22 აგვისტოს შეკვეთილში Black Sea Arena-ზე, ბერიკონი პრომოუშენის ორგანიზებით, გრიგორი ლეფსის (ლეფსვერიძე) გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი. რუსული შოუ-ბიზნესის ქართველი ვარკვლავი 16 ივლისს 55 წლის გახდა.
მას დიდი სურვილი ჰქონდა,ამ ფაქტთან დაკავშირებით საიუბილეო კონცერტი საქართველოშიც გაემართა. და ის სულ რამდენიმე წუთის წინ დაეშვა ბათუმის აეროპოტში.
გრიგორი ლეპსის სოლო კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია 22 აგვისტოს ჩათვლით საიტებზე - WWW.TKT.GE და WWW.BILETEBI.GE - ზე.
ასევე ბათუმი მოლის პირველ სართულზე არსებულ სალაროში და უშუალოდ შეკვეთილში, ბლექსიარენის ტერიტორიაზე არსებულ სალაროებში.
რუსული შოუ-ბიზნესის ნომერ პირველი ქართველი ვარსკვლავი მსმენელს Black Sea Arena-ზე 20 :00 საათზე თავისი უკვდავი ჰიტებითა და ახალი სიმღერებით ელოდება.
ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი გრიგორი ლეპსვერიძე ქართულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ყველაგან და ყოველთვის დიდი სიამაყითა და სიყვარულით საუბრობს თავის ქართულ წარმომავლობასა და სოჩაში გატარებული ბავშვობის ულამაზეს წლებზე.