 2016 წელს ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ რე­ფე­რენ­დუ­მი.

თა­ვის მხრივ, მოს­კოვ­მა "თა­ვის მო­კავ­ში­რეს­თან" სა­მუ­შაო ვერ­სია "და­ა­კო­რექ­ტი­რა" და რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის ვადა ერთი წლით გა­და­წია. თუმ­ცა, 2017 წლის აპ­რი­ლის "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში" გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა, ამის გა­კე­თე­ბა არც "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის" შემ­დეგ იჩ­ქა­რა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იქ "ზედ­მე­ტი ფორ­მა­ლო­ბა და მისი თან­მდე­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა, - ისე­დაც ყვე­ლა­ფერს აგ­ვა­რებს".

კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში რუსი ექ­სპერ­ტის, ნო­კო­ლოზ სი­ლა­ე­ვის თქმით, რა­ხან რუ­სე­თის შე­მად­გენმლო­ბა­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი დად­გა, ეს ნიშ­ნავს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს. "თუმ­ცა, ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, სიფრ­თხი­ლე. რუ­სე­თი ახლა არ არის მზად სამ­ხრეთ ოსე­თი შე­ი­ერ­თოს. ეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბი­და­ნაც ნა­თე­ლია, თუმ­ცა, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ სამ­ხრეთ ოსეთ­თან, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას აღ­რმა­ვებს", - აცხა­დებს ის, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ არის მზად "სამ­ხრეთ ოსე­თი" რუ­სე­თის შე­მად­გნე­ლო­ბა­ში შე­სას­ვლე­ლად რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ა­ტა­როს, მით უფრო, რომ ბი­ბი­ლო­ვის "წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის" ერთ-ერთი სლო­გა­ნი სწო­რედ ეს იყო.

"შე­საძ­ლოა, სამ­ხრეთ ოსეთ­ში ფიქ­რობ­დნენ, რომ რუ­სე­თი, ცხინ­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ­თვის მი­სა­ღებ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამ­და, თუმ­ცა, ახლა რუ­სეთ­ში ამის გა­კე­თე­ბას არა­ვინ აპი­რებს. სწო­რედ ამი­ტომ წელ­ვას დროს ბი­ბი­ლო­ვი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ასე­თი ში­ნა­ა­რი­სის გან­ცხა­დე­ბე­ბით, "ცრუ გას­რო­ლას" ახორ­ცი­ე­ლებს... ასე რომ, მან ამომ­რჩე­ველს უნდა აუხ­სნას, რომ ახლა ისე­თი ვი­თა­რე­ბა არ არის, რო­გო­რიც 2014 წელს იყო, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ოსი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბი არ შე­ი­ლა­ხოს", - აცხა­დებს სი­ა­ლა­ე­ვი.

ცხინ­ვა­ლე­ლი ექ­სპერ­ტის, იუ­რის ვა­ზა­გო­ვის თქმით, ის, რომ რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის თემა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს, ბევ­რი მი­ზე­ზით აიხ­სნე­ბა. "რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ მისი კი არა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ნი­უქ­ტუ­რის სა­კი­თხია, რად­გან რუ­სე­თის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, კავ­კა­სი­ა­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლოს", - მი­აჩ­ნია ვა­ზა­გოვს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"რუსეთი ჯერ არ არის მზად, სამხრეთ ოსეთი მიიერთოს..."

"რუსეთი ჯერ არ არის მზად, სამხრეთ ოსეთი მიიერთოს..."

"ჯერ კონკრეტული თარიღი არ ვიცით, მაგრამ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის მიერთების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება", - აცხადებს ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომლის თქმითაც, ამის შესახებ მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

რუსულ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-სთან ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ რეფენდუმის თემა არ გადადებულა და არც არავის დავიწყებია, უბრალოდ, მისი ჩატარების დეტალები ზუსტდება და მიმდინარე წელს აუცილებლად ჩატარდება.

ბიბილოვის თქმით, "არის ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი, რაც ოს ხალხს გარკვეულწილად აფერხებს კიდეც, თუმცა ყვეელას კარგად ესმის, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

მისივე თქმით, ის, თუ როდის ჩატარდება რეფერენდუმი, ეს კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების დასულებაზეა დამოკიდებული. აუცილებელია, ყველა ეტაპის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლა. "ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან მსოფლიო ძალიან იცვლება", - აცხადებს ბიბილოვი.

