პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბრიდან ახალგორის რაიონში ქართულენოვანი სკოლები და ბაღები უქმდება
სექტემბრიდან ახალგორის რაიონში ქართულენოვანი სკოლები და ბაღები უქმდება

1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი და ბაგა-ბა­ღე­ბი გა­უქ­მდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ეხო კავ­კა­ზა" ავ­რცე­ლებს. 2008 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ორი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ბაგა-ბაღი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე 30-მდე აღ­საზ­რდე­ლი ირი­ცხე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ 3 სკო­ლა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, სა­დაც 80-მდე მოს­წავ­ლე ირი­ცხე­ბო­და.

სკო­ლე­ბი­სა და ბაგა-ბა­ღე­ბის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ჯგუ­ფე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან ერ­თად, ოსუ­რი მხა­რე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხში ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს. კერ­ძოდ, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პირ­ველ კლას­ში მი­ღე­ბა მხო­ლოდ რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მოხ­დე­ბა. რუ­სულ ენა­ზე სრუ­ლად გა­დას­ვლის პრო­ცე­სი კი ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ოსუ­რი მხა­რე აპი­რებს ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი რუ­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს, რაც ნიშ­ნავს, რომ იქ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა რუ­სულ ენა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი იმ პე­და­გო­გებ­ზეც იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას, ვინც ვერ შეძ­ლებს რუ­სულ ენა­ზე სწავ­ლე­ბას. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ დე ფაქ­ტო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მათ ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ავიწ­რო­ებს. ოსუ­რი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ხედ­ვით, სწავ­ლა- გა­ნათ­ლე­ბა რუ­სე­თის პროგ­რა­მით წა­რი­მარ­თე­ბა, ქარ­თულს კი ერთ-ერთ საგ­ნად ის­წავ­ლი­ან. ზო­გა­დად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის ად­გი­ლას რუ­სუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა აშენ­დეს.

მა­თი­ვე თქმით, ამას ეტა­პობ­რი­ვი სახე არ ექ­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლის ძვე­ლი პროგ­რა­მით დას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ. ე.წ. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ელი­სო გაგ­ლო­ე­ვა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სუ­ლი სკო­ლის ატეს­ტა­ტი მოს­წავ­ლე­ებს ად­გი­ლობ­რივ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

ამას­თან, გაგ­ლო­ე­ვას თქმით, "პრე­ზი­დენ­ტი" მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა სკო­ლა ერთი პროგ­რა­მით უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვინც ახალ პროგ­რა­მას ვერ დაძ­ლევს, სკო­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს.

ე.წ. გა­ნათ­ლე­ბის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ორი წლის წინ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­თვის "ახა­ლი ის­ტო­რი­ის" შე­სას­წავ­ლად სა­გან­გე­ბოდ რუ­სუ­ლი კად­რე­ბი მი­ავ­ლი­ნეს, რად­გან არ­სე­ბობს პრინ­ცი­პუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ახალ ის­ტო­რი­ა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, "2008 წლის პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ".

ახალ­გო­რე­ლე­ბის თქმით, 2008 წლის ომის შემ­დეგ, რუ­სუ­ლის სწავ­ლე­ბის დონე ქარ­თულ სკო­ლებ­ში მკვეთ­რად და­ე­ცა, თუმ­ცა, ის, რა­საც ახლა ცხინ­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აპი­რებს, გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. სა­ერ­თოდ, სკო­ლებ­ში, რო­გორც ახალ­გორ­ში, ასე­ვე ოსუ­რი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სწავ­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნეა, რის გა­მოც მოს­წავ­ლე­ე­ბი რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ემ­ზა­დე­ბი­ან; ერთი საგ­ნის კერ­ძოდ სწავ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რი სა­შუ­ა­ლოდ, 100 ლა­რია.

საქ­მე ის არის, რომ ცხინ­ვა­ლის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას" სხვა რამე აღელ­ვებს, - სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სწავ­ლას თბი­ლის­ში გა­ნაგ­რძობ­დნენ, სა­ი­და­ნაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლებ­ლებ­ში მოხ­ვედ­რის შან­სიც ჰქონ­დათ... ახალ­გო­რე­ლე­ბის თქმით, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით ცხინ­ვა­ლის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" მათ სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბას აი­ძუ­ლებს.

"ეხო კავ­კა­ზას­თან" სა­უ­ბარ­ში რუსი პო­ლი­ტი­ლო­გი ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი ამ­ბობს, რომ ეს ბი­ბი­ლო­ვის უდი­დე­სი შეც­დო­მაა. მისი თქმით, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ფორ­სი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში რუ­სუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა ყო­ველ­გვარ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ორმა უკვე და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მი­მართ სწო­რი მიდ­გო­მე­ბი შე­არ­ჩი­ონ. მთა­ვა­რია, ახლა სამ­ხრეთ ოსეთ­მა და აფხა­ზეთ­მა ის პო­ლი­ტი­კა არ გა­ი­მე­ო­რონ, რაც თა­ვის დრო­ზე მათი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მოს­ვლის მი­ზე­ზი გახ­და...", - ამ­ბობს სი­ლა­ე­ვი.

ოსი ბლო­გე­რე­ბის თქმით, რო­გორც ჩანს, რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ან არაფ­რად მი­იჩ­ნევს იმას, თუ რო­გო­რი მა­სობ­რი­ვი რუ­სი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც ცხინ­ვა­ლის, ასე­ვე აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში, თუმ­ცა, მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას ჯერ კი­დევ მწვა­ვედ უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

სექტემბრიდან ახალგორის რაიონში ქართულენოვანი სკოლები და ბაღები უქმდება

სექტემბრიდან ახალგორის რაიონში ქართულენოვანი სკოლები და ბაღები უქმდება

1-ლი სექტემბრიდან ახალგორის რაიონში ქართულენოვანი სკოლები და ბაგა-ბაღები გაუქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ახალგორის რაიონში ორი ქართულენოვანი ბაგა-ბაღი იყო დარჩენილი, სადაც გასული სასწავლო წლის ბოლომდე 30-მდე აღსაზრდელი ირიცხებოდა. რაც შეეხება სკოლას, აგვისტოს ომის შემდეგ 3 სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც 80-მდე მოსწავლე ირიცხებოდა.

სკოლებისა და ბაგა-ბაღების ქართულენოვანი ჯგუფების გაუქმებასთან ერთად, ოსური მხარე ზოგადი განათლების საკითხში ცვლილებებზე საუბრობს. კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პირველ კლასში მიღება მხოლოდ რუსულენოვან სკოლებში მოხდება. რუსულ ენაზე სრულად გადასვლის პროცესი კი ეტაპობრივად განხორციელდება.

1-ლი სექტემბრიდან ოსური მხარე აპირებს ახალგორის რაიონის ქართული სკოლები რუსული განათლების პროგრამაზე გადაიყვანოს, რაც ნიშნავს, რომ იქ სწავლა-განათლება რუსულ ენაზე განხორციელდება. შესაბამისად, ეს ცვლილებები იმ პედაგოგებზეც იქონიებს გავლენას, ვინც ვერ შეძლებს რუსულ ენაზე სწავლებას. გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ დე ფაქტო ხელმძღვანელობა მათ ეთნიკური ნიშნით ავიწროებს. ოსური მხარის ინიციატივის მიხედვით, სწავლა- განათლება რუსეთის პროგრამით წარიმართება, ქართულს კი ერთ-ერთ საგნად ისწავლიან. ზოგადად, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ქართული სკოლების ადგილას რუსული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდეს.

მათივე თქმით, ამას ეტაპობრივი სახე არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი კლასის მოსწავლეებს სკოლის ძველი პროგრამით დასრულების საშუალება არ ექნებათ. ე.წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ელისო გაგლოევა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ რუსული სკოლის ატესტატი მოსწავლეებს ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

ამასთან, გაგლოევას თქმით, "პრეზიდენტი" მიიჩნევს, რომ ყველა სკოლა ერთი პროგრამით უნდა ხელმძღვანელობდეს. მისივე განმარტებით, ვინც ახალ პროგრამას ვერ დაძლევს, სკოლის დატოვება მოუწევს.

ე.წ. განათლების უწყების წარმომადგენლების თქმით, ორი წლის წინ, სპეციალურად ქართული სკოლებისთვის "ახალი ისტორიის" შესასწავლად საგანგებოდ რუსული კადრები მიავლინეს, რადგან არსებობს პრინციპული ცვლილებები ახალ ისტორიაში, კონკრეტულად, "2008 წლის პროცესების შემდეგ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ".

ახალგორელების თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსულის სწავლების დონე ქართულ სკოლებში მკვეთრად დაეცა, თუმცა, ის, რასაც ახლა ცხინვალის ხელმძღვანელობა აპირებს, გამოსავალი არ არის. საერთოდ, სკოლებში, როგორც ახალგორში, ასევე ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სწავლების ძალიან დაბალი დონეა, რის გამოც მოსწავლეები რეპეტიტორებთან ემზადებიან; ერთი საგნის კერძოდ სწავლების საფასური საშუალოდ, 100 ლარია.

საქმე ის არის, რომ ცხინვალის "ხელმძღვანელობას" სხვა რამე აღელვებს, - სკოლის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტები სწავლას თბილისში განაგრძობდნენ, საიდანაც საერთაშორისო სასწავლებლებში მოხვედრის შანსიც ჰქონდათ... ახალგორელების თქმით, ამ ინიციატივით ცხინვალის "ხელმძღვანელობა" მათ საცხოვრებლების დატოვებას აიძულებს.

"ეხო კავკაზასთან" საუბარში რუსი პოლიტილოგი ნიკოლაი სილაევი ამბობს, რომ ეს ბიბილოვის უდიდესი შეცდომაა. მისი თქმით, იქაური ქართველებისთვის ფორსირებულ რეჟიმში რუსული ენის სწავლება ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

"მნიშვნელოვანია, ორმა უკვე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობის მიმართ სწორი მიდგომები შეარჩიონ. მთავარია, ახლა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ის პოლიტიკა არ გაიმეორონ, რაც თავის დროზე მათი საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის მიზეზი გახდა...", - ამბობს სილაევი.

ოსი ბლოგერების თქმით, როგორც ჩანს, რუსი პოლიტოლოგი არ არის ინფორმირებული ან არაფრად მიიჩნევს იმას, თუ როგორი მასობრივი რუსიფიკაცია მიმდინარეობს როგორც ცხინვალის, ასევე აფხაზეთის რეგიონში, თუმცა, მათგან განსხვავებით, აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკას ჯერ კიდევ მწვავედ უპირისპირდებიან.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე