პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჭირდები ელე!!! გთხოვ იბრძოლო, არ გაბედო ჩემი მიტოვება" - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი
"მჭირდები ელე!!! გთხოვ იბრძოლო, არ გაბედო ჩემი მიტოვება" - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი

თბი­ლი­სის მე­რო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გო­ბარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემი ელე...

ეს გოგო ელეა, ელე­ნე ბა­ი­რა­მო­ვი. მე და ელე კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. პირ­ვე­ლი კლა­სი­დან დავ­მე­გობ­რდით. წინა არ­ჩევ­ნებ­ზე ჩემი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ბურ­ჯი ელე იყო, ჩუმი და საქ­მი­ა­ნი. შემ­დე­გი სამი წელი საკ­რე­ბუ­ლო­ში ყოფ­ნი­სას ჩემი თა­ნა­შემ­წეა და ვი­საც ჩემ­თან შე­ხე­ბა ჰქონ­და და ყვე­ლამ იცის რო­გო­რი გუ­ლი­თა­დი, რო­გო­რი საქ­მი­ა­ნი, რო­გო­რი და­უ­ზა­რე­ლია ელე. ცხოვ­რე­ბა­ში არ მყო­ლია ასე­თი საქ­მი­ა­ნი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი გვერ­დით. ის ჩემი მარ­ჯვე­ნა ხე­ლი­ცაა და მარ­ცხე­ნაც. ახლა კი, რამ­დე­ნი­მე თვეა ელე მძი­მედ ავა­დაა. ელე სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, ელე გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის. ერთ დღეს, უც­ბათ აღ­მო­აჩ­ნდა სიმ­სივ­ნე და მას მერე იბ­რძვის, იბ­რძვის.... მე კი ახლა ვწერ იმას რომ ამ გა­გა­ნია სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში თუ ვინ­მე მაკ­ლია - ელეა, და­უ­ღა­ლა­ვი, ენერ­გი­უ­ლი ელე. ყვე­ლა­ზე გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მა­საც რომ მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად აგ­ვა­რებს ის ელე, ამას იმი­ტომ ვწერ რომ სა­ჯა­რო­დაც გთხო­ვო არ მო­ეშ­ვა, არ გა­ბე­დო ხე­ლე­ბის ჩა­მოყ­რა. არ გა­ბე­დო ჩემი ამ უზარ­მა­ზარ საქ­მე­ში უშე­ნოდ მი­ტო­ვე­ბა. მე მჭირ­დე­ბი ელე !!! გთხოვ იბ­რძო­ლო, გე­მუ­და­რე­ბი იბ­რძო­ლო!!! უზარ­მა­ზა­რი საქ­მე­ე­ბი გვე­ლის. უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მე­ბია ქა­ლაქ­ში მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და უშე­ნოდ ვე­რა­ფერს გავ­წვდე­ბი. ეს წლე­ბია პრობ­ლე­მებს რომ ინიშ­ნავ და მათ მოგ­ვა­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ, აი, ისი­ნი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. ჩემო ელე, გე­მუ­და­რე­ბი იბ­რძო­ლო. შენ უნდა და­ა­მარ­ცხო ეგ ოხ­რო­ბა, უნდა მო­ე­რიო და მალე, სულ მალე ისევ ისე შე­მარ­თე­ბით უნდა მოხ­ვი­დე სამ­სა­ხურ­ში. უარი არ მი­ი­ღე­ბა, არა, არა... ასე არა­სო­დეს არა­ფე­რი მი­თხო­ვია შენ­თვის ჩემო ელე", - წერს ელი­საშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

"მჭირდები ელე!!! გთხოვ იბრძოლო, არ გაბედო ჩემი მიტოვება" - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი

"მჭირდები ელე!!! გთხოვ იბრძოლო, არ გაბედო ჩემი მიტოვება" - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მეგობართან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი ელე...

ეს გოგო ელეა, ელენე ბაირამოვი. მე და ელე კლასელები ვიყავით. პირველი კლასიდან დავმეგობრდით. წინა არჩევნებზე ჩემი საარჩევნო შტაბის ბურჯი ელე იყო, ჩუმი და საქმიანი. შემდეგი სამი წელი საკრებულოში ყოფნისას ჩემი თანაშემწეა და ვისაც ჩემთან შეხება ჰქონდა და ყველამ იცის როგორი გულითადი, როგორი საქმიანი, როგორი დაუზარელია ელე. ცხოვრებაში არ მყოლია ასეთი საქმიანი და ერთგული ადამიანი გვერდით. ის ჩემი მარჯვენა ხელიცაა და მარცხენაც. ახლა კი, რამდენიმე თვეა ელე მძიმედ ავადაა. ელე სიმსივნეს ებრძვის, ელე გადარჩენისთვის იბრძვის. ერთ დღეს, უცბათ აღმოაჩნდა სიმსივნე და მას მერე იბრძვის, იბრძვის.... მე კი ახლა ვწერ იმას რომ ამ გაგანია საარჩევნო პერიოდში თუ ვინმე მაკლია - ელეა, დაუღალავი, ენერგიული ელე. ყველაზე გადაუჭრელ პრობლემასაც რომ მშვიდად და აუღელვებლად აგვარებს ის ელე, ამას იმიტომ ვწერ რომ საჯაროდაც გთხოვო არ მოეშვა, არ გაბედო ხელების ჩამოყრა. არ გაბედო ჩემი ამ უზარმაზარ საქმეში უშენოდ მიტოვება. მე მჭირდები ელე !!! გთხოვ იბრძოლო, გემუდარები იბრძოლო!!! უზარმაზარი საქმეები გველის. უზარმაზარი პრობლემებია ქალაქში მოსაგვარებელი და უშენოდ ვერაფერს გავწვდები. ეს წლებია პრობლემებს რომ ინიშნავ და მათ მოგვარებაზე ოცნებობ, აი, ისინი მოსაგვარებელია. ჩემო ელე, გემუდარები იბრძოლო. შენ უნდა დაამარცხო ეგ ოხრობა, უნდა მოერიო და მალე, სულ მალე ისევ ისე შემართებით უნდა მოხვიდე სამსახურში. უარი არ მიიღება, არა, არა... ასე არასოდეს არაფერი მითხოვია შენთვის ჩემო ელე", - წერს ელისაშვილი.

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე