საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მჯეროდა რომ ამ სიტყვებს ვისმენდი, ვყვიროდი, სიზმარია-მეთქი" - როგორ აღწერს პირველ ემოციებს თეა სირაძე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა
"არ მჯეროდა რომ ამ სიტყვებს ვისმენდი, ვყვიროდი, სიზმარია-მეთქი" - როგორ აღწერს პირველ ემოციებს თეა სირაძე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 6 ივ­ლისს, 170 მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლა, რო­მელ­თა­გან 8 ქა­ლია. შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის 4 შვი­ლის დედა თეა სი­რა­ძეც აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც 2010 წელს და­ა­კა­ვეს. მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი საკ­მა­ოდ მძი­მე იყო. მას ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა­ში, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­სა და ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში ის დამ­ნა­შა­ვედ სცნო და სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით, ახალ­გაზ­რდა ქალს 28 წელი მი­ე­სა­ჯა. პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მას­თან ჟურ­ნალ "გზის­თვის" წლე­ბის წინ, ქალ­თა მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩავ­წე­რე, მა­შინ ამ­ბობ­და, რომ ბრა­ლი შე­უ­თი­თხნეს და გა­მო­ტა­ნილ სას­ჯელს აპ­რო­ტეს­ტებ­და.

თეა სი­რა­ძე:

- ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო შე­წყა­ლე­ბა, ვერ დავ­თვლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ მივ­მარ­თე კო­მი­სი­ას შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით, მაგ­რამ სულ უარს ვი­ღებ­დი. ახ­ლაც გა­ვაგ­ზავ­ნე, არ ვუშ­ვებ­დი შანსს, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, უკვე ყვე­ლა­ნა­ი­რი იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი მქონ­და. არა­სო­დეს მიხ­სნიდ­ნენ იმ მი­ზეზს, რა­ტომ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ უარს, ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი იყო - კრი­ტე­რი­უმს არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბო, მაგ­რამ ჩემი იქ ყოფ­ნის დრო­საც გა­დი­ოდ­ნენ ცი­ხი­დან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ კრი­ტე­რი­უმს.

- რო­დის შე­ი­ტყვეთ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა შე­გი­წყა­ლათ?

- 6 ივ­ლისს, სა­ღა­მოს 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა ნეს­ტან ვე­რუ­ლაშ­ვილ­მა მე და ჩემ­თან ერ­თად შე­წყა­ლე­ბულ ქა­ლებს გვი­თხრა ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი. ვერ აღვწერ იმ ემო­ცი­ას, რაც მქონ­და, სი­ხა­რუ­ლის­გან ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი, არ მჯე­რო­და, რომ ამ სი­ტყვებს ვის­მენ­დი და ვყვი­რო­დი, ეს სიზ­მა­რია, არ მჯე­რა, სიზ­მარ­ში თუ არ ვარ, მო­დით, მიჩ­ქმი­ტეთ-მეთ­ქი. მერე სახ­ლში დავ­რე­კე და გა­ვა­გე­ბი­ნე.

ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო შვი­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, მთე­ლი ღამე ხელს არ მიშ­ვებ­დნენ, მე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ, მე­ფე­რე­ბოდ­ნენ, მათ­თან შეხ­ვედ­რის ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მა რთუ­ლია. ძა­ლი­ან ძნე­ლია, როცა შვი­ლებს ამ­დე­ნი წელი ვერ ნა­ხუ­ლობ, ვერ უყუ­რებ მათ გაზ­რდას, ერთ დღეს მო­დი­ხარ და ხე­დავ რო­გორ გაზ­რდი­ლან შენი პა­ტა­რე­ბი.

- დედა ზრდი­და თქვენს შვი­ლებს, არა?

- დიახ, დე­დამ გა­მი­ზარ­და. სახ­ლის კა­რიც დე­დამ გა­მი­ღო და რომ და­მი­ნა­ხა, იქვე ჩემს მუხ­ლებ­თან ჩა­ი­კე­ცა და სი­ხა­რუ­ლის­გან იტი­რა. ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ეს შვი­დი წელი ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია არა მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ ჩემი ბავ­შვე­ბის­თვის, ჩემი ოჯა­ხის­თვის. ბავ­შვე­ბი დე­დის გა­რე­შე გა­ი­ზარ­დნენ. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წლის დავ­ტო­ვე და ახლა უკვე დიდი გო­გოა, უფ­რო­სი ბიჭი 20 წლის გახ­და…

- ახლა რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­ვი­წყებ ცხოვ­რე­ბას ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, რაც შე­ე­ხე­ბა კა­რი­ე­რას, ამა­ზე მერე ვი­ფიქ­რებ, ეს უკვე მე­ო­რე ეტა­პია, მთა­ვა­რია ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა და ის და­კარ­გუ­ლი შვი­დი წელი უნდა ავი­ნა­ზღა­უ­როთ მე და ჩემ­მა შვი­ლებ­მა… მინ­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათ­თან ვიყო. ჟურ­ნალ "გზა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თქვენს სტა­ტი­ას მა­შინ დიდი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვა და უამ­რა­ვი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­მიჩ­ნდა, ეს სტი­მულს მაძ­ლევ­და. იქ შე­მო­დი­ო­და ინ­ფორ­მა­ცია ან დე­და­ჩე­მის­გან ვი­გებ­დი, რომ ხალ­ხი ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და, ყვე­ლას მად­ლი­ე­რი ვარ, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მხარ­და­ჭე­რა მამ­ხნე­ვებ­და, მაძ­ლი­ე­რებ­და…

- წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მძი­მე იყო, ამ­ბობ­დით, რომ არ ჩა­გი­დე­ნი­ათ ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მომ­ხდარს, რაში ადა­ნა­შა­უ­ლებთ თქვენს თავს?

- 28 წელი მქონ­და მის­ჯი­ლი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ამ­ხე­ლა სას­ჯე­ლი, მა­შინ არა­ა­დეკ­ვა­ტურ სას­ჯე­ლებს უს­ჯიდ­ნენ. არ ვამ­ბობ, რომ არ ვი­ყა­ვი დამ­ნა­შა­ვე, რაც ჩა­ვი­დი­ნე იმას ვა­ღი­ა­რებ­დი და­ჭე­რის დღი­დან, მაგ­რამ, რაც ბრა­ლად მქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, ეს არ ჩა­მი­დე­ნია.... პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ვარ­კე­თი­ლი­დან მო­ვი­ტა­ცე 5 ადა­მი­ა­ნი და სო­ფელ დი­ღომ­ში წა­ვიყ­ვა­ნე "ოპელ ვექტრა­თი", თუ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ჩავ­სვი მან­ქა­ნა­ში, მა­შინ მე სად ვი­ჯე­ქი? სად იყო ამ­დე­ნი კა­ცის ად­გი­ლი "ვექტრა­ში?" არ მქონ­და ია­რა­ღი, არ მქონ­და დანა და მი­თხა­რით რითი ვე­მუქ­რე­ბო­დი ერთი ქალი ამ­დენ ხალ­ხს, თი­თით?!  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"არ მჯეროდა რომ ამ სიტყვებს ვისმენდი, ვყვიროდი, სიზმარია-მეთქი" - როგორ აღწერს პირველ ემოციებს თეა სირაძე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

"არ მჯეროდა რომ ამ სიტყვებს ვისმენდი, ვყვიროდი, სიზმარია-მეთქი" - როგორ აღწერს პირველ ემოციებს თეა სირაძე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 6 ივლისს, 170 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 8 ქალია. შეწყალებულთა შორის 4 შვილის დედა თეა სირაძეც აღმოჩნდა, რომელიც 2010 წელს დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალდებები საკმაოდ მძიმე იყო. მას ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში დასდეს ბრალი.

სასამართლომ ყველა ბრალდებაში ის დამნაშავედ სცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, ახალგაზრდა ქალს 28 წელი მიესაჯა. პირველი ინტერვიუ მასთან ჟურნალ "გზისთვის" წლების წინ, ქალთა მე-5 დაწესებულებაში ჩავწერე, მაშინ ამბობდა, რომ ბრალი შეუთითხნეს და გამოტანილ სასჯელს აპროტესტებდა.

თეა სირაძე:

- ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო შეწყალება, ვერ დავთვლი ამ წლების განმავლობაში რამდენჯერ მივმართე კომისიას შეწყალების თხოვნით, მაგრამ სულ უარს ვიღებდი. ახლაც გავაგზავნე, არ ვუშვებდი შანსს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა. არასოდეს მიხსნიდნენ იმ მიზეზს, რატომ მეუბნებოდნენ უარს, ერთადერთი პასუხი იყო - კრიტერიუმს არ აკმაყოფილებო, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის დროსაც გადიოდნენ ციხიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმს.

- როდის შეიტყვეთ, რომ პრეზიდენტმა შეგიწყალათ?

- 6 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევარზე ქალთა დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა მე და ჩემთან ერთად შეწყალებულ ქალებს გვითხრა ეს შოკისმომგვრელი ამბავი. ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც მქონდა, სიხარულისგან ძალიან ცუდად გავხდი, არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ვისმენდი და ვყვიროდი, ეს სიზმარია, არ მჯერა, სიზმარში თუ არ ვარ, მოდით, მიჩქმიტეთ-მეთქი. მერე სახლში დავრეკე და გავაგებინე.

ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა, მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ, მათთან შეხვედრის ემოციის გადმოცემა რთულია. ძალიან ძნელია, როცა შვილებს ამდენი წელი ვერ ნახულობ, ვერ უყურებ მათ გაზრდას, ერთ დღეს მოდიხარ და ხედავ როგორ გაზრდილან შენი პატარები.

- დედა ზრდიდა თქვენს შვილებს, არა?

- დიახ, დედამ გამიზარდა. სახლის კარიც დედამ გამიღო და რომ დამინახა, იქვე ჩემს მუხლებთან ჩაიკეცა და სიხარულისგან იტირა. ციხეში გატარებული ეს შვიდი წელი ძალიან დიდი ტკივილია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ბავშვებისთვის, ჩემი ოჯახისთვის. ბავშვები დედის გარეშე გაიზარდნენ. ყველაზე პატარა წლის დავტოვე და ახლა უკვე დიდი გოგოა, უფროსი ბიჭი 20 წლის გახდა…

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ახალი ფურცლიდან დავიწყებ ცხოვრებას ჩემს ოჯახთან ერთად, რაც შეეხება კარიერას, ამაზე მერე ვიფიქრებ, ეს უკვე მეორე ეტაპია, მთავარია ყველაფერი დამთავრდა და ის დაკარგული შვიდი წელი უნდა ავინაზღაუროთ მე და ჩემმა შვილებმა… მინდა მხოლოდ და მხოლოდ მათთან ვიყო. ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებულ თქვენს სტატიას მაშინ დიდი რეზონანსი მოყვა და უამრავი მხარდამჭერი გამომიჩნდა, ეს სტიმულს მაძლევდა. იქ შემოდიოდა ინფორმაცია ან დედაჩემისგან ვიგებდი, რომ ხალხი ჩემს გათავისუფლებას ითხოვდა, ყველას მადლიერი ვარ, თითოეული მათგანის მხარდაჭერა მამხნევებდა, მაძლიერებდა…

- წაყენებული ბრალდებები მძიმე იყო, ამბობდით, რომ არ ჩაგიდენიათ ადამიანის გატაცება, დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ მომხდარს, რაში ადანაშაულებთ თქვენს თავს?

- 28 წელი მქონდა მისჯილი, წარმოიდგინეთ ამხელა სასჯელი, მაშინ არაადეკვატურ სასჯელებს უსჯიდნენ. არ ვამბობ, რომ არ ვიყავი დამნაშავე, რაც ჩავიდინე იმას ვაღიარებდი დაჭერის დღიდან, მაგრამ, რაც ბრალად მქონდა წაყენებული, ეს არ ჩამიდენია.... პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ვარკეთილიდან მოვიტაცე 5 ადამიანი და სოფელ დიღომში წავიყვანე "ოპელ ვექტრათი", თუ ამდენი ადამიანი ჩავსვი მანქანაში, მაშინ მე სად ვიჯექი? სად იყო ამდენი კაცის ადგილი "ვექტრაში?" არ მქონდა იარაღი, არ მქონდა დანა და მითხარით რითი ვემუქრებოდი ერთი ქალი ამდენ ხალხს, თითით?!  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი