პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უქმნის საქართველოში დასვენება ავთანდილ ცქვიტინიძეს დისკომფორტს - "არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს..."
რატომ უქმნის საქართველოში დასვენება ავთანდილ ცქვიტინიძეს დისკომფორტს - "არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს..."

"არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უხ­დე­ბათ მა­სი­უ­რი, გა­დატ­ვირ­თუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ზო­გი­ერთს კი პი­რი­ქით, რაც უნდა მცი­რე ზო­მის აქ­სე­სუ­ა­რი ეკე­თოს, თით­ქოს ზედ­მე­ტია... ამ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ანს თუ ძა­ლი­ან უყ­ვარს აქ­სე­სუ­ა­რი, ალ­ბათ, მი­ნი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს! ყვე­ლას ყო­ველ­თვის ეტყო­ბა, რა აქვს მი­წე­ბე­ბუ­ლი, რად­გან ის ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ჯდე­ბა მის ვი­ზუ­ა­ლურ და სუ­ლი­ერ ჰარ­მო­ნი­ა­ში", - ამ­ჯე­რად, დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბა­ზე...

- ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ხართ ნამ­ყო­ფი. რომ­ლე­ბია თქვენ­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი?

- ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს... როცა პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი რომ­ში, მგო­ნი, იქ ყვე­ლა­ფე­რი შე­მიყ­ვარ­და. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ემო­ცი­ე­ბი მქონ­და ვე­ნე­ცი­ა­ში. ხომ ორი­ვე ერთი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ სულ სხვა­დას­ხვა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა... "ჩემი" ქა­ლა­ქი პა­რი­ზია! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და­ი­წყო - ჩვე­ნე­ბე­ბით, შო­უ­რუ­მე­ბით, შე­გუ­ე­ბა დამ­ჭირ­და მი­ლან­თან! იქაც მაქვს "ჩემი" კუ­თხე­ე­ბი, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც შენს თავს იჭერ იმა­ში, რომ სხვა­გან ყოფ­ნა უფრო გი­ხა­რია... რო­დე­საც პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ნიუ-იორკში, ვიგ­რძე­ნი, იქ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი ემო­ცია იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ჩას­ვლის შემ­დეგ მივ­ხვდი, ნიუ-იორ­კი ჩემ­თვის ბევ­რია, ის ჩემი არ არის!

ძა­ლი­ან მინ­და, ია­პო­ნი­ა­ში გემ­რი­ე­ლად წა­ვი­დე და არა - ოთხი-ხუთი დღით. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნაა... სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს, სა­ზღვარ­გა­რეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი რომ მივ­დი­ვარ. ამას მა­შინ უფრო ვა­ხერ­ხებ, რო­დე­საც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, და­სას­ვე­ნებ­ლად მი­ვემ­გზავ­რე­ბი. არ მიყ­ვარს ქვეყ­ნის მხო­ლოდ ტუ­რის­ტის თვა­ლით ცქე­რა და ად­გი­ლობ­რი­ვებს ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ვე­კი­თხე­ბი. უცხო ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი ჩას­ვლა ყო­ველ­თვის ტუ­რის­ტუ­ლია, არ ხარ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და თით­ქოს, ინერ­ცი­ით მოქ­მე­დებ, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხა­ვი ად­გი­ლე­ბი უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­რო, მე­ო­რე ჯერ­ზე და შემ­დეგ­ში უკვე რა­ღაც "შენ­სას" ეძებ.

- რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ და­ტო­ვა თქვენ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა? რო­გორ ფიქ­რობთ, სად ცხოვ­რო­ბენ ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი?

- არ შე­იძ­ლე­ბა ამ კუ­თხით თე­მის გან­ხილ­ვა ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით... ვერ ვი­ტყვით, რომ თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია. ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სოდ ჩაც­მუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა და ეს არც არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო... მი­ლან­სა თუ პა­რიზ­ში, ყო­ველ­თვის მო­დის კვი­რე­უ­ლე­ბის დროს მი­წევს ჩას­ვლა და შე­სა­ბა­მი­სად, იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­წყო­ბილ ხალ­ხს ვხე­დავ, თუნ­დაც, კა­ფე­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში... ეს მო­დის კვი­რე­უ­ლის დროს ხდე­ბა, თო­რემ სხვა პე­რი­ოდ­ში ასე ვერ იქ­ნე­ბა! და კი­დევ, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რომ მა­გა­ლი­თად, თუ მი­ლან­ში ის აც­ვი­ათ, რაც კონ­კრე­ტუ­ლად იმ სე­ზონ­ზეა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ლონ­დონ­ში უფრო ეტყო­ბათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა და სი­თა­მა­მე ჩაც­მა­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ თბი­ლის­ში ადრე უფრო გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად იც­ვამ­დნენ...

- ვე­რა­ვის და­ვე­თან­ხმე­ბი, თით­ქოს ჩაც­მის კულ­ტუ­რას რამე და­აკ­ლდა სა­ქარ­თვე­ლო­ში! გე­მოვ­ნე­ბა­ში ნამ­დვი­ლად არ მო­ვი­კოჭ­ლებთ! ასე მგო­ნია, ქარ­თვე­ლე­ბის 90 პრო­ცენ­ტი დახ­ვე­წი­ლი და პრე­ტენ­ზი­უ­ლი იბა­დე­ბა! როცა პრე­ტენ­ზია გაქვს სა­კუ­თარ თავ­თან, ყო­ველ­თვის ცდი­ლობ, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გაქვს, იმის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ი­ყე­ნო! ძა­ლი­ან მომ­წონს ქარ­თვე­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად - ახალ­გაზ­რდე­ბის! მომ­წონს რომ ვხე­დავ, ბი­ჭებ­მაც და­ი­წყეს თა­ვის მოვ­ლა! თა­ვის მოვ­ლა­ში ვგუ­ლის­ხმობ ვარ­ჯიშს, თა­ნა­მედ­რო­ვე ჩაც­მუ­ლო­ბას და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ "ტე­ხავს"...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

0

ჩემ მეზობელ მეოთხე კლასამდე გაჭირვებით მისულ რ.ძე უფრო თამამად ჩაცმულები?არა მგონია ან გიჟ ვანუაზე?

რატომ უქმნის საქართველოში დასვენება ავთანდილ ცქვიტინიძეს დისკომფორტს - "არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს..."

რატომ უქმნის საქართველოში დასვენება ავთანდილ ცქვიტინიძეს დისკომფორტს - "არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს..."

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უხდებათ მასიური, გადატვირთული აქსესუარები, ზოგიერთს კი პირიქით, რაც უნდა მცირე ზომის აქსესუარი ეკეთოს, თითქოს ზედმეტია... ამ შემთხვევაში, ადამიანს თუ ძალიან უყვარს აქსესუარი, ალბათ, მინიმალურად უნდა გამოიყენოს! ყველას ყოველთვის ეტყობა, რა აქვს მიწებებული, რადგან ის ვერანაირად ვერ ჯდება მის ვიზუალურ და სულიერ ჰარმონიაში", - ამჯერად, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გვესაუბრება საკუთარ გემოვნებაზე...

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომლებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი?

- ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს... როცა პირველად ვიყავი რომში, მგონი, იქ ყველაფერი შემიყვარდა. აბსოლუტურად სხვა ემოციები მქონდა ვენეციაში. ხომ ორივე ერთი ქვეყანაა, მაგრამ სულ სხვადასხვა შთაბეჭდილება დამრჩა... "ჩემი" ქალაქი პარიზია! მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი ურთიერთობებით დაიწყო - ჩვენებებით, შოურუმებით, შეგუება დამჭირდა მილანთან! იქაც მაქვს "ჩემი" კუთხეები, მაგრამ არის მომენტები, როდესაც შენს თავს იჭერ იმაში, რომ სხვაგან ყოფნა უფრო გიხარია... როდესაც პირველად ვიყავი ნიუ-იორკში, ვიგრძენი, იქ ჩემთვის ძალიან ბევრი ემოცია იყო, მაგრამ რამდენიმე ჩასვლის შემდეგ მივხვდი, ნიუ-იორკი ჩემთვის ბევრია, ის ჩემი არ არის!

ძალიან მინდა, იაპონიაში გემრიელად წავიდე და არა - ოთხი-ხუთი დღით. ჩემთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა... საერთოდ, მიყვარს, საზღვარგარეთ მომზადებული რომ მივდივარ. ამას მაშინ უფრო ვახერხებ, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად მივემგზავრები. არ მიყვარს ქვეყნის მხოლოდ ტურისტის თვალით ცქერა და ადგილობრივებს ყოველთვის რაღაცას ვეკითხები. უცხო ქვეყანაში პირველი ჩასვლა ყოველთვის ტურისტულია, არ ხარ ადაპტირებული და თითქოს, ინერციით მოქმედებ, აუცილებლად სანახავი ადგილები უნდა დაათვალიერო, მეორე ჯერზე და შემდეგში უკვე რაღაც "შენსას" ეძებ.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება? როგორ ფიქ­რობთ, სად ცხოვრობენ ყველაზე გე­მოვნებიანი ადამიანები?

- არ შეიძლება ამ კუთხით თემის განხილვა ქვეყნების მიხედვით... ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც საქართველოში, ყველა გემოვნებიანია. ქვეყანაში ყველა საუკეთესოდ ჩაცმული ვერ იქნება და ეს არც არის სავალდებულო... მილანსა თუ პარიზში, ყოველთვის მოდის კვირეულების დროს მიწევს ჩასვლა და შესაბამისად, იქ განსაკუთრებულად გამოწყობილ ხალხს ვხედავ, თუნდაც, კაფეებსა და ქუჩებში... ეს მოდის კვირეულის დროს ხდება, თორემ სხვა პერიოდში ასე ვერ იქნება! და კიდევ, დაკვირვებული ვარ, რომ მაგალითად, თუ მილანში ის აცვიათ, რაც კონკრეტულად იმ სეზონზეა აქტუალური, ლონდონში უფრო ეტყობათ ინდივიდუალურობა და სითამამე ჩაცმაში.

- ამბობენ, რომ თბილისში ადრე უფრო გემოვნებიანად იცვამდნენ...

- ვერავის დავეთანხმები, თით­ქოს ჩაცმის კულტურას რამე დააკლდა საქართველოში! გემოვნებაში ნამდვილად არ მოვიკოჭლებთ! ასე მგონია, ქართველების 90 პროცენტი დახვეწილი და პრეტენზიული იბადება! როცა პრეტენზია გაქვს საკუთარ თავთან, ყოველთვის ცდილობ, რისი შესაძლებლობაც გაქვს, იმის მაქსიმუმი გამოიყენო! ძალიან მომწონს ქართველების გემოვნება, განსაკუთრებულად - ახალგაზრდების! მომწონს რომ ვხედავ, ბიჭებმაც დაიწყეს თავის მოვლა! თავის მოვლაში ვგულისხმობ ვარჯიშს, თანამედროვე ჩაცმულობას და იმის გაცნობიერებას, რომ ეს ყველაფერი არ "ტეხავს"...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე