პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაცია დაიწყო
ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაცია დაიწყო

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, რუ­სეთ­თან ერ­თად, ჯა­რის რე­ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყო, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, ოსუ­რის მე­დი­ის თქმით, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა სა­კი­თხი, - რა დარ­ჩე­ბა "რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­მი­ის­გან" და რა ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა მას...

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცხინ­ვალ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნიც ე.წ. ოსურ არ­მი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იყო, რომ­ლის შემ­დე­გად ის რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შევა.

რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში უნდა მოხ­დეს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­და­უ­ვა­ლია შემ­ცი­რე­ბე­ბი, რა­მაც უკვე გა­მო­იწ­ვია ოსე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა... "არ­მია" მთლი­ა­ნად გა­და­ვა სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლებ­ში იქ­ნე­ბა ჩა­რი­ცხუ­ლი. ამის­თვის ოსურ მხა­რეს სამ­თვი­ა­ნი ვადა მის­ცეს, რომ­ლის შემ­დე­გაც მან, რუ­სე­თან შე­თან­ხმე­ბით, უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს ახა­ლი საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლე­ბი.

ოსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, შე­თან­ხმე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასე ეწო­დე­ბა, - "სამ­ხრეთ ოსე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის გეგ­მა". თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში საქ­მე სხვაგ­ვა­რად არის - არა­ვინ არ­სად არ შე­დის;

ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ასე: თავ­და­პირ­ვე­ლად, ოს სამ­ხედ­რო­ებს სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გაყ­რი­ან, შემ­დეგ, მათი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ვლა­დი­კავ­კა­ზის სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვის სამ­სა­ხურ­ში იქ­ნე­ბა აღ­რი­ცხუ­ლი, სა­დაც სერ­ჟან­ტებ­სა და ოფიც­რებს, სა­ერ­თო შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­ტრაქ­ტით და­ა­საქ­მე­ბენ.

მათ კი­თხვა­ზე, - რა დარ­ჩე­ბა ამ რე­ფორ­მის შემ­დეგ ოსუ­რი არ­მი­ის­გან და რა ფუნ­ქცია ექ­ნე­ბათ მას?.. - ოსი დე­პუ­ტა­ტი ამი­რან დი­ა­კო­ნო­ვი ასეთ პა­სუხს სცემს, - "სამ­ხრეთ ოსე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­გან დარ­ჩე­ბი­ან მხო­ლოდ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის წვე­ვამ­დე­ლე­ბი.

სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი ჩვენ­თან ისე­თი­ვეა, რო­გორც რუ­სეთ­ში - ჯა­რის­კა­ცი მსა­ხუ­რობს ერთი წელი. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის მოხ­დის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო პირს უპ­რობ­ლე­მოდ შე­ეძ­ლე­ბა რუ­სე­თის არ­მი­ა­ში კონ­ტრაქ­ტით იმ­სა­ხუ­როს".

თუმ­ცა, ოსი დე­პუ­ტა­ტის­თვის უც­ნო­ბია, რა რა­ო­დე­ნო­ბით სამ­ხედ­რო პირი დარ­ჩე­ბა ოსურ არ­მი­ა­ში. ე.წ. თავ­დაც­ვის უწყე­ბის თქმით, სა­ბო­ლოო ვა­რი­ანტზე მუ­შა­ო­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

დი­ა­კო­ნო­ვის თქმით, წელს სკო­ლა 453-მა მოს­წავ­ლემ და­ამ­თავ­რა, მათ­გან ნა­ხე­ვა­რი მა­ინც მა­მა­კა­ცია, თუმ­ცა, მათი ნა­ხე­ვა­რი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას მო­ი­სურ­ვებს, და­ნარ­ჩე­ნი კი პო­ტენ­ცი­უ­რი წვე­ვამ­დე­ლია. ანუ უხე­ში გათ­ვლე­ბით, სულ 100-120... დი­ა­კო­ნო­ვის თქმით, რბი­ლად რომ ვთქვათ, მათი "არ­მია" მარ­თლაც სა­ჭი­რო­ებს რე­ფორ­მებს, რად­გან კარ­გა ხა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ოსუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ორ რა­მე­ზე შფო­თავს - პირ­ვე­ლი, გარ­და­უ­ვალ შემ­ცი­რე­ბებ­ზე, რაც უმუ­შევ­რო­ბის კა­ტას­ტრო­ფულ დო­ნეს კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვებს და მე­ო­რე, - რუ­სუ­ლი მხა­რე არა­ვი­თარ ან­გა­რიშს არ უწევს ოსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ნამ­სა­ხუ­რე­ო­ბას, სტაჟ­სა, წო­დე­ბას და სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბას... შე­სა­ბა­მი­სად, მათ არც მა­ღა­ლი სამ­ხედ­რო პენ­სია ელო­დე­ბათ და ამ არ­ცთუ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­მა­ვა­ლი ასე­თია, - იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად სად­მე, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სეთ­ში გა­და­იხ­ვე­წონ...

კი­დევ ერთი, ოსუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მე­ტად ნი­შან­დობ­ლი­ვი სა­კი­თხი ასე­თია, - ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ე.წ. ოსუ­რი არ­მი­ის ლიკ­ვი­და­ცი­აა და­გეგ­მი­ლი, რაც "მათი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ეჭვქვეშ აყე­ნებს".

რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის, პოლ­კოვ­ნიკ ვიქ­ტორ ბა­რან­ცე­ვის თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ოსე­ბის თუნ­დაც 5-ათას­კა­ცი­ა­ნი არ­მია ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს. "მათ კარ­გი პარტნი­ო­რი სჭირ­დე­ბათ, რო­მელ­საც ძლი­ე­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, კარ­გი სკო­ლა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­ნე­ბა... ყვე­ლა­ფე­რი იმის­კენ მი­დის, რომ ჩვენ და­ვი­ცავთ სამ­ხრეთ ოსეთს ისე, რო­გორც რუ­სე­თის მი­წის ნე­ბის­მი­ერ გო­ჯას..." - აცხა­დებს ბა­რან­ცე­ვი.

ოსუ­რი მე­დი­ის თქმით, "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძოლ ცხინ­ვა­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს ისე "გა­მო­უ­ვი­დათ", რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შეს­ვლას ერ­თმა­ნეთს ას­წრე­ბენ... ამას­თან, შეძ­ლეს და რეს­პუბ­ლი­კის მო­სახ­ლე­ო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბის უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა­ში და­არ­წმუ­ნეს..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაცია დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაცია დაიწყო

ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობამ, რუსეთთან ერთად, ჯარის რეფორმირება დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც, ოსურის მედიის თქმით, აუცილებლად დადგება საკითხი, - რა დარჩება "რეფორმირებული არმიისგან" და რა ფუნქცია ექნება მას...

ამასთან დაკავშირებით, ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის დელეგაცია, რომლის მიზანიც ე.წ. ოსურ არმიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება იყო, რომლის შემდეგად ის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევა.

რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს საკადრო ცვლილებები და შესაბამისად, გარდაუვალია შემცირებები, რამაც უკვე გამოიწვია ოსების უკმაყოფილება... "არმია" მთლიანად გადავა საკონტრაქტო სამსახურზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებში იქნება ჩარიცხული. ამისთვის ოსურ მხარეს სამთვიანი ვადა მისცეს, რომლის შემდეგაც მან, რუსეთან შეთანხმებით, უნდა წარმოადგინოს ახალი საშტატო ერთეულები.

ოსი ჟურნალისტების თქმით, შეთანხმებას ოფიციალურად ასე ეწოდება, - "სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული განყოფილებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის გეგმა". თუმცა, სინამდვილეში საქმე სხვაგვარად არის - არავინ არსად არ შედის;

ყველაფერი იქნება ასე: თავდაპირველად, ოს სამხედროებს სამსახურებიდან გაყრიან, შემდეგ, მათი გარკვეული ნაწილი ვლადიკავკაზის სამხედრო გაწვევის სამსახურში იქნება აღრიცხული, სადაც სერჟანტებსა და ოფიცრებს, საერთო შერჩევის საფუძველზე, კონტრაქტით დაასაქმებენ.

მათ კითხვაზე, - რა დარჩება ამ რეფორმის შემდეგ ოსური არმიისგან და რა ფუნქცია ექნებათ მას?.. -  ოსი დეპუტატი ამირან დიაკონოვი ასეთ პასუხს სცემს, - "სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისგან დარჩებიან მხოლოდ მოხალისეები და სავალდებულო სამსახურის წვევამდელები.

სავალდებულო სამსახური ჩვენთან ისეთივეა, როგორც რუსეთში - ჯარისკაცი მსახურობს ერთი წელი. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, სამხედრო პირს უპრობლემოდ შეეძლება რუსეთის არმიაში კონტრაქტით იმსახუროს".

თუმცა, ოსი დეპუტატისთვის უცნობია, რა რაოდენობით სამხედრო პირი დარჩება ოსურ არმიაში. ე.წ. თავდაცვის უწყების თქმით, საბოლოო ვარიანტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

დიაკონოვის თქმით, წელს სკოლა 453-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ნახევარი მაინც მამაკაცია, თუმცა, მათი ნახევარი სწავლის გაგრძელებას მოისურვებს, დანარჩენი კი პოტენციური წვევამდელია. ანუ უხეში გათვლებით, სულ 100-120... დიაკონოვის თქმით, რბილად რომ ვთქვათ, მათი "არმია" მართლაც საჭიროებს რეფორმებს, რადგან კარგა ხანია თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

ოსური მოსახლეობა ორ რამეზე შფოთავს - პირველი, გარდაუვალ შემცირებებზე, რაც უმუშევრობის კატასტროფულ დონეს კიდევ უფრო გაამწვავებს და მეორე, - რუსული მხარე არავითარ ანგარიშს არ უწევს ოსი სამხედროების ნამსახურეობას, სტაჟსა, წოდებას და სამხედრო გამოცდილებას... შესაბამისად, მათ არც მაღალი სამხედრო პენსია ელოდებათ და ამ არცთუ ახალგაზრდა ადამიანების მომავალი ასეთია, - იძულებული გახდებიან სამუშაოს საძებნელად სადმე, სავარაუდოდ, რუსეთში გადაიხვეწონ...

კიდევ ერთი, ოსური მოსახლეობისთვის მეტად ნიშანდობლივი საკითხი ასეთია, - ისინი მიიჩნევენ, რომ ე.წ. ოსური არმიის ლიკვიდაციაა დაგეგმილი, რაც "მათი ქვეყნის სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებს".

რუსი სამხედრო ექსპერტის, პოლკოვნიკ ვიქტორ ბარანცევის თქმით, ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ოსების თუნდაც 5-ათასკაციანი არმია ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე გამოწვევებს. "მათ კარგი პარტნიორი სჭირდებათ, რომელსაც ძლიერი შეიარაღება, კარგი სკოლა და შესაძლებლობები ექნება... ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ჩვენ დავიცავთ სამხრეთ ოსეთს ისე, როგორც რუსეთის მიწის ნებისმიერ გოჯას..." - აცხადებს ბარანცევი.

ოსური მედიის თქმით, "დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ცხინვალის ხელისუფლებებს ისე "გამოუვიდათ", რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლას ერთმანეთს ასწრებენ... ამასთან, შეძლეს და რესპუბლიკის მოსახლეობა დამოუკიდებლად არსებობის უპერსპექტივობაში დაარწმუნეს..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?