როგორც ოსურ მედიაში აცხადებენ, იყო დრო, როდესაც ბიბილოვი - პოლიტიკური პარტია "ერთიანი ოსეთის" ლიდერი - სრულიად სხვა იდეებით გამოდიოდა და მის წინამორბედს რუსეთთან ასეთი მიჯაჭვულობის გამო მუდმივად აკრიტიკებდა, თუმცა, მისი "წინასაარჩევნო პროგრამა", სწორედ რუსეთთან მეტ ინტეგრაციას ეხებოდა.

მაშინდელი სპიკერი, არც ისე დიდი ხნის წინ, მწვავე ოპონირებას უწევდა ლეონიდ თიბილოვს და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ შიდა პოლიტიკური საკითხები რუსეთის ჩარევის გარეშეც უნდა მოგვარებულიყო. რაც შეეხება, თავად ოს ხალხს, მათი მეხსიერებაც საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ, მათ "დამოუკიდებლობა" იზეიმეს.

ოსური მედიის ინფორმაციით, თავად ლეონიდ თიბილოვი, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგი იყო და თავის გუნდს სთავაზობდა, ძალაუფლება მათ ხელში ყოფილიყო, იდეები კი, დამოუკიდებლად განეხორციელებინათ და თუ ამას თავად ვერ მიაღწევდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში, უკვე 2016 წელს ჩაეტარებინათ რეფერენდუმი.

თავის მხრივ, მოსკოვმა "თავის მოკავშირესთან" სამუშაო ვერსია "დააკორექტირა" და რეფერენდუმის ჩატარების ვადა ერთი წლით გადაწია. თუმცა, 2017 წლის აპრილის "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვებულმა ანატოლი ბიბილოვმა, ამის გაკეთება არც "ხელისუფლების გადაბარების" შემდეგ იჩქარა. რუსული მედიის თქმით, მათ ხელისუფლებას იქ "ზედმეტი ფორმალობა და მისი თანმდევი ვალდებულებები არ სჭირდება, - ისედაც ყველაფერს აგვარებს".

კავკასიის საკითხებში რუსი ექსპერტის, ნოკოლოზ სილაევის თქმით, რახან რუსეთის შემადგენმლობაში შესვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარების საკითხი დადგა, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს. "თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებით აუციელებელია, სიფრთხილე. რუსეთი ახლა არ არის მზად სამხრეთ ოსეთი შეიერთოს. ეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებიდანაც ნათელია, თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობას აღრმავებს", - აცხადებს ის, თუმცა მისივე თქმით, საინტერესოა, რატომ არ არის მზად "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის შემადგნელობაში შესასვლელად რეფერენდუმი ჩაატაროს, მით უფრო, რომ ბიბილოვის "წინასაარჩევნო პროგრამის" ერთ-ერთი სლოგანი სწორედ ეს იყო.

"შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში ფიქრობდნენ, რომ რუსეთი, ცხინვალთან დაკავშირებით, მათთვის მისაღებ ნაბიჯებს გადადგამდა, თუმცა, ახლა რუსეთში ამის გაკეთებას არავინ აპირებს. სწორედ ამიტომ წელვას დროს ბიბილოვი, რომელიც პერიოდულად ასეთი შინაარისის განცხადებებით, "ცრუ გასროლას" ახორციელებს... ასე რომ, მან ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რომ ახლა ისეთი ვითარება არ არის, როგორიც 2014 წელს იყო, ეს მნიშვნელოვანია, რათა ოსი ხალხის უფლებები არ შეილახოს", - აცხადებს სიალაევი.

ცხინვალელი ექსპერტის, იურის ვაზაგოვის თქმით, ის, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა აქტუალობას არ კარგავს, ბევრი მიზეზით აიხსნება. "რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას, მისი განხორციელება მხოლოდ მისი კი არა, საერთაშორისო კონიუქტურის საკითხია, რადგან რუსეთის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, შესაძლოა, კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალოს", - მიაჩნია ვაზაგოვს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე