მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო" - ფინალისტების ემოციები "X ფაქტორის" დასრულების შემდეგ
"ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო" - ფინალისტების ემოციები "X ფაქტორის" დასრულების შემდეგ

"X ფაქ­ტო­რის" მე­ო­თხე სე­ზო­ნი "რუს­თა­ვი 2"-ზე გრან­დი­ო­ზუ­ლად დას­რულ­და. ხმე­ბის 57 პრო­ცენ­ტი ბა­თუ­მელ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძემ მი­ი­ღო. გა­მარ­ჯვე­ბა მის­თვის იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ ძირს დაჯ­და და წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ მა­შინ მიხ­ვდა, რო­დე­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი შე­მო­ეხ­ვივ­ნენ.

პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძე, გრი­გოლ ყიფ­ში­ძე და ჯგუ­ფი "mix2ra" იბ­რძოდ­ნენ. ყვე­ლას ეგო­ნა პრო­ექტს უნი­ჭი­ე­რე­სი 11 წლის გრი­გოლ ყიფ­ში­ძე მო­ი­გებ­და, მაგ­რამ მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის პროგ­ნო­ზი არ გა­მარ­თლდა.

გრი­გოლ ყიფ­ში­ძე: უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, არ ვი­ყა­ვი ჩემს გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და რა მოხ­დე­ბო­და და მინ­და გი­თხრათ, მარ­თლა გუ­ლით გა­მე­ხარ­და სან­დროს გა­მარ­ჯვე­ბა. "იქს ფაქ­ტო­რი" ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რო­მელ­მაც ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მომ­ცა.

18 წლის სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძე "X ფაქ­ტო­რის" კას­ტინგზე მე­გო­ბარს გაყ­ვა და პრო­ექ­ტში ბედი შემ­თხვე­ვით მო­სინ­ჯა, ამან კი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა.

- მარ­თლა არ ვე­ლო­დი გა­მარ­ჯვე­ბას, როცა ჩემი სა­ხე­ლი გა­მო­ა­ცხა­დეს, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. კი­ნა­ღამ გული წა­მი­ვი­და სცე­ნა­ზე, ვერ აღვწერ რა და­მე­მარ­თა. ჩემი ბედი ჩემ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს. მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის. ახლა თავ­ში არე­უ­ლი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი, საით წა­ვი­დე არ ვიცი. ჩემ­თვის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. ჯერ და­ვის­ვე­ნებ, ამ ზა­ფხულს ძა­ლებს აღ­ვიდ­გენ და შე­მოდ­გო­მი­დან და­ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას.

- ცნო­ბი­ლია, რომ ეროვ­ნულ გა­მოც­დებს აბა­რებ...

- მე სკო­ლა "X ფაქ­ტორ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს და­ვამ­თავ­რე და გა­მოც­დე­ბის­თვი­საც ვემ­ზა­დე­ბო­დი. ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ვა­ბა­რებ და აქე­დან პირ­და­პირ ბა­თუმ­ში მივ­დი­ვარ. დღეს 2 სა­ათ­ზე მაქვს გა­მოც­და და ვნა­ხოთ რა მოხ­დე­ბა. მამა მყავს მე­ზღვა­უ­რი და მეც მის გზას მივ­ყვე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ის ახა­ლი წა­სუ­ლია ზღვა­ში, ვერ და­ეს­წრო ჩემს წარ­მა­ტე­ბას და არც იცის, რომ გა­ვი­მარ­ჯვე პრო­ექ­ტში.

"X ფაქ­ტო­რის" წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი ჟან­რობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო ის ფაქ­ტიც, რომ პრო­ექ­ტი ფი­ნალ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დი მოხ­ვდა. ჯგუ­ფი "mix2ra" პრო­ექ­ტი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის 13 კვი­რა წარ­მა­ტე­ბით იბ­რძო­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ არ გა­უ­მარ­თლათ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო" - ფინალისტების ემოციები "X ფაქტორის" დასრულების შემდეგ

"ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო" - ფინალისტების ემოციები "X ფაქტორის" დასრულების შემდეგ

"X ფაქტორის" მეოთხე სეზონი "რუსთავი 2"-ზე გრანდიოზულად დასრულდა. ხმების 57 პროცენტი ბათუმელმა აბიტურიენტმა სანდრო კურცხალიძემ მიიღო. გამარჯვება მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ძირს დაჯდა და წარმატებას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც გულშემატკივრები შემოეხვივნენ.

პროექტის ფინალში გამარჯვებისთვის სანდრო კურცხალიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ჯგუფი "mix2ra" იბრძოდნენ. ყველას ეგონა პროექტს უნიჭიერესი 11 წლის გრიგოლ ყიფშიძე მოიგებდა, მაგრამ მისი მხარდამჭერების პროგნოზი არ გამართლდა.

გრიგოლ ყიფშიძე: უბედნიერესი ადამიანი ვარ, არ ვიყავი ჩემს გამარჯვებაში დარწმუნებული, წარმოდგენა არ მქონდა რა მოხდებოდა და მინდა გითხრათ, მართლა გულით გამეხარდა სანდროს გამარჯვება. "იქს ფაქტორი" ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რომელმაც ხალხის სიყვარული მომცა.

18 წლის სანდრო კურცხალიძე "X ფაქტორის" კასტინგზე მეგობარს გაყვა და პროექტში ბედი შემთხვევით მოსინჯა, ამან კი წარმატება მოუტანა.

- მართლა არ ველოდი გამარჯვებას, როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, შოკში ჩავვარდი. კინაღამ გული წამივიდა სცენაზე, ვერ აღვწერ რა დამემართა. ჩემი ბედი ჩემმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ახლა თავში არეული მაქვს ყველაფერი, საით წავიდე არ ვიცი. ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ჯერ დავისვენებ, ამ ზაფხულს ძალებს აღვიდგენ და შემოდგომიდან დავიწყებ მუშაობას.

- ცნობილია, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებ...

- მე სკოლა "X ფაქტორში" მონაწილეობის დროს დავამთავრე და გამოცდებისთვისაც ვემზადებოდი. ოჯახის გადაწყვეტილებით საზღვაო აკადემიაში ვაბარებ და აქედან პირდაპირ ბათუმში მივდივარ. დღეს 2 საათზე მაქვს გამოცდა და ვნახოთ რა მოხდება. მამა მყავს მეზღვაური და მეც მის გზას მივყვები. სამწუხაროდ, ის ახალი წასულია ზღვაში, ვერ დაესწრო ჩემს წარმატებას და არც იცის, რომ გავიმარჯვე პროექტში.

"X ფაქტორის" წლევანდელი სეზონი ჟანრობრივი თვალსაზრისით გამორჩეული იყო. უპრეცედენტო იყო ის ფაქტიც, რომ პროექტი ფინალში მუსიკალური ბენდი მოხვდა. ჯგუფი "mix2ra" პროექტი გამარჯვებისთვის 13 კვირა წარმატებით იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ არ გაუმართლათ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება