პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა
ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

არი­ზო­ნელ სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ინს ტვი­ნის სიმ­სივ­ნე და­უდ­გი­ნეს. ინ­ფორ­მა­ცია ოთხშა­ბათ სა­ღა­მოს სე­ნა­ტო­რის ოფის­მა გა­ავ­რცე­ლა. ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა მა­ი­ოს კლი­ნი­კა­მაც, სა­დაც 80 წლის სე­ნა­ტო­რი ერთი კვი­რის წინ მარ­ცხე­ნა თვალს ზე­მოთ გა­ჩე­ნი­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვის გამო მო­ა­თავ­სეს.

გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სის­ხლჩაქ­ცე­ვა გლი­ობ­ლას­ტო­მის - ტვი­ნის აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­სივ­ნის შე­დე­გი იყო. უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ნა­ტო­რი მა­კ­კე­ი­ნი დაღ­ლი­ლო­ბა­სა და მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას უჩი­ო­და. სის­ხლჩაქ­ცე­ვის ამოკ­ვე­თის ოპე­რა­ცია ოთხ სა­ათს გაგ­რძელ­და.

რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი პა­ცი­ენტს არც ოპე­რა­ცი­ამ­დე და არც მის შემ­დეგ არ გა­მო­უვ­ლე­ნია. მა­კ­კე­ი­ნი ახლა სა­კუ­თარ სახ­ლში, არი­ზო­ნა­ში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და რო­გორც ცნო­ბი­ლია, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­და­წყდე­ბა, სე­ნა­ტორს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას და­უ­ნიშ­ნა­ვენ, თუ სხი­ვურ თე­რა­პი­ას.

სე­ნა­ტო­რის შვილ­მა მე­გან მა­კ­კე­ინ­მა ტვი­ტერ­ზე და­წე­რა, რომ მა­მის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთე­ლი ოჯა­ხის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო: "ალ­ბათ არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გე­ტყვით, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ვინც ყვე­ლა­ზე მშვი­დი და აუ­ღელ­ვე­ბე­ლია ჩვენს ოჯახ­ში, ეს მა­მა­ჩე­მია".

წყა­რო: VOA

ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ოთხშაბათ საღამოს სენატორის ოფისმა გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი ერთი კვირის წინ მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.

გამოკვლევების მიხედვით, სისხლჩაქცევა გლიობლასტომის - ტვინის აგრესიული სიმსივნის შედეგი იყო. უკანასკნელი თვეების განმავლობაში სენატორი მაკკეინი დაღლილობასა და მხედველობის გაუარესებას უჩიოდა. სისხლჩაქცევის ამოკვეთის ოპერაცია ოთხ საათს გაგრძელდა.

როგორც ექიმები ამბობენ, ნეიროქირურგიული დარღვევები პაციენტს არც ოპერაციამდე და არც მის შემდეგ არ გამოუვლენია. მაკკეინი ახლა საკუთარ სახლში, არიზონაში გადის რეაბილიტაციას და როგორც ცნობილია, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პერიოდი. უახლოეს დღეებში გადაწყდება, სენატორს ქიმიოთერაპიას დაუნიშნავენ, თუ სხივურ თერაპიას.

სენატორის შვილმა მეგან მაკკეინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მამის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მთელი ოჯახისთვის შოკისმომგვრელი იყო: "ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ვინც ყველაზე მშვიდი და აუღელვებელია ჩვენს ოჯახში, ეს მამაჩემია".

წყარო: VOA

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"