მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო ავღანეთში სამხედრო ძალებს ზრდის, - როგორია საქართველოს პოზიცია?!
ნატო ავღანეთში სამხედრო ძალებს ზრდის, - როგორია საქართველოს პოზიცია?!

"ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი შე­თან­ხმდნენ და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა­ზე ავ­ღა­ნეთ­ში", - ეს გან­ცხა­დე­ბა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ბრი­უ­სელ­ში, ნა­ტოს შტა­ბ­ბი­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თა, სა­დაც ალი­ან­სის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრებ­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს, მათ შო­რის, ავ­ღა­ნეთ­ში ნა­ტოს ეგი­დით მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცია - "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სია".

არც ისე დიდი ხნის წინ იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ავ­ღა­ნე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ბო­ლოს დროს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი თა­ლი­ბე­ბი­სა და ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წევ­რე­ბის იე­რი­შებს ვე­ღარ უმკლავ­დე­ბოდ­ნენ.

ამის შე­სა­ხებ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ერთ-ერთ გერ­მა­ნულ გა­ზეთ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, - "არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, ალი­ანსს ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო­ე­ბის რი­ცხვის გაზ­რდა მო­უხ­დეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 13 ათა­სია."

მა­შინ, სტოლ­ტენ­ბერ­გმა და­ა­ნონ­სა, რომ ამის შე­სა­ხებ ივ­ნის­ში, ნა­ტოს შტა­ბ­ბი­ნა­ში და­გეგ­მილ ალი­ან­სი­სა და ავ­ღა­ნეთ­ში მისი მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ისა­უბ­რებ­დნენ...

იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, - 15 სა­ხელ­მწი­ფო თა­ნახ­მაა "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ა­ში" და­მა­ტე­ბი­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს და იმე­დია, მათ სხვა ქვეყ­ნე­ბიც მი­ბა­ძა­ვენ.

"ჩვენ­მა სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და­მა­ტე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჯა­რის­კა­ცი მო­ი­თხო­ვეს ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მი­სი­ი­სათ­ვის და ახლა შე­მიძ­ლია და­დას­ტუ­რე­ბით ვთქვა - ჩვენ ავ­ღა­ნეთ­ში სამ­ხედ­რო მი­სი­ას გავზრდით", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ალს ბრი­უ­სელ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რი­აც ეს­წრე­ბო­და. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო ავ­ღა­ნე­თის "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს შო­რის მე­ო­თხე ად­გილ­ზეა. მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ცხელ წერ­ტილ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი 870 ჯა­რის­კა­ცით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ ეტაპ­ზე, თავ­დაც­ვის უწყე­ბა კონ­ტი­გენ­ტის გაზ­რდა­ზე არ სა­უბ­რობს. თუმ­ცა, გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი ავ­ღა­ნეთ­ში 2018 წლის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უ­ბარ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვა აცხა­დებს, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ შემ­ცირ­დე­ბა.

"ჩვენ ავ­ღა­ნეთ­ში ვიქ­ნე­ბით ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან, ქა­ბულ­სა და ბაგ­რამ­ში და გერ­მა­ნე­ლებ­თან ერ­თად - მა­ზარ-ი-შა­რიფ­ში. ავ­ღა­ნეთ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სათ­ვის. ეს არის ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, სა­დაც ახა­ლი თა­ო­ბა ოფიც­რე­ბის, ახა­ლი თა­ო­ბა ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნე­ბენ ნა­ტოს, კი­დევ ერთხელ ჩვენს პარტნი­ორ ქვეყ­ნებს ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის სიმ­ტკი­ცე­სა და ქარ­თვე­ლი ოფიც­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს. ეს არის ფას­და­უ­დე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

ავ­ღა­ნეთ­ში და­მა­ტე­ბით ძა­ლე­ბის გაგ­ზავ­ნას რუ­სუ­ლი მე­დი­აც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრი­უ­სელ­ში შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სე­თის საფრ­თხის თე­მაც უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო, თუმ­ცა, ის მთა­ვა­რი არ ყო­ფი­ლა. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ში წე­რენ, რომ ნა­ტოს 29 წევ­რი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტი 2017 წლის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 946 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. მათ­გან 683,4 მი­ლი­არდს აშშ და­ხარ­ჯავს.

ალი­ან­სის წევ­რი-ქვეყ­ნე­ბის და­ნა­ხარ­ჯი უკვე მე­სა­მე წე­ლია იზ­რდე­ბა და 2017 წლის­თვის ის 4,3%-ით გა­იზ­რდე­ბა. თავ­დაც­ვა­ში ყვე­ლა­ზე მეტს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ხარ­ჯავს. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებს - ნატო-ს ჯერ­ჯე­რო­ბით ახალ­გაზ­რდა წევ­რი - მონ­ტე­ნეგ­რო, რო­მე­ლიც 2017 წელს აპი­რებს, რომ 72 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯოს. მის შემ­დეგ მო­დის ალ­ბა­ნე­თი 152 მი­ლი­ო­ნით და ლუქ­სემ­ბურ­გი, რო­მე­ლიც ნატო-ს სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბის­თვის 278 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­ყოფს.

"რო­ი­ტე­რის" კი­თხვა­ზე, - სად უნდა წა­ვი­დეს ამ­დე­ნი თან­ხა, ამე­რი­კა­სა და ნა­ტოს პა­სუ­ხის უკვე აქვთ - ის ახა­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის და­ი­ხარ­ჯე­ბა. "პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ თვითმფრი­ნა­ვე­ბის ხა­რის­ხი, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი არ აქვს უკ­რა­ი­ნას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ა­ფარ­თო­ვებს თუ არა ის თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ავ­ღა­ნეთ­ში. რო­გორც უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სტე­ფან პოლ­ტო­რა­კი აცხა­დებს, "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის კი­დევ უფრო გაზ­რდის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა გაგ­რძელ­დე­ბა. ამ­ჟა­მად, ავ­ღა­ნეთ­ში 10 უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტი იმ­ყო­ფე­ბა და კი­დევ ერთი სამ­ხედ­როს გაგ­ზავ­ნა გა­ნი­ხი­ლე­ბა", - აცხა­დებს პოლ­ტო­რა­კი, რომ­ლის თქმი­თაც, მათი სამ­ხედ­რო­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ მი­სი­ა­ში, ლიტ­ველ და იტა­ლი­ელ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად მოქ­მე­დე­ბენ.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

ნატო ავღანეთში სამხედრო ძალებს ზრდის, - როგორია საქართველოს პოზიცია?!

ნატო ავღანეთში სამხედრო ძალებს ზრდის, - როგორია საქართველოს პოზიცია?!

"ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ დამატებითი ძალების გაგზავნაზე ავღანეთში", - ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაცია - "მტკიცე მხარდაჭერის მისია".

არც ისე დიდი ხნის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალები ბოლოს დროს გააქტიურებული თალიბებისა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების იერიშებს ვეღარ უმკლავდებოდნენ.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, - "არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ალიანსს ავღანეთში მყოფი სამხედროების რიცხვის გაზრდა მოუხდეს, რომელიც ამჟამად 13 ათასია."

მაშინ, სტოლტენბერგმა დაანონსა, რომ ამის შესახებ ივნისში, ნატოს შტაბბინაში დაგეგმილ ალიანსისა და ავღანეთში მისი მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრებდნენ...

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, - 15 სახელმწიფო თანახმაა "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" დამატებითი წვლილი შეიტანოს და იმედია, მათ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.

"ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელებმა დამატებით კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი მოითხოვეს ავღანეთში მიმდინარე მისიისათვის და ახლა შემიძლია დადასტურებით ვთქვა - ჩვენ ავღანეთში სამხედრო მისიას გავზრდით", - განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნატოს მინისტერიალს ბრიუსელში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც ესწრებოდა. ცნობისთვის, საქართველო ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილში, საქართველოს შეიარაღებული ძალები 870 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, თავდაცვის უწყება კონტიგენტის გაზრდაზე არ საუბრობს. თუმცა, გადაწყვეტილია, რომ ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში 2018 წლის ბოლომდე დარჩება.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა აცხადებს, რომ ახლო მომავალში ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა არ შემცირდება.

"ჩვენ ავღანეთში ვიქნებით ამერიკელ პარტნიორებთან, ქაბულსა და ბაგრამში და გერმანელებთან ერთად - მაზარ-ი-შარიფში. ავღანეთში ჩვენი თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ეს არის ნატოში ინტეგრაციის პროცესის განუწყვეტელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ახალი თაობა ოფიცრების, ახალი თაობა ჩვენი ჯარისკაცების კიდევ ერთხელ აჩვენებენ ნატოს, კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ქართველი ჯარისკაცის სიმტკიცესა და ქართველი ოფიცრის პროფესიონალიზმს. ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება და ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება", - განაცხადა მან.

ავღანეთში დამატებით ძალების გაგზავნას რუსული მედიაც გამოეხმაურა. "როიტერის" ინფორმაციით, ბრიუსელში შეხვედრაზე რუსეთის საფრთხის თემაც უნდა განხილულიყო, თუმცა, ის მთავარი არ ყოფილა. გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ანგარიშში წერენ, რომ ნატოს 29 წევრი ქვეყნის თავდაცვის საერთო ბიუჯეტი 2017 წლისთვის დაახლოებით 946 მილიარდი დოლარი იქნება. მათგან 683,4 მილიარდს აშშ დახარჯავს.

ალიანსის წევრი-ქვეყნების დანახარჯი უკვე მესამე წელია იზრდება და 2017 წლისთვის ის 4,3%-ით გაიზრდება. თავდაცვაში ყველაზე მეტს ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს. ყველაზე ნაკლებს - ნატო-ს ჯერჯერობით ახალგაზრდა წევრი - მონტენეგრო, რომელიც 2017 წელს აპირებს, რომ 72 მილიონი დოლარი დახარჯოს. მის შემდეგ მოდის ალბანეთი 152 მილიონით და ლუქსემბურგი, რომელიც ნატო-ს სამხედრო დანაყოფებისთვის 278 მილიონ დოლარს გამოყოფს.

"როიტერის" კითხვაზე, - სად უნდა წავიდეს ამდენი თანხა, ამერიკასა და ნატოს პასუხის უკვე აქვთ - ის ახალი სამხედრო ძალების მომზადებისა და შეიარაღებისთვის დაიხარჯება. "პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ თვითმფრინავების ხარისხი, ასევე, მნიშვნელოვანია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ აქვს უკრაინას იმასთან დაკავშირებით, გააფართოვებს თუ არა ის თავის წარმომადგენლობას ავღანეთში. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი აცხადებს, "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიის კიდევ უფრო გაზრდის საფრთხე რეალურია, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება. ამჟამად, ავღანეთში 10 უკრაინელი სამხედრო სპეციალისტი იმყოფება და კიდევ ერთი სამხედროს გაგზავნა განიხილება", - აცხადებს პოლტორაკი, რომლის თქმითაც, მათი სამხედროები აღნიშნულ მისიაში, ლიტველ და იტალიელ სამხედროებთან ერთად მოქმედებენ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე