მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღმერთთან ახლოს - ადგილი, სადაც ლოდების სამფლობელოა
ღმერთთან ახლოს - ადგილი, სადაც ლოდების სამფლობელოა

"მე აქ ვრჩე­ბი!" წა­მო­ვი­ძა­ხე ისე ხმა­მაღ­ლა, რომ სა­ფა­რას მო­ნას­ტერ­ში ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ის მომ­ლო­დი­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ე­ცი­ნა.

- ხო, აქ ვრჩე­ბი! - გა­ვი­მე­ო­რე, ხარ­ბად ჩა­ვი­სუნ­თქე სუფ­თა ჰა­ე­რი და სახე მწვა­ნე ტო­ტებ­ში მო­ნა­ვარ­დე ნი­ავს მი­ვუშ­ვი­რე.

- "შენ, სარო არ გი­ნა­ხავს. ვერ შეგ­პირ­დე­ბი ასეთ სიმწვა­ნეს, მაგ­რამ და­მი­ჯე­რე, იქ სა­ოც­რე­ბა გე­ლო­დე­ბა", - მი­თხრა მა­რიმ და მეც მორ­ჩი­ლად გავ­ყე­ვი.

ვიცი, რა­საც ამ­ბობს, ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია. მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქით და ასე­თი მწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი ად­გი­ლი­დან სო­ფელ სა­როს­კენ წა­ვე­დით, სა­დაც კი­დევ ერთი ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლი გვე­ლო­და.

სო­ფელ­ში, ოღ­რო­ჩოღ­რო გზებს ავ­ყე­ვით. და­სახ­ლე­ბა­ში შე­ვე­დით. გავ­ჩერ­დით. "მო­ნას­ტერ­თან მან­ქა­ნით ვერ მი­ვალთ, აი, პირ­და­პირ გავ­ყვე­ბით და მო­ვუხ­ვევთ მარ­ცხნივ", - თქვა მა­რიმ... სი­ტყვის დას­რუ­ლე­ბას არც და­ვე­ლო­დე და წა­ვე­დი.

ამ ბა­წა­რი­ვით დაგ­რე­ხილ ბი­ლიკ­ზე, თით­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია სა­ქონ­ლის სუ­ნით გაჟ­ღენ­თი­ლი ჰა­ე­რი­სა და ბა­ტე­ბით და ინ­და­უ­რე­ბით სავ­სე სოფ­ლის ორ­ღო­ბის გარ­და... (ბა­ტებ­მა ცოტა შე­მა­ში­ნეს)

მივ­ყვე­ბი მა­რის მიერ ნას­წავლ გზას. ყვე­ლა­ზე მი­უ­ვა­ლი, მი­ვი­წყე­ბუ­ლი სოფ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას რომ ტო­ვებს და უცებ ვხე­დავ, სივ­რცე­ში, მზის კაშ­კა­შა სხი­ვებ­ში მოკ­რძა­ლე­ბით მდგარ პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ას. ეკ­ლე­სი­ის იქეთ, ეზოს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ან დიდი დაღ­მარ­თი იწყე­ბა, ან ქა­რა­ფის კი­დე­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბი...

ამა­სო­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯიც და პა­ტა­რა ტაძ­რის ჩრდილ­ში ორი შა­ო­სა­ნი ქალი შევ­ნიშ­ნე... მო­ნაზვნე­ბი!..., რა კარ­გი კად­რია, გა­ვი­ფიქ­რე და ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მო­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ ჩემი გან­ზრახ­ვა უკან­ვე წა­ვი­ღე, რად­გან შემ­რცხვა... და­ვი­ნა­ხე, რომ შე­მამ­ჩნი­ეს.

ერთი, ჩემი და­ნახ­ვის შემ­დეგ წა­მოდ­გა და კე­ლი­ის­კენ წა­ვი­და... გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ცოტა შე­მე­შინ­და. ვი­ნა­ნე კი­დეც, მე­გობ­რებს რომ არ და­ვე­ლო­დე...

მო­ნა­ზონ­მა, რო­მე­ლიც იქვე დარ­ჩა, კე­თი­ლი თვა­ლე­ბით გა­მი­ღი­მა. მეც გა­ვუ­ღი­მე და ტაძ­რის კა­რის­კენ ავუჩ­ქა­რე ნა­ბი­ჯი, კარი და­კე­ტი­ლი დამ­ხვდა.

კე­ლი­ი­დან კი­დევ ერთი მო­ნა­ზო­ნი გა­მო­ვი­და.

- გინ­და შეს­ვლა? - მკი­თხა, მაგ­რამ პა­სუხს არ და­ე­ლო­და ისე გა­მი­ღო ტაძ­რის კარი.

-მე მარ­ტო არ ვარ. ჩემი მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან. უბ­რა­ლოდ, მე ვიჩ­ქა­რე .. რა­ტომ და­ვი­წყე თა­ვის მარ­თლე­ბა, არ ვიცი.

მო­ნა­ზონს გა­ე­ღი­მა.

ტა­ძარ­ში შე­ვე­დი, ცოტა ხნით მო­ვი­ლო­ცე და სწო­რედ ისეთ ქა­რა­ფებს მი­ვა­დე­ქი, რო­გო­რიც ტაძ­რამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე წარ­მო­ვიდ­გი­ნე. ამა­სო­ბა­ში ჩემი თა­ნამ­გზავ­რე­ბიც მო­ვიდ­ნენ...

ჩვენ, ყვე­ლა ერ­თად აღ­მოჩ­ნდით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ცა­და­ზი­დულ სა­ძირ­კველ­ზე ... ჩვენ გავ­ხდით ის­ტო­რი­ის ერთი სა­ი­დუმ­ლოს მა­ზი­ა­რებ­ლე­ბი, რო­მე­ლიც სრუ­ლად ჯერ კი­დევ არ გაგ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბია. ვი­დე­ქით სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამი ციხე-სი­მაგ­რის ბე­ბერ მხრებ­ზე და ბავ­შვუ­რი აღ­ტა­ცე­ბით გა­დავ­ყუ­რებ­დით ფრთა­გაშ­ლილ, მო­შიშ­ვლე­ბულ კლდე­ებს, თვა­ლუწ­ვდე­ნელ ხე­ო­ბას და გვი­ხა­რო­და, რომ ჩვენ ამ სი­ლა­მა­ზის სტუმ­რე­ბი ვი­ყა­ვით.

ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა თა­ვად დედა ანას­ტა­სი­ამ ითა­ვა. სარო და მისი შე­მო­გა­რე­ნი ერთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პუნ­ქტი იყო. ამას ადას­ტუ­რებს ცი­ხე­სი­მაგ­რე­თა კომ­პლექ­სი - (ქვე­უბ­ნის, "ზედა, ანუ საყ­დრის ციხე და "ახა­ლი ციხე, ანუ კოშ­კი).

სა­როს სამი ციხე ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე II ათას­წლე­უ­ლით თა­რიღ­დე­ბა და ციხე-ქა­ლა­ქად არის ცნო­ბი­ლი. სა­კულ­ტო და თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბა დან­გრე­უ­ლია, მათ შო­რის ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მიერ. უკა­ვია და­ახ­ლო­ე­ბით 3 ჰექტრამ­დე ტე­რი­ტო­რია.

ცი­ხე­ებს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და - თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აკონ­ტრო­ლებ­და გარ­კვე­ულ უბანს. მტე­რი უპირ­ვე­ლე­სად წყალს უკე­ტავ­და ციხე-ქა­ლაქს. და­სა­ლე­ვი წყლის პრობ­ლე­მა რომ არ შეჰ­ქმნო­დათ, ცი­ხე­ე­ბი გვი­რა­ბით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ მტკვარს.

მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სია

სა­როს XI-XII სს-ების მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სია მოზ­რდი­ლი ორ­ნა­ვი­ა­ნი ტა­ძა­რია. სამ­ხრე­თის ნა­ვის უფა­სა­დო კი­დე­ში ტრა­პე­ზის ქვა და ემ­ბა­ზია შე­მო­ნა­ხუ­ლი. ასე­თი ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რამ­დე­ნი­მეა.

მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ტა­ძა­რი იმ­დე­ნად უნი­კა­ლუ­რი ქვის ნა­გე­ბო­ბაა, რომ მისი მო­ხატ­ვა თა­ვის დრო­ზე, რო­გორც ჩანს, არც უფიქ­რი­ათ. რო­გორც დედა ანას­ტა­სი­ამ გვი­ამ­ბო, ტა­ძა­რი ბო­ლოს 20 წლის წინ გა­და­ი­ხუ­რა. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ტა­ძა­რი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა დან­გრე­ვას. ერთ წელს, ხორ­ბლის ძა­ლი­ან დიდი მო­სა­ვა­ლი მო­სუ­ლა. სად წა­ე­ღოთ ხორ­ბა­ლი ვე­ღარ მო­უ­ფიქ­რე­ბი­ათ და ტა­ძარ­ში შე­მო­უ­ტა­ნი­ათ. ასე იქცა ეს ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი ბეღ­ლად.

თუმ­ცა რომ არა ეს შემ­თხვე­ვა, დღეს ჩვენ ისე­ვე ვიდ­გე­ბოდთ ნან­გრე­ვებ­ზე, რო­გორც ამ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე დაბ­რძე­ნე­ბულ ლო­დებ­ზე ვდგა­ვართ.

XVI სა­უ­კუ­ნის მეს­ხუ­რი სახ­ლი

სახ­ლი სა­ნა­ხევ­როდ მი­წა­შია ჩაფ­ლუ­ლი, გა­აჩ­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი კედ­ლე­ბი და ბუხ­რე­ბი, სა­ძი­ნებ­ლე­ბი და ბო­სე­ლი

სა­ხუ­რა­ვი აწყო­ბი­ლია კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მო­რე­ბით, რაც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ძვე­ლად ეს მხა­რე გა­უ­ვა­ლი ტყე­ე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი, რომ­ლე­ბიც უმო­წყა­ლოდ გა­ი­ჩე­ხა XIX სა­უ­კუ­ნე­ში.

სუ­რათ­ზე ჩანს რი­ტუ­ა­ლუ­რი დე­და­ბო­ძი გა­მო­სა­ხუ­ლი ბორ­ჯღა­ლით. თურ­ქო­ბის დროს კუ­თხე ასე ინარ­ჩუ­ნებ­და ეროვ­ნულ იდენ­ტუ­რო­ბას. მთლი­ა­ნო­ბა­ში სახ­ლი შედ­გე­ბა 3 ოთა­ხის­გან.

წა­მოს­ვლი­სას დედა ანას­ტა­სი­ამ მაღ­ლა აი­ხე­და. აი, ნა­ხეთ არ­წი­ვი გა­მო­ვი­და, ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­მო­დი­ან არ­წი­ვე­ბი - თქვა მშვი­დი ხმით და კე­ლი­ა­ში მიგ­ვი­პა­ტი­ჟა, სა­დაც მო­ნაზვნებს ტრა­პე­ზი გა­ემ­ზა­დე­ბი­ნათ.

ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს რა­ღაც ისე­თი, რა­საც ვე­რას­დროს გა­მო­ხა­ტავს სხვას­თან. ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი სა­ი­დუმ­ლო და ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ღმერ­თმა იცის. ტკი­ვი­ლი, სი­ხა­რუ­ლი და სევ­დაც, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჩვე­ნია. ამ ად­გი­ლებ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, იგ­რძნობთ სა­ო­ცარ შვე­ბას, სიმ­სუ­ბუ­ქეს ყვე­ლაფ­რის­გან, რაც ამ სი­მაღ­ლე­ზე მხრე­ბით, გუ­ლით და სუ­ლით ამო­გი­ტა­ნი­ათ.

აქ, სა­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­თან არ­სე­ბუ­ლი ბავ­შვთა სკო­ლას აქვს მწი­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა... ხუთი მო­ნა­ზო­ნი პა­ტა­რა ბაშ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავს. ისი­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბით და ხელ­ნა­კე­თი და ნაქ­სო­ვი ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვით აღე­ბუ­ლი თან­ხით არ­სე­ბო­ბენ.

ამ პა­ტა­რა ჩა­ნა­წე­რის წა­კი­თხვის შემ­დეგ, თუ გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი ეწ­ვი­ოთ ამ ად­გილს, უკვე გე­ცო­დი­ნე­ბათ სად მი­დი­ხართ...

ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ქვე­ბი ღა­ღა­დე­ბენ და დედა ანას­ტა­სია გულ­თბი­ლად გი­მას­პინ­ძლდე­ბა.

ეს არის ად­გი­ლი, თუ ჯერ არ გი­ნა­ხავს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო არ გცოდ­ნია...

ნანა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

ღმერთთან ახლოს - ადგილი, სადაც ლოდების სამფლობელოა

ღმერთთან ახლოს - ადგილი, სადაც ლოდების სამფლობელოა

"მე აქ ვრჩები!" წამოვიძახე ისე ხმამაღლა, რომ საფარას მონასტერში ჯვრისწერის ცერემონიის მომლოდინე საზოგადოებას გაეცინა.

- ხო, აქ ვრჩები! - გავიმეორე, ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და სახე მწვანე ტოტებში მონავარდე ნიავს მივუშვირე.

- "შენ, სარო არ გინახავს. ვერ შეგპირდები ასეთ სიმწვანეს, მაგრამ დამიჯერე, იქ საოცრება გელოდება", - მითხრა მარიმ და მეც მორჩილად გავყევი.

ვიცი, რასაც ამბობს, ყოველთვის მართალია. მანქანაში ჩავჯექით და ასეთი მწვანეში ჩაფლული ადგილიდან სოფელ საროსკენ წავედით, სადაც კიდევ ერთი ისტორიული სოფელი გველოდა.

სოფელში, ოღროჩოღრო გზებს ავყევით. დასახლებაში შევედით. გავჩერდით. "მონასტერთან მანქანით ვერ მივალთ, აი, პირდაპირ გავყვებით და მოვუხვევთ მარცხნივ", - თქვა მარიმ... სიტყვის დასრულებას არც დაველოდე და წავედი.

ამ ბაწარივით დაგრეხილ ბილიკზე, თითქოს განსაკუთრებული არაფერია საქონლის სუნით გაჟღენთილი ჰაერისა და ბატებით და ინდაურებით სავსე სოფლის ორღობის გარდა... (ბატებმა ცოტა შემაშინეს)

მივყვები მარის მიერ ნასწავლ გზას. ყველაზე მიუვალი, მივიწყებული სოფლის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს და უცებ ვხედავ, სივრცეში, მზის კაშკაშა სხივებში მოკრძალებით მდგარ პატარა ეკლესიას. ეკლესიის იქეთ, ეზოს თუ დავაკვირდებით, სავარაუდოდ, ან დიდი დაღმართი იწყება, ან ქარაფის კიდეზე აღმოჩნდები...

ამასობაში, რამდენიმე ნაბიჯიც და პატარა ტაძრის ჩრდილში ორი შაოსანი ქალი შევნიშნე... მონაზვნები!..., რა კარგი კადრია, გავიფიქრე და ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, მაგრამ ჩემი განზრახვა უკანვე წავიღე, რადგან შემრცხვა... დავინახე, რომ შემამჩნიეს.

ერთი, ჩემი დანახვის შემდეგ წამოდგა და კელიისკენ წავიდა... გულწრფელად გეტყვით, ცოტა შემეშინდა. ვინანე კიდეც, მეგობრებს რომ არ დაველოდე...

მონაზონმა, რომელიც იქვე დარჩა, კეთილი თვალებით გამიღიმა. მეც გავუღიმე და ტაძრის კარისკენ ავუჩქარე ნაბიჯი, კარი დაკეტილი დამხვდა.

კელიიდან კიდევ ერთი მონაზონი გამოვიდა.

- გინდა შესვლა? - მკითხა, მაგრამ პასუხს არ დაელოდა ისე გამიღო ტაძრის კარი.

-მე მარტო არ ვარ. ჩემი მეგობრები მოდიან. უბრალოდ, მე ვიჩქარე .. რატომ დავიწყე თავის მართლება, არ ვიცი.

მონაზონს გაეღიმა.

ტაძარში შევედი, ცოტა ხნით მოვილოცე და სწორედ ისეთ ქარაფებს მივადექი, როგორიც ტაძრამდე მისასვლელ გზაზე წარმოვიდგინე. ამასობაში ჩემი თანამგზავრებიც მოვიდნენ...

ჩვენ, ყველა ერთად აღმოჩნდით ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცადაზიდულ საძირკველზე ... ჩვენ გავხდით ისტორიის ერთი საიდუმლოს მაზიარებლები, რომელიც სრულად ჯერ კიდევ არ გაგვიცნობიერებია. ვიდექით სამცხე-ჯავახეთის სამი ციხე-სიმაგრის ბებერ მხრებზე და ბავშვური აღტაცებით გადავყურებდით ფრთაგაშლილ, მოშიშვლებულ კლდეებს, თვალუწვდენელ ხეობას და გვიხაროდა, რომ ჩვენ ამ სილამაზის სტუმრები ვიყავით.

ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის გაზიარება თავად დედა ანასტასიამ ითავა. სარო და მისი შემოგარენი ერთ დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური პუნქტი იყო. ამას ადასტურებს ციხესიმაგრეთა კომპლექსი - (ქვეუბნის, "ზედა, ანუ საყდრის ციხე და "ახალი ციხე, ანუ კოშკი).

საროს სამი ციხე ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულით თარიღდება და ციხე-ქალაქად არის ცნობილი. საკულტო და თავდაცვითი ნაგებობა დანგრეულია, მათ შორის ადგილობრივების მიერ. უკავია დაახლოებით 3 ჰექტრამდე ტერიტორია.

ციხეებს თავისი დანიშნულება ჰქონდა - თითოეული მათგანი აკონტროლებდა გარკვეულ უბანს. მტერი უპირველესად წყალს უკეტავდა ციხე-ქალაქს. დასალევი წყლის პრობლემა რომ არ შეჰქმნოდათ, ციხეები გვირაბით უკავშირდებოდნენ მტკვარს.

მთავარანგელოზის ეკლესია

საროს XI-XII სს-ების მთავარანგელოზის ეკლესია მოზრდილი ორნავიანი ტაძარია. სამხრეთის ნავის უფასადო კიდეში ტრაპეზის ქვა და ემბაზია შემონახული. ასეთი ეკლესია საქართველოში სულ რამდენიმეა.

მთავარანგელოზის ტაძარი იმდენად უნიკალური ქვის ნაგებობაა, რომ მისი მოხატვა თავის დროზე, როგორც ჩანს, არც უფიქრიათ. როგორც დედა ანასტასიამ გვიამბო, ტაძარი ბოლოს 20 წლის წინ გადაიხურა. საბჭოთა პერიოდში ტაძარი სასწაულებრივად გადაურჩა დანგრევას. ერთ წელს, ხორბლის ძალიან დიდი მოსავალი მოსულა. სად წაეღოთ ხორბალი ვეღარ მოუფიქრებიათ და ტაძარში შემოუტანიათ. ასე იქცა ეს ისტორიული ძეგლი ბეღლად.

თუმცა რომ არა ეს შემთხვევა, დღეს ჩვენ ისევე ვიდგებოდთ ნანგრევებზე, როგორც ამ საუკუნეების მანძილზე დაბრძენებულ ლოდებზე ვდგავართ.

XVI საუკუნის მესხური სახლი

სახლი სანახევროდ მიწაშია ჩაფლული, გააჩნია სრულფასოვანი კედლები და ბუხრები, საძინებლები და ბოსელი

სახურავი აწყობილია კარგად დამუშავებული მორებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ძველად ეს მხარე გაუვალი ტყეებით იყო დაფარული, რომლებიც უმოწყალოდ გაიჩეხა XIX საუკუნეში.

სურათზე ჩანს რიტუალური დედაბოძი გამოსახული ბორჯღალით. თურქობის დროს კუთხე ასე ინარჩუნებდა ეროვნულ იდენტურობას. მთლიანობაში სახლი შედგება 3 ოთახისგან.

წამოსვლისას დედა ანასტასიამ მაღლა აიხედა. აი, ნახეთ არწივი გამოვიდა, ორ წელიწადში ერთხელ გამოდიან არწივები - თქვა მშვიდი ხმით და კელიაში მიგვიპატიჟა, სადაც მონაზვნებს ტრაპეზი გაემზადებინათ.

ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რასაც ვერასდროს გამოხატავს სხვასთან. ყველას გვაქვს ჩვენი საიდუმლო და ოცნება, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის. ტკივილი, სიხარული და სევდაც, რომელიც მხოლოდ ჩვენია. ამ ადგილებში მოხვედრის შემდეგ, იგრძნობთ საოცარ შვებას, სიმსუბუქეს ყველაფრისგან, რაც ამ სიმაღლეზე მხრებით, გულით და სულით ამოგიტანიათ.

აქ, საროს დედათა მონასტერთან არსებული ბავშვთა სკოლას აქვს მწირი ბიბლიოთეკა... ხუთი მონაზონი პატარა ბაშვების განათლებაზე ზრუნავს. ისინი შემოწირულობით და ხელნაკეთი და ნაქსოვი ნივთების გაყიდვით აღებული თანხით არსებობენ.

ამ პატარა ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ, თუ გაგიჩნდებათ სურვილი ეწვიოთ ამ ადგილს, უკვე გეცოდინებათ სად მიდიხართ...

ეს არის ადგილი, სადაც ქვები ღაღადებენ და დედა ანასტასია გულთბილად გიმასპინძლდება.

ეს არის ადგილი, თუ ჯერ არ გინახავს, მაშინ საქართველო არ გცოდნია...

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი