პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
თარხნიშვილის 13 ნომერი
თარხნიშვილის 13 ნომერი

თავი II

ცის­ფე­რი სის­ხლის 50 პრო­ცენ­ტი

დი­ლი­დან ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დია.

არ ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი ასე იდე­ა­ლუ­რად ემ­თხვე­ო­დეს, ჩემს ხა­სი­ათს, ცოტა მე­უც­ნა­უ­რე­ბა.

იმ დღეს წვი­მა ვი­ნატ­რე და - გაწ­ვიმ­და.

გუ­შინ, გვი­ან ვამ­ბობ­დი, ხვალ ნეტა მზემ არ გა­მაღ­ვი­ძოს და გა­მო­ვი­ძი­ნოთ­ქო, თვალს ვა­ხელ შუ­ა­დღის 12 სა­ათ­ზე და ღრუბ­ლე­ბია.

"ღმერ­თო, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ!" - თვალს ვუკ­რავ ჭე­რის ერთ ამო­ჩე­მე­ბულ წერ­ტილს და სუ­ლე­ლი­ვით მე­ცი­ნე­ბა.

ან, რა­ტომ მე­ცი­ნე­ბა?

არ არ­სე­ბობს ღმერ­თი,

ცაში არ არის,

არ მი­ყუ­რებს,

თუ, რა?

არ მეს­მის, რა არის ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­სა­ცი­ლო.

ჩემს თავს ვსაყ­ვე­დუ­რობ მე თვი­თონ.

დიახ, მად­ლო­ბე­ლი ვარ!

მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ იმ "გვე­ლე­შა­პებს" გა­მო­ვეხ­სე­ნი და ჩემს ჭკუ­ა­ზე ვი­ძი­ნებ და ვიღ­ვი­ძებ.

აი­ვან­ზე მე­ო­რე დღეა, სა­რე­ცხს ვფენ მა­ი­სუ­რით, რო­მე­ლიც სი­მოკ­ლით, ფაქ­ტი­უ­რად, ბი­უს­ტჰალ­ტე­რია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ მე­დარ­დე­ბა.

თარ­ხნიშ­ვილ­ზე, ცხვირ­სა­ხო­ცის გა­ფე­ნა რომ მდო­მე­ბო­და, მხო­ლოდ 1 წა­მი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის გამო, უნდა ჩა­მეც­ვა ჩოხა-ახა­ლუ­ხი, თავ­ზე და­მემ­ხო ჩიხ­ტი­კო­პი ან "ნა პა­დო­ბიე" შლა­პა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მეს­ხა სუ­ნა­მო (სა­სურ­ვე­ლია, ფრან­გუ­ლი) და აი, ასე გრა­ცი­ო­ზუ­ლად, არო­მა­ტის ფრქვე­ვით უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი აი­ვან­ზე, რა დროც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით, რომ ეზო­ში სა­დაც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ღე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ანდა, რა ნა­ღე­ბი, უბ­რა­ლოდ 9 თა­ო­ბა ვე­რე­ლი - იყ­რი­და თავს და აივ­ნის კარი გა­ღე­ბუ­ლი არ მქონ­და, მთე­ლი ბრბო, ზე­მოთ იხე­დე­ბო­და.

- ღმერ­თო, რა გა­მა­ჩი­ნეს ასე­თი ლა­მა­ზი, რომ ყვე­ლას ჩემი და­ნახ­ვა უნდა?! - ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ­დი ხალ­ხის რე­აქ­ცი­ით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი და ჩო­ხას ვიხ­დი­დი ოთახ­ში შე­მოს­ვლი­სას.

ამ ხუმ­რო­ბა­ზე, სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად ემა­ტე­ბო­და 5 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლე­ში, სი­ხა­რუ­ლის­გან, დე­ი­და­ჩემს, რო­მელ­საც "მის უნი­ვერ­სი" ვგო­ნი­ვარ და დე­და­ჩემს, რო­მელ­საც სწამ­და, რომ შვი­ლი მხო­ლოდ მან გა­ა­ჩი­ნა და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა, მას, პლა­ნე­ტა­ზე ერ­თა­დერ­თს ეკუთ­ვნის.

თუმ­ცა, მა­ინც მო­ნა­ხავ­და საყ­ვე­დუ­რის სათ­ქმელს და რა­ი­მე, არარ­სე­ბულ მი­ზეზს მო­ი­გო­ნებ­და, ოღონდ ხაზი გა­ეს­ვა, რომ მთლად ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი ჩე­მით არ არის, იმი­ტომ რომ, აწ არ­სე­ბუ­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც მე, 2 წუ­თის წინ აი­ვან­ზე გა­ვი­ტა­ნე, არა­მარ­თე­ბუ­ლად დავ­კი­დე პო­ზი­ცი­ით "მარ­ჯვნი­დან -მარ­ცხნივ" და ეს მის ზნე­ობ­რივ, კულ­ტუ­რულ, "ნამი ველს - ჟამი სულს - მად­ლი ჭერს - ხვა­ვი ჭურს" და თა­ვა­დუ­რი ცის­ფე­რი სის­ხლის 50 პრო­ცენ­ტის მა­ტა­რე­ბელს, მის შვილს, არ მე­კად­რე­ბო­და.

ამ იმ­პე­რა­ტო­რუ­ლი ტო­ნის სა­პა­სუ­ხოდ, მე, მისი თა­ვა­დუ­რი სის­ხლის 50 პრო­ცენ­ტის მქო­ნე პირ­მ­შო, ხმა­მაღ­ლა ვი­ცი­ნო­დი და და­ნა­ნე­ბით ვამ­ბობ­დი - ნუ, რას ვი­ზამ, სად შეგწვდე­ბით ცაზე მაღ­ლებ­სთქო.

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თა­ვა­დი დები, ამ სი­ტყვებს ძა­ლი­ან მშვი­დად იფე­რებ­დნენ და მერე ზუს­ტად ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი, მე მათ ქცე­ვა­ზე მე­ცი­ნე­ბო­და.

აკა­კი წე­რეთ­ლის ფინ­ჯა­ნი ჩაის ის­ტო­რია

სამი დღეა, რაც ამ სახ­ლში გად­მო­ვე­დი და ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ამ­დენს თუ ვი­ფიქ­რებ­დი დე­და­ჩემ­სა და დე­ი­და­ჩემ­ზე, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა...

უკვე მე­ნატ­რე­ბი­ან და ჩემს თავს არ ვუ­ტყდე­ბი, ალ­ბათ, ბო­ლომ­დე.

მწყინს, რომ არ მი­რე­კა­ვენ.

ნეტა, რო­დემ­დე ექ­ნე­ბათ აწე­უ­ლი წარ­ბი და ბო­ტოქ­სის ეფექ­ტზე უფრო მაგ­რა გა­და­ჭი­მუ­ლი მა­ღა­ლი შუბ­ლი, რამ­დენ­ჯე­რაც ჩემს მე­ტიჩ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე - გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი ცალ­კე - ისა­უბ­რე­ბენ?

ხოდა, ის­ხდნენ თარ­ხნიშ­ვი­ლის 13 ნო­მერ­ში და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლებ­მა, არის­ტოკ­რა­ტუ­ლად აბო­ლონ თამ­ბა­ქო.

ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, ჩემი ის­ტე­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის­გან და­ვას­ვე­ნებ ცო­ტა­ხანს.

"არა, თუ ხე­დავ, რომ სტუმ­რებს ეპა­ტი­ჟე­ბა მი­სა­ღებ ოთახ­ში, სა­დაც სუფ­რა არც კი გა­და­უ­ფა­რე­ბია მა­გი­დის­თვის და ხელ­სა­ხო­ცე­ბიც უგე­მოვ­ნოდ აქვს ნა­ყი­დი დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის" - აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლავ­და დე­და­ჩე­მი და გა­ო­ცე­ბით უთი­თებ­და თა­ვის დას, მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის ან­ტიკ­ვა­რულ მა­გი­და­ზე, სა­დაც აკა­კი წე­რე­თელ­მა ოდეს­ღაც და­ლია ჩაი და იმ სი­თხის ლაქა დღემ­დე მთა­ვა­რი სა­ლა­პა­რა­კო თე­მაა, რამ­დენ­ჯე­რაც მათი "ტარ­ტა­ლეტ­კა" მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან ჩვენ­თან, ფინ­ჯა­ნი ყა­ვის და­სა­ლე­ვად.

"ზუს­ტად იცით, რომ აკა­კი წე­რე­თელ­მა და­ლია ეგ ჩაი, მაგ მა­გი­და­ზე ლა­მის წი­თე­ლი ლენ­ტით რომ მო­ხა­ზეთ და მტვერს წმენდთ დილა - სა­ღა­მოს და არა ვინ­მე რი­გით­მა დურ­გალ­მა, დაღ­ლი­ლო­ბის ჟამს, კა­რა­ქი­ან პურ­თან ერ­თადთქო?" - ვი­კი­თხე ერთ მშვიდ სა­ღა­მოს, რო­დე­საც ბან­ტი­ა­ნი გი­ტა­რით ხელ­ში მღე­როდ­ნენ რუ­სულ რო­მან­სებს ჩვენს სახ­ლში სტუმ­რად მო­სუ­ლი წე­რეთ­ლე­ბი და ერის­თა­ვე­ბი.

უზ­რდე­ლო­ბი გამო, იმ დღეს ძა­ლით და­მა­ძი­ნეს 8 სა­ათ­ზე და არც მამ­ბის ნა­ყი­დი უყი­დი­ათ ვა­კის პარკში, მე­ო­რე შა­ბათს.

ნეტა, ასე რა­ტომ გა­გიჟ­დნენ?

სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დი და ჩემი აზრი გა­მოვ­თქვი, დიდი ამ­ბა­ვი,

რო­გორ შევ­კად­რე მე­ფის კარს?

ხოდა, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, რომ ვთქვი. აი, ზუს­ტად ეგრე მინ­დო­და!

იმ შა­ბათს სულ არ მო­მი­თხო­ვია ეგ მტვრით სავ­სე ნა­ყი­ნი, სა­ერ­თო­დაც არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და მისი გა­სინ­ჯვა.

მის გა­რე­შეც გა­და­სა­რე­ვად ვი­თა­მა­შე, ვარ­დის­ფერ ქვი­შა­ში და ყვე­ლას ჯი­ნა­ზე, ახალ ნა­ყიდ კე­ტებ­შიც და­უ­ნა­ნებ­ლად ჩა­ვი­ყა­რე აღ­ნი­შუ­ლი ფე­რა­დი ხრე­ში, სახ­ლში წა­მოს­ვლამ­დე.

სახ­ლში მი­სუ­ლი კი, გვა­რი­ა­ნად გამ­ჩე­ჩეს და ისე და­მა­ძი­ნეს.

მაგ­რამ დი­დად, არც ეგ მე­დარ­დე­ბო­და.

მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, ერთი სი­ტყვით, ცის­ფერ სის­ხლი­ან­თა ბუმ­ბუ­ლე­ბი და საგ­ვა­რე­უ­ლი გერ­ბი რომ არ ჩავ­თვა­ლოთ.

ირე­ა­ლუ­რი ბინა

"იწ­ვი­მოს, რა! ღმერ­თო, ბა­რემ იწ­ვი­მოს და დღეს, ცო­ტახ­ნით, თავს მარ­თლა და­გა­ნე­ბებ"-- ისევ თვალს ვუკ­რავ ჭერ­ში ერთ წერ­ტილს და კი­დევ მე­ცი­ნე­ბა.

ვწე­ვარ აი, აქ, ჩემს სა­კუ­თარ ულა­მა­ზეს სა­ძი­ნე­ბელ­ში,

ღია იის­ფერ თეთ­რე­ულ­ში, ყვე­ლა­ზე მოკ­ლე მა­ი­სუ­რით რაც კი ოდეს­მე შე­უ­კე­რავთ.

გვერ­დით, სულ ცოტა, ბრედ პიტი, ანდა, ჯან­და­ბას, ჯუდ ლო მა­ინც რომ უნდა მეწ­ვეს და სა­შინ­ლად მე­სიკ­ვდი­ლე­ბა გა­მო­ფხიზ­ლე­ბა.

თა­ვი­დან ვი­წყებ ჩემი სახ­ლის თვა­ლი­ე­რე­ბას.

ძა­ლი­ან ვერ­თო­ბი.

მე­ში­ნია, სი­ხა­რუ­ლის­გან არ გა­ვაფ­რი­ნო, ისე მომ­წონს იდეა, რომ

მარ­ტო ვცხოვ­რობ და მარ­ტო მძი­ნავს უ-ბრედ პიტო სა­ძი­ნე­ბელ­ში,

რო­მე­ლიც ყვე­ლა ნა­ნახ სას­ტუმ­რო­სა და სახლზე ლა­მა­ზი და მყუდ­როა.

ეს სახ­ლი რომ ავე­ჯით ვი­ყი­დე, ალ­ბათ არ იცით, ხომ?

უფრო სწო­რად, ბი­ნის ასარ­ჩე­ვად რომ მი­ვე­დი, მე­გო­ნა, ვნა­ხავ­დი, ფურ­ცელ­ზე, ან ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფორ­მა­ტის მა­კეტს, და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი დი­ზა­ინს და წა­მო­ვი­დო­დი სახ­ლში.

ად­გილ­ზე მი­სულს კი, მა­კე­ტის ნაც­ვლად დამ­ხვდა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­წყო­ბი­ლი ბინა, გეს­მით?

შე­დი­ხარ, სახ­ლში, კე­ტავ კარს და... ბი­ნაა, რა!

ტე­ლე­ვი­ზო­რით, აბა­ზა­ნით, საშ­ხა­პე კა­ბი­ნით.

წა­მოწ­ვე­ბი, წყალს და­ლევ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დაჯ­დე­ბი, საჭ­მელს ნამ­დვი­ლად ვერ გა­ა­კე­თებ, მაგ­რამ ალ­ბათ, მო­წევ კი­დეც, თუ ძა­ლი­ან თხოვ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას :)

ეს სივ­რცე ბი­ნის ცო­ცხა­ლი მა­კე­ტია,

და რა­ო­დენ და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც არ უნდა იყოს - ნამ­დვი­ლი არ არის.

ცო­ტა­ხან­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­მიძ­ლია ამ არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის, ჭა­ღის, ავე­ჯის იდეა ვი­ჩუ­ქო, წა­ვი­დე

და ზუს­ტად იდენ­ტუ­რი დი­ზა­ი­ნით მო­ვა­წყო ჩემი ბინა.

აი, ამ მა­გი­და­ზე აკა­კი წე­რე­თელს ნამ­დვი­ლად არ და­უ­ლე­ვია ჩაი, თუმ­ცა, იმ­დე­ნად ლა­მა­ზი და ხა­რის­ხი­ა­ნია, რო­გორ­მე ავი­ტან!

ხოდა, მი­თხა­რით, რო­გორ მეთ­ქვა ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, უარი?

ვერ ვთქვი!

მოკ­ლედ, გა­მარ­ჯო­ბა!

მე ანო ვარ,

28 წლის და

ეს ირე­ა­ლუ­რი სახ­ლი,

რე­ა­ლუ­რად ჩე­მია!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ პირ­ვე­ლი თავი

რუბრიკის სხვა სიახლეები

თარხნიშვილის 13 ნომერი

თარხნიშვილის 13 ნომერი

თავი II

ცისფერი სისხლის 50 პროცენტი

დილიდან ღრუბლიანი ამინდია.

არ ვიცი, ყველაფერი ასე იდეალურად ემთხვეოდეს, ჩემს ხასიათს, ცოტა მეუცნაურება.

იმ დღეს წვიმა ვინატრე და - გაწვიმდა.

გუშინ, გვიან ვამბობდი, ხვალ ნეტა მზემ არ გამაღვიძოს და გამოვიძინოთქო, თვალს ვახელ შუადღის 12 საათზე და ღრუბლებია.

„ღმერთო, როგორ მიყვარხარ!“ - თვალს ვუკრავ ჭერის ერთ ამოჩემებულ წერტილს და სულელივით მეცინება.

ან, რატომ მეცინება?

არ არსებობს ღმერთი,

ცაში არ არის,

არ მიყურებს,

თუ, რა?

არ მესმის, რა არის ამ სიტუაციაში სასაცილო.

ჩემს თავს ვსაყვედურობ მე თვითონ.

დიახ, მადლობელი ვარ!

მადლობელი ვარ, რომ იმ „გველეშაპებს“ გამოვეხსენი და ჩემს ჭკუაზე ვიძინებ და ვიღვიძებ.

აივანზე მეორე დღეა, სარეცხს ვფენ მაისურით, რომელიც სიმოკლით, ფაქტიურად, ბიუსტჰალტერია, მაგრამ საერთოდ არ მედარდება.

თარხნიშვილზე, ცხვირსახოცის გაფენა რომ მდომებოდა, მხოლოდ 1 წამიანი მოქმედების გამო, უნდა ჩამეცვა ჩოხა-ახალუხი, თავზე დამემხო ჩიხტიკოპი ან „ნა პადობიე“ შლაპა, აუცილებლად უნდა დამესხა სუნამო (სასურველია, ფრანგული) და აი, ასე გრაციოზულად, არომატის ფრქვევით უნდა გავსულიყავი აივანზე, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეზოში სადაც სრულიად საქართველოს ნაღები საზოგადოება - ანდა, რა ნაღები, უბრალოდ 9 თაობა ვერელი - იყრიდა თავს და აივნის კარი გაღებული არ მქონდა, მთელი ბრბო, ზემოთ იხედებოდა.

- ღმერთო, რა გამაჩინეს ასეთი ლამაზი, რომ ყველას ჩემი დანახვა უნდა?! - ხუმრობით ვამბობდი ხალხის რეაქციით გათამამებული და ჩოხას ვიხდიდი ოთახში შემოსვლისას.

ამ ხუმრობაზე, სრულიად სერიოზულად ემატებოდა 5 სანტიმეტრი სიმაღლეში, სიხარულისგან, დეიდაჩემს, რომელსაც „მის უნივერსი“ ვგონივარ და დედაჩემს, რომელსაც სწამდა, რომ შვილი მხოლოდ მან გააჩინა და ეს ბედნიერება, მას, პლანეტაზე ერთადერთს ეკუთვნის.

თუმცა, მაინც მონახავდა საყვედურის სათქმელს და რაიმე, არარსებულ მიზეზს მოიგონებდა, ოღონდ ხაზი გაესვა, რომ მთლად ბოლომდე კმაყოფილი ჩემით არ არის, იმიტომ რომ, აწ არსებული ნივთი, რომელიც მე, 2 წუთის წინ აივანზე გავიტანე, არამართებულად დავკიდე პოზიციით „მარჯვნიდან -მარცხნივ“ და ეს მის ზნეობრივ, კულტურულ, „ნამი ველს - ჟამი სულს - მადლი ჭერს - ხვავი ჭურს“ და თავადური ცისფერი სისხლის 50 პროცენტის მატარებელს, მის შვილს, არ მეკადრებოდა.

ამ იმპერატორული ტონის საპასუხოდ, მე, მისი თავადური სისხლის 50 პროცენტის მქონე პირმშო, ხმამაღლა ვიცინოდი და დანანებით ვამბობდი - ნუ, რას ვიზამ, სად შეგწვდებით ცაზე მაღლებსთქო.

თქვენ წარმოიდგინეთ, თავადი დები, ამ სიტყვებს ძალიან მშვიდად იფერებდნენ და მერე ზუსტად ნახევარი საათი, მე მათ ქცევაზე მეცინებოდა.

აკაკი წერეთლის ფინჯანი ჩაის ისტორია

სამი დღეა, რაც ამ სახლში გადმოვედი და ყოველწუთიერად ამდენს თუ ვიფიქრებდი დედაჩემსა და დეიდაჩემზე, ნამდვილად არ მეგონა...

უკვე მენატრებიან და ჩემს თავს არ ვუტყდები, ალბათ, ბოლომდე.

მწყინს, რომ არ მირეკავენ.

ნეტა, როდემდე ექნებათ აწეული წარბი და ბოტოქსის ეფექტზე უფრო მაგრა გადაჭიმული მაღალი შუბლი, რამდენჯერაც ჩემს მეტიჩრულ გადაწყვეტილებაზე - გადავსულიყავი ცალკე - ისაუბრებენ?

ხოდა, ისხდნენ თარხნიშვილის 13 ნომერში და შეურაცხყოფილებმა, არისტოკრატულად აბოლონ თამბაქო.

ძალიანაც კარგი, ჩემი ისტერიული პრეტენზიებისგან დავასვენებ ცოტახანს.

„არა, თუ ხედავ, რომ სტუმრებს ეპატიჟება მისაღებ ოთახში, სადაც სუფრა არც კი გადაუფარებია მაგიდისთვის და ხელსახოცებიც უგემოვნოდ აქვს ნაყიდი დღევანდელი დღისთვის“ - აღშფოთებას ვერ მალავდა დედაჩემი და გაოცებით უთითებდა თავის დას, მისაღები ოთახის ანტიკვარულ მაგიდაზე, სადაც აკაკი წერეთელმა ოდესღაც დალია ჩაი და იმ სითხის ლაქა დღემდე მთავარი სალაპარაკო თემაა, რამდენჯერაც მათი „ტარტალეტკა“ მეგობრები მოდიან ჩვენთან, ფინჯანი ყავის დასალევად.

„ზუსტად იცით, რომ აკაკი წერეთელმა დალია ეგ ჩაი, მაგ მაგიდაზე ლამის წითელი ლენტით რომ მოხაზეთ და მტვერს წმენდთ დილა - საღამოს და არა ვინმე რიგითმა დურგალმა, დაღლილობის ჟამს, კარაქიან პურთან ერთადთქო?“ - ვიკითხე ერთ მშვიდ საღამოს, როდესაც ბანტიანი გიტარით ხელში მღეროდნენ რუსულ რომანსებს ჩვენს სახლში სტუმრად მოსული წერეთლები და ერისთავები.

უზრდელობი გამო, იმ დღეს ძალით დამაძინეს 8 საათზე და არც მამბის ნაყიდი უყიდიათ ვაკის პარკში, მეორე შაბათს.

ნეტა, ასე რატომ გაგიჟდნენ?

სერიოზულად დავინტერესდი და ჩემი აზრი გამოვთქვი, დიდი ამბავი,

როგორ შევკადრე მეფის კარს?

ხოდა, ძალიანაც კარგი, რომ ვთქვი. აი, ზუსტად ეგრე მინდოდა!

იმ შაბათს სულ არ მომითხოვია ეგ მტვრით სავსე ნაყინი, საერთოდაც არ მაინტერესებდა მისი გასინჯვა.

მის გარეშეც გადასარევად ვითამაშე, ვარდისფერ ქვიშაში და ყველას ჯინაზე, ახალ ნაყიდ კეტებშიც დაუნანებლად ჩავიყარე აღნიშული ფერადი ხრეში, სახლში წამოსვლამდე.

სახლში მისული კი, გვარიანად გამჩეჩეს და ისე დამაძინეს.

მაგრამ დიდად, არც ეგ მედარდებოდა.

მხიარული ბავშვობა მქონდა, ერთი სიტყვით, ცისფერ სისხლიანთა ბუმბულები და საგვარეული გერბი რომ არ ჩავთვალოთ.

ირეალური ბინა

“იწვიმოს, რა! ღმერთო, ბარემ იწვიმოს და დღეს, ცოტახნით, თავს მართლა დაგანებებ„-- ისევ თვალს ვუკრავ ჭერში ერთ წერტილს და კიდევ მეცინება.

ვწევარ აი, აქ, ჩემს საკუთარ ულამაზეს საძინებელში,

ღია იისფერ თეთრეულში, ყველაზე მოკლე მაისურით რაც კი ოდესმე შეუკერავთ.

გვერდით, სულ ცოტა, ბრედ პიტი, ანდა, ჯანდაბას, ჯუდ ლო მაინც რომ უნდა მეწვეს და საშინლად მესიკვდილება გამოფხიზლება.

თავიდან ვიწყებ ჩემი სახლის თვალიერებას.

ძალიან ვერთობი.

მეშინია, სიხარულისგან არ გავაფრინო, ისე მომწონს იდეა, რომ

მარტო ვცხოვრობ და მარტო მძინავს უ-ბრედ პიტო საძინებელში,

რომელიც ყველა ნანახ სასტუმროსა და სახლზე ლამაზი და მყუდროა.

ეს სახლი რომ ავეჯით ვიყიდე, ალბათ არ იცით, ხომ?

უფრო სწორად, ბინის ასარჩევად რომ მივედი, მეგონა, ვნახავდი, ფურცელზე, ან ონლაინ პრეზენტაციის ფორმატის მაკეტს, დავათვალიერებდი დიზაინს და წამოვიდოდი სახლში.

ადგილზე მისულს კი, მაკეტის ნაცვლად დამხვდა ჩვეულებრივი მოწყობილი ბინა, გესმით?

შედიხარ, სახლში, კეტავ კარს და... ბინაა, რა!

ტელევიზორით, აბაზანით, საშხაპე კაბინით.

წამოწვები, წყალს დალევ, სამზარეულოში დაჯდები, საჭმელს ნამდვილად ვერ გააკეთებ, მაგრამ ალბათ, მოწევ კიდეც, თუ ძალიან თხოვ ადმინისტრაციას :)

ეს სივრცე ბინის ცოცხალი მაკეტია,

და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს - ნამდვილი არ არის.

ცოტახანში აღმოვაჩინე, რომ შემიძლია ამ არსებული ტექნიკის, ჭაღის, ავეჯის იდეა ვიჩუქო, წავიდე

და ზუსტად იდენტური დიზაინით მოვაწყო ჩემი ბინა.

აი, ამ მაგიდაზე აკაკი წერეთელს ნამდვილად არ დაულევია ჩაი, თუმცა, იმდენად ლამაზი და ხარისხიანია, როგორმე ავიტან!

ხოდა, მითხარით, როგორ მეთქვა ასეთი მომსახურებისთვის, უარი?

ვერ ვთქვი!

მოკლედ, გამარჯობა!

მე ანო ვარ,

28 წლის და

ეს ირეალური სახლი,

რეალურად ჩემია!

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ პირველი თავი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი