პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეონარდო დიკაპრიო ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა წყვილი ღამის კლუბში გამოიჭირეს
ლეონარდო დიკაპრიო ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა წყვილი ღამის კლუბში გამოიჭირეს

42 წლის ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო წლე­ბია ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ ით­ვლე­ბა. ოს­კა­რო­სან­მა მსა­ხი­ობ­მა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ლა­მაზ­მა­ნი საყ­ვარ­ლე­ბი­დან, ვერა და ვერ შე­არ­ჩია ცო­ლო­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტი. დი­კაპ­რი­ოს წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე იღე­ბენ პა­პა­რა­ცე­ბი სხვა­დას­ხვა ლა­მაზ­მა­ნის გა­რე­მოც­ვა­ში, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­დე­ლია და ძი­რი­თა­დად Victoria's Secret-ის "ან­გე­ლო­ზი".

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ტე­ლე­არხ CBS-ის დი­ლის გა­და­ცე­მა­ში დი­კაპ­რი­ომ გეილ კინ­გის კი­თხვებს უპა­სუ­ხა, თუ რას აფა­სებს ყვე­ლა­ზე მე­ტად გო­გო­ნებ­ში. მსა­ხი­ობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მთა­ვა­რი "მოკ­რძა­ლე­ბა და იუ­მო­რის გრძნო­ბაა". ასე­ვე, დი­კაპ­რი­ოს თქმით, მისი რჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში "დრა­მას" არ უნდა აწყობ­დეს.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა მსა­ხი­ობს პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ცო­ლის გაც­ნო­ბაც შეს­თა­ვა­ზა, რა­მაც მსა­ხი­ო­ბი გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა - "არა, ამ­ჟა­მად ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში მაქვს. მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა მა­შინ იქ­ნე­ბა, როცა ამის დრო მოვა, ეს თა­ვის­თა­ვად უნდა მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

ახ­ლა­ხანს, 9 სექ­ტემ­ბერს, მსა­ხი­ო­ბი ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან მო­დელ ტონი გარ­ნის­თან ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს. 25 წლის გერ­მა­ნე­ლი მო­დე­ლი Victoria's Secret-ის "ან­გე­ლო­ზია", ის და ლე­ო­ნარ­დო 1 წელი ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და 2014 წელს და­შორ­დნენ, თუმ­ცა ახალ ფო­ტო­ებ­ში წყვი­ლი ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლია და საკ­მა­ოდ ბედ­ნი­ე­რა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

თვითმხილ­ვე­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრეს, რომ კლუ­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ წყვი­ლი ცოტა ხნით პა­პა­რა­ცე­ბის კვა­ლის ასა­რე­ვად და­ცილ­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა შემ­დეგ ტე­რი­ტო­რია ერთი მან­ქა­ნით და­ტო­ვეს.

დი­კაპ­რი­ოს ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლე­ბის ნუს­ხა შთამ­ბეჭ­და­ვია, სხვა­დას­ხვა დროს ის ისეთ ლა­მაზ­მა­ნებს ხვდე­ბო­და, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ბლე­იკ ლა­ივ­ლი, ბარ რა­ფა­ე­ლი, ამ­ბერ ვა­ლე­ტა, მა­და­ლი­ნა გენე, ჟი­ზელ ბუნდჰე­ნი, ერინ ჰი­ზერ­ტო­ნი, ნინა აგ­და­ლი და სხვე­ბი.

dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით

ლეონარდო დიკაპრიო ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა წყვილი ღამის კლუბში გამოიჭირეს

ლეონარდო დიკაპრიო ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა წყვილი ღამის კლუბში გამოიჭირეს

42 წლის ლეონარდო დიკაპრიო წლებია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება. ოსკაროსანმა მსახიობმა მრავალრიცხოვანი ლამაზმანი საყვარლებიდან, ვერა და ვერ შეარჩია ცოლობისთვის სასურველი კანდიდატი. დიკაპრიოს წელიწადში რამდენჯერმე იღებენ პაპარაცები სხვადასხვა ლამაზმანის გარემოცვაში, რომელთა უმრავლესობა მოდელია და ძირითადად Victoria's Secret-ის "ანგელოზი".

რამდენიმე წლის წინ, ტელეარხ CBS-ის დილის გადაცემაში დიკაპრიომ გეილ კინგის კითხვებს უპასუხა, თუ რას აფასებს ყველაზე მეტად გოგონებში. მსახიობმა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი "მოკრძალება და იუმორის გრძნობაა". ასევე, დიკაპრიოს თქმით, მისი რჩეული ურთიერთობებში "დრამას" არ უნდა აწყობდეს.

ტელეწამყვანმა მსახიობს პოტენციური საცოლის გაცნობაც შესთავაზა, რამაც მსახიობი გაამხიარულა - "არა, ამჟამად ისედაც ყველაფერი წესრიგში მაქვს. მაგრამ ქორწინება მაშინ იქნება, როცა ამის დრო მოვა, ეს თავისთავად უნდა მოხდეს", - განაცხადა მსახიობმა.

ახლახანს, 9 სექტემბერს, მსახიობი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში ყოფილ შეყვარებულთან მოდელ ტონი გარნისთან ერთად დააფიქსირეს. 25 წლის გერმანელი მოდელი Victoria's Secret-ის "ანგელოზია", ის და ლეონარდო 1 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და 2014 წელს დაშორდნენ, თუმცა ახალ ფოტოებში წყვილი ხელჩაკიდებულია და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურება.

თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ კლუბიდან გამოსვლის შემდეგ წყვილი ცოტა ხნით პაპარაცების კვალის ასარევად დაცილდა ერთმანეთს, თუმცა შემდეგ ტერიტორია ერთი მანქანით დატოვეს.

დიკაპრიოს ყოფილი საყვარლების ნუსხა შთამბეჭდავია, სხვადასხვა დროს ის ისეთ ლამაზმანებს ხვდებოდა, როგორებიც არიან: ბლეიკ ლაივლი, ბარ რაფაელი, ამბერ ვალეტა, მადალინა გენე, ჟიზელ ბუნდჰენი, ერინ ჰიზერტონი, ნინა აგდალი და სხვები.

dailymail.co.uk-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება