პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მძღოლებისთვის - ყველა დეტალი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
ინფორმაცია მძღოლებისთვის - ყველა დეტალი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღე­ი­დან "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბე­ბი ამოქ­მედ­და. სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ქუ­ლა­თა სის­ტე­მა­სა და უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბის შე­მო­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რას გუ­ლის­ხმობს ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­დის ძა­ლა­ში, რა უნდა იცოდ­ნენ მძღო­ლებ­მა, რა და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­კონ­ტროლ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბა და რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით და­ფიქ­სირ­დე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, ასე­ვე, სა­მო­მავ­ლოდ, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის დღეს არ­სე­ბულ მო­დელს - ამ და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა თე­მებ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, შალ­ვა ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­სა­უბ­როთ სი­ახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც ქუ­ლა­თა სის­ტე­მას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1-ელ ივ­ლისს, მარ­თვის მოწ­მო­ბას 100 ქულა მი­ე­ნი­ჭე­ბა, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის სფე­რო­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნა კი და­რი­ცხუ­ლი ქუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს. რა უნდა იცოდ­ნენ მძღო­ლებ­მა ახა­ლი სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პის შე­სა­ხებ?

- 1-ელი ივ­ლი­სი­დან ძა­ლა­ში შე­დის ქუ­ლა­თა სის­ტე­მა. ყვე­ლა მძღო­ლის მარ­თვის მოწ­მო­ბას 100 პი­რო­ბი­თი ქულა და­ე­რი­ცხე­ბა, რო­მე­ლიც 1-ელ იან­ვრამ­დე იქ­ნე­ბა ძა­ლა­ში, თუ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით არ შემ­ცირ­და. შემ­ცი­რე­ბა გუ­ლის­ხმობს ისეთ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც პირი ჩა­ი­დენს სა­მარ­თლა­დარ­ღვე­ვას. ამ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას და­ა­ფიქ­სი­რებს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი, მძღოლს გა­ა­ჩე­რებს და პი­რა­დად და­ა­ჯა­რი­მებს. ამ პრო­ცეს­ში პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს არ აქვს წვდო­მა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, თუ რამ­დე­ნი ქულა აქვს მძღო­ლის მარ­თვის მოწ­მო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი არ იქ­ნე­ბა.

დღის თემა: ყვე­ლა დე­ტა­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბის 100-ქუ­ლი­ან სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც 5 დღე­ში ამოქ­მედ­დე­ბა

თუმ­ცა, რო­დე­საც პატ­რუ­ლი მძღოლს და­ა­ჯა­რი­მებს, ამო­ბეჭ­დილ ქვი­თარ­ზე იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნი ქუ­ლით შე­უმ­ცირ­და და რამ­დე­ნი ქულა აქვს დარ­ჩე­ნი­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მძღოლს. ასე­ვე მი­უ­ვა SMS, რათა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ. ქუ­ლა­თა სის­ტე­მა მოქ­მე­დებს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, აშშ-ში, თუ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში. ამ მო­დე­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, რომ მეტი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა მოხ­დეს მძღოლ­ზე, რათა მან თა­ვი­სი ქცე­ვა გა­ა­კონ­ტრო­ლოს, და­იც­ვას საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და გა­უფრ­თხილ­დეს უფრო ფა­სე­ულს, რო­გო­რიც არის მარ­თვის უფ­ლე­ბა, ვიდ­რე ერთჯე­რა­დად, 20 ლა­რი­ან, ან 50 ლა­რი­ან ჯა­რი­მას.

ვფიქ­რობთ, მო­დე­ლი საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი უნდა იყოს. იგი­ვე წესი მოქ­მე­დებს სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზეც, რომ­ლე­ბიც შე­მოვ­ლენ და მათ მარ­თვის მოწ­მო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი ძალა მი­ე­ნი­ჭე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ქუ­ლა­თა სის­ტე­მა არ ვრცელ­დე­ბა არც ვი­დეო ჯა­რი­მებ­ზე და არც სა­უ­რა­ვებ­ზე.

- რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე და­რი­ცხუ­ლი ქუ­ლე­ბი გა­ნულ­დე­ბა?

- რო­დე­საც პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი მძღოლს შე­ა­ჩე­რებს და ამო­ბეჭ­დილ ქვი­თარ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ ქუ­ლე­ბი გა­ნულ­და, ან ნულს ქვე­მოთ არის, ეს ით­ვლე­ბა მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბად და იწ­ვევს მარ­თვის მოწ­მო­ბის მფლო­ბე­ლი პი­რი­სათ­ვის მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ერთი წლის ვა­დით. თუმ­ცა, არის გარ­კვე­უ­ლი სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბა.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს პირი, თუ მას მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე და­რი­ცხუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 0-მდე შე­უმ­ცირ­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა სურს?

- მას შე­უძ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თოს, ჩა­ა­ბა­როს გა­მოც­და სრუ­ლი პრო­ცე­დუ­რით და აღიდ­გი­ნოს მარ­თვის უფ­ლე­ბა. თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა აქვს წე­ლი­წად­ში ერთხელ. გა­მოც­და­ზე გას­ვლა მე­ო­რე დღეს­ვე შე­უძ­ლია, რად­გან არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვით ირ­ჩე­ნენ თავს. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ვი­ნა­ხოთ, რომ მძღოლს მარ­თვის უფ­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და, რად­გან წე­სე­ბი არ იცო­და, თუ იცო­და და უგულ­ვე­ბელ­ყოფ­და. თუ იცო­და და უგულ­ვე­ბელ­ყოფ­და, ხალ­ხურ ენა­ზე რომ ვთქვათ, მი­ნი­მუმ ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლია, რომ ბევ­რი დარ­ღვე­ვის გამო, მან მარ­თვის მოწ­მო­ბა და­კარ­გა. თუ არ იცო­და, შე­სა­ბა­მი­სად, მარ­თვის უფ­ლე­ბას ვერც აღიდ­გენს.

- ქუ­ლა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია, თუმ­ცა რო­მელ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე გა­ნი­სა­ზღვრა შე­სამ­ცი­რე­ბელ ქუ­ლა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა?

- მი­ნი­მა­ლუ­რი ქულა 5-ით, მაქ­სი­მა­ლუ­რი კი, 40 ქუ­ლით გა­ნი­სა­ზღვრა. ყვე­ლა­ზე მეტი ქულა აქვს ისეთ დარ­ღვე­ვას, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ცე­მა, ასე­ვე რო­დე­საც მძღოლს ბავ­შვე­ბი გა­დაჰ­ყავს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ჩა­ი­დენს და წე­სებს არ იცავს. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბია, რო­დე­საც ბავ­შვებს ეხე­ბა, ის ნა­წი­ლი მკაცრ სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. უფრო მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად ით­ვლე­ბა.

რაც შე­ხე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რცე­ლე­ბულ დარ­ღვე­ვებს, ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ქარ­თუ­ლი სპე­ცი­ფი­კა, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს სჭირ­დე­ბათ გარ­კვე­უ­ლი შეჩ­ვე­ვა ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამი­ტომ არც თუ ისე დიდი ქუ­ლე­ბი არის გახ­ში­რე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე, თუნ­დაც ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბარ­ზე, ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა­ზე ისეა ქუ­ლე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ წე­ლი­წად­ში 7-8 დარ­ღვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მძღოლს.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკაცრ­დე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ნას­ვამ მძღო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­რღვევს მარ­თვის უფ­ლე­ბა უჩერ­დე­ბა. კი­დევ რა ცვლი­ლე­ბე­ბი ეხე­ბათ მათ?

- თუ ნას­ვამ მძღოლს შე­ეძ­ლო 700 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით შეც­ვლი­ლი­ყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ მისი მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, ახლა მას მხო­ლოდ სამი თვის გას­ვლის შემ­დეგ შე­უძ­ლია მი­მარ­თვა და 700 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, 1000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მაა. თუმ­ცა, ასე­ვე და­ვუშ­ვით, თუ მძღო­ლი ჩა­ა­ბა­რებს გა­მოც­დას, იგი­ვე პრინ­ცი­პით აღუდ­გე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბა, რო­გორც ქუ­ლე­ბის გამო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

- ავ­ტო­მო­ბი­ლის სხვა პი­რის­თვის გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, ვის აკ­ლდე­ბა ქუ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნი­სას, უშუ­ა­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­რღვევს, თუ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მფლო­ბელს?

- ქულა აკ­ლდე­ბა მას, ვინც ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­დას­ცა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ნას­ვამ ადა­მი­ანს. ნას­ვა­მი ვინც არის, მას ავ­ტო­მა­ტუ­რად უჩერ­დე­ბა მარ­თვის უფ­ლე­ბა. თუ მძღო­ლი ნას­ვა­მი არ იყო, ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბელს არა­ფე­რი აკ­ლდე­ბა, ქუ­ლე­ბი და­აკ­ლდე­ბა პირს, რო­მე­ლიც მარ­თავ­და მან­ქა­ნას. თუ მძღო­ლი ნას­ვა­მი იყო და დად­გინ­და, რომ მფლო­ბელ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი ათხო­ვა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ნას­ვამ ადა­მი­ანს, მა­შინ ქუ­ლე­ბი მფლო­ბელს აკ­ლდე­ბა.

- რა წე­სე­ბის დაც­ვა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბავ­შვე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას?

- ბავ­შვე­ბის გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო მო­თხოვ­ნა, რომ ყვე­ლას ჰქო­ნო­და სა­ბავ­შვო სკა­მი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ნა­წი­ლობ­რივ გა­ვი­ზი­ა­რეთ ეს მო­თხოვ­ნა. ახლა არის რე­გუ­ლა­ცია, რომ 16 წელს მიღ­წე­ულ პირს შე­უძ­ლია უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე კალ­თა­ში ჩა­ის­ვას ბავ­შვი, მხო­ლოდ, თვი­თონ უნდა ეკე­თოს ღვე­დი. ასე­ვე, სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძე­ლი თა­ვის­თა­ვად, გა­მო­ყე­ნე­ბა­დია.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ყველა დეტალი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ყველა დეტალი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან "საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებები ამოქმედდა. სიახლეების ძირითადი ნაწილი ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას უკავშირდება. რას გულისხმობს ცვლილებები, რომელიც რამდენიმე დღეში შედის ძალაში, რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა, რა დამატებითი საშუალებებით გაკონტროლდება საქართველოს გზებზე მოძრაობა და რა მექანიზმებით დაფიქსირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ასევე, სამომავლოდ, რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მართვის მოწმობის გამოცდის დღეს არსებულ მოდელს - ამ და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

- ბატონო შალვა, თავდაპირველად ვისაუბროთ სიახლეზე, რომელიც ქულათა სისტემას უკავშირდება. როგორც ცნობილია, 1-ელ ივლისს, მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა კი დარიცხული ქულების შემცირებას გამოიწვევს. რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ახალი სისტემის ძირითადი პრინციპის შესახებ?

- 1-ელი ივლისიდან ძალაში შედის ქულათა სისტემა. ყველა მძღოლის მართვის მოწმობას 100 პირობითი ქულა დაერიცხება, რომელიც 1-ელ იანვრამდე იქნება ძალაში, თუ კანონით დადგენილი წესით არ შემცირდა. შემცირება გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირი ჩაიდენს სამართლადარღვევას. ამ სამართალდარღვევას დააფიქსირებს პატრულ-ინსპექტორი, მძღოლს გააჩერებს და პირადად დააჯარიმებს. ამ პროცესში პატრულ-ინსპექტორს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რამდენი ქულა აქვს მძღოლის მართვის მოწმობას. შესაბამისად, სპეკულაციები და ინსინუაციები არ იქნება.

დღის თემა: ყველა დეტალი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე, რომელიც 5 დღეში ამოქმედდება

თუმცა, როდესაც პატრული მძღოლს დააჯარიმებს, ამობეჭდილ ქვითარზე იქნება ინფორმაცია, რამდენი ქულით შეუმცირდა და რამდენი ქულა აქვს დარჩენილი მართვის მოწმობაზე მძღოლს. ასევე მიუვა SMS, რათა მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ. ქულათა სისტემა მოქმედებს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, თუ ევროკავშირის ქვეყნებში. ამ მოდელის ძირითადი მიზანია, რომ მეტი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოხდეს მძღოლზე, რათა მან თავისი ქცევა გააკონტროლოს, დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და გაუფრთხილდეს უფრო ფასეულს, როგორიც არის მართვის უფლება, ვიდრე ერთჯერადად, 20 ლარიან, ან 50 ლარიან ჯარიმას.

ვფიქრობთ, მოდელი საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს. იგივე წესი მოქმედებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომლებიც შემოვლენ და მათ მართვის მოწმობას საქართველოში იურიდიული ძალა მიენიჭება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქულათა სისტემა არ ვრცელდება არც ვიდეო ჯარიმებზე და არც საურავებზე.

- რა ხდება მაშინ, როდესაც მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები განულდება?

- როდესაც პატრულ-ინსპექტორი მძღოლს შეაჩერებს და ამობეჭდილ ქვითარზე გამოჩნდება, რომ ქულები განულდა, ან ნულს ქვემოთ არის, ეს ითვლება მართვის უფლების შეჩერების დადგენილებად და იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. თუმცა, არის გარკვეული საშეღავათო პირობა.

- როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ მას მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 0-მდე შეუმცირდა, თუმცა აღნიშნული უფლების აღდგენა სურს?

- მას შეუძლია მომსახურების სააგენტოს მიმართოს, ჩააბაროს გამოცდა სრული პროცედურით და აღიდგინოს მართვის უფლება. თუმცა ამის უფლება აქვს წელიწადში ერთხელ. გამოცდაზე გასვლა მეორე დღესვე შეუძლია, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ავტომობილის მართვით ირჩენენ თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ მძღოლს მართვის უფლება შეუჩერდა, რადგან წესები არ იცოდა, თუ იცოდა და უგულვებელყოფდა. თუ იცოდა და უგულვებელყოფდა, ხალხურ ენაზე რომ ვთქვათ, მინიმუმ ჭკუის სასწავლებელია, რომ ბევრი დარღვევის გამო, მან მართვის მოწმობა დაკარგა. თუ არ იცოდა, შესაბამისად, მართვის უფლებას ვერც აღიდგენს.

- ქულათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა რომელ სამართალდარღვევაზე განისაზღვრა შესამცირებელ ქულათა მაქსიმალური ოდენობა?

- მინიმალური ქულა 5-ით, მაქსიმალური კი, 40 ქულით განისაზღვრა. ყველაზე მეტი ქულა აქვს ისეთ დარღვევას, როგორიც არის, მაგალითად ნასვამი ადამიანისთვის ავტომობილის გადაცემა, ასევე როდესაც მძღოლს ბავშვები გადაჰყავს, ავტოსაგზაო შემთხვევას ჩაიდენს და წესებს არ იცავს. სამართალდარღვევის სხვადასხვა ნაწილებია, როდესაც ბავშვებს ეხება, ის ნაწილი მკაცრ სანქციას ითვალისწინებს. უფრო მომეტებული რისკის სამართალდარღვევად ითვლება.

რაც შეხება საყოველთაოდ გავრცელებულ დარღვევებს, ჩვენ გავითვალისწინეთ ქართული სპეციფიკა, გავითვალისწინეთ, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ გარკვეული შეჩვევა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, ამიტომ არც თუ ისე დიდი ქულები არის გახშირებულ დარღვევებზე, თუნდაც ტელეფონზე საუბარზე, ღვედის გამოუყენებლობაზე ისეა ქულები განსაზღვრული, რომ წელიწადში 7-8 დარღვევის შესაძლებლობას აძლევს მძღოლს.

- როგორც ცნობილია, მკაცრდება რეგულაციები ნასვამ მძღოლებთან მიმართებაში და სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება უჩერდება. კიდევ რა ცვლილებები ეხებათ მათ?

- თუ ნასვამ მძღოლს შეეძლო 700 ლარიანი ჯარიმით შეცვლილიყო საპატრულო პოლიციის მიერ მისი მართვის უფლების შეჩერება, ახლა მას მხოლოდ სამი თვის გასვლის შემდეგ შეუძლია მიმართვა და 700 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 1000 ლარიანი ჯარიმაა. თუმცა, ასევე დავუშვით, თუ მძღოლი ჩააბარებს გამოცდას, იგივე პრინციპით აღუდგება მართვის მოწმობა, როგორც ქულების გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობის შემთხვევაში.

- ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, ვის აკლდება ქულები სამართალდარღვევის ჩადენისას, უშუალოდ სამართალდამრღვევს, თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს?

- ქულა აკლდება მას, ვინც ავტომობილი გადასცა წინასწარი შეცნობით ნასვამ ადამიანს. ნასვამი ვინც არის, მას ავტომატურად უჩერდება მართვის უფლება. თუ მძღოლი ნასვამი არ იყო, ავტომობილის მფლობელს არაფერი აკლდება, ქულები დააკლდება პირს, რომელიც მართავდა მანქანას. თუ მძღოლი ნასვამი იყო და დადგინდა, რომ მფლობელმა ავტომობილი ათხოვა წინასწარი შეცნობით ნასვამ ადამიანს, მაშინ ქულები მფლობელს აკლდება.

- რა წესების დაცვა არის აუცილებელი ბავშვების ავტომობილით გადაადგილებისას?

- ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა, რომ ყველას ჰქონოდა საბავშვო სკამი, რომელიც გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ნაწილობრივ გავიზიარეთ ეს მოთხოვნა. ახლა არის რეგულაცია, რომ 16 წელს მიღწეულ პირს შეუძლია უკანა სავარძელზე კალთაში ჩაისვას ბავშვი, მხოლოდ, თვითონ უნდა ეკეთოს ღვედი. ასევე, საბავშვო სავარძელი თავისთავად, გამოყენებადია.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად "ინტერპრესნიუსზე"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