პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვასიკოს წასვლით ყველაფერი დავკარგე" - ცნობილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის დიდი ტკივილი
"ვასიკოს წასვლით ყველაფერი დავკარგე" - ცნობილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის დიდი ტკივილი

ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში ექი­მიც უძ­ლუ­რია და ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ტრა­გი­კუ­ლად სრულ­დე­ბა... მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, სწო­რედ ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად, ცნო­ბი­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ვა­სილ ჩა­ჩი­ბა­ია გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­მაც დიდი ტკი­ვი­ლი და თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი და­ტო­ვა ოჯა­ხის წევ­რებ­ში, მე­გობ­რებ­ში, პა­ცი­ენ­ტებ­ში...

რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, 1-ელი სექ­ტემ­ბე­რი ვა­სი­კო ჩა­ჩი­ბა­ი­ას დღეა, - შე­მოდ­გო­მის ამ პირ­ველ დღეს 63 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და... ვინც ამ ადა­მი­ანს იც­ნობ­და, ამ­ბობს, რომ ის იყო კაცი, რო­მე­ლიც გახ­სნი­ლი იყო ყო­ველ­გვა­რი სი­ახ­ლის­თვის. საქ­მე­ში უში­შა­რი, თავ­და­დე­ბუ­ლი, უან­გა­რო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი...

მას უკავ­შირ­დე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბაც - ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ...

თუ მისი ცხოვ­რე­ბის გზას გავ­ყვე­ბით, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და პატ­რის ლუ­მუმ­ბას სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის ხალ­ხთა მე­გობ­რო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ას­პი­რან­ტუ­რა­ში ექიმ­თა დიპ­ლო­მის შემ­დგო­მი გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­ა­ში ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ქი­რურ­გი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით ჩა­ი­რი­ცხა.

შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მე­ბი, რის შემ­დე­გაც მი­ე­ნი­ჭა მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი­სა და დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი ენ­დოკ­რი­ნულ ქი­რურ­გი­ა­ში.

10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტის ქი­რურ­გი­ულ სნე­უ­ლე­ბა­თა N3 კა­თედ­რის ასის­ტენ­ტი და შემ­დგომ­ში პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ.

12 წელი თბი­ლი­სის მე-4 კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ენ­დოკ­რი­ნულ დარ­ღვე­ვა­თა და ენ­დო­ვი­დე­ო­ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის და­ფუძ­ნე­ბის შემ­დეგ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ამა­ვე ინ­სტი­ტუ­ტის ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე იყო. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით 5000-ზე მეტი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია შეს­რულ­და.

ბა­ტო­ნი ვა­სი­ლი ცნო­ბი­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის, ელე­ნე გი­ორ­გა­ძის მე­უღ­ლე გახ­ლდათ. ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნეს მე­უღ­ლე­ზე ახლა წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი ცრემ­ლის გა­რე­შე არ შე­უძ­ლია.

ელე­ნე გი­ორ­გა­ძე:

- რთუ­ლია ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. მე და ჩემს მე­უღ­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, - თით­ქმის 30 წელი (ცოტა და­აკ­ლდა) ერ­თად გა­ვი­ა­რეთ. ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მხო­ლოდ მე­უღ­ლე არ ყო­ფი­ლა - ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, კო­ლე­გა და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. ამი­ტომ ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი გვქონ­და, მისი წას­ვლით კი ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გე, და­მაკ­ლდა...

24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვი­ყა­ვით... ახლა სა­ში­ნე­ლი სი­ცა­რი­ე­ლეა და სა­ო­ცა­რი მარ­ტო­ო­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს. თუმ­ცა ალ­ბათ ამის თქმა სირ­ცხვი­ლია მა­შინ, როცა 2 არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, კარ­გი სი­ძე­ე­ბი და 2 შვი­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, დარ­დი ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­მიმ­სუ­ბუ­ქონ...

გარ­და ამი­სა, მე და ვა­სი­კოს ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და და თი­თო­ე­უ­ლი მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. დღეს ისი­ნიც ჩემ გვერ­დით არი­ან... დიახ, ვა­სი­კო ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იყო... ალ­ბათ ჩემი წარ­მა­ტე­ბე­ბი ისე რო­გორც მას, არა­ვის უხა­რო­და. ზუს­ტად ისე ახა­რებ­და, რო­გორც მშო­ბელს შვი­ლის წარ­მა­ტე­ბა... რო­დე­საც ცნო­ბი­ლი ექი­მი გავ­ხდი, არა­და, ამ დროს არა­ნაკ­ლე­ბი სა­ხე­ლის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო, ამ­ბობ­და, მე ელე­ნე გი­ორ­გა­ძის მე­უღ­ლე ვარო...

როცა და­ვი­წუ­წუ­ნებ­დი, - გა­და­ვი­ღა­ლე და რა­ი­მე ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბის დრო აღარ მაქვს-მეთ­ქი. არას­დროს მაძ­ლევ­და მოშ­ვე­ბის უფ­ლე­ბას. მუდ­მი­ვად გვერ­დში მედ­გა, მამ­ხნე­ვებ­და და ძა­ლას მმა­ტებ­და. დღი­თი დღე ვგრძნობ და ვრწმუნ­დე­ბი, რომ მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და გამ­წე­ვი ძალა დავ­კარ­გე. ვა­სი­კო ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყო...

- რო­გორ შეხ­ვდა სა­კუ­თარ ავად­მყო­ფო­ბას?

- იმის შემ­დეგ, რაც დი­აგ­ნო­ზი გა­ი­გო, ამა­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობ­და. ბოლო წუ­თამ­დე თა­ვის ხა­სი­ათს ინარ­ჩუ­ნებ­და, არა­ფერ­ზე უთ­ქვამს, ახლა ამის დრო არ არის და აღარ გა­ვა­კე­თე­ბო. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო - ყო­ველ­თვის გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხი­თა და იუ­მო­რის გრძნო­ბით სავ­სე. აქეთ გამ­ხნე­ვებ­და და არა­ვის აჩ­ვე­ნებ­და, თვი­თონ რას გა­ნიც­დი­და...

1-ელ სექ­ტემ­ბერს 63 წლის გახ­დე­ბო­და...

დიახ, ენერ­გი­ით, ძა­ლი­თა და სი­ცო­ცხლით სავ­სე წა­ვი­და. ამი­ტო­მაც არის, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მარ­თლა გუ­ლით გა­ნიც­დის მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას... ყველ­გან სი­კე­თეს, სიყ­ვა­რულს თე­სავ­და. ოპ­ტი­მის­ტი იყო, მის გვერ­დით ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე მსუ­ბუ­ქად მეჩ­ვე­ნე­ბო­და.

ხომ გე­უბ­ნე­ბით, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით ვცხოვ­რობ­დით და ვის­ვე­ნებ­დით. უცხო­ეთ­ში ტრე­ნინ­გებ­სა და კონ­ფე­რინ­ცი­ებ­ზეც თან დამ­ყვე­ბო­და იმის­თვის, რომ საქ­მი­დან თა­ვი­სუ­ფალ დროს ისევ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მე­გობ­რე­ბი რომ ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ქალ­ბა­ტო­ნე­ბის შეკ­რე­ბა­ზეც კი ჩვენ­თან ერ­თად იყო, ბო­ლოს უკვე ვერც კი ვხვდე­ბო­დი, მე ვი­ყა­ვი მათი მე­გო­ბა­რი თუ ვა­სი­კო. ყვე­ლა მიჩ­ვე­უ­ლი იყო იმას, რომ ჩვენ გვერ­დით უნდა ყო­ფი­ლი­ყო... ცოტა ხნის წინ კი ყვე­ლა ერ­თად დაგვტო­ვა... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მამა, ბა­ბუა გახ­ლდათ, შვი­ლიშ­ვი­ლებს მისი სა­ხით ბევ­რი და­აკ­ლდათ. არც ვიცი, ვინ­მეს კი­დევ თუ შე­უძ­ლია შვი­ლებს მის­ცეს იმ­დე­ნი, რაც მან შე­ეძ­ლო. ამას­თან, იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძმა, შვი­ლი, სიძე, ამ­ხა­ნა­გი, ვერ მოვ­ნა­ხე მხა­რე, რა­შიც შე­იძ­ლე­ბა, რომ ცუდი ყო­ფი­ლი­ყო. ჰქონ­და თვი­სე­ბა არა­ვის დაკ­ლე­ბო­და და ყუ­რა­დღე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნად­გო­მა არ გა­მო­ე­ხა­ტა.

ძა­ლი­ან ჭირს იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ ვა­სი­კო აღარ არის...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

"ვასიკოს წასვლით ყველაფერი დავკარგე" - ცნობილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის დიდი ტკივილი

"ვასიკოს წასვლით ყველაფერი დავკარგე" - ცნობილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის დიდი ტკივილი

ზოგჯერ საკუთარ დაავადებასთან ბრძოლაში ექიმიც უძლურია და ბევრი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი მაინც ტრაგიკულად სრულდება... მიმდინარე წლის მარტში, სწორედ ავადმყოფობის შედეგად, ცნობილი ენდოკრინოლოგი ვასილ ჩაჩიბაია გარდაიცვალა, რომელმაც დიდი ტკივილი და თბილი მოგონებები დატოვა ოჯახის წევრებში, მეგობრებში, პაციენტებში...

როგორც ახლობლები ამბობენ, 1-ელი სექტემბერი ვასიკო ჩაჩიბაიას დღეა, - შემოდგომის ამ პირველ დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა... ვინც ამ ადამიანს იცნობდა, ამბობს, რომ ის იყო კაცი, რომელიც გახსნილი იყო ყოველგვარი სიახლისთვის. საქმეში უშიშარი, თავდადებული, უანგარო, პროფესიონალი...

მას უკავშირდება ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დაარსებაც - ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ...

თუ მისი ცხოვრების გზას გავყვებით, ცნობილი ხდება, რომ დამთავრებული ჰქონდა პატრის ლუმუმბას სახელობის მოსკოვის ხალხთა მეგობრობის სამედიცინო უნივერსიტეტი. ასპირანტურაში ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიაში ენდოკრინული ქირურგიის სპეციალობით ჩაირიცხა.

შესრულებული აქვს სამეცნიერო შრომები, რის შემდეგაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ენდოკრინულ ქირურგიაში.

10 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N3 კათედრის ასისტენტი და შემდგომში პროფესორი გახლდათ.

12 წელი თბილისის მე-4 კლინიკურ საავადმყოფოში ენდოკრინულ დარღვევათა და ენდოვიდეოქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დაფუძნების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ამავე ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე იყო. მისი ხელმძღვანელობით 5000-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია შესრულდა.

ბატონი ვასილი ცნობილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის მეუღლე გახლდათ. ქალბატონი ელენეს მეუღლეზე ახლა წარსულში საუბარი ცრემლის გარეშე არ შეუძლია.

ელენე გიორგაძე:

- რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. მე და ჩემს მეუღლეს განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, - თითქმის 30 წელი (ცოტა დააკლდა) ერთად გავიარეთ. ჩემთვის გამორჩეული ადამიანი იყო. მხოლოდ მეუღლე არ ყოფილა - ჩემი საყვარელი ადამიანი, კოლეგა და უახლოესი მეგობარი გახლდათ. ამიტომ ურთიერთობაშიც აბსოლუტურად ყველა კომპონენტი გვქონდა, მისი წასვლით კი ყველაფერი დავკარგე, დამაკლდა...

24 საათის განმავლობაში ერთად ვიყავით... ახლა საშინელი სიცარიელეა და საოცარი მარტოობის შეგრძნება მაქვს. თუმცა ალბათ ამის თქმა სირცხვილია მაშინ, როცა 2 არაჩვეულებრივი ქალიშვილი მყავს, კარგი სიძეები და 2 შვილიშვილი, რომლებიც ცდილობენ, დარდი ყველანაირად შემიმსუბუქონ...

გარდა ამისა, მე და ვასიკოს ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა და თითოეული მის გარდაცვალებას ძალიან განიცდის. დღეს ისინიც ჩემ გვერდით არიან... დიახ, ვასიკო ჩემი მეორე ნახევარი იყო... ალბათ ჩემი წარმატებები ისე როგორც მას, არავის უხაროდა. ზუსტად ისე ახარებდა, როგორც მშობელს შვილის წარმატება... როდესაც ცნობილი ექიმი გავხდი, არადა, ამ დროს არანაკლები სახელის მქონე სპეციალისტი იყო, ამბობდა, მე ელენე გიორგაძის მეუღლე ვარო...

როცა დავიწუწუნებდი, - გადავიღალე და რაიმე ახალი საქმის დაწყების დრო აღარ მაქვს-მეთქი. არასდროს მაძლევდა მოშვების უფლებას. მუდმივად გვერდში მედგა, მამხნევებდა და ძალას მმატებდა. დღითი დღე ვგრძნობ და ვრწმუნდები, რომ მამოძრავებელი და გამწევი ძალა დავკარგე. ვასიკო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო...

- როგორ შეხვდა საკუთარ ავადმყოფობას?

- იმის შემდეგ, რაც დიაგნოზი გაიგო, ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. ბოლო წუთამდე თავის ხასიათს ინარჩუნებდა, არაფერზე უთქვამს, ახლა ამის დრო არ არის და აღარ გავაკეთებო. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო - ყოველთვის გაღიმებული სახითა და იუმორის გრძნობით სავსე. აქეთ გამხნევებდა და არავის აჩვენებდა, თვითონ რას განიცდიდა...

1-ელ სექტემბერს 63 წლის გახდებოდა...

დიახ, ენერგიით, ძალითა და სიცოცხლით სავსე წავიდა. ამიტომაც არის, რომ ბევრი ადამიანი მართლა გულით განიცდის მის გარდაცვალებას... ყველგან სიკეთეს, სიყვარულს თესავდა. ოპტიმისტი იყო, მის გვერდით ნებისმიერი საქმე მსუბუქად მეჩვენებოდა.

ხომ გეუბნებით, სულ ერთად ვიყავით, ერთად ვმუშაობდით ვცხოვრობდით და ვისვენებდით. უცხოეთში ტრენინგებსა და კონფერინციებზეც თან დამყვებოდა იმისთვის, რომ საქმიდან თავისუფალ დროს ისევ ერთად ვყოფილიყავით. მეგობრები რომ ვიკრიბებოდით, ქალბატონების შეკრებაზეც კი ჩვენთან ერთად იყო, ბოლოს უკვე ვერც კი ვხვდებოდი, მე ვიყავი მათი მეგობარი თუ ვასიკო. ყველა მიჩვეული იყო იმას, რომ ჩვენ გვერდით უნდა ყოფილიყო... ცოტა ხნის წინ კი ყველა ერთად დაგვტოვა... არაჩვეულებრივი მამა, ბაბუა გახლდათ, შვილიშვილებს მისი სახით ბევრი დააკლდათ. არც ვიცი, ვინმეს კიდევ თუ შეუძლია შვილებს მისცეს იმდენი, რაც მან შეეძლო. ამასთან, იყო შესანიშნავი ძმა, შვილი, სიძე, ამხანაგი, ვერ მოვნახე მხარე, რაშიც შეიძლება, რომ ცუდი ყოფილიყო. ჰქონდა თვისება არავის დაკლებოდა და ყურადღება, სიყვარული და თანადგომა არ გამოეხატა.

ძალიან ჭირს იმასთან შეგუება, რომ ვასიკო აღარ არის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი