პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ფოტოები ბოღმა ადამიანებს არ მოსწონთ..." - სანდრა პაიჭაძის ცხოვრების სტილი და ძლიერი მამაკაცი, რომელიც მის გვერდით დგას
"ჩემი ფოტოები ბოღმა ადამიანებს არ მოსწონთ..." - სანდრა პაიჭაძის ცხოვრების სტილი და ძლიერი მამაკაცი, რომელიც მის გვერდით დგას

მო­დელ­მა სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" შვიდ ტურს გა­უძ­ლო და შემ­დეგ პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. ახლა სა­ფი­ნა­ლო შო­უს­თვის ემ­ზა­დე­ბა, რად­გა­ნაც, ფორ­მა­ტის მი­ხედ­ვით, სცე­ნა­ზე ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი უნდა გა­მო­ვი­დეს. "დიდი სამ­ზა­დი­სი გვაქვს, ყვე­ლა­ნი ერ­თად უნდა გა­მო­ვი­დეთ შო­უ­ში," - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრა. სა­ფი­ნა­ლო შოუს წინ AMBEBI.GE მო­დელს გა­ე­სა­უბ­რა.

- პრო­ექ­ტი რომ და­ტო­ვე, გა­ნი­ცა­დე?

- რე­ა­ლუ­რად ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი იყო ერთ-ერთი გა­მოც­დი­ლე­ბა, ანუ რა შე­მეძ­ლო და რა არა. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმ­დე­ნი კარ­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, წლე­ბის მან­ძილ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვად­გე­ბით ერ­თმა­ნეთს - ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ. რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბა­ში ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი მუდ­მი­ვი სი­ახ­ლე­ე­ბია და შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამი­ტომ დავ­თან­ხმდი...

- გა­მარ­ჯვე­ბა­ზე არ ფიქ­რობ­დი?

- სურ­ვი­ლი მქონ­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე ატყობ თავს, რა შე­გიძ­ლია... თან, იმ­დე­ნად დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო და იმ­დე­ნად დიდ ლი­დე­რებს ვე­ჭი­და­ვე­ბო­დი, გული არ უნდა დამ­წყვე­ტო­და იმა­ზე, ფი­ნალ­ში ვიქ­ნე­ბო­დი თუ არა. პრო­ექ­ტში ამ გან­წყო­ბით შე­ვე­დი და წა­მო­ვე­დი კი­დეც იქი­დან...

- გული რაზე დაგ­წყდა?

- ტრავ­მე­ბი მი­ვი­ღე, - ნეკნ­ზე, კოჭი ორ­ჯერ ამო­ვიბ­რუ­ნე... იმ პე­რი­ოდ­ში ჩემს საქ­მე­ებს მოვ­წყდი, მაგ­რამ არა უშავს, ამ პრო­ექ­ტმა ბევ­რი კარ­გი რამ მო­მი­ტა­ნა...

- თა­ვი­სე­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი გაქვს...

- სა­ერ­თოდ, მო­უს­ვე­ნა­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. უპი­რა­ტე­სო­ბას ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტილს ვა­ნი­ჭებ. მუდ­მი­ვად ვის­მენ ლექ­ცი­ებს, ტრე­ნინ­გებს ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე, მიყ­ვარს გო­ნე­ბის ვარ­ჯი­ში... ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ფე­სი­ა­შიც და­მეხ­მა­რე­ბა, უფრო სწო­რად, გა­მო­ვი­ყე­ნებ- მარ­კე­ტო­ლო­გი ვარ...

რად­გან ყვე­ლა საქ­მეს ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მოხ­დე­ბო­და თუ არა ჩემ­ში ნერ­ვუ­ლი გა­და­ძაბ­ვა, მაგ­რამ არ მოხ­და. უბ­რა­ლოდ, მო­მენ­ტებ­ში შე­ვა­ტყვე თავს, რომ კონ­ტროლს ვკარ­გავ­დი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო სტრე­სი, გა­რე­მოს ბრა­ლი და ა.შ. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი ჩემს თავს, - მო­გე­ბა იქ­ნე­ბა თუ წა­გე­ბა, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ცეკ­ვი­სას ისი­ა­მოვ­ნე და ასი­ა­მოვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს გი­ჭე­რენ.

- ე.ი. და­უბ­რუნ­დი ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს?

- და­ვუბ­რუნ­დი ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტმს, - ვმუ­შა­ობ "იმე­დის დი­ლა­ში," ჩემი პა­ტა­რა რუბ­რი­კა მაქვს. გა­დარ­თუ­ლი ვარ სწავ­ლა­ზე, შვილ­ზე - დე­მეტ­რე­ზე და მას­თან ერ­თად, ცოტა ხანს სუ­რამ­ში დას­ვე­ნე­ბაც მო­ვას­წა­რი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვა­პი­რებ მას­თან ერ­თად ზღვა­ზე და­ვის­ვე­ნო...

- იღებ თა­მამ და ლა­მაზ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა და მას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იწო­ნებს...

- ეს ჩემი თა­ვის გა­მო­ხატ­ვაა. ადა­მი­ანს რაც გინ­და, იმას აკე­თებ... ჩემი ფო­ტო­ე­ბი შე­საძ­ლოა ბოღ­მა, ბო­როტ ადა­მი­ა­ნებს არ მო­ე­წო­ნოთ და მი­იჩ­ნი­ონ, რომ ცუ­დია, მაგ­რამ ვთვლი, რომ ისი­ნი არ არი­ან გახ­სნი­ლე­ბი.

რამ­დე­ნა­დაც გულ­ღია და გახ­სნი­ლი ვარ ფო­ტო­ებ­ში, იმ­დე­ნად გულ­ღია ვარ ყვე­ლა­ფერ­ში, ოღონდ, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი წევ­რე­ბი ვერ იღე­ბენ, რაც ჩემი პრობ­ლე­მა არ არის. ვი­მე­ო­რებ, ეს შე­იძ­ლე­ბა აღი­ზი­ა­ნებ­დეს ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩემს თა­ო­ბას და უფრო ახალ­გაზ­რდებს არ ეკუთ­ვნი­ან, შე­ზღუდ­ვე­ბით არი­ან გაზ­რდი­ლე­ბი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იცხოვ­რეს, თუმ­ცა მათი მეს­მის...

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ თა­ო­ბას, ძა­ლი­ან ამ­ყო­ლე­ბი არი­ან. ვცდი­ლობ, მათ მი­მართ მაქ­სი­მა­ლუ­რად სი­კე­თით ვიყო გა­მორ­ჩე­უ­ლი. "ის­ტაგ­რამ­ზე" 24 ათა­სამ­დე გა­მომ­წე­რი მყავს, სა­დაც უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ვწერ (ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე, ას­ტრო­ლო­გი­ა­ზე, ფიტ­ნეს­ზე, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, სექსზე, მშობ­ლებ­ზე), გუ­ლახ­დი­ლად ვლა­პა­რა­კობ, რად­გა­ნაც კონ­ტინ­გენ­ტი მყავს ისე­თი, რო­მე­ლიც ამას კარ­გად გა­ი­გებს. "ფე­ის­ბუქ­ზე" ასე­თი აქ­ტი­ვო­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ, რად­გა­ნაც არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­ღა­ცის ბი­ცო­ლა, დე­დამ­თი­ლის ნა­თე­სა­ვი რას იტყვის... შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია და მათი ასე­თი აღ­შფო­თე­ბა უკვე დე­და­ჩემს აწუ­ხებს და შემ­დეგ ის უარ­ყო­ფი­თი ენერ­გე­ტი­კა ჩემ­ზე გად­მო­აქვს...

მოკ­ლედ, ჩემი სეგ­მენ­ტი, ვი­საც აქ­ტი­უ­რად ვე­სა­უბ­რე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ხით არ­ჩე­უ­ლი მყავს. ისი­ნი თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ე­ბი და ბი­ჭე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სულ მწე­რენ და მუდ­მი­ვად ინ­ტე­რაქ­ტივ­ში ვარ მათ­თან.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა როლი აქვს დღეს ქალს და მათ შო­რის შენ, ამ ცხოვ­რე­ბა­ში?

- ჩემი თავი ყვე­ლა­ნა­ი­რი მხრი­დან გა­შიფ­რუ­ლი მყავს. წარ­სუ­ლით, სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბით, რე­ი­ტინ­გით, მოკ­ლედ, ისე­თი ვარ, რო­გო­რიც ვარ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უს­ვე­ნა­რი და აქ­ტი­უ­რი. რა­ტომ­ღაც მა­მა­კა­ცე­ბის პა­სი­უ­რო­ბის გამო ბევ­რი ქალი გახ­და ასე­თი...

- მი­გაჩ­ნია, რომ მა­მა­კა­ცე­ბის პა­სი­უ­რო­ბა იწ­ვევს ქა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას?

- არა, მე ვარ ასე­თი და გვერ­დით რო­გო­რი მა­მა­კა­ციც უნდა მყავ­დეს, ასე­თი ვიქ­ნე­ბი. ზო­გა­დად, ქალი იმ­დე­ნად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია, რომ მა­მა­კა­ცი ამის ფონ­ზე პა­სი­უ­რი ჩანს. არ ვიცი, რა სჭირთ, - იმედ­და­კარ­გუ­ლე­ბი არი­ან თუ არა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, მაგ­რამ სა­და­ვე­ე­ბი თით­ქოს ქა­ლებს გად­მოგ­ვა­ბა­რეს (ყვე­ლამ არა).

უმე­ტე­სად ჩემ გარ­შე­მო ისე­თი ქა­ლე­ბი არი­ან, რომ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევთ - გინდ გა­თხო­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ და გინ­დაც არა. ეს იმი­ტომ, რომ კაცი ვერ "ქა­ჩავს," ვერ აკე­თებს, მო­დუნ­დნენ მა­მა­კა­ცე­ბი. ერთი მხრივ, მა­გა­რია, რომ ქა­ლის როლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ქალს მა­ინც გვერ­დით სჭირ­დე­ბა მას­ზე ძლი­ე­რი, წელ­ში გა­მარ­თუ­ლი პი­როვ­ნე­ბა - მა­მა­კა­ცი...

- შენ გვერ­დით არის ასე­თი პი­როვ­ნე­ბა?

- კი, არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის კა­რი­ე­რაც ახლა იწყე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში ვუდ­გე­ვართ ერ­თმა­ნეთს.

- რა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია?

- სპორ­ტის, რა თქმა უნდა. თა­ვი­დან­ვე დავპ­როგ­რამ­დი, მგო­ნი, ამ სფე­რო­ზე...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ჩემი ფოტოები ბოღმა ადამიანებს არ მოსწონთ..." - სანდრა პაიჭაძის ცხოვრების სტილი და ძლიერი მამაკაცი, რომელიც მის გვერდით დგას

"ჩემი ფოტოები ბოღმა ადამიანებს არ მოსწონთ..." - სანდრა პაიჭაძის ცხოვრების სტილი და ძლიერი მამაკაცი, რომელიც მის გვერდით დგას

მოდელმა სანდრა პაიჭაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შვიდ ტურს გაუძლო და შემდეგ პროექტის დატოვება მოუხდა. ახლა საფინალო შოუსთვის ემზადება, რადგანაც, ფორმატის მიხედვით, სცენაზე ყველა კონკურსანტი უნდა გამოვიდეს. "დიდი სამზადისი გვაქვს, ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ შოუში," - გვეუბნება ალექსანდრა. საფინალო შოუს წინ AMBEBI.GE მოდელს გაესაუბრა.

- პროექტი რომ დატოვე, განიცადე?

- რეალურად ჩემთვის ეს პროექტი იყო ერთ-ერთი გამოცდილება, ანუ რა შემეძლო და რა არა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმდენი კარგი და პროფესიონალი ადამიანი გავიცანი, წლების მანძილზე აუცილებლად გამოვადგებით ერთმანეთს - ვითანამშრომლებთ. რადგანაც ცხოვრებაში ჩემთვის პრიორიტეტი მუდმივი სიახლეებია და შოუში მონაწილეობას ამიტომ დავთანხმდი...

- გამარჯვებაზე არ ფიქრობდი?

- სურვილი მქონდა, მაგრამ მალევე ატყობ თავს, რა შეგიძლია... თან, იმდენად დიდი კონკურენცია იყო და იმდენად დიდ ლიდერებს ვეჭიდავებოდი, გული არ უნდა დამწყვეტოდა იმაზე, ფინალში ვიქნებოდი თუ არა. პროექტში ამ განწყობით შევედი და წამოვედი კიდეც იქიდან...

- გული რაზე დაგწყდა?

- ტრავმები მივიღე, - ნეკნზე, კოჭი ორჯერ ამოვიბრუნე... იმ პერიოდში ჩემს საქმეებს მოვწყდი, მაგრამ არა უშავს, ამ პროექტმა ბევრი კარგი რამ მომიტანა...

- თავისებური ცხოვრების სტილი გაქვს...

- საერთოდ, მოუსვენარი ადამიანი ვარ. უპირატესობას ჯანსაღი ცხოვრების სტილს ვანიჭებ. მუდმივად ვისმენ ლექციებს, ტრენინგებს ქალის ფსიქოლოგიაზე, მიყვარს გონების ვარჯიში... ეს ყველაფერი პროფესიაშიც დამეხმარება, უფრო სწორად, გამოვიყენებ - მარკეტოლოგი ვარ...

რადგან ყველა საქმეს ჩამოცილებული ვიყავი, მაინტერესებდა, მოხდებოდა თუ არა ჩემში ნერვული გადაძაბვა, მაგრამ არ მოხდა. უბრალოდ, მომენტებში შევატყვე თავს, რომ კონტროლს ვკარგავდი, მაგრამ ეს ყველაფერი იყო სტრესი, გარემოს ბრალი და ა.შ. სულ ვეუბნებოდი ჩემს თავს, - მოგება იქნება თუ წაგება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ცეკვისას ისიამოვნე და ასიამოვნე ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ.

- ე.ი. დაუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

- დავუბრუნდი ჩემი ცხოვრების რიტმს, - ვმუშაობ "იმედის დილაში," ჩემი პატარა რუბრიკა მაქვს. გადართული ვარ სწავლაზე, შვილზე - დემეტრეზე და მასთან ერთად, ცოტა ხანს სურამში დასვენებაც მოვასწარი. მოგვიანებით ვაპირებ მასთან ერთად ზღვაზე დავისვენო...

- იღებ თამამ და ლამაზ ფოტოებს, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება და მას ბევრი ადამიანი იწონებს...

- ეს ჩემი თავის გამოხატვაა. ადამიანს რაც გინდა, იმას აკეთებ... ჩემი ფოტოები შესაძლოა ბოღმა, ბოროტ ადამიანებს არ მოეწონოთ და მიიჩნიონ, რომ ცუდია, მაგრამ ვთვლი, რომ ისინი არ არიან გახსნილები.

რამდენადაც გულღია და გახსნილი ვარ ფოტოებში, იმდენად გულღია ვარ ყველაფერში, ოღონდ, ამას საზოგადოების გარკვეული წევრები ვერ იღებენ, რაც ჩემი პრობლემა არ არის. ვიმეორებ, ეს შეიძლება აღიზიანებდეს ადამიანებს, ვინც ჩემს თაობას და უფრო ახალგაზრდებს არ ეკუთვნიან, შეზღუდვებით არიან გაზრდილები, მთელი ცხოვრება ასე იცხოვრეს, თუმცა მათი მესმის...

რაც შეეხება ახალ თაობას, ძალიან ამყოლები არიან. ვცდილობ, მათ მიმართ მაქსიმალურად სიკეთით ვიყო გამორჩეული. "ისტაგრამზე" 24 ათასამდე გამომწერი მყავს, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე ვწერ (ფსიქოლოგიაზე, ასტროლოგიაზე, ფიტნესზე, თავდაჯერებულობაზე, სექსზე, მშობლებზე), გულახდილად ვლაპარაკობ, რადგანაც კონტინგენტი მყავს ისეთი, რომელიც ამას კარგად გაიგებს. "ფეისბუქზე" ასეთი აქტივობისგან თავს ვიკავებ, რადგანაც არ მაინტერესებს, ვიღაცის ბიცოლა, დედამთილის ნათესავი რას იტყვის... შემაწუხებელია და მათი ასეთი აღშფოთება უკვე დედაჩემს აწუხებს და შემდეგ ის უარყოფითი ენერგეტიკა ჩემზე გადმოაქვს...

მოკლედ, ჩემი სეგმენტი, ვისაც აქტიურად ვესაუბრები, ახალგაზრდების სახით არჩეული მყავს. ისინი თინეიჯერი გოგოები და ბიჭები არიან, რომლებიც სულ მწერენ და მუდმივად ინტერაქტივში ვარ მათთან.

- როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს დღეს ქალს და მათ შორის შენ, ამ ცხოვრებაში?

- ჩემი თავი ყველანაირი მხრიდან გაშიფრული მყავს. წარსულით, სამომავლო გეგმებით, რეიტინგით, მოკლედ, ისეთი ვარ, როგორიც ვარ. აბსოლუტურად მოუსვენარი და აქტიური. რატომღაც მამაკაცების პასიურობის გამო ბევრი ქალი გახდა ასეთი...

- მიგაჩნია, რომ მამაკაცების პასიურობა იწვევს ქალების გააქტიურებას?

- არა, მე ვარ ასეთი და გვერდით როგორი მამაკაციც უნდა მყავდეს, ასეთი ვიქნები. ზოგადად, ქალი იმდენად გააქტიურებულია, რომ მამაკაცი ამის ფონზე პასიური ჩანს. არ ვიცი, რა სჭირთ, - იმედდაკარგულები არიან თუ არა ქართველი მამაკაცები, მაგრამ სადავეები თითქოს ქალებს გადმოგვაბარეს (ყველამ არა).

უმეტესად ჩემ გარშემო ისეთი ქალები არიან, რომ ბევრი რამის გაკეთება დამოუკიდებლად უწევთ - გინდ გათხოვილები იყვნენ და გინდაც არა. ეს იმიტომ, რომ კაცი ვერ "ქაჩავს," ვერ აკეთებს, მოდუნდნენ მამაკაცები. ერთი მხრივ, მაგარია, რომ ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაიზარდა, მაგრამ მეორე მხრივ, ქალს მაინც გვერდით სჭირდება მასზე ძლიერი, წელში გამართული პიროვნება - მამაკაცი...

- შენ გვერდით არის ასეთი პიროვნება?

- კი, არის ძალიან ძლიერი პიროვნება, რომლის კარიერაც ახლა იწყება. მაქსიმალურად გვერდში ვუდგევართ ერთმანეთს.

- რა სფეროს წარმომადგენელია?

- სპორტის, რა თქმა უნდა. თავიდანვე დავპროგრამდი, მგონი, ამ სფეროზე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება