პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის ოჯახს პი­რა­დად მი­უ­სამ­ძიმ­რა. ლე­ვან იზო­რი­ამ მწუ­ხა­რე­ბა გა­მო­ხა­ტა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მდი­ნა­რი ბე­ბი­აშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

"ჩვენ ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მდი­ნა­რი ბე­ბი­აშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო. წუ­ხელ პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას, რო­დე­საც ის თა­ვის ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებ­და, ორმა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი და დად­გა ეს სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გი. გვყავს ასე­ვე სამი დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. ღვთის წყა­ლო­ბით მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მათ შო­რის, ერთ-ერთი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე, გვაქვს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად. მძი­მედ და­იჭ­რა ასე­ვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. სე­რი­ო­ზულ ტე­როტ­რის­ტულ აქტთან გვქონ­და საქ­მე, რაც კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რომ ეს მი­სია არის ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, რის­კი­ა­ნი, მაგ­რამ ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ამ მი­სი­ის ღირ­სე­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბას ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. ამ წუ­თებ­ში ჩვენ მი­ვი­ღეთ სამ­ძი­მა­რი აშშ-ს ელ­ჩის­გან, ნატო-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე, ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ბრი­უ­სელ­ში და­უ­კავ­შირ­და ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და მისი მო­ად­გი­ლე, გა­მო­ხა­ტეს სამ­ძი­მა­რი ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ მძი­მე წუ­თებ­ში ოჯახ­თან ერ­თად ვართ", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პულ 25 წლის ახალ­გაზ­რდას სამ­შობ­ლო­ში კვი­რას გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ. მდი­ნა­რი ბე­ბი­აშ­ვი­ლი ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მარ­ტო­თუბ­ნის მკვიდ­რია.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ბე­ბი­აშ­ვი­ლი ავ­ღა­ნეთ­ში მი­სი­ით მე­სა­მედ იმ­ყო­ფე­ბო­და. "უკვე მე­სა­მედ იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ღა­ნეთ­ში. ოქ­ტომ­ბერ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სამ­შობ­ლო­ში. წინა დღეს ესა­უბ­რა დე­დას და უთხრა, რომ სა­ში­ში არა­ფე­რი იყო. სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ ჰყავს. აპ­რილ­ში წა­ვი­და და ოქ­ტომ­ბერ­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვართ", - აცხა­დე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ: "რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ჩვე­ნე­ბუ­რად შე­ვიკ­რი­ბო­თო..." - ვინ იყო ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი 26 წლის სამ­ხედ­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. ლევან იზორიამ მწუხარება გამოხატა ქართველი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. მინისტრის ინფორმაციით, სამი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. წუხელ პატრულირებისას, როდესაც ის თავის ფუნქციებს ასრულებდა, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი და დადგა ეს სამწუხარო შედეგი. გვყავს ასევე სამი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. ღვთის წყალობით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, რომლის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე, გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ბოლო ინფორმაციის თანახმად. მძიმედ დაიჭრა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურე. სერიოზულ ტეროტრისტულ აქტთან გვქონდა საქმე, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს მისია არის ძალიან საპასუხისმგებლო, რისკიანი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მისიის ღირსეულად შესრულებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ამ წუთებში ჩვენ მივიღეთ სამძიმარი აშშ-ს ელჩისგან, ნატო-ს წარმომადგენლობისგან საქართველოში, ასევე, ჩვენს წარმომადგენლობას ბრიუსელში დაუკავშირდა ნატო-ს გენერალური მდივანი და მისი მოადგილე, გამოხატეს სამძიმარი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი ამ მძიმე წუთებში ოჯახთან ერთად ვართ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ავღანეთში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას სამშობლოში კვირას გადმოასვენებენ. მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრია.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა. "უკვე მესამედ იმყოფებოდა ავღანეთში. ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. აპრილში წავიდა და ოქტომბერში მშვიდობით დაბრუნებას ელოდებოდა. ძალიან ცუდ დღეში ვართ", - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

წაიკითხეთ: "რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ვინ იყო ავღანეთში დაღუპული 26 წლის სამხედრო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი